მწვანე ანაკონდა (Eunectes murinus), მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი გველია. სანამ ყველაზე გრძელი გველის ტიტული ბადისებრ პითონს (Python reticulatus) უკავია, ანაკონდებს მტკიცედ უჭირავთ ყველაზე დიდი (მძიმე) გველის წოდება. თავისი მტკიცე კანის გამო, ანაკონდები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოს ბაზრის ობიექტები. ასევე მათ ხშირად ყიდიდნენ როგორც შინაურ ცხოველს. ამხელა პოპულარობის მიუხედავად, 1992 წლამდე ანაკონდების შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი. ქვემოთ ვეცდები მოვიყვანო ბიოლოგის ხესუს რივასის მიერ ამ გველების შესახებ 20 წლის მანძილზე დაგროვილი ინფორმაცია.
გავრცელებაანაკონდების პოვნა ხშირად შეიძლება სამხრეთი ამერიკის ტროპიკულ ნაწილში, სადაც წლიური ნალექები ხოლმე 1500 მმ-ს აღემატებიან. ისინი ბინადრობენ ტენიან ადგილებში, მდინარეებში, ტბებში და ჭაობებში. ეს გიგანტები უპირატესობას ანიჭებენ მდგარ მეჩხერ წყლებს მცენარეული საფარით. ამდაგვარ ადგილებში ან მათთან ახლოს ანაკონდების პოვნა ძნელი საქმე არ არის, სადაც ისინი გაუნძრევლად წვანან მსხვერპლის მოლოდინში. დროის უდიდეს ნაწილს ეს გველები წყალქვეშ ან მდინარეს სანაპიროსთან არსებულ სოროებში ატარებენ. ბევრად უფრო იშვიათად გვხდებიან სუფთა, სწრაფ წყლებში და ურჩევნიათ იწვნენ წყლის ზედაპირზე მოცურავე მცენარეების ქვეშ (ეიხნორია (Eichnoria ssp.), პისტია, იგივე წყლის სალათა (Pistia ssp.), და სალვინია (Salvinia ssp.).
სამხრეთი ამერიკის მდინარე ამაზონკას ბასეინში გავრცელების მიუხედავად, მანდ, გაუვალ ჯუნგლები, მათი პოვნა წარმოადგენს დიდ სირთულეს. ძირითადი შეგროვილი ინფორმაცია ანაკონდების შესახებ იყო შეგროვილი ვენესუელას ლიანოსებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომლებიც გველების გავრცელების არეალის ჩრდილო ნაწილში განლაგებულნი არიან. ამაზონის ბასეინისგან ლიანოსები ძირითადად განსხვავდებიან იმით, რომ მშრალი სეზონის პერიოდში მათი უმეტესობა გამოშრება, რაც ერთი-ორად აადვილებს გველების მოძებნის და შესწავლის საქმეს. მშრალი სეზონის დროს ანაკონდები ხშირად იმარხებიან ტალახში, სადაც შეუძლიათ რამოდენიმე თვე გაატარონ წვიმების სეზონის მოლოდინში.
ბუნებაში მათი სიცოცხლის ხანგრძლიობა საშუალოდ 10-12 წელია. ასაკზე დამოკიდებულია ზრდის ტემპი. მაგალითად, ხესუს რივასმა 13 წლის შემდეგ დაიჭირა იგივე ეგზემპლარი, რომელიც ამ დროის განმავლობაში გაიზარდა მხოლოდ 42! სანტიმეტრით. ამის საფუძველზე თამამად შეგვიძლია გამოვიტანოთ დაკსვნა, რომ ზრდის ტემპი კლებულობს ასაკის მატებასთან ერთად.
რაციონიანაკონდები ჩასაფრების ტაქტიკის მიმდევრები არიან. ბუნებრივ გარემოსთან შერწყმას მათ ხელს უწყობს შეფერილობა. ჩასაფრებულები, ისინი ელოდებიან სწორ მომენტს და შესაფერისი ზომის მსხვერპლს. რის შემდეგ ელვისებური სისწრაფით თავს ესხმიან მას. დიდი ზომების და მოჩვენიბითი მოუქნელობის მიუხედავად, ანაკონდებს დიდი სისწრაფით მოძრაობა შეუძლიათ. იმის შემდეგ, როცა მსხვერპლი დაჭერილია, გველი ერთი-მეორეზე რგოლებად ახვევს მასზე ტანს და ნელნელა ახრჩობს. მსვერპლის ყოველივე ამოსუნთქვისთანავე, ნადირი უფრო დიდ ძალას ატანს მის დახრჩობას, ასე რომ შესუნთქვის შანსი ნულს უტოლდება. გარდა ამისა დიდი წნეხის ქვეშ ტყდება ხერხემალი ან კისერი. ამასთანავე, თუ ნადირობის პროცესი ღრმა წყალში მიმდინარეობდა, ანაკონდა უბრალოდ მსხვერპლის ჩაძირვას ცდილობს .

რა გასაოცარიც არ უდნა იყოს, წყალთან მჭიდრო კავშირის მიუხედავად, მათ რაციონში არ შედის თევზი (მისი დაჭერა წყალქვეშ ძნელი საქმეა). ჩვეულებრივად, ისინი ნადირობენ სხვა ხერხემლიან ცხოველებზე. დაჭერილი ანაკოდნების კუჭნაწლავის შემადგენლობის შესწავლის შემდეგ, გაირკვა, რომ რაციონის 25,8% შეადგენენ ქვეწარმავლები (სათვალებიანი კაიმანი (Caiman crocodilus), ორინოკოს კუ (Podocnemis vogli), მწვანე იგუანა (Iguana iguana) და ტეიუ (Tupinambis teguixin). დიეტის დაახლოებით ნახევარს (51,6%) შეადგენენ სხვადასხვა ზომის ფრინველები, ისეთები, როგორებიც არიან წერო, ყანჩა, ბატი, იბისი და სხვა წყლის ფრინველები. დარჩენილ 22,6% შეადგენენ ხერხემლიანები, ძირითადად კაპიბარები (Hydrochaeris hydrochaeris) და თეთრკუდა ირმები (Odocoileus virginianus). თუმცა ყველა ჩამოთვლილი არსება არ შედის ერთი გველის რაციონში. მცირე ზომის მამლები სპეციალიზირდებიან ფრინველებზე, სანამ დიდი დედლები მთლიანად გადართულნი არიან ქვეწარმალებზე და დიდ ძუძუმწოვრებზე. მსხვერპლის ზომა ძალიან მერყეობს - ნადირის მასის 10%-დან 146%-მდე, რაც ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ მათი ელასტიური კანი და ყბები საშუალებას აძლევს ამ ზომის მსხვერპლის გადაყლაპვას. მაგალითად, დიდი კაპიბარას ან თეთრკუდა ირემის გადაყლაპვაზე ანაკონდას შეიძლება 6-8 საათი დასჭირდეს.
ბინადრობის დიაპაზონიანაკონდები ბევრს არ მოძრაობენ თუ ამას სიტუაცია არ მოითხოვს. მშრალი სეზონის დროს საცხოვრებლად ისინი იყენებენ შედარებით მცირე მონაკვეთს (დაახლოებით 25,2 ჰექტარი), რომელიც სველი და თბილი რჩება დიდი ხნის განმავლობაში, წვიმების სეზონის მოსვლისთანავე ანაკონდები მიგრირებენ მეჩხერი წყლების ძებნაში, ამ დროს მათი საცხოვრებელი დიაპაზონი დაახლოებით 37 ჰექტარს შეადგენს. წვიმების სეზონის დამთავრებისთანავე, ისინი უბრუნდებიან პირველანდელ ადგილებს. ორსული დედლები არ მიგრირებენ წვიმების სეზონის დროს, არამედ ირჩევენ მზიან ადგილებს, სადაც რჩებიან პატარა ანაკონდების დაბადებამდე.
გამრავლებაანაკონდებს აქვთ მკვეთრი სექსუალური დიმორფიზმი. მამლები აღწევენ საშუალოდ 6,9 კგ-ს წონსა, დედლები 32,6 კგ-ს. გამრავლების სეზონის დაყწბებამდე (თებერვლის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე) ინდივიდუუმები ცხოვრობენ ცალცალკე. ამ დროს რამოდენიმე მამალი გროვდება 1 დედალთან და ქმნის ე.წ. ”შეწყვილების გუნდას”. თითოეული მსგავსი გუნდა შესდგება 1-დან 13 მამლისგან. შეჯვარება 4 კვირამდე გრძელდება, რის შემდეგ მამლები ეგრევე მიიფანტებიან ვინ სად, აი ორსული დედალი კი დიდი ხნის განმავლობაში რჩება ადგილზე. შეჯვარების სეზონის დროს, დედალი წყვილდება რამოდენიმე მამალთან, მამალი კი სეზონში მხოლოდ 1 დედალს ანაყოფიერებს. 7 თვის განმავლობაში (სწორედ ამდენს შეადგენს ინკუბაციის პერიოდი) კვერცხები ვითარდებიან დედლის მუცელში, რის შემდეგ იგი შობს საშუალოდ 29 ნაშიერს. ახალშობილი გველების რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია დედას ზომებზე. ახალშობილი გველების მაქსიმალურად დაფიქსირებული რაოდენობა 85-ია. რაოდენობის გარდა, დედლის ზომებზე დამოკიდებულია ახალშობილი გველების წონაც.

ორსულობის პერიოდში დედალი არ იკვებება, რადგან ეს იქნებოდა ენერგიის არარაციონალური ხარჯი. აგრეთვე ერთერთი სავარაუდო მიზეზი არის ის, რომ ნადირობის დროს დედალი შეიძლება დაზიანდეს, ამ დროს კი მთლიანი თაობა სიკვდილის პირას აღმოჩნდება.
ანაკონდები ყოველ წელს არ შობენ. ორსულობის პერიოდი დიდი ძალების დახარჯვას მოითხოვს და მშობიარობის შემდეგ დედალი წონსა პირველანდელზე 35% ნაკლებს შეადგენს. ძალების აღდგენის პერიოდი მით უფრო ხანგრძლივია, რაც უფრო დიდია დედალი.
კანიბალიზმილიტერატურაში დაფიქსირებულია მწვანე ანაკონდას კანიბალიზმის მხოლოდ 1 ფაქტი. აღწერაში მითითებულია, რომ ნაპოვნი ეგზემპლარი იყო დედალი, რომელიც იმავე სახეობის მამალი იმსხვერპლა. ხესუსის მიერ დაფიქსირებულია კანიბალიზმის კიდევ 3 შემთხვევა:
პირველი დაფიქსირებული იყო 27 აპრილის 1995 წელს, როდესაც იქნა დაჭერილი დიდი ზომის დედალი (4,4 მ). ტერარიუმში ჩასმის შემდეგ, მან გადმოაფურთხა საკმაოდ მოზრდილი (2,85 მ) მამალი.
მეორე შემთხვევა დატირებულია 1996 წლის 28 მაისით. შეწყვილების შემდეგ, დამშიებულმა დედალმა გადაწყვიტა მამლით ევახშმა. ადგილზე მისვლისას, მამალი უკვე მკვდარი იყო.
მესამედ კი უზარმაზარი ზომის დედალი ანაკონდას ფეკალიებში ნაპოვნი იქნა მწვანე ანაკონდას ქერცლი. სავარაუდოდ ისიც იყო მამალი.
ასე რომ კანიბალიზმი მწვანე ანაკონდებში პირველ რიგში აიხსნება მათი მკვეთრი სქესობრივი დიმორფიზმით.

პ.ს. რამე თუ გამომრჩა, დაამატეთ
* * *