მეც ვერ ვუყურებ..........ჯერ ერთი ორივე გუნდი კიდია....მეორე ისეთ უაზრო კომეტარებს აკეთებს ამ დაძაბულზე დახრჩობა მინდა ხოლმე მისი....
ეხლა მამაჩემის დიალოგს გეტყვი....
დავუშვათ თამაშია მილანი - არსენალი
ტამაშის დაწყების წინ დაჯდება საყურებლად, და მეკითხება
--ვინები თამაშობენ?
- მილანი - არსენალი
-- ვა! (რატომ უკვირს არ ვიცი), კარგია ვუყურებ, მილანის ვბალეშიკობ მაგრად
-ხო კაი
ნუ მიდის თამაში....თუ გამაზა მილანმა კარგი მომენტი, ისე შეიცხადებს ვითარცა ულტრა ტიფოზი...
--რა გაყვირებს? (ვეკითხები)
--ვერ ნახე რა გამაზეეეს??
--მერე რა არ გკიდია? ძაან არ ნერვიულობდე
--მინდა რომ მოიგოს
ნუ მერე მოდის შესვენება...მამაჩემის სუსტი წერტილი, რადგან არა მგონია მსოფლიოში არსებობდეს მსგავსი პიროვნება, რომელსაც ამდენი პირველი ტაიმი აქვს ნანახი მარტო...
ნუ მეორე ტაიმი სანამ დაიწყება, ვაღვიძებ და ვარწმუნებ, რომ მისთვისაც და მილანის კეთილდღეობისათვის ჯობია რომ დაიძინოს, მიჯერებს და მიდის დასაწოლად...
მთვრადება თამაში........გადის დრო
მე ვზივარ კომპთან.......ყურებზე ნაუშნიკები მიკეთია და ჩემთვის ვიჩხრიკები ნეტში.... უცებ ნაცნობი ხელის მოთათუნება მხარზე...გავიხედავ დამშტერებია მამაჩემი და პირის მოძრაობაზე ვხვდები, რომ ანგარიში აინტერესებს...
მეც ვეუბნები და რათქმაუნდა ვატყუებ.....რაღაც ანგარიშშ მოვუთხრი ხოლმე, რომ მეორე დღეს გაზეთით დამადგეს და მითხრას, : რას მატყუებ შე კარგმოტყნულო, რა ვერ გავიგებდი მეორე დღეს თუ რა....
არადა ჩემ ტყუილებს ის მიზანი აქვს, რომ აღარ მკითხოს ხოლმე........ მაგრამ.......
აი ხვალ, ბედნიერი ვარ რომ პირველზე იწყება.........უეჭველი ეძინება მაგ დროს