სრული სახელი და გვარი:
ბენისიო მონსერა რაფაელ დელ ტორო სანჩეზი
(Benicio Monserrate Rafael Del Toro Sanchez)
დაბადების თარიღი: 19 თებერვალი 1967
დაბადების ადგილი: სანტურსი პუერტო რიკო
პროფესია: მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი.
ბიოგრაფია
--------------
ბენისიო დელ ტორო დაიბადა 19 თებერვალს 1967 წელს სანტურკში(პუერტო–რიკოში), იურისტების ოჯახში. მისი დედა გარდაიცვალა, როდესაც შვილი ცხრა წლის იყო, ოთხ წელიწადში კი მამამ გადაიყვანა ოჯახი აშშ–ში – ქალაქ მესერბეგში(პენსილვანიის შტატში). კალიფორნიის უნივერსიტეტში სან–დიეგოში, ბენისიო დელ ტორო ბიზნესის კურსებზე დადიოდა, მაგრამ ის ჩაეწერა სამსახიობო კურსებზე. ის თამაშობდა ზოგიერთი სტუდენტურ დადგმაში. ერთერთი რომელთაგანიც დადებითად მიიღეს დრამის ფესტევალზე ნიუ–იორკის თეატრში 'ლაფაიეტი'. ამიტომაც დამწყებმა მსახიობმა გადაწყვიტა ნიუ–იორკში დარჩენა, თავისი ცოდნის და გამოცდილების გასაუმჯობესებლად თეატრ 'Circle in the Square'. მას სტიპენდიაც კი დაუნიშნეს სტელა ადლერის კონსერვატორიაში. ლოს–ანჟელესშ გადასვლის შემდეგ, დელ ტორომ თავისი პირველი როლები მიიღო, როდესაც ტელევიზიაზე სერიალებში ეპიზოდური როლები შეასრულა(ნარკოომები','მაიამის პოლიცია'). შემდეგ კი 'დიდ კინოშიც' გამოჩნდა, მათ რიცხვში ბოროტმოქმედის როლი შეასრულა 'ბონდიანაში'(1988). ასე თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი მონაწილეობდა სხვადასხვა ფილმებში, თითქმს უცნობი რჩებოდა. მაგრამ ეს გრძელდებოდა სანამ მან ექსცენტრიული დამნაშავეს ფენსტერის როლი არ შეასრულა ბრაიან სინგერის კრიმინალურ დრამაში 'საეჭვო პირები'(1995). ამ ნამუშევარს მოყვა მეორე პლანის როლი სურათში 'ბასკია'(1996), რომელიც აღნიშნული იყო დამოუკიდებელი კრიტიკის პრიზით, აბელ ფერარას ფილმში 'დაკრძალვა'(1996). 1997 წელს ბენისიო დელ ტორომ პირველად შეასრულა მთავარი როლი კომედიურ მძაფრ–სიუჟეტიან ფილმში 'ზედმეტი ბარგი'(1997) ალისია სილვერსტოუნთან ერთად. კრიტიკოსებმა სურათი მიწასთან გაასწორეს, თმცა მსახიობის თამაში აღნიშნეს. წარმატებული ასევე 1998 წელი გახდა მსახიობისთვის, როდესაც მან ოსკარ აქსოტას წამყვანი როლი შეასრულა ტერი გილიამის სურათში 'შიში და სიძლვილი ლოს–ანჟელესში', რომელიც ხანტერ ტომფსონის რომანის მიხედვით გადაიღეს. მსახიობმა შესანიშნავი დუეტი წარმოადგინა ჯონი დეპთან. მოკლე შესვენების შემდეგ ბენისიო დელ ტორომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის სამსახიობო ნიჭს, როდესაც ერთერთი წამყვანი როლი შეასრულა სტივენ სოდერბერგის დრამატულ ლენტაში 'ტრაფიკი', სადაც მექსიკელი პოლიციელის როლი ითამაშა. ეს ნამუშევარი რამოდენიმე პრესტიჟული პრემიით იყო აღNიშნული, მათ შორის – კინომსახიობების გილდიის პრიზი და 'ოქროს გლობუსი', 'ოსკარი' და 'ვერცხლის დათვი'. მომდევნო ნამუშევრების შორის, შეგვიძლია ავღნიშნოთ კრიმინალური მძაფრ–სიუჟეტიანი ფილმები კრისტოფერ მაკკვარის "იარაღს გზა"(2000) და გაი რიჩის "დიდი კუში"(2000), შონ პენის კრიმინალური დრამა "პირობა"(2001). 2003 წელს ეკრანებზე გამოვიდა კლასიკოსის უილიამ ფრიდკინის მძაფრ–სიუჟეტიანი ფილმი – "შემწყვდეული", რომელშც მთავარი როლები შეასრულეს ტომი ლი ჯონსმა და ბენისიო დელ ტორომ.
1. ჩე –ნაწილი მეორე (2009)
Che- Part Two
2. ადამიანი–მგელი (2009)
The Wolf Man
3. საშობაო ისტორია 3D (2009)
A Christmas Carol
4. ჩე – ნაწილი პირველი (2008)
Che- Part One
5. ჩე გევარა (2008)
The Argentine
6. ის, რაც ჩვენ დავკარგათ (2007)
Things We Lost in the Fire
7. ცოდვათა ქალაქი (2005)
Sin City
8. მოქანცული (2003)
The Hunted
9. 21 გრამი (2003)
21 Grams
10. დაპირება (2001)
The Pledge
11. დიდი ფსონი. (2000)
Snatch
12. ტრაფიკი (2000)
Traffic
13. იარაღის გზა (2000)
The Way of the Gun
14. შიში და სიძულვილი ლას–ვეგასში (1998)
Fear and Loathing in Las Vegas
15. ზედმეტი ბარგი (1997)
Excess Baggage
16.ფანი(1996)
The Fan
17. ბასკია (1996)
Basquiat
18. ეჭვმიტანილები (1995)
The Usual Suspects
19. ლიცენზია მკვლელობაზე (1989)
Licence to Kill
20. Big Top Pee-wee (1988)
ეს ადამინაი, ჩემი უსაყვარლესი მსახიობია და იმედია რომელიმე თქვენგანისთვისაც... მოდით ეხა, ამ ადამიანზე ვისაუბროთ და მის ფილმოგრაფიაზე...
* * *
http://image.geotorrents.com/images/ve7czfjuxictuhed41fw.jpghttp://image.geotorrents.com/images/41cnwl94c2f9uczloe4.jpg This post has been edited by CHRISON on 14 Sep 2009, 16:08
მიმაგრებული სურათი