გუშინ ბევრს ვფიქრობდი,მარა მაინც ვერ დავალაგე

ახლა ბევრ სისულელეს დავწერ,მაგრამ არ შეიმჩნიოთ,ან უფრო მეტი სისულელეები დაწერეთ თქვენც

კუნძული ხან აშკარად უსწრებს რეალურ დროს,ხან პირიქით.წარმოიდგენთ ორი პლასტინკა,ერთი ჩვეულებრივად ბრუნავს(რეალური სამყარო),მეორე-ისიც იმ სიჩქარით,ოღონდ უფრო ადრე დაიწყო ტრიალი და უსწრებს წინა პლასტინკის სიმღერას.როცა ფარადეი და სხვები ფრეიტერის ექიმის გვამს ნახავენ ნაპირზე,მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მკვდარი ის ექიმი(რამდენიმე საათში მოკვდა თუ რამდენიმე დღეში)
როცა გემიდან შუშხუნა(რაკეტა) ისროლეს,რაკეტის მოსვლამ დააგვიანა კუნძულზე რამდენიმე წუთით.ეს რას ნიშნავს? აქ პირიქითაა ყველაფერი? აქ ჩამორჩება კუნძულის დრო რეალურისას? კუნძული წინ და უკან მოძრაობს დროში? ამიტომ ვერ პოულობენ,ალბათ...მარა იმას როგორ ავხსნით,ლოკი რომ ინვალიდი აღარ იყო და იმ ზანგ ქალსაც კიბო გაუქრა? ნუთუ რამდენიმე თვით ჩამორჩებოდა იმ დროს კუნძულის დრო რეალურ დროს,როცა oceanic-815-მა კატასტროფა განიცადა? კატასტროფამდე რამდენიმე თვის წინ კი არც კი კიბო უნდა ჰქონოდა იმ ზანგს(სახელი დამავიწყდა,ბერნარდის ცოლს,როუზ,ხო?) და არც ლოკს უნდა შემთხვეოდა ეგ უბედური შემთხვევა ჯერ.
ბავშვები რატომ აღარ ჩნდებიან კუნძულზე მოგვიანებით? ნუთუ ბავშვის განვითარებისთვის(მუცლადყოფნის დროს) რა დროცაა საჭირო რომ დაიბადოს,ის კუნძულის დროს მხარს ვერ უბამს და ბიოლოგიური პროცესები სხვანაირად მიდის? რის შემდეგ ჩამორჩება კუნძულის დრო რეალურისას? როდის მოხდება ეს რაღაც? ნუთუ მაშინ,როცა შარლოტა და დედამისი კუნძულს დატოვებენ და აირევა რაღაც?
თუ ის ემი ბენის დედაა,მაშინ მანაც უნდა დატოვოს კუნძული შარლოტას დედასთან ერთად,მერე გათხოვდეს ბენის მამაზე იქ,გააჩინოს ბენი და მოკვდეს.მერე პატარა ბენი მამამისთან ერთად დარმას ინიციატივით ხომ ჩამოვლენ ამ კუნძულზე,მაგრამ არავინ იცის,რა დროს ჩამოვლენ,რა დროში იქნება კუნძული.ბენი რომ დედამისს დაინახავს,ნუთუ კუნძული მაშინ წარსულ დროშია და დედამისი მართლა ცხოვრობს მაგ კუნძულზე(რიჩარდ ალპრეტის ხალხთან ერთად?)
თქვენი ვარიანტები რაა,ვინ გგონიათ ის ახალდაბადებული ბავშვი? მე ითენი მგონია,ბენის ნახევარძმა...ან გუდვინი

მარა ვერ ვალაგებ,არეულია ყველაფერი,მარა ერთი რამ მაინც იქნება გარტყმული

10% მაინც თუ გავარტყი,კარგი იქნება.
ისე,დესმონდის დროში მოგზაურობები საინტერესოა...მას უკვე გამოვლილი ჰქონდა კუნძულზე ის,რაც კუნძულზე ჯერ არ მომხდარა იმ დროისათვის-ჩარლის სიკვდილზე ვამბობ და ფლეშებზე.
ლოკი როგორ გაცოცხლდა კუნძულზე? ან ჯეკის მამა?
მაგ დრისათვის ჯერ მკვდრები არ უნდა ყოფილიყვნენ რეალურ სამყაროშI,იქაური დროით,ალბათ.
პარალელურ სამყაროებსაც არ გამოვრიცხავ.
ეს შავი ბოლი რაღაა?
ან ჯეიკობი ვინ ოხერია?