რეჟისორი: ენდი მუსკიეტი
სცენარისტები: გერი დაუბერმანი (ფილმის სცენარი), სტივენ კინგი (ნოველა)
როლებში: ბილ სკარსგარდი (პენივაიზი), ჯესიკა ჩანსტაინი (ბევერლი მარში) ჯეიმს მაკკევოი (ბილ დენბრო), ბილ ჰედერი (რიჩი თოზიერი) აიზია მუსტაფა (მაიკ ჰენლონი), ჯეი რეინი (ბენ ჰენსქომი) ჯეიმს რენსომი (ედი ქესბრეიქი), ენდი ბინი (სტენლი ურისი)
სტივენ კინგის და კონკრეტულად IT-ის გულშემატკივრები ალბათ მოუთმენლად ელოდნენ ამ ფილმის გაგრძელებას. მოვლენები პირველი ნაწილიდან 27 წლის შემდეგ ვითარდება, მაიკ ჰენლონი ცხოვრების სხვადასხვა ბილიკზე გაფანტულ პერსონაჟებს დაუკავშირდება და ბავშვობაში დადებულ ფიცს შეახსენებს, რომლის მიხედვით თუ "ის" დაბრუნდებოდა, ყველა უნდა დაბრუნებულიყო დერიში და ახლიდან შებრძოლებოდა პენივაიზს. გაზრდილი პერსონაჟები ჩამოდიან ქალაქში და იწყება ბრძოლა ბავშვების სისხლის მოყვარულ კლოუნთან.
IMDBთრეილერითრეილერი 2 * * *
აბა ვინც იყავით პრემიერაზე ან გუშინ, როგორ მოგეწონათ 3 საათიანი horror?
This post has been edited by belimbor on 7 Sep 2019, 12:03
ისეთი შაბეჭდილება მრჩება, ბევრ გულშემატკივარს ერთი სული აქ ხვიჩას კარიერა წინსწრებით "გადაახვიოს" და საბოლოო ბუღალტერია დათვალოს. არადა მთელი კაიფი სწორედაც რომ პროცესშია © java83