სპორტი
VALDES: 7 მაყურებელი. ძნელია რამის თქმა, მას უბრალოდ თამაშში ჩართვაც ძნელად უწევდა.
ALVES: 8 დაუღლელი. კოლოსალური იყო ,,ბარსას" ,,ყველგანმავალი”. მისთვის არ არსებობს ,,პრეტემპორადა”, ის ყოველთვის ,,ტონუსშია”.
PIQUE: 7 დამაჯერებელი. ,,სევილიას" მიერ შექმნილი პრობლემები სწორი თამაშით გადაწყვიტა და არც ფაბიანოსთან დათმო რამე. ,,ფორმაში" ჯერ არ იმყოფება, თუმცა მისი თამასის ყურება მაყურებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
ABIDAL: 7 მოუმატა. გუშინ გაცილებით ,,მართებულად" თამაშობდა. კვლავ ცდება პოზიციურად, თუმცა თავისი სისწრაფის ხარჯზე შეცდომები გამოასწორა.
MAXWELL: 7 ნორმალური. ისეთი ჩართული არ იყო თამაშში როგორც ,,პისხუანზე". ისეთი აქტიური არ ყოფილა როგორც ალვეში, მაგრამ აჩვენა რომ მას შეიძლება ენდო. აგრძელებს თამაშს მაღალ დონეზე.
BUSQUETS: 7 გუნდის ,,ფილტვი". ისევ გვაოცებს. ასრულებს შავ სამუშაოს. ართმევს ბურთს მაშინ, როცა მეტოქის შეტევას ყველაზე მეტი ხიფათი შეუძლია მოიტანოს. აჩერებს მეტოქის შეტევებს და გუნდის საზარალოდ არასდროს ,,რისკავს".
XAVI: 8 ,,მესაჭე". ძირთადი სიმძიმე თამაშისა მასზე გადადის, მან მარტო აჯობა ,,სევილიას" მთელ ნახევარდაცვას. მისი პასი მესიზე სამუდამოდ ,,აღსაბეჭდია". ყველაფერს კარგად აკეთებს და როგორც ფეხბურთელი კვლავაც იზრდება.
KEITA: 7 ტაქტიკური. გვარდიოლამ იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მიმართავდა პრესინგს, ,,აბალანსებდა" თამაშს, უწყობდა ხელს დაცვა-შეტევის ორგანულ ურთიერთქმედებას. კვლავაც ,,KEY" იქნება.
PEDRO: 8 ,,განმჭვრეტელი". კონკო გააგიჟა და ინდივიდუალურად ბრწყინვალე თამაშის შემდეგ საკუთარ კარში გაატანინა. აგრძელებს ,,ვარსკვლავობას" და ახალი შენაძენების გარშემო არსებული დებატების პარალელურად თავისი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. შესანიშნავი შეხვედრა.
MESSI: 9 ,,ზეციური". საუკეთესო. როგორც თევზე წყალში ისე გრძნობას თავს ,,ბარსაში". ახარებდა ,,კამპ ნოუს" ,,კედლებით", ფეხებს შუა ბურთის გატარებით, პასებით, ფინტებით... კრისტიანო? ნუ გვაცინებთ.
BOJAN: 7 მონდომებული. ნაკლებად იყო ჩარტული, თუმცა ,,სივრცეებს ხსნიდა" და პრესინგს მიმართავდა.
DAVID VILLA: 7 მოტივირებული. ყველაფერი იღონა თავის ,,პრემიერაზე", მაგრამ პირველი გოლი გადაიდო.
INIESTA: 7 აღიარებული. სტადიონი ,,ნებდება" სამხრეთ აფრიკის გმირის სიდიადეს. შეეძლო გატანაც, მესისთან კედლის შემდეგ.
ADRIANO: შ. გ. დაფასებული. პეპმა მისცა საშუალება დებიუტის, მაგრამ დრო არ ეყო რამე ეჩვენებინა.
ემდ

გვარდიოლას 2 ვარსკვლავი მხოლოდ? : D
გულშემატკივრები:
This post has been edited by მურთხი on 22 Aug 2010, 09:06
მიმაგრებული სურათი