დილით მალპენზაში ჩაფრენილს პირველი იმას მივხვდი,რომ ეს რომი არაა და აქ მაიკით ვერარ ვივლიდი,ისე ციოდა

ამასთან,მეუღლეს რომ არ ენერვიულა,ინტერის მაიკას და კაშნს არ ვაჩენდი სახალხოდ,"ათასი გიჟი დადის და არ იჩხუბოო"!
თუმცა,ცოტა ხანში მივხვდი,რომ იქ თუ ვინმე აგრესიულად იყო განწყობილი,მხოლოდ მე - ისე სიამტკბილობით დადიოდნენ ერთად მილანის და ინტერის მაისურიანი და ქუდიანი გოგო ბიჭები,გეგონება ერთმანეთზე უკეთესი არავინ ჰყავდათ!
მივაღწიეთ როგორც იქნა ჩვენს სასტუმროს ვია პანფილო კასტალდიზე და პირველი ვინც შეგვხვდა,ადმინისტრატორი მიქელე იყო - იმან უფრო ცუდათ იცოდა ინგლისური,ვიდრე მე იტალიური ვიცი და მთელი 2 დღე ჟესტებით ვლაპარაკობდით!
ჩემმა ცოლმა შენს საცოდაობას ვერ გავუძლებო და დილის საუზმეზევე მოსინჯა მიკელესთან რამოდენიმე ენაზე,შეიძლებოდა თუ არა შავ ბაზარზე ბილეთების შოვნა. ტექსტი დაახლოებით ასეთი იყო - "ჩვენს ქვეყანაში ვიცით როგორ ვიშოვოთ ასეთ დროს ბილეთიო (გეგონება საქართველოში სულ ანშლაგი იყოს,განსაკუთრებით ბოლო 10 წელი) და აქ როგორ არის საქმეო?" - მიკელეც არ დაიბნა და იტალიურად გვიპასუხა " ეს ცოტა ისეთი თამაშია,ხომ გესმით,ტავის ფასში ბილეთს ვერ იშოვით და ცოტა მეტს თუ გადაიხდითოო..." მოკლედ,ბევრი რომ არ გავაგრძელო,სანამ ჩვენ ყავას ვსვამდით,ეს ვაღკაცი გავიდა,სადღაც დარეკა და ცოტა ხანში მობრუნდა,ფურცელზე კი ასეთი რაღაც ეწერა - 2 ბილეთი მესამე იარუსზე მწვანე სექტორში (როგორც მერე გავიგე,ინტერის ულტრასების თავზე,სადღაც მეცხრე თაროზე

) თითო 150 ევრო და 1 ბილეთი მეორე იარუსზე,ფორთოხლისფერ სექტორში 250 ევროო... მე რა თქმა უნდა 250 E არ მქონდა და 150 შევუკვეთე,მაგრამ სანამ ის ამ ამბავს მირკვევდა,იმ ვიღაც ბარიგამ უარი უთხრა,ან ორივე იყიდონ,ან არაო და მერე სულაც გაიყიდაო...
რაღას ვიზამდი - ავდექით და წავედით სან სიროზე,ბედის საძებნელად - მეთქი,იქნებ ვინმე ღვთისნიერი შემხვდეს და ერთი ზედმეტი ბილეთი ჰქონდეს მეთქი... ისეთ ხასიათზე ვარ,არც კი მახსენდება ფოტოაპარატი ( ამიტომაცაა,ამ პერიოდის არც ერთი სურათი არ მაქვს

) თან ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ,მაგრად ცივა გარეთ და ამდენი გვაქვს სასიარულო - მეტრო "ლოტოდან" ზუსტად 2 კილომეტრშია "სან სირო" ("ამენდოლა ფიერა"დან კიდევ უფრო შორს) - არა და იმან 4 ენა იცის,მე სად ვიბოდიალო მარტომ?
მეტროდან სანამ ამოვდიოდით რაღაც ხმაური შემომესმა - თურმე ინტერის ბელგიელ გულშემატკივართა ჯგუფია ცამოსული ბრუსელიდან,დაახლოებით 20 კაცი,2 მოხუცი ქალიც ერიათ

- ერთად გროვდებოდნენ ბედნიერები,ყველას ბილეთი ჰქონდა

- ჩემი მეუღლის მშობლები კაკ რაზ ბელგიაში ცხოვრობენ,ლიეჟში და რომ გამოველაპარაკეთ და ეს ამბავი აღმოვაჩინეთ,ყველა ჩვენ შემოგვეხვია - გავაძრე ჩემი კაშნი კურტკიდან და იმედით შევაცქერდი,იქნებ ერთი ზედმეტი ბილეთი ჰქონდეთ მეთქი... აი,კაცი გულით რომ გეცოდება რაა და ვერ შველი

- ეგეთი თვალებით შემომხედეს და "სან სირო"-ზე გადით,იქნებ 100-200 ევროდ იშოვოთ ბილეთიო...