Quest_3D
(ვატყობ გრძელი წერილი გამომივა...)
ალბათ კეთება ქვია იმ პროცესს, ან შექმნა-გააჩნია შედეგს, ზოგიერთი ქართული შრიფტი უფრო "დაგდებულია" - მხატვრულობის თუ ტექნოლოგიური თვალსაზრისით....
შრიფტის კულტურა დაბალი გვაქვს, სამწუხაროდ... ავტორებსაც ვერ დავადანაშაულებ მაინცდამაინც, შეგნებულად არავინ აკეთებს ცუდს. ძალიან სპეციფიური ცოდნა, გემოვნება, ზომიერების გრძნობაა საჭირო, სიჩქარეც არ ვარგა, რადგან თვალი ეჩვევა და წუნს თუ ნაკლს თვეების მერე ამჩნევ, და თუ შრიფტი უკვე გავრცელებულია და ბევრი იყენებს, რაღას იზამ, სათითაოდ ვერ ჩამოუვლი და ახალს და უკეთესს ვეღარ ჩაანაცვლებ...
კომპიუტრმა სხვა სიკეთის სამაგიეროდ ძალიან ადვილი გახადა საყოველთაო ცუდის კეთება...
ამ მხრივ ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ არ მგონია რაიმე ახალი ვთქვა განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამ სფეროში ჩახედულია...
პროგრამებს რაც შეეხება:
ლიდერი უდაოდ Fontlab-ია, (
http://www.fontlab.com ) ეს არამარტო ჩემი აზრია, არამედ პირდაპირ თუ ირიბად ამის დამადასტურებელი ფაქტები ინტერნეტშიც მინახავს...
Macromedia Fontografer - ესეც საკმაოდ გავრცელებული და კარგი პროგრამაა, მისითაა გაკეთებული ძალიან ბევრი ქართული თუ სხვა შრიფტებიც, შეიძლება Macromedia-ს სხვა პროგრამების (Flash, Dreamweaver, FreeHand...) პოპულარობა მასზეც გადმოვიდა თუმცა სადღაც 90-იანების პირველი ნახევრის შემდეგ აღარ განახლებულა და ამ ბოლოს fontlab-მა შეიძინა, როგორც ჩანს და მე-5 -ე ვერსიას აანონსებს. ამ პროგრამას პატივს ვცემ, თუმცა მისით სერიოზულად რატომღაც ვერაფერი გავკეთე, სხვანაირი ინტერფეისი აქვს....
fontcreator-იც თითქმის ასევეა, სტაბილურად ახლდება ვერსიები, თუმცა სამუშაოდ ჩემთვის მოუხერხებელია...
ძირითადად ეს სამი ვიცი სერიოზულები, თუმცა არსებობენ პატარა "პროგრამჩიკებიც", მაგალითად FontMonger, ძველი იტორიული და რამდენადაც მგონია უკვე მიტოვებული, კაიხანს არგანახლებული პროგრამა, ძველი ვინდოუსებისათვის...
მე გირჩევთ ფონტლაბს:
http://allshares.ge/download.php?id=909C7AB812ამის სახელმძღვანელო (manual) ინგლისურადაა,
(მე ინგლისურზე მწყრალად ვარ) რუსულად არ არსებობს (პროგრამის ავტორი რუსია-გვარად იარმოლა -თვითონ ამბობს პირდაპირ ინგლისურად დავწერეო),
თუ გინდათ მოძიება ინტერნეტშიც შეიძლება ან აქედან გადმოტვირთეთ:
http://allshares.ge/download.php?id=C0124B5B9გაგეცინებათ და სახელმძღვანელო უფრო მეტია მოცულობით (8.42 Mb) ვიდრე პროგრამა -3.95Mb
თანაც 942 გვერდია –მაგალითად CorelDRAW (პროგამა=350 -470 Mb) რrომლებიც მინახავს თუ არ ვცდები 550 – 650 გვერდია
სავარაუდოდ მუშაობისას თანდათან სასიამოვნო ფუნქციების აღმოჩენები გელოდებათ...
ფონტლაბის წინა 2.5,- 3, - 4.8 ვერსიებიც მაქვს, მაგრამ ეს ყველას ჯობია
კეთების პროცესი ინდივიდუალური და სხვადასხვა შეიძლება იყოს..
1. ესკიზის და ძირითადად მისაღები ფორმის მიღება:
კლასიკური ალბათ ესაა:
მამაპაპური _ ქაღალდი, ფანქარი, საშლელი, სახაზავი ან "მილიმეტროვკა"... თუნდაც მხატვარი არ იყოთ, გირჩევთ ასე ერთხელ მაინც ცადოთ, ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია, ასე დაწყებული შრიფტი ჩემი აზრით, უფრო სახასიათო და "სულიერია". მითუმეტეს ქართული ასონიშნები სახაზავს და ერთნაირ საზომებს თუ კანონებს ძნელად ეგუება (ჩვენსავით)....
საინტერესო და მოულოდნელი ფორმების გამოდის ნახატი (ნაწერი) ფუნჯით, მარკერით, საპლაკატო კალმით, გათლილი ჩხირით (ჩინელ-იაპონელებივით) ბატის ფრთით, რავიცი კიდევ რითი არ შეიძლება მთავარია კარგი ფორმების მიღება..
მე პირადად ხელწერა ("პოჩერკი") არ მივარგა, ზოგისგან განსხვავებით... თუმცა ინსტრუმენტი გარკვეულ სტილს გინარჩუნებს...
კარგი და ამოუწურავი მეთოდია კომპიუტერული ეფექტები - არსებული ასოებზე დადებით თუ პირდაპირ გრაფიკულ პროგრამებში ხატვა "თაგვუსით" თუ გრაფიკული პლანშეტით
............
2. კონტურის კომპიუტერიზაცია:
სქანირება, შეტანა გრაფიკულ რედაქტორში, უმჯობესია პირდაპირ ვექტორულში (CorelDRAW ( მე ამას ვიყენებ მე-4- ვერსიიდან დღემდე) Adobe Illustrator, .... მთავარია ოპტიმალური ზედმეტი კვანძების არმქონე ვექტორული კონტურის მიღება (კომპიუტერული ტრასირება ბატიბუტივით აყრის წერტილებს, ასე საინტერესო ეფექტების მიღება შეიძლება, მაგრამ დაწყებული ესკიზიდან გადაგახვევინებს...) და მისი სათითაოდ ექსპორტი AI ან Eps ფორმატში...
CorelDRAW-ს შეუძლია და აკეთებს კიდეც შრიფტულ TTF ფაილებს, ( Export \ TTF ) თუმცა კერნინგებს
(ასოებს შორის მანძილის რეგულირება) არ აკეთებს. ზოგჯერ ასეც გამიკეთებია, გვერდი ამივლია რუტინულ სათითაოდ გაექსპორტებისა და შემდეგ ფონტლაბში ხელახლა იმპორტირებისათვის. შემდეგ ამ TTF ფაილს ვხსნი Fontlab-ში და ვამუშავებ
3. Fontlab-ში ან სხვა შრიფტულ პროგრამაში დამუშავება
აქ უკვე ძალიან სერიოზულადაა საქმე, ბევრი პარამეტრია დასადგენი და დასარეგულირებელი ... თუ რათქმაუნდა სერიოზული და კარგი შრიფტის შექმნას აპირებთ, აქვე ლაგდება ასოები კლავიატურის სათანადო განლაგებაზე Unicode, Lat, Sp.....
Fontlab-ში პირდაპირ იქვე შეიძლება ხატვა თუ შრიფტის კონტურების აგება, რითაც ზემოთ დაწერილ 2 ძირითად ეტაპს გადავახტებით,
პროგრამა თვითონვე აკეთებს Bold, Black, Demi, Italic... ვარიანტებს,თუმცა Sემდეგ ხელით ჩარევა და მთლიანად გადავლა საჭიროა!
შედეგი მონდომების, უნარის , გემოვნების... მიხედვით იქნება
რაც დავწერე ალბათ ახალი არაა ბევრისათვის მაგრამ უფრო მათვის ვწერ ვისაც აინტერესებს და არ იცის
ამ პროცესებზე ცალკე და ბევრი შემიძლია დავწერო ...
რამხელა წერილი გამოსულა !!????
ტატო
შრიფტები მაქვს უმეტესობა დაუმთავრებელი, ნუმუშებიც შეიძლება გაჩვენოთ (
http://digitaldesign.ge/ge/services/branding/font-design აქაც იგეგმება მომავალში გამოქვეყნება) სურვილის თუ გარემოების მიხედვით შემიძლია დავამთავრო...
ქართული შრიფტების კომერცია ძალიან მძიმედ ვითარდება (ესეც საკითხავია) სურვილი ზოგჯერ არის -უმეტესობა არაკომერციული
თქვენგან რა წინადადებაა?
მომწერეთ აქვე, პირადში ან
merabi2008@gmail.com
კარგ საქმეს ყოველთვის მივესალმები და "ვსპონსორობ" შესაძლებლობების ფარგლებში
კეთილი სურვილებით
მერაბი გეწაძე