მოკლედ რა მაინტერესებს, გამოსულია
Autodesk 3ds Max Design 2013, ამის კრეკი თუ არ ვცდები არსად არ დევს და შესაბამისად პროგრამაც Trial 30 დღიანია, მაგრამ არსებობს ესეთი ვარიანტიც, შედიხართ
ოფიციალურ საიტზე და სურათის მიხედვით

Community იდან გადადიხართ Students & Educators ში და გვიხსნის
შემდეგ გვერდს , საიტზე აუცილებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, ამის შემდეგ შედიხართ Free Software (ვინც ვერ მიხვდით აჰა სურათიც) სურათზე მონიშნულია რეგისტრაციაც საიდანაც გაივლით რეგისტრაციას.

ჩამოიშლება პროდუქტების ჩამონათვალი, ვირჩევთ
Autodesk 3ds Max Design ს, შემდეგ ვირჩევთ ვერსიას
Choose your version: 2013 (2010;2011;2012)
ენას
Language: English (French; German)
ირჩევთ ოპერაციულ სისტემას
Operating System: x32(Bit) ან x64(Bit)
დააწვებით Next და გადაგიყვანთ გვერდზე, სადაც გამოვა თქვენთვის საჭირო სერიული ნომერი და პროდუქტის გასაღები. იხ. სურათი.

იწერთ ჩვეულებრივ
Autodesk 3ds Max Design 2013 ს და აყენებთ Trial ვერსიას (30 Day) დაყენდება პროგრამა და შემდეგ გადატვირთეთ სისტემა, შემდეგ გაუშვით პროგრამა და დაგიწერთ, რომ პროგრამა არის 30 დღიანი Trial ვერსია, მანდვე დაბლა იქნება სერიული ნომერის და პროდუქტის გასაღების ჩასაწერი გრაფა, სადაც მიუთითებთ მოცემულ სერიულ ნომერს და გასაღებს და მიჰყვებით პროგრამის რეგისტრაციის ფორმას, ამ ყველაფრის შემდეგ პროგრამა გახდება ლიცენზირებული, ყოველ შემთხვევაში აღარ ამოგიგდებთ იმას, რომ პროგრამა არის საცდელი 30 დღიანი და გაეშვება პირდაპირ, შესაბამისად პროგრამა ხდება ლიცენზირებული და არ გექნებათ არანაირი პრობლემა....
თუ კითხვები გაგიჩნდათ, მზად ვარ გიპასუხოთ, უკეთესი იქნება პმ მომწეროთ.
გმადლობთ ყურადღებისათვის.