ამ რუკას კარგად დააკვირდით მაინც სანამ დადებთ

მანდ კარგად ჩანს რომ სამაჩაბლოში(დიდი და პატარა ლიახვის ასევე ფრონეს) ხეობებში ქართველები ცხოვრობდნენ და ასევე ჩამოსახლებული ოსები,დღეს იქ არცერთი ქართველი არ ცხოვრობს,რომ არა რუსეთი ასეთი რამ არ მოხდებოდა,ამისთვის უნდა ვიყოთ მადლობელი?
ასევე ქსნის ხეობაში ცხოვრობდნენ ქართველები(ახალგორის რაიონი) დღეს იქ ქართველების ძალიან მცირე ნაწილი ცხოვრობს და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გამოყარონ.რომ არა რუსეთი საქართველო არცერთ შემთხვევაში არ დაკარგავდა ცხინვალის რეგიონს. ამისთვის უნდა ვიყოთ მადლობლები?
მანდვე მაგ რუკაზე უკვე შეტანილია ცვლილებები,ჯავახეთში სადაც რუსეთმა 1829 წელს ქართული მოსახლეობა სომხურით შეცვალა,მანდვე მაგ რუკაზე უკვე შეტანილია ცვლილება ქვემო ქართლში(კონკრეტულად წალკაში) საიდანაც ქართული მოსახეობა გაასახლეს და სომხები და ბერძნები ჩაასახლეს.ამისთვის უნდა ვიყოთ მადლობელი?
თბილისში 1803 წელს 3 000 სომხური ოჯახი ჩამოასახლეს და ქართველები საუკუნის განმავლობაში საკუთარ დედაქალაქში უმცირესობაში აღმოჩდნენ ამისთვის უნდა ვიყოთ მადლობელი?
ყველა ეს ქართველების განდევნა და სხვა ერებისა ჩამოსახლება განხორციელდა მიზანმიმართულად იმპერიის მიერ,ანუ ქართველი ერის განსახლების არეალი შემცირდა ხოლო საქართველოში სხვადასხვა ეროვნებების უამარავი წარმომადგენელი დასახლდა კომპაქტურად.
სამაგიეროდ არსად ქართველების რუსეთის იმპერიას არ ჩაუსახლებია.იქნებ ამისთვის უნდა ვიყოთ მადლობელი?
1800 წელს ქართველების რაოდენობა საქართველოში იყო 622 ათასზე მეტი და შეადგენდნენ მოსახლეობის 80%,1800 წლისთვის ქართველების რაოდენობა სამხრეთ კავკასიაში აღემატებოდა სომხების და აზერბაიჯანლების ერთად აღებულს(მითი რომ ქართველები გადაშენების პირას იყვნენ და ა.შ არის უბრალოდ გამოგონილი რადგან იმ დროს ქართველები იყვნენ კავკასიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი).
1897 წლისთვის ქართველების რაოდენობა გაიზარდა 1331 ათასამდე(ბუნებრივი ზრდის შედეგად და არა ხელოვნურად საიდანმე რომელიმე ქართველის ჩამოსახლებით) თუმცა პროცენტულად შემცირდა საქართველოს მოსახლეობის 70%(ათი პროცენტით) ,რაც შეეხებათ სომხებს მათი რაოდენობა მთელ სამხრეთ კავკასიაში არ აღემატებოდა მაქსიმუმ 50 000(1800 წლისთვის) ხოლო საქართველოში 15-20 000,1897 წლისთვის მათი რაოდენობა გაიზარდა დაახლ.30-ჯერ! და შეადგინა 1,5 მლნ. ხოლო საქართველოში დაახლ.15-ჯერ და შეადგინა დაახლ.300 ათასი(სომხების მასობრივი ჩამოსახლების შედეგად ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიებიდან,რომელსაც მიზანმიმართულად ახორციელებდა რუსეთის იმპერია). იქნებ ამისთვის უნდა ვიყოთ მადლობელი?
1800 წლიდან-2002 წლამდე ქართველი ერის რაოდენობა გაიზარდა დაახლ. 6-ჯერ(622 ათასიდან-3,7-3,8 მლნ-მდე) რაც აბსოლიტურად შეესაბამება ევროპის ერების მონაცემებს ისინიც დაახლ.ამდენჯერვე გაიზარდნენ ზოგი ცოტა მეტად ზოგი ცოტა ნაკლებად,ანუ ეს იყო ბუნებრივი პროცესი და რუსეთის რაიმე ხელოვნური დახმარება არ ყოფილა ამ საქმეში(როგორც სომხების შემთხვევაში),თავად რუსებიც დაახლ.ამდენჯერ გაიზარდნენ,ხოლო აზიის ერები 10-15-ჯერ.
როგორც ხედავთ ქართველების განსახლების არეალი რუსეთმა კი არ გააფართოვა არამედ კიდევ უფრო შეამცირა,საქართველოში ქართველების წილი შეამცირა,ხოლო ეთნიკური რუკა ააჭრელა,და ამისთვის უნდა ვიყოთ მადლობლები?
ერთადერთი კარგი რაც რუსეთმა გააკეთა ეს იყო ლეკების თავდასხმების აღკვეთა ქართლ-კახეთზე,მაგრამ ამაში ათეულობით ათასმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა,და დაიღუპა კიდევ,დაწყებული გენერლებით დამთავრებული რიგითებით,და ეს რუსეთმა ქართველების დახმარებით გააკეთა არა იმიტომ რომ ქართველები ენაღვლებოდა არამედ უბრალოდ ჩრდ.კავკასიის დაპყრობის სურვილით,რაც რომ არა სამხრეთის პლაცდარმი საქართველო ვერაფრით შეძლებდა.
პ.ს. ასე რომ ნუ იჯერებთ ამ პროპაგანდას რასაც რუსეთი აწარმოებს,თითქოს იმათ ქართველები გადაერჩინოთ და ა.შ ეს უბრალოდ სიცრუეა.
This post has been edited by ingfar on 5 Jan 2012, 21:23