მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ!
და აი რატომ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მეც შემაქვს წვლილი ჩემი ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში. აქეთ ბენზინიო, იქეთ აფთიაქში წამალიო.
არ მენანება, ჩემი ქვეყნისთვის მე არაფერი არ მენანება. ქვეყნის ბიუჯეტს შევსება უნდა.
გარდა ამისა, ჩემი ქვეყანა შეძლებული, თუნდაც მონოპოლისტი ბიზნესმენების მხრებზე დგას და ჩემი ქვეყნის ეკონომიკის ნორჩი ნერგი მათი ოფლით ირწყვება.
ხანდახან ვიწრო ინტერესები იძალებს ჩემში და ჩემდა სამარცხვინოდ, პროტესტი გამიელვებს, მაგრამ არ დამზოგოთ, ეს ხანმოკლე სისუსტეა
- მე მზად ვარ რომ უფრო ღირსეულად ჩამრთონ და გამომიყენონ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში.
დაახლოებით 12 წელია მიწევს წელიწადში ოთხჯერ (ერთი მკურნალობის კურსია) ერთი და იგივე წამლის შეძენა.
ერთი შეძენა 93 ლარი მიჯდება (შესაბამისად წელიწადში 372 ლარი მიდის ამ წამალში)
წამალი თავიდან იყიდებოდა მხოლოდ "ჯპს"-ს აფთიაქში. სულ მიკვირდა სხვაგან რატომ არ არის მეთქი.
მერე ქალაქში გაჩნდა აფთიაქების იაფი საწყობი ("ნაბერეჟნზე"), და მერე მათი ქსელი, და ოთხჯერ თუ ხუთჯერ იქ ვიყიდე, რადგან აღმოვაჩინე, რომ იქ 73 ლარი ღირდა.
მერე კი "პსპ"-შიც გაჩნდა 80 ლარად. "ჯპს"-ში ისევ 93 ლარად ჰყიდდნენ.
პირველი რამაც ჩოკში ჩამაგდო, ჩვენს მაღაზიაში 40 კილოგრამიან მოწყობილობას ზომებით 1მX40სმX40სმ-ზე ფასნამატი აქვს 20 ლარი თვითღირებულება 230 ლარის დროს.
აქ კი წამალს, რომელსაც თვითღირებულება აქვს თურმე 73 ლარზე ნაკლები (ის იაფფასიანი აფთიაქიც ხომ უგებს რაღაცას),
და წამალი, რომელიც იწონის 250 გრამამდე, და იკავებს ერთი სიგარეტის კოლოფის ხელა ადგილს,
ფასნამატი აქვს 25 ლარამდე (ალბათ 23 - 25 ლარი).
მთავარი მაინც დღეს მოხდა, როცა კიდევ დამჭირდა წამლის შეძენა.
მივედი იაფფასიან აფთიაქში ვაჟაზე და არ გვაქვსო. მერე მივედი უფრო ძვირიან "პსპ"-ში, იმათაც არ გვაქვსო.
მერე შემოვიარე მთელი საბურთალო, ვერ ვიშოვე და მეყო გონება რომ მეკითხა - რა ხდება, დეფიციტი გახდა მეთქი?
არა, "ჯპს"-მ იჩალიჩა და სხვა აფთიაქებში ვეღარ იყიდითო.
მივედი ისევ "ჯპს"-ში, ოღონდ შიშით, ვაითუ აქაც არ დამხვდა, რა მეშველება მეთქი და - კი როგორ არ ვაქვსო, და 93 ლარად შევიძინე.
... და მომენტალურად, ისევ კმაყოფილების გრძნობა გამიჩნდა. რომ მეც ვმონაწილეობ ჩემი ქვეყნის მშენებლობაში.
მე ვიცი რომ ჩემი და სხვა მოქალაქეების წვლილით მერე ეს აფთიაქები დააწესებენ სხვადასხვა აქციებს მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
აგერ, თუნდაც "პსპ"-ს აქცია რად ღირს, "ჩვენ დავეხმარებით ყველა ოჯახს, რომელსაც შეეძინება მეხუთე და მეტი შვილი".
ეს ეხლა უჭირთ, სანამ ფეხზე დადგებიან, და მაგიტომ დაეხმარებიან ვისაც მეხუთე და მეტი შეეძინებათ, თორემ როცა ძლიერი გახდებიან მერე ვისაც მეათე და მეტი შვილი შეეძინება იმათაც დაეხმარებიან, მერე ვისაც მეოცე და მეტი და ა.შ.
და ეს, ჩემს ასაკში, ვარ მე კმაყოფილი, და ახლა წარმოიდგინეთ, როგორი კმაყოფილები და ამაყები იქნებიან ბებიები და ბაბუები, რომლებიც თავის პენსიას, უკანასკნელ კაპიკამდე, სამშობლოს კეთილდღეობის ყულაბაში დებენ.
მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ! ოღონდ, ახლა, ცოტა ხნით, შუქი ამინთეთ ოთახში, რომ ჩამოყყალიბდეთ, ვინ, ვის, როგორ და, რაც მთავარია, სად.
რის ხარჯზეა ეს ქვეყანა წარმატებული რეფორმების და აღმმშენებელი ქვეყნების მოწინავეთა რიგებში?
რის ხარჯზეა ეს ქვეყანა "მსოფლიოში ყველაზე...", "მოსფლიოში პირველად...", "არცერთი ქვეყნის იტორიაში აქამდე..." და "არცერთი დემოკრატიის ისტორიაში აქამდე...".
შეიძლება დავუშვა, რომ ამ ყველაფერს, მთავრობის გაგებით ეკონომიკის შოკური თერაპია ჰქვია, ის რასაც პოლონეთში აპირებდნენ და სხვაგან
მგონი არც კი უცდიქათ მეთოდის სისასტიკის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ეფექტი შეიძლება გამოეღო ეკონომიკისთვის.
ჩვენთან, რათქმაუნდა, როგორც მსოფლიოში მოწინავე საცდელ კურდღლებთან, უკანმოუხედავად ჩაუშვეს საქმეში შოკის ექსპერიმენტი.
ამ შოკური თერაპიის ერთერთი მთავარი პრინციპი არის:
- არაბუნებრივად მაღალი ფასები ქმნის ფულის კეთების ზედმეტად მაღალ მოთხოვნილებას საზოგადოებაში.
- საზოგადოებაში ფულის კეთების მოთხოვნილების ზრდა იწვევს საზოგადოების ბიზნეს აქტივობის ზრდას და ეს აქტივობა იწვევს ეკონომიკის სწრაფ ზრდას.
- მაღალი ფასები არის, ასევე მეტი გადასახადი ბიუჯეტში.
- სპეციფიკურად საქართველოსთვის დამახასიათებელი პუნქტი არის სურვილი, რომ ფასები, გადასახადები და ა.შ, რაც შეიძლება სწრაფად გაუტოლდეს ევროპულს, ევროკავშირთან იოლი დაახლოების მიზნით (შეიძლება, ევროს შემოღებასაც კი გეგმავდნენ).
მაგრამ, ამ შოკური თერაპიის სიმძიმეს მიშა, ბენდუქიძე და სხვები ვერ იგრძნობენ ასი წელი. ვერც ბიძინა სხვათაშორის.
ხოდა გაახილეთ თვალები ზემოთ, ვეღარ უძლებს ხალხი, ბებიები და ბაბუები ამ თქვენს შოკურ თერაპიას.
ვისთვის აპირებთ ეკონომიკის ზრდას, ბათუმის ან გუდაურის მშენებლობას, თუ მანადე ხალხი გაჭირვებით დაწყდა, ზოგი შიმშილით, ზოგი უწამლობით და ზოგმა თავი ჩამოიხრჩო.
ჩემი აზრით, მთავრობამ და იმანაც, ვინც ამათ შემდეგ მოვა, უნდა დააგდოს ტემპი და ტემპერატურა ამ შოკური თერაპიის.
ჩემი აზრით საზოგადოების სხეული დაიღალა და კუნთები დაწყვეტის პირასაა და ამაზე თვალი უნდა გაახილოს მთავრობამ, და მანაც, ვინც ამათ შემდეგ მოვა.
ჩემი აზრით, არ არის საჭირო ერის დიდი ნაწილის შეწირვა სწრაფი განვითარების იდეისადმი, მითუმეტეს, ისე სწრაფად მაინც ვერ ვვითარდებით, როგორც გვინდა.
თქვენ სხვანაირად ფიქრობთ?
და, თუ თქვენაც ასე ფიქრობთ, როგორ დავუდოთ ეს დაკვეთა მთავრობას და მას, ვინც მათ ადგილზე მოვა, რომ ტყუილად არ იძახონ - ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, საზოგადოების დაკვეთააო.
როგორ ვაიძულოთ, რომ გვაცხოვრონ ადამიანური ტემპით. იმ ტემპით რომელსაც ადამიანები უძლებენ.
შეიძლება, ეს მიშა-ბბ-ს დაკადაკა შეთანხმებული მცდელობაც არის სოციალური მოთხოვნებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად.
როგორ ვაიძულოთ, რომ ორივე მხარისათვის არჩევნებში მთავარი დაპირება გახდეს სოციალური საკითხი და არა ნატო ევროკავშირი, მომენტალური სინგაპურიზაცია და ა.შ.
პოლტიკსები, ქვეყანა და აქაც სხვადასხვა "ისტები" სულ სხვა მიმართულებით უბერავენ, ამ დროს კი ხალხი გაჭირვებაში ატარებს და ამთავრებს ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ - ერთხელ ბოძებულ სიცოცხლეს.