მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ ეს ფორუმი არის საქართველოში მეტ-ნაკლებად თავისუფალი ერთადერთი მედია. ჩემს ზემითა პოსტში ხსენებული საათნახევრიანი გადაცემისთვის რამე თუ ნახსენები იქნა ეროვნული კონსტიტუცია უკვე ერთი სიტყვა შემიძლია შევაწიო მედიაკავშირ ობიექტივსაც. ოღონდ ეს ჯერ არც პრესის თავისუფლებაა და არც მედიალური სივრცის გარღვევა. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით არათავისუფალ ოკუპირებულ ქვეყანაში სადაც თავისუფლება ათასნაირი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მეთოდებით იზღუდება.
ფორუმის ფორმატია თავისთავად შეზღუდული. ამ პოსტს წაიკითხავს მაქსიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი. ამდენად ფორუმი რაიმე პოლიტიკური განცხადის დეკლარირებისთვის პრაქტიკულად გამოუსადეგარია. მიუხედავად ამისა მაინც უნდა განვაცხადო შემდეგი. ზემოაღნიშნულ გადაცემაში ასე თუ ისე მონაწილეობა მივიღეთ მე, ორაკლი წერეთელმა და გურამ გოგბაიძემ. მავანი ალბათ იტყვის მერე რაო საქართველოს პოლიტიკაზე ასეულობით და შეიძლება ათასობით კაცი ლაპარაკობსო. ეს ასე არ არის და დღეს ამ რეპორტაჟით მოხდა რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
საქმე ის არის რომ საქართველოს ამ ბოლო ასი წლის განმავლობაში ჰყავდა სამად სამი ლეგიტიმური წარმომადგენლობა. ესენი იყვნენ:
1) საქართველოს დამფიძნებელი კრება,
2) საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტი
3) საქართველოს ეროვნული კონგრესი
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დააფუძნა საქართველო როგორც სახელმწიფო და თანამედროვე საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. ეს გამოიხატა სწორედ 1921 წლის მუდმივი ეროვნული კონსტიტუციის მიღებით. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს დამფუძნებელი კრება დაშალეს ბოლშევიკმა ოკუპანტებმა და დღეს დამფუძნებელი კრების აღარცერთი წევრი არ არის ცოცხალი. მიუხედავად ამისა დამფუძნებელმა კრებამ დაგვიტოვა 1921 წლის მუდმივი ეროვნული კონსტიტუცია, რომლის შეცვლა ან გაუქმება უკვე თვით დამფუძნებელ კრებასაც არ შეეძლო. ამით დამფუძნებელი კრების ლეგიტიმურობა დღემდე არ არის გაუქმებული. ოკუპანტებმა საქართველოს მაშინ თავზე წამოაჯინეს ე. წ. შულავერის მთავრობა. ეს იყო საოკუპაციო კოლაბორანტი მთავრობა, რომელიც დამფუძნებელი კრების 1921 წლის 21 თებერვლის საღამოს სხდომაზე ქართველი ხალხის მოღალატედ იქნა გამოცხადებული. ამ შულავერის მთავრობის სამართალმემკვიდრე იყო საქართველოს სსრ ყველა უმაღლესი საბჭო, ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭო, შევარდნაძის და სააკაშვილის ყველა მოწვევის პარლამენტები. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა საქართველოს ე. წ. დღევანდელი პარლამენტი არამარტო არალეგიტიმურია, არამედ იგი ასევე ოფიციალურადაც არის ქართველი ერის მოღალატე. ეს ძნელი არსათქმელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
როგორც მოგახსენეთ საქართველოს დამფუძნებელი კრების შემდეგ ქართველ ერს ჰყავდა კიდევ ორი ლეგიტიმური წარმომადგენლობა. საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტი და საქართველოს ეროვნული კონგრესი. ორივე ეს ორგანოც ოკუპანტმა დაშალა 1989 და 1992 წლებში. მე, გურამ გოგბაიძე და ირაკლი წერეთელიც გახლდით როგორც საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტის წევრები, ასევე საქართველოს ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრები. ეს ფაქტი ჩვენ წარმოგვაჩენს უკვე როგორც ქართველი ერის კანონიერ ლეგიტიმურ წარმომადგენლობას.
მედიაკავშირ ობიექტივში დღეს გადაცემული რეპორტაჟი ამით არის განსაკუთრებული. თუმცა აქ უნდა აღვნიშნო რომ ჯერ-ჯერობით ეს იყო მხოლოდ საქართველოს ნამდვილი ეროვნული კონსტიტუციის ძალიან შეზღუდული ფორმით გაჟღერება.
ამით უკვე ისევ იწყება ქართული პოლიტიკა და ამას ამ თემაში ავხსნით დეტალურად.
მიმაგრებული სურათი