ასეთი გამოკითხვა ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ჩატარდეს, ქუჩაშიც, ორგანიზაციებშიც, სასწავლებლებშიც..
დარწმუნებული იყავით – შედეგები ანალოგიური იქნება.
ძალიან ნათლად ჩანს ეს მიკერძოება, მის დაფარვას არც ცდილობს ვინმე – პირიქით, სპეციალურად გჩრიან თვალებში ამაყად – შეხედეთ და შეიგნეთ "кто в доме хозяин".
სასამართლო სისტემის თავის პატრონაჟქვეშ მოქცევა პირველი ნაბიჯი იყო დღევანდელი პრეზიდენტის, თავისი მინისტრობის მანძილზე ეს ბაზისი შეიქმნა პირველ რიგში, დღევანდელი მოსამართლეები მონებივით შესციცინებენ თვალებში და ა რ ა ს დ რ ო ს გადადგამენ დამოუკიდებელ ნაბიჯს, ანუ ეს საზიზღრობა მინიმუმ 8–10 წელიწადს უნდა ვითმინოთ (მოსამართლე ამ ვადითაა არჩეული, ხოლო პრეზიდენტი – ჰმ ჰმ)..
პრეზიდენტს ჰგონია რომ თვითონ არის სამართალი, ასევე ჰგონია მერაბიშვილს, ოქრუაშვილს, რომლებიც ფაქტის მოხდენისთანავე იქვე დაადგენენ ხოლმე მტყუან–მართალს, იძლევიან რეკომენდაციებს ვინ, როგორ, რამდენითაა დამნაშავე, როგორ უნდა დაისაჯოს და ა.შ.
ორიოდ დღის წინ უკრაინელი შსს მინისტრი იყო ვიზიტით, აღფრთოვანებულმა განაცხადა – რა კარგადაა ეს სისტემა აწყობილი შსს და პროკურატურა შესაშურ ტანდემში მუშაობსო (!).. მე იურისტი არ ვარ, როგორც ვიცი პროკურატურა არის სახელმწიფო ბრალმდებელი, რომელიც სასამართლოში წარმოადგენს ხალხის ინტერესებს კონკრეტული დამნაშავის მიმართ და არა შსს ინტერესებს, რა, დარწმუნებული ხართ რომ შსს ყოველთვის ხალხის სამსახურში დგას? გავაკეთო ცალკე პული?

.
ამიტომ, გაუგებარია სჭირდება თუ არა ქვეყანას პროკურატურა საერთოდ?
ისევე როგორც 6% (!!!) რეიტინგიანი სასამართლო, რომელიც ნოტარიუსისაც კი არა, ფაქსიმილეს ფუნქციას თუ ასრულებს..
და რატო უნდა წავიდეს კაცი სასამართლოში საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად თუ მას არ ენდობა?
აგერ ვისაც ენდობიან და ვისაც არაერთხელ გაუკეთებია, რომ დაიჭერს "დამნაშავეს" (დაზარალებულის გაგებით), გაუნგრევს თავ–ყბას და ეს ხერხი მუშაობს მშვენივრად, რატომ ამტყუნებთ ამ ადამიანებს? პრეზიდენტი იძლევა მაგალითს თვითონ – მშვენივრად "იცის" ვინაა დასასჯელი, ასევე იქცევა დაზარალებულიც – რითია პრეზიდენტზე ნაკლები? მოვიდა დრო რეფორმებისა და ახლა ყველამ დემოკრატიის პრინციპების დაცვით უნდა ვიცხოვროთ? კი ბატონო – მოგვეცით მაგალითი. მე პირადად ვერავითარ მაგალითს მოველი 3 წლის ბავშვის გონების მქონე პრეზიდენტისაგან – ბუშთან შეხვედრაზე ოპოზიცია არ შეუშვათ, ჩემზე ცუდ რაღაცეებს იტყვიანო.. (!!?)
ქვეყანაში სადაც არ არსებობს სამართალი – აზრი არ აქვს კანონის მიღებას, ის არ იმუშავებს.
თუ ქვეყანაში არ იცავენ კანონს – იქ ქაოსია. დღესდღეობით ამ ქაოსის მიჩქმალვას ახერხებს სააკაშვილი მონარჩენი რეიტინგით, ხვალ ვინ გვიშველის, როცა ეს ნარჩენებიც გაქრება?
პრიორიტეტების დაყენება ყოველთვის უჭირდათ ქართველებს, მაგრამ რაზეა საჭირო Re:აგირება ცოტა ძნელად გასაგები შექნილა პირადი სიმპათიებისა გამო
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)