ვ ე ნ ე რ ა ვ ე რ ძ შ იგანდეგილი

აქტიური გრძნობები და სურვილები. მოსწონს ყველაფერი დინამიური. მტკიცე,მამაკაცური ხასიათი.გამარჯვების წყურვილი. სურვილი დაიპყროს ყველაფერი,რაც მისი აზრით,ეკუთვნის. მოსწონს უბრალოება,უშუალო და გამჭირვალე ურთიერთობები. ვერ იტანს გაუგებრობებს,ჩახლართულ და წინააღმდეგობრივ ისტორიებს.
საუკეთესო შემთხვევაში: გამარჯვებისკენ სწრაფვა,კეთილშობილება,რაინდობა.
უარეს შემთხვევაში: სნობიზმი,ღარიბი მგრძნობელობა, ზნეობრივი შეზღუდვები,შავ-თეთრი ხედვა.
Павел Глоба. "Планеты в знаках Зодиака": ვენერა ცეცხლოვან ვერძში,მარსს სტუმრობს და მისი გამოძევებული მდებარეობაა,რადგან ვერძი ვენერის ერთერთი შვილის,ჰაეროვანი სასწორის საპირისპირო ნიშანია.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ასეთი ვენერა განიჭებთ ბასრ,მძაფრ,შეიძლება ითქვას უხეშ გრძნობებს,რომელიც კარმულად ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ვერძი დაკავშირებულია თვითგამოხატვასთან,ამიტომ თქვენი გრძნობები ღიად ვლინდება და მთელს თქვენს არსს დებთ გამოხატულ ემოციებში. შინაგანად ძალზედ ვნებიანი, ბობოქარი და იმპულსური ადამიანი ხართ,ემოციებით აღსავსე, ხშირად "ფეთქდებით",გრძნობების გამოხატვა სცდება დაშვებულ ჩარჩოებს. ხანდახან ბობოქარ ვნებიანობის პერიოდებს ცვლის სრული აპათია და გულგრილობა. რადგან ვერძი მთელს ენერგიას ერთად ანთხევს,ასეთი დაცლის შემდეგ თქვენ გესაჭიროებათ დრო აღდგენისთვის.
სინამდვილეში ეს ყველაფერი ბევრად რთულად გამოიყურება,რადგან ზემოთაღწერილ დახასიათებაში არ არის გათვალისწინებული სოციალური და აღზრდის ფაქტორები,ქცევის ნორმები. რეალობა კი გვაქვს შემდეგნაირი: ამ ადამიანთა მიერ თავიანთი ძლიერი გრძნობების ესოდენ ემოციურად გამოხატვა საზოგადოების მხრიდან,უმრავლეს შემთხვევაში,ნეგატიურად აღიქმება. გარშემომყოფები მას არადეკვატურად მიიჩნევენ,განსჯიან,არ ესმით და გაურბიან მასთან ახლო კონტაქტს. მსგავსი სოციალური რეაქცია მტკივნეულად აღიქმება მის მიერ და შესაძლოა დაიწყოს საკუთარი გრძნობების დათრგუნვა ან ჩანასახშივე ჩახშობა. რადგან ვერძი მარსიანელია,ხოლო მარსი ნებას გამოხატავს,ადამიანი იწყებს საკუთარი ნებით ემოციების კონტროლს,მუჭში ამწყვდევს და გამოვლენის საშულებას არ აძლევს. ასეთ "გამოსავალს" განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ ქალები. ემოციების დატყვევებას შედეგად მოსდევს დეპრესიული მდგომარეობა,აღტკინებათა კონტროლი საკმაოდ ძვირად უჯდება,რადგან თავისივე ნებით უკრძალავს საკუთარ თავს განცდების გამოხატვას. ვარდება მელანქოლიაში, ხდება მოქუფრული და გაღიზიანებული.
თუმცა ისეც ხდება,რომ სოციალური კონტროლი სუსტდება; მაგალითად,შესაძლოა გაბრაზდეს გარშემომყოფებზე და ამ დროს სანქციას იღებს არ დაექვემდებაროს სოციუმის კანონებს; როგორც უნდა,ისე მოიქცეს და ემოციებსაც უფრო თავისუფლად,ბუნებრივად ავლენს. ან როდესაც გახსნილი და გულწრფელი ურთიერთობა აქვს პარტნიორთან, დარწმუნებულია მასში და ზუსტად იცის,რომ როგორიც არის,ისეთს მიიღებენ, ღიად და უკომპლექსოდ მოქმედებს. ასეთ დროს ვერძი ვენერას ქცევები ზემოთაღწერილს შეესაბამება.
სწრაფაალებადი და თავდაუზოგავია,მხურვალე ტემპერამენტით. მარტივად ეჩვევა ადამიანებს,უხვად,შეიძლება ითქვას, არაეკონომიურად ხარჯავს გრძნობებს. ასეთი ვენერის ქალები გვანან ამაზონკებს,ხოლო მამაკაცები-დამპყრობლებს. ახასიათებთ ფლობის სურვილი და ეს არ არის დამოკიდებული მათ სულიერ განვითარებაზე, უბრალოდ ასეთი ენერგეტიკა აქვთ. შესაძლოა,ძალიან სულიერი და ინტელექტუალური ადამიანი იყოს,თუმცა პირად ურთიერთობაში მაინც უჩნდება საყვარელი ადამიანის დაპყრობის სურვილი. მარტივად უყვარდება და პრინციპში,ღალატიც შეუძლია,მხოლოდ ვნებისა და იმპულსის კარნახით და არა გრძნობების.
რადგან გრძნობებში მთელ თავის უზარმაზარ იმპულსებს დებს,ძალიან რთულად გადააქვს წარუმატებლობა სიყვარულში. თუ მის სიყვარულს უარყოფენ,ამას მოჰყვება ემოციური კოლაფსი და მძიმე დეპრესიული მდგომარეობა. აღდგენის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობს,რადგან ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია და მისი შიდა რესურსები და პოტენციალი კარგად არ არის ფორმირებული. მიუხედავად იმისა,რომ გარეგნულად ძლიერი ჩანს,შინაგანი ღერძი მერყვეია,ანუ არ აქვს შინაგანი სიმყარე,რაც მას სწრაფი რეგენერაციის საშუალებას მისცემდა. მართალია,აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ სატურნის მდებარეობა ადამიანის კოსმოგრამაში,რაც ძალების აღდგენის უნარებსა და მეთოდებზე გვამცნობს. თუ ვენერა ვერძს სუსტი სატურნი ყავს,მას ძალიან,ძალიან დიდი დრო დასჭირდება წარუმატებლობის შემდეგ გონზე მოსასვლელად და ძალთა აღსადგენად,ამიტომ ადამიანებთან ურთიერთობა რთულდება.
ქალის ჰოროსკოპში ესეთი ვენერა წარმოშობს წინააღმდეგობრიობას:ერთის მხრივ,მას უჩნდება ნორმლური ქალური სურვილი,მამაკაცი იყოს ლიდერი ამ ურთიერთობაში და სიტუაცია მართოს. მეორეს მხრივ,ის ბუნებით ამაზონკაა,რომელიც ვერ იტანს კაცის ხელმძღვანელობას. მისი გრძნობები იმდენად ძლიერია,ხშირად თავს ესხმის საყვარელ მამაკაცს,მაგრამ თუ ამ უკანასკნელმა მისი გაღიზიანება გამოიწვია,მაშინ დაუყოვნებლივ იშორებს. ასევე ხშირდ წარმოექმნება არჩევანთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგადად,ვერძი დგება არჩევნის გაკეთების პრობლემის წინაშე,რადგან მოვლენებს უკიდურესობებით,შავ-თეთრ ფერებში აღიქვამს და უჭირს ჰარმონიის პოვნა. ასეთ პირობებში მისი მდგომარეობა ემსგავსება ერთერთ ფსიქოლოგიურ კაზუსს:ხის ტოტზე ზის ამაზონკა-გოგონა,რომელსაც გადმოხტომის ეშინია,თან არც უნდა,რომ ჩამოსვან. საუკეთესო გამოსავალი:ჩნდება ვინმე,ვინც გაუთვითცნობიერებელია სიტუაციაში და უკითხავად ჩამოსვამს. ყველა კმაყოფილია,განსაკუთრებით ამაზონკა,რომელმაც არჩევნის გაკეთებას თავი აარიდა. როგორც წესი,მამაკაცებს უჭირთ ამ ქალებთან ურთიერთობა,რადგან მათ თავადაც არ იციან, როგორ მოიქცნენ და რა აირჩიონ,იყვნენ დამოუკიდებლები თუ თავი ნამდვილ ქალად იგრძნონ და მამაკაცი წინ გაატარონ.
ვენერით ვერძებისთვის ასევე ბევრ პრობლემას წარმოშობს კრიტერიუმების ჰარმონიულობაც. შავ-თეთრი ხედვის გამო,ხან ერთ უკიდურესობაში ვარდება, ხან მეორეში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში არ ჰყოფნის დიპლომატია,ჰარმონია და წონასწორობა. ბოროტი ვენერას შემთხვევაში,ხასიათდება უხეშობითა და უკმეხობით. იმისათვის,რომ თქვენ ემოციურად ნორამლურად განვითარდეთ, საჭიროა მოახდინოთ თქვენი კრიტერიუმების ჰარმონიზაცია,აქტიურად ეძებოთ და იმოქმედოთ,რადგან ზუსტად დინამიკაში მიაღწევთ ჰარმონიას. თქვენს ცხოვრებაში არ უნდა იყოს სტატიკა,მდგრადობა,რადგან სწორედ სტიქიურ პირობებში გამოიმუშავებთ კრიტერიუმებს.
რადგანაც ვენერა უკავშირდება დასვენებასა და ძალების დაგროვებას,თქვენთვის რეკომენდებულია აქტიური ტიპის დასვენება,სპორტული ტურიზმი,ფიზიკური დატვირთვებით.
Авессалом Подводный: ვერძი ვენერისგან მომდინარე იმპულსები ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ საწინააღმდეგო სქესზე. ამ ადამიანებთან სიახლოვისას სუნთქვა ეკვრით და ისინი მშვენივრად გრძნობენ ამას. ვენერა არბილებს ვერძისთვის დამახასიათებელ სიუხეშეს,ერთი იმიტომ,რომ პიროვნება ძლიერად ორიენტირდება სოციუმისგან მომავალ ნაკადებზე და ეცდება მოწონება დაიმსახუროს, მეორე გამომდინარეობს პირველისგან და ესეთი ვენერა ამსუბუქებს(ქვეცნობიერად) გარესამყაროსთან კონტაქტს.
დეპრესიულ მომენტებში,ასეთი ადამიანი ვენერასთვის ტიპურ გამოსავალს პოულობს ხელოვნებაში,საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში,მათგან აღიარებასა და სიყვარულში,რაც საკმაოდ არადამახასიათებელია მზით ვერძისთვის.
С. В. Шестопалов: გამოძევებული ვენერას გავლენა რამდენადმე შესუსტებულია. თუმცა ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში,პატრონს ანიჭებს სიყვარულის უნარს სიახლეებისადმი, ოპტიმიზმს,სიხალისეს,უსაფრთხოებას,სადღესასწაულო განწყობას. მოსწონს ყველაფერი მჭახე და კაშკაშა. ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანია. ექსტრავაგანტულია,მოდური და მიმზიდველი,მარტივად იპყრობს საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. გრძნობებს დემონსტრაციულად და თავისუფლად გამოხატავს.
ნეგატიური ასპექტების შემთხვევაში,პიროვნებას უვითარდება: პატივმოყვარეობა,თავხედობა,თავქარიანობა,კაპრიზულობა. ხდება უსირცხვილო,მყვირალა და ექსცენტრული.
Фрэнсис Сакоян: გიჟური სიყვარული,გრძნობების აგრესიულად გამოხატვა,წამიერ ცდუნებებს ვერ უძლებს.
შეუპოვარი თაყვანისმცემელია და სიყვარულის ობიექტზე გადაკიდება იცის. ძლიერი სქესობრივი მიზიდულობა, უკიდურესად მაღალი სასიყვარულო აქტივობა, განსაკუთრებით ახალგაზრდულ წლებში. რომანტიული გრძნობები და სურვილები მალე წარმოექმნება,მაგრამ პირველი ეიფორიის გადავლის,"თაყვანისცემა და გამარჯვების" შემდეგ ასეთივე სისწრაფით ქრება. საწყის ეტაპზევე იწვება,გრძნობებს სწრაფად ხარჯავს.
მოსწონთ აქტიური,ცოცხალი პარტნიორები,ძლიერი და დამოუკიდებელი ხასიათით. სწყინდება,როდესაც რომანტიურლი ურთიერთობები მდორედ,სტაბილურად მიედინება,როცა ურთიერთობა მშვიდი და პროგნოზირებადია. მას სჭირდება,სიყვარულის კოცონი დროდადრო ნაპერწკლებს ყრიდეს და ამისთვის კონფლიქტზეც წავა.
დიდ დროს და სახსრებს ხარჯავს გარეგნულ სილამაზეზე.
Индубала: ზემოქმედება საშუალო. ხვდებათ კარგი პარტნიორი ქორწინებაში,მაგრამ იქნება პერიოდები, როდესაც წყვილი ერთმანეთს შეეტაკება. ასტროლოგიური ტექსტები გვამცნობენ "ზოგიერთ მავნე ჩვევებზე,რის გამოც ხიფათში გახვევევენ საკუთარ ოჯახს".
Het Monster: ენტუზიასტი წამომწყები,ინიციატორი. ნაადრევი ქორწინება. უბედურება ქალის მხრიდან. ქალის ჰოროსკოპში მიუთითებს უიღბლო ქორწინებასა და მამაკაცთა მხრიდან ზეწოლაზე. ვენერა ვერძში განდევნილია და ამიტომ მუდმივად ესაჭიროება გარედან აღიარება,რაც ეგოიზმს ბადებს.
+ სასიამოვნო ადამიანი,შემოქმედებითი უნარებით.
- უხეში,უტაქტო,სწორხაზოვანი.
Семира и В. Веташ: გრძნობები ზედმეტად ღიად და ბობოქრად ვლინდება. იზიდავს კაშკაშა,თვალშისაცემი სილამაზე. გართობის მოთხოვნილება.
Катрин Обье: სიყვარული სპონტანურად და თავისთავად იბადება; სიმპათიები და ანტიპათიები_წამიერად. ფორმები სრულიად სხვადასხვაგვარი: "სიყვარული ერთი ნახვიდან" დაწყებული "უცაბედი,განმეორებითი აფეთქებით დასრულებული". ბრმად უყვარს და ვერავის განსჯა ვერ მოახდენს გავლენას მის გრძნობებზე. მგზნებარე ვნებები არაერთხელ აენთება მის გულში,თუმცა ყოველ ჯერზე მთელი გულწრფელობით უყვარს და ჰგონია,რომ "ის ერთადერთია!" უშუალო და წრფელი სიყვარული,თუმცა არადღეგრძელი.
ვენერა ვერძში ბუნებრიობის მომხრეა,ვერ იტანს ხელოვნურობას და პრანჭვას; არ თვლის საჭიროდ, დამალოს გულწრფელი გრძნობები. მისთვის დამახასიათებელ სუფთა,ნათელ და უკიდურესობამდე მისულ გრძნობებს პირდაპირ და გულღიად გამოხატავს. ვერ იტანს თამაშებს და ინტრიგებს, მისთვის გაუგებარია სქესთა შორისი კოდირებული თამაში. არ ესმის,რატომ ცდილობენ გადაკრული მინიშნებებით შეითრიონ ბურუსით მოცულ ურთიერთობაში. ასეთ დროს ეჩვენება,რომ ატყუებენ ან არ არიან დაინტერესებულნი მასთან ურთიერთობით. ის ყოველთვის გულწრფელ დამოკიდებულებას ელოდება და შეიძლება ითქვას,მიამიტია პირად ურთიერთობაში.
ძალიან სწრაფად უყვარდება. არც ისე იშვიათად იტანჯება ცალმხრივი სიყვარულით. ურთიერთობაში ვერ იტანს მოწყენილობას და ერთფეროვნებას. თუ ადამიანს მხოლოდ ვენერა ჰყავს ვერძში,ის უფრო მარტივად გამოძვრება "ვერძული" დეპრესიისგან,ვიდრე მზით ვერძი,თუ ყურადღებას ხელოვნებაზე,კარგ საკვებზე,სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე გადაიტანს.
ორივე სქესისთვის დამახასიათებელია ძლიერი ვნებიანობა და მაღალი სექსუალური პოტენციალი.
ასეთი
ქ ა ლ ი უმანკოდ,გაუცნობიერებლად ხიბლავს მამაკაცებს. შეიძლება თავადაც ვერ ამჩნევდეს,როგორ უჩნდება თანამოსაუბრე მამაკაცს ლტოლვა,მისი ზედმეტად გახსნილი საუბრების გამო. ხშირად მამაკაცური ქცევა ახასიათებს და ეჯიბრება პარნტიორს, ვინ ვის შეაცდენს. თუმცა საკუთარი პერსონისადმი ყოველთვის ითხოვს სიყვარულს,ყურადღებას და პატივისცემას,როგორც ნამდვილი დედოფალი. იდეალურ სიყვარულს ეძებს და როდესაც შეყვარებულია,ახასიათებს გრძნობების გაშიშვლელბა. თუკი მისი სურვილები და მოთხოვნები არ კმაყოფილდება,მზადაა არაერთი უგუნურება მოიმოქმედოს და პატარა,კაპრიზული ბავშვივით იქცევა. მაგრამ დიდი ხნით არ ბრაზდება,როგორ სწრაფადაც წამოენთება,ასეთივე ტემპში შოშმინდება. ცხოვრების განმავლობაში ბევრი რომანი აქვს,მაგრამ არა იმიტომ,რომ ქარაფშუტაა,არამედ იმიტომ,რომ მხურვალე ნატურა აიძულებს დაასრულოს ურთიერთობა,როცა სიყვარულის ცეცხლი ქრება. ამასთან, ყოველ ჯერზე სულის სიღრმემდე,გულწრფელად უყვარდება.
მისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ითამაშოს ტრადიციული ქალის როლი,რადგან ყოველთვის თავად იღებს გადაწყვეტილებებს. ძლიერი,ინდივიდუალისტი და დამოუკიდებელი პიროვნებისთვის პარტნიორული ურთიერთობა ყველა მტკივნეული ადგილია. მან უნდა ისწავლოს სხვისი აზრის გათვალისწინება არა 333ჯერზე,არამედ თუნდაც 3 ზე. უნდა სცადოს და შეიგნოს,რომ პარტნიორსაც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები და გეგმები ურთიერთობაზე.
ცდილობს, გარეგნულად თვალშისაცემად გამოიყურებოდეს. ირჩევს სუფთა,მდიდარ ფერებს. სპორტული,მოძრავი,აზარტული და ხალისიანია. მას მოსწონს ძლიერი,ემანსიპირებული ქალის იმიჯი და ხშირად ირჩევს ე.წ. "მამაკაცურ პროფერსიებს":ჟურნალისტიკა,პოლიტიკა და.ა.მ. ან სპორტული კარიერა. მას იზიდავს ენთუზიაზმით და სიცოცხლით აღსასავსე ადამიანები.
მ ა მ ა კ ა ც ი ძალიან მიმზიდველია საპირისპირო სქესისთვის,თითქოს რაღაც განსაკუთრებული მაგნიტი აქვს. ინტუიტიურად უგებს ქალებს,ყოველ შემთხვევაში ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქალები ამჩნევენ,რომ ის ძალიან მამაკაცური,ძლიერი,ჭკვიანი და იმავდროილად მგრძნობიარე ნატურაა. ისიც მუდამ იმ "ერთადერთის" ძიებაშია,რაც სატანჯველს ჰმატებს და როგორც ჩანს,მისი შინაგანი აფორიაქებული სამყარო,კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას. მძაფრად განიცდის სულიერ ღელვას და მტკივნეულად რეაგირებს,როდესაც მის პირად,ინტიმურ ცხოვრებაში გარეშე პირები ერევიან. ვერ იტანს რუტინულ ურთიერთობებს. მისთვის თვისებრივია მიიყვანოს საკუთარი და საყვარელი ადამიანის გრძნობები მხურვალების იმ ზღვრამდე,როდესაც აფეთქების საშიშროება ჩნდება. ყოველთვის უკიდურესობების ზღვარზეა: კი ან არა! თეთრია ან შავია! ძალიან უჭირს კომპრომისებზე წასვლა,თუმცა კი გულით უნდა ურთიერთობების დალაგება. მისი ამოცანაა,აღიაროს ქალი თანასწორუფლებიან პარტნიორად; ისწავლოს მიტევება; იყოს დიპლომატიური და მოაგლუვოს მახვილი კუთხეები,რომ ზედმეტი პირდაპირობით არ აწყენინოს საყვარელ ქალს. და იქნებ დროა, აღიაროს ქალების უფლება თამაშსა და კეკლუცობაზე? ეს ხომ თავისებურ ხიბლს სძენს ურთიერთობას და ვის, თუ არა ქალს ძალუძს, მოხერხებულად წარმართოს ეს თამაში.
იდეალური ქალის სახება:საკუთარ თავში დარწმუნებული ამაზონკა. იმისთვის,რომ შეიყვაროს,მან ქალში,პირველ რიგში, ძლიერი პიროვნება უნდა დაინახოს. ის არ არის მამაკაცთა იმ კატეგორიიდან,რომელიც ათვალიერებს,აფასებს,აწონ-დაწონის..მას ვნებების ქარიშხალი უნდა,უფრო სწორად ისეთი ქალი,ვინც ასეთ მძაფრ გრძნობებს განაცდევინებს და თუ ეს მყისიერად ვერ იგრძნო,ნაკლებ სავარაუდოა,რომ დროთა განმავლობაში გამოუმუშავდეს გრძნობები და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩინოს ქალში ამაღელვებელი განცდები. ის უნდა მოინადიროთ ანთებული სულით,მგზნებარე გულით,თვალებში ნაპერწკლებით,სრულფასოვნად ცხოვრების უნარით. ამიტომ მათ ხშირად იტაცებთ ახალგაზრდა და ენერგიული ქალები.
Мария Кей Симмс. "Ваш волшебный ребенок":ენერგიული,ინიციატივიანი,დამოუკიდებელი ბავშვები,რომელთაც იზიდავთ მრავალფეროვანი და აქტიური საქმიანობა. სწრაფად უმეგობრდება თანატოლებს,როდესაც მათ თვალებში ნაპერკლებს ხედავს,მაგრამ თუ ეს ცეცხლი ჩაქრა,ასევე სწრაფად გაცვლის “ახალ ნათებაში”.
"ახლა!" გაცილებით მიმზიდველია. "მერე" ძალიან შორი,ამიტომ ხშირად ფული ჯიბეს უხვრეტს. არ იფიქროთ,რომ ის ჯიბის ფულს გადადებს რაიმე მნიშვნელოვანი შენაძენისთვის,უფრო იმწუთიერი იმპულსების გავლენით ხარჯავს.
ეს ბავშვები ბუნებრივად,ენეგიულად,აღტაცებული ჩახუტებით გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს.
ღია,თავისუფალი და მხატვრული ფორმები მიიზიდავს და წაახალისებს მის შემოქმედებით უნარებს. მიეცით დიდი მოლბერტი ხალასი ფერებით და სხვადასხვაგვარი ფუნჯებით. სცადეთ ცეკვის გაკვეთილებზე ატაროთ,შეურჩიეტ ენერგიული მასწავლებელი. უყიდეთ აუდიოწიგნები.
Саманта Дэвис." Детская астрология. Ключ к пониманию психологии ребенка":ეს ბავშვები პირველ რიგში საკუთარ თავზე,სურვილებსა და მოთხოვნილებებზე ფიქრობენ. უპირატესად იღებენ და არა გასცემენ,ეს პრინციპი ყველა სფეროზე ვრცელდება და განსაკუთრებით სიყვარულზე. მიაჩნიათ,რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს,როგორც თავად სურთ. მათ უნდა ასწავლოთ გარშემომყოფებზე ფიქრი,კომპრომისებზე წასვლა და რაც მთავარია, საკუთარი თავის სხვის ადგილზე ჩაყენება.
ვერძის ფიცხი და აგრესიული ხასიათი არც ისე ჰარმონიულად ერწყმის ვენერას რბილ და პასიურ ხასიათს. ეს სავსებით ბუნებრივია,რადგან ვერძს მარსი მართავს,ვენერა სასწორს მფარველობს. ეს ორი ნიშანი კი ზოდიაქალურ წრეში ოპოზიციას ქმნის და მუდმივი კონფრონტაცია აქვთ. ამ თვალსაზრისით, საინტერესო მდებარეობაა ვენერასთვის:პიროვნებას უწევს კონფლიქტურ ძალებს შორის ეძებოს ჰარმონია.
მეგობრების შეძენაზე დიდად არ ირჯებიან,არც მათი დაკარგვა ადარდებთ. თანატოლებთან არიან ბრაზიანები,ფიცხები,უყურადღებონი,ხანდახან უხეშებიც. არ აინტერესებთ სხვების აზრი,არც პოპულარობა და მეგობრებში წარმატება სჭირდებათ. ამოსავალი წერტილი მათთვის არის პირადი დამოუკიდებლობა. თუ რამე არ მოსწონთ,უბრალოდ მიდიან და ტოვებენ.
შეიძლება მსუბუქი ხასიათის ბავშვად მოგეჩვენოთ მალცვალებადი გატაცებების და იმპულსურობის გამო,მაგრამ თუ არ ასწავლეთ საკუთარი ნაკლოვანებების შეცნობა, მათი გამოსწორება და სხვებზე დაფიქრება,ძალიან რთული ფსიქოტიპის პიროვნებად ჩამოყალიბდება. აუხსენით,რომ ანაგარიში უნდა გაუწიოს სხვების გრძნობებს და სურვილებს.
ვენერით ვერძი ძალიან მგზნებარე მხურვალე ტემპერამენტით გამოირჩევა. მოძრავი ბავშვები არიან,უყვართ თამამი ექსპერიმენტები. გიჟდებიან წითელ ფერზე და ენერგიულ მუსიკაზე. უპირატესობას ანიჭებენ ყველაფერს დინამიურს და არასტაბილურს.
ის არ დაიწყებს ფულის შეგროვებას. დაუფიქრებლად დახარჯავს იმაზე,რაც იმ წუთში მოეწონება. თუმცა ნებისმიერი ნივთი ასეთივე სისწრაფით უფასურდება მათ თვალში,რადგან გემოვნებაც მალცვალებადი აქვს.
იმედია გესმით,რამდენად რთული ხასიათის ბავშვი გერგოთ და როგორ სჭირდება მას თქვენგან მოხერხებული დახმარება. ის შეიძლება შევადაროთ ალმასს,რომელიც თქვენ უნდა დაამუშაოთ და მოხვეწოთ,რათა სითბო და სიყვარული ასხივოს.
ვენერა ვერძში Celebritiesვერძები: RAPHAEL, Charles Baudelaire, Alessandra Ambrosio, Francisco de Goya, Julia Stiles,Mariah Carey, Keira Knightley,Ashley Judd,Vince Vaughn,Christopher Lambert,Eddie Murphy,Robert Downey Jr., Sarah Jessica Parker, Monserrat Caballe, Martin Lawrence...
მერწყულები: Abraham Lincoln, Charles Darwin, Cristiano Ronaldo,Christina Ricci
თევზები: Luc Besson, Gabriel Garcia Marquez, Kurt Russel , Shaquille O'NEAL, QUEEN LATIFAH, Didier Drogba, Arthur Schopenhauer, Tiziano FERRO
კუროები: П.И.Чайковский, Михаил Булгаков, Юрий Яковлев,Charlotte Bronte, Pierce Brosnan, Tony Blair, Johan Cruyff, Janet Jackson, Pierre Curie, Ann Boleyn...
ტყუპები: Arthur Conan Doyle, Daniel Gabriel Farenheit, Priscilla Presley, Helena Bonham Carter, Liza Minnelli, Ralph Waldo Emerson...
This post has been edited by VlV on 12 Jan 2011, 23:50