"ბარსა" არ არის 2011 წლის ესპანეთის თასის ჩემპიონი. ეს არის ის, რაც გუშინ "მესტალიაზე" მოხდა. თუმცა არსებობს უფრო მეტი ნეგატიური ფაქტორი, ვიდრე მარცხი ფინალში. დავიდ ვილიას კვლავ ვერ გააქვს გოლები. კრიშტიანუ რონალდუ და ანხელ დი მარია ძალიან სწრაფები არიან და ისინი ტემპს არ დააგდებენ მომდევნო კვირებშიც. ჟოზე მოურინიოსთან მარცხი უფრო მტკივნეულია, ვიდრე თვალებში მარილის შეყრა. მაგრამ, ჩვენი გუნდის რომელიმე ფეხბურთელი გამარჯვებას იზეიმებდა სერხიო რამოსის მსგავსად ქუდში, მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე? არამგონია. იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ მხოლოდ ჩვენს მეტოქესთან მარცხზე, მოდით უფრო ფართოდ გადავალოთ თვალი სურათს.
მადრიდის "რეალმა" ითამაშა ძალიან კარგად და დაიმსახურა გამარჯვება. "ბარსამაც" ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მადრიდელებმა გოლით დაასრულეს ერთ–ერთი შეტევა, ჩვენ კი ვერა. რაც იყო, იყო. წინ ჩემპიონთა ლიგაა. ჩვენ ისევ მადრიდელებთან მოგვიწევს შეხვედრა. ორი შეხვედრა – ერთი "ბერნაბეუზე", მეორე კი "კამპ ნოუზე"– სტადიონზე, რომელიც "ბარსას" ყველა მეტოქესთვის განკითხვის ადგილია. ჩვენ კიდევ ვიტყვით – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში! სტადიონზე, სადაც 100,000 კატალონიელი უმაგრებს ზურგს თავის საყვარელ გუნდს; სადაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მუხლები უკანკალებთ; სადაც "ბარსა" მეფობს!
ყოველთვის არასაიამოვნოა მადრიდის "რეალთან" მარცხი. მაგრამ ჟოზე მოურინიოსთან მარცხი განსაკუთრებით საშინელია. თუმცა, მოდით გავიხსენოთ წარსული, მადრიდელებმა ხომ ბოლოს 2008 წლის გაზაფხულზე მოუგეს კატალონიელებს? ეხლა კი 2011 წელია. 3 წლის განმავლობაში "ბარსა" დაუმარხცხებელი მეტოქე იყო "რეალისთვის". ყველაფერს აქვს დასასრული. რა თქმა უნდა მოგებების ეს არაჩვეულებრივი სერიაც უნდა დასრულებულიყო ოდესმე. დასრულდა გუშინ. სამწუხაროა, თუმცა არა საგანგაშო.
დამშვიდდით! ყველაფერი კარგადაა. ამაში კი შემდეგი პუნქტები დაგეხმარებათ:
1. ჩვენი მწვრთნელია პეპ გვარდიოლა და არა ჟოზე მოურინიო.
2. ლურჯი და წითელი ფერები ესთეტიკურად გაცილებით უფრო სასიამოვნოა, ვიდრე თეთრი.
3. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიგეთ შესაძლო ათიდან რვა ტურნირი.
4. "ბარსელონა" შესანიშნავია; მადრიდელებიც სადღაც იქვე არიან, თუმცა გაცილებით შორს ჩვენგან.
5. შესაძლებელია, კრიშტიანუ რონალდუ ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ალბათ არცერთ ჩვენთაგანს არ სურს ასეთი არსების ყოლა გუნდში. მადრიდის "რეალი" ყოველდღიურად იხუთება თავის პორტუგალიურ ღრუბელში. ჩვენ კი არა!

barça moda ki ara filosofiaa burtis blobisa da epizodebis ganvitarebit ai reali ki gundi araa reali aris tetri jogi romlebic gvanan cxvrebs cxvrebs romlebsac xelidan tasi uardebat da emtvrevat dlivs mogebuli (martalia araaqvt xelebi cxvrebs mara)... xolo mourinho aris y.....l..e.. (cenzuristvis bodishit) romelic veger gaixarebs ! ! !
ვაიმე რა ცუდი ვიღაცაა