პრაღის ვიწრო ქუჩებში თუ დადის ტრამვაი, თბილისის ქუჩებში ვერ ივლის? თუ თბილისში რომ ჩამოიყვანენ ტრამვაიებს, გასუქდებიან და გაბარიტებში მოიმატებენ?!
ეს სურათი უკვე მეხუთედ იდება ფორუმზე
პრაღა. მონაკვეთი გაჩერებებს შორის,_,,კრეჟცარეკ"-,,მალოსტრანსკე ნამესტი".

ამ ტრამვაის სიგანე 2,48მ-ია (ავტობუსზე ვიწროა). არსებობს კიდევ უფრო ვიწრო 2,2მ. სიგანის ტრამვაები (Tatra T4SU, KT4SU).
პრაღა, ,,მალოსტრანსკე ნამესტი"

ნახეთ როგორ დაძვრება ტრმვაი თაღებში

მგონი კოლმეურნეობის მოედანზეც გადიოდა ტრამვაი სახლის ქვეშ, თაღში.
პრაღა, ,,ბერტრამკა". ქუჩის ნახევარი ტრამვაის უკავია, ხოლო მეორე ნახევარზე მანქანების ცალმხრივი მოძრაობაა. შესაძლოა იფიქროთ, რომ ასეთი ,,გაყოფა" უსამართლოა და მანქანებს მეტი ადგილი ეკუთვნით, მაგრამ ასე სულაც არაა. ტრამვაის ფართის გამოყენების ეფექტურობის კოეფიციენტი მინიმუმ 8-ჯერ მეტია, ვიდრე_მსუბუქი მანქანისა. ა.გ. ტრამვაის 2 ზოლი=მანქანების 16ზოლს, ხოლო ტრამვაის 2 ზოლის გაუქმებით, მათ ადგილზე მანქანების 16ზოლს ვერ ჩავტევთ. ამიტომაც უნდა მიენიჭოთ უპირატესობა ტრამვაებს.

ტრამვაების აღლუმი, პრაღა.

პრაღა, ბარანდოვის დასახლება. ტრამვაის ეს ჩქაროსნული ხაზი 2004 წელს გაიხსნა.