დიდი მადლობა ჯიგარი ხარ
* * *
ერთი იდეა მაქვს მოდით ჩვენი კაპითნის ეს ინტერვიუ განვიხილოთ
რას ფიქრობ მის ნასაუბრევზე????
თან ფორუმიც გამოცოცხლება
გთხოვთ არ დაიზაროთ გამომეხმაურედ
* * *
კალაძემ არველაძეს საქციელი დაუწუნა
ალექსანდრე იაშვილი ნაკრებში ბრუნდება
იტალიური "მილანი" ჰოლანდიურ "ეინდჰოვენს" შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, კარლო ანჩელოტის შეგირდები პრაქტიკულად დაიბევებენ ჯგუფიდან გამსვლელ ადგილს. იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტანს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია, ამჯერად კი, სავარაუდოდ, იგი ძირითად შემადგენლობაში იქნება.
კალაძეს გუშინ მილანში დავურეკეთ და საკლუბო ამბების გარდა, სანაკრებო საკითხებზეც ვესაუბრეთ. ვფიქრობთ, ნაკრების კაპიტანთან საკმაოდ ტევადი საუბარი გამოგვივიდა და მას ქვემოთ სრული სახით გთავაზობთ.
- იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოვტოვე. საბერძნეთში ერთ-ერთი შეტევისას მეტოქის მცველმა ფეხში უხეშად ჩამარტყა. საგანგაშო არაფერი იყო, მაგრამ გარისკვას დასვენება ვამჯობინე და იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ამიტომ არ ვითამაშე.
მინდოდა, ჩემპიონთა ლიგაზე დავხმარებოდი "მილანს" და როგორც ჩანს, ასეც იქნება - ბოლო ორი ვარჯიში სრული დატვირთვით ჩავატარე და ფეხის ტკივილიც აღარ მიგრძვნია. სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში ვიქნები, მაგრამ მატჩამდე გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია.
- "ეინდჰოვენი" "მილანისთვის" უხერხული მეტოქეა...
- იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. "კალიარი" საშინაო ასპარეზზე ყოველთვის კარგად თამაშობს და კუნძულზე მოპოვებული სამი ქულა ცვენთვის განსაკუთრებულად ამადაც ფასობს.
"ეინდჰოვენთან" მატჩისათვის სერიოზულად ვემზადებით. კარგად მახსოვს შასრშანდელი შეხვედრა. მაშინ ჰოლანდიელებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, მაგრამ ახლა საქმე სხვანაირადაა, "მილანმა" ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა, "ეინდჰოვენი"კი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა.
- თქვენი აზრით, "მილანმა" მომდევნო ეტაპის საგზური უკვე დაიბევა?
- მართალია, პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ფეხბურთი მოულოდნელობებით სავსე თამაშია და შეიძლება სიტუაცია ყოველ წამს შეიცვალოს. "ეინდჰოვენთან" გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად ვინაღდებთ ჯგუფში პირველ ადგილს.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რო წამყვანი ფეხბურთელების წასვლით "ეინდჰოვენმა" ბევრი დაკარგა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელმა გათამაშებამ გვიჩვენა, რომ ჰოლანდიელებს მაინც კარგი გუნდი ჰყავთ. "ეინდჰოვენის" მთავარი ძალა მისი დამრიგებელი გუუს ჰიდინკია. ეს კაცი უკვე კარგა ხნის მანძილზე ამტკიცებს, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ჰოლანდიელები ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და მატჩის მიმდინარეობისას არც გარკვეულ გადაადგილებებს ერიდებიან. ერთი სიტყვით, მათტან სიფრთხილეა საჭირო.
- იტალიის ჩემპიონატში "იუვენტუსმა" ხუთქულიანი ფორა შეიქმნა...
- "იუვენტუსმა" მართლაც კარგად დაიწყო იტალიის ჩემპიონატი, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პირველობის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. მარათონული ტურნირის ბოლომდე ქულებს ყველა გუნდი დაკარგავს.
ოქტომბრის ბოლოს "იუვენტუსს" "სან სიროზე" მივიღებთ და ბევრ რამეს სწორედ ეს ტამაში განსაზღვრავს. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უშუალო კონკურენტი უნდა დავამარცხოთ. ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლბელი - "მილანს" გამარჯვების შანსი ნამდვილად გააჩნია.
- ბოლო ორ სანაკრებო მატჩს როგორ აფასებთ?
- ყაზახეთთან მატჩი ჩვენი ახალგაზრდული გუნდისათვის მეტად სპეციფიკური იყო. მეტოქემ იმაზე მეტი პრობლემები შეგვიქმნა, ვიდრე გვეგონა. ვიყოთ გულახდილები - ყაზახებმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნეს, ამას კი ნამდვილად არ ველოდით. მეტოქე თერთმეტი კაცით დაცვაში ჩაჯდა და ჩვენც ვერ გავარღვიეთ მათი დაცვითი რედუტები. სახიფათო მომენტები რომ გამოგვეყენებინა, აუცილებლად მოვიგებდით. მაინც ვთვლი, რომ ყაზახებს ყველა სათამაშო კომპონენტში ვაჯობეთ. ამას თუნდაც ის ადასტურებს, რომ მეტოქეს ჩვენს კართან ერთი სახიფათო მომენტიც კი არ შეუქმნია. ერთი გოლი რომ გაგვეტანა, ყაზახებს დიდი ანგარიშით დავამარცხებდით, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია - მოულოდნელობით სავსე თამაში. სხვათა შორის, სერია ფ-ს აუტსაიდერ გუნდებთან თამაშისას "მილანი" იგივე პრობლემებს აწყდება. მოწინააღმდეგე მთელი გუნდით იცავს საკუთარ კარს.
საბერძნეთთან უკეთესად ვითამაშეთ. სხვა საქმეა, რომ შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი. ყველა ფეხბურთელმა შესაძლებლობის მაქსიმუმი გაიღო და ცოტა რომ გაგვმართლებოდა, ნამდვილად არ წავაგებდით. ორი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ უიღბლობის გამო, გოლი მაინც ვერ გავიტანეთ. გარკვეული როლი ალბათ იმანაც ითამაშა, რომ ევროპის ჩემპიონებთან გვქონდა საქმე. ახალგაზრდა ბიჭებისათვის კონტინეტის საუკეთესო გუნდთან ძალების მოსინჯვა დიდი გამოწვევა და პატივი იყო.
- იქნებ გვითხრათ, ნაკრების შიდა სამზარეულოში რა ხდება?
- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ნაკრებში იდეალური სიტუაციაა. ფეხბურთელებს და მწვრთნელს შესანიშნავად ესმით ერთმანეთის. იგივე შემიძლია ვთქვა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებზეც, რომლებიც ნაკრების კეთილდღეობისათვის არაფერს იშურებენ. საქართველოს ნაკრები ერთი ოჯახია და ეს ძალიან მახარებს.
ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ გუნდში რკინისებური დისციპლინა დამყარდა. საერთოდ, უკვე კარგა ხანია ნაკრების დისციპლინის ნაკლებობას უჩიოდა და ამ სასიკეთო ცვლილებას სულითა და გულით მივესალმები. საყოფაცხოვრებო დისციპლინა მინდორზეც გადადის.
რაც მთავარია, ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა. ამ მოთამაშეებს ნამდვილად შეუძლიათ ქართველი გულშემატკივრების გახარება. ნაკრებში ახლა სხვანაირი ენთუზიაზმით ჩამოვდივარ. ვხედავ, რომ გუნდი იმ დიდ გზაზე სიარულს იწყებს, რომლის ბოლოსაც წარმატება გველოდება.
- გამოდის, რომ ნაკრების გაახალგაზრდავების იდეას ემხრობით...
- რა თქმა უნდა, ნაკრებში აუცილებლად უნდა გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები. მინდორზე ეს პირტიტველა ბიჭები ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. თუნდაც იგივე რევიშვილი ავიღოთ - როგორც იქნა, ამ ბიჭის სახით ნორმალური მეკარე გამოგვიჩნდა. განუგრავა, გოცირიძე, წინამძღვრიშვილი... ეს ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა.
ამ ბიჭებს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დაუმატეთ და ნახავთ, რომ საქართველოს ნაკრებს პოტენცია ნამდვილად გააჩნია. მალე ქინქლაძე, არველაძე, გახოკიძე და იაშვილი დაგვემატებიან და ჩვენი გუნდის პოტენცია კიდევ უფრო გაიზრდება. მომავალ შესარჩევ ციკლში ძლიერი გუნდი გვეყოლება. სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრი და ნაკრების მომავლისაც მჯერა.
- რამდენიმე ვეტერანს ნაკრების ხელმძღვანელობა კვლავ გაიხსენებს?
- გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება კონკრეტულად შოთა არველაძეს, ის ნაკრებში გამოძახებული იყო, მაგრამ არ ჩამოვიდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში იძახებენ, აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს და სამშობლოს ღირსება დაიცვას. პირადული ყველამ უნდა დავივიწყოთ საქვეყნო ინტერესების სასარგებლოდ.
გახსოვთ, პირადული უკმაყოფილების მომენტი მეც მქონდა. მე ძმა მომტაცეს და ამის მიუხედავად, ქვეყნის ღირსების დაცვაზე უარი არასდროს მითქვამს. ყველამ უნდა დავივიწყოთ პიროვნული უკმაყოფილებები და საქმე ერთად უნდა ვაკეთოთ. ნაკრებში გამოძახებულმა ფეხბურთელმა კეთილი უნდა ინებოს და სათამაშოდ სიხარულით უნდა ჩამოვიდეს. ქართველებს კარგი ფეხბურთელების დაკარგვის უფლება არ გვაქვს.
- დარსაძე-მწვრთნელის თავისებურება რა არის?
- ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ქართველია, ახალგაზრდა სპეციალისტია და გუნდის ტაქტიკურად გამართვა ეხერხება. პირველად ვნახე ამდენი წლის განმავლობაში, რომ საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად გამართულად თამაშობს. კი, ყოველთვის გვყავდა ინდივიდუალურად ძლიერი ბევრი ფეხბურთელი, მაგრამ გუნდი, როგორც ასეთი, არ იყო. ყველა საკუთარი შეხედულებისამებრ ვთამაშობდით. ნაკრებში დარსაძის მოსვლის შემდეგ ეროვნულმა გუნდმა სწორი ფეხბურთის თამაში დაიწყო. ჩვენ მონდომებით ვხვეწთ თანამედროვე ფეხბურთის ისეთ მნიშვნელოვან ელემენტს, როგორიც პრესინგია. ახლა მეტოქეს ბურთს ოთხი მცველი კი არა, მთელი გუნდი ართმევს.
ნაკრები კლუბი არ არის და იქ შედეგის მიღწევას გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება. გპირდებით, რომ თავდაუზოგავად ვიმუშავებთ და შედეგსაც აუცილებლად მივაღწევთ. ვიცი, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სპარინგ-პარტნიორების მოძიებაზე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.
- დაბრუნდება თუ არა ნაკრებში ალექსანდრე იაშვილი?
- იაშვილსა და მწვრთნელს შორის პატარა უთანხმოება მოხდა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. მსგავსი რამ ევროპულ ფეხბურთში ხშირად ხდება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ალექსანდრე იაშვილი ანკრებში აუცილებლად დაბრუნდება და იგი ეროვნული ნაკრების მაისურს იორდანიის ნაკრებთან მატჩში მოირგებს.
იორდანიასთან "იაშკას" გარდა, არველაძე და ქინქლაძეც დაგვეხმარებიან. ერთი სიტყვით, ძლიერი გუნდი ვიქნებით და მომავალი შესარჩევი ციკლისათვის აქედანვე სრული სერიოზულობით მოვემზადებით.
წამყვანი ფეხბურთელების გვერდით ახალგაზრდებიც დაოსტატდებიან. თითოეული ჩვენგანი მოხარულია, რომ შეუძლია ამ ბიჭებს რაღაც ასწავლოს. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ყურადღებით ისმენენ ისინი თითოეულ ჩვენს მითითებას. იმედი მაქვს, რომ ახალი თაობის ფეხბურთელები ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.
- იორდანიის ნაკრებთან სათამაშოდ თუ ჩამოხვალთ?
- როგორც გითხარით, ნაკრების ღირსების დაცვაზე უარი არასდროს მითქვამს. თუ ჯანმრთელად ვიქენი, თბილისში აუცილებლად ჩამოვალ და იორდანიის წინააღმდეგაც ვითამაშებ. ახლა ჩვენთვის მთავარი ბევრი ამხანაგური შეხვედრის თამაშია, რომ გუნდი შეიკრას და კიდევ უფრო შეთამაშდეს.
ალეკო კაკაურიძე, "ოლიმპი"
ხალხო მე ამ ინტერვიუს ვგულისხმობ რომელიც
nukribestდააგდო და რომელმაც სხა ფორუმებზე და ხალხში აჟიოტაჟი გამოიწვი
გთხოვთ ვისაუბროთ ამ თემის გარშემო და განვიხილოტ ეს ინტერვიუ "ანუ კალაძის პოზია სწორი თუ ცდება?????'
კიდევ ერთხელ ველი გამოხმაურებას