მოვყვე, როგორ მოხდა ეს ამბავი?!
ესე იგი, ფორუმელი ნიგო მანდილოსან თანაფორუმელთა სურათებს ათვალიერებდა, ცალი თვალით კი თავის შვილს უყურებდა და ფიქრობდა, დროა ეს მუტრუკი დავაოჯახოო, თორემ სულ გამოდებილდა ამ ბოლო დროს ბავშვიო. ხოდა კაკ რაზ ამ ფიქრებისას წააწყდა ირუშას ერთ-ერთი ფოტოს ზღვის ფონზე.
ეგააო!
ამის გაფიქრება და ირუშასთან ვიზიტი ერთი იყო. იქ ეგრევე გასახდელში შეუვარდა და ესე და ესე, შარის დედა ვარ და ძალიან მინდა, ერთმანეთი გაიცნოთო. ოღონდ ჯიქურ ნუ მიეჭრები ეგრევე ჩემ ბიჭს, მგრძნობიარე ნატურაა და შენზე უკურეაქცია არ მისცესო! გამოართა ფეისბუკის მისამართი და ასე კეთილად დაშორდნენ.
მერე, რამდენიმე თვის განმავლობაში ეს ჩვენი შარი და ირუშა ერთმანეთს ფეიბუკით წერდნენ. მაგრამ მიკროფონების და ვიდეოთვალის გარეშე. არაფერი ზედმეტი მათ დიალოგებში არ ყოფილა, ახლა რომ იციან ახალგაზრდებმა. ის კი არა, შარმა მთელი რამდენიმე დღის განმავლობაში სიყვარულიც კი არ აუხსნა რატომღაც.
ხოდა აგერ 2 კვირის წინ შეხვდნენ და მერე უკვე სხვა გზა არ იყო
ჯვარი წმინდა გაბრიელის მიძინების ტაძარში დაიწერეს, მამაო ბართლომესთან. მეჯვარეები იყვნენ ნავთა და უზული.
იმის გამო, რომ ბავშვობაში ორივენი ცეკვაზე დადიოდნენ, თავად ქორწილმაც ექსცესების გარეშე ჩაიარა. როგორც შარმა თქვა, მზად ვარ ირუშაზე ყოველ თვე ახლიდან ვიქორწინოო.
...მერე ინტერნეტი გამეთიშა და ვეღარ გავიგე
This post has been edited by მიხეილ რძე on 17 Jan 2012, 05:59