#17265481 · 4 Jan 2010, 20:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მანქურთზე მაქვს გაგონილი ჩინგიზ აიტმატოვის ნაწარმოებიდან.მის მიერ მოყვანილი ლეგენდის მიხედვით შუა აზიაში იყო მომთაბარე ჟუან-ჟუანთა ტომი,რომელიც ხშირად ესხმოდა თავს მეზობელ ტომებს საქონლისა და ტყვეების ხელში ჩასაგდებად.ჰოდა ტყვეებს პარსავდნენ თავს და ახალ გაპარსულ თავზე ახურავდნენ ახლად დაკლული აქლემის ყელიდან აძრობილ თბილ ტყავს.ასე ხელებ შეკრულ ტყვეებს ტოვებდნენ სადღაც შორს სტეპში დაახლოებით 5 დღით,რომ გამწარებულ ტყვეების ყვირილს არ შეეწუხებინათ.სიცხეში ტყავი იკუმშებოდა და ტკივილი აუტანელი ხდებოდა.ბევრი ვერ უძლებდა ასეთ წამებას და იღუპებოდა.ახლად ამოსული თმა ვერ არღვევდა აქლემის ტყავს და ისევ ჩაბრუნდებოდა ხოლმე კანში.თუ გაარღვევდა აქლების ტყავს,მაშინ "შეეზრდებოდა" თავის კანს.ცოცხლად გადარჩენილები ხდებოდნენ "მანქურთები".თავიდან არ იშორებდნენ ხოლმე ქუდს და ქუდის მოხდოს მუქარა მათთვის უსაშინელესი სასჯელი იყო.მათ არ ახსოვდათ ვინ იყვნენ,საიდან და ა.შ.კარგავდნენ საკუთარ პიროვნულობას,წარსულს. . .ასე მათთვის მთელი სამყარო მხოლოდ მათი პატრონი იყო და ცხოვრების-აზრი პატრონის ერთგულება.მანქურთი მონები ყველაზე ძვირფასი "საქონელი" იყო.შეიძლებოდა მათი აბსოლტური ნდობა.მათი მოკვლა კი დიდ ზარალს ნიშნავდა. |
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|