ამიტომ არის საჭირო, რომ ყველაფერი იყოს შეფუთული და ეტიკეტირებული, დამზადების და ვარგისიანობის ზუსტი თარიღით, წარმოების მისამართ-ტელეფონით, პროდუქტის შესახებ ყველა აუცილებელი ინფორმაციით.
საშინელი სტრესი გადაგიტანია, კიდევ კარგი, გადარჩი და არ მოიწამლე (მაინც ჩავიტარებდი შენ ადგილას ერთ პატარა გამოკვლევას..

),
მაგრამ, მართლა ჯობია, არ იყიდოთ ეგრე ჰაერზე ვიღაცის მიერ როდისღაც, გაურკვეველ პირობებში შემწვარი გაურკვეველი წარმომავლობის, თანაც ხორცი! საოცრად მალფუჭებადი საკვები, რომელიც განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს.
საერთოდ, ნორმალურ ქვეყნებში, სურსათის ვარგისიანობის კრიტერიუმად ითვალისწინებენ ყველაფერს, დაწყებულს საკვებიდან, რომელსაც იღებდა ამ შემთხვევაში ფრინველი, და მერე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შენახვის და ტრანსპორტირების პირობები, რომ აღარაფერი ვთქვათ დამუშავებაზე (ამ შემთხვევაში -შეწვაზე) - ყველაფერს თავისი მკაცრი წესები აქვს.
წაკითხული მაქვს, რომ სურსათის უვნებლობა არის ელემენტარული, აუცილებლი წინაპირობა ნებისმიერი, დაჟე ყველაზე დაბალხარისხიანი პროდუქტის შემთხვევაშიც. ამ პირობის დარღვევა უკვე დანაშაულია. შეიძლება სასურსათო პროდუქტი იყოს დაბალი ხარისხის, მაგრამ არ იყოს მავნებელი, ეს არის მთავარი.
კაცი არაა პატრონი ჩვენს ქვეყანაში.
წესით, დახლებზე პირდაპირ რომ უყრიათ ხოლმე ისეთი პროდუქტები, რასაც სახლში რომ მიიტან, ვერ გარეცხავ, მაგალითად შებოლილი თევზი, ან ნამცხვრები, რომლებსაც პირდაპირ აჯდება ბუზი, მიადგება მყიდველი, დააცემინებს, ხელს შეავლებს, ნერწყვს მიაშხეფებს, რა ვიცი მე., არც ეგ არის მისაღები.
მოკლედ რა.. გული ამერია.