vatmanika55775მადლობთ, თბილისში მშრალ ხიდზე ვყიდულობ ან ინტერნეტ მაღაზიებიდან ვიწერ ხოლმე. საბჭოთა მოდელებიც არის, თუმცა გერმანულთად შედარებით მწირი არჩევანია და ინტერნეტით უნდა შეუკვეთო, აქ ვერ იშოვი. მე ასეთები მაქვს (ახლა ხელთ არ მაქვს რომ სურათი გადავუღო და ინტერნეტიდან ვდებ ფოტოებს მაგრამ ზუსტად ესეთებია):
ЧС1-ის პროტოტიპი (როგორიც სურამში გამოსცადეს ოღონდ სხვა ფერის)

ТЭ3 თავდაპირველი ტიპის კაბინით

ეგოროვის ქარხნის 20.2 მეტრიანი ვაგონ-რესტორანი

ეგოროვის ქარხნის 20.2 მეტრიანი I კლასის (რბილი) კუპირებული ვაგონი

ეგოროვის ქარხნის 20.2 მეტრიანი საბარგო ვაგონი

დესაუს ქარხნის წარმოების რეფრეჟერატორი ZB-5

საქონლის გადასაყვანი ვაგონი 50 ტონიანი სატვირთო ვაგონის ბაზაზე

ხორბლის გადასატანი ჰოპერი (ამ სურათზე რუსეთის რკინიგზის მოდელია, მე სსრკ-ს რკინიგზის მაქვს, ზუსტად ასეთია, ოღონდ წარწერებით განსხვავდება)

ჯერჯერობით საბჭოთა მხოლოდ ეს მოდელები მაქვს, დანარჩენი გდრ, გფრ, ჩეხოსლოვაკიური, უნგრული, ავსტრიული, შვედური და ფრანგული, მაგრამ მომავალში ძირითადად საბჭოთა მოდელების შეგროვებას ვაპირებ.