უპირატესობები:
უფრო სწრაფია და ოდნავ ნაკლებ რესურსებს იყენებს
აგრეთვე Hibernation-ის მსგავი shut down (hybrid shutdown) აქვს, ასე რომ გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება ჩართვა-გამორთვას.
აქვს უკეთესი ფერები, დაემატა Audio hardware Acceleration (vista და seven-ზე ამოღებული ჰქონდათ)
ფაილების დაკოპირების დროს შესაძლებელია დაპაუზება
აქვს გაუმჯობესებული Task Manager.
უფრო დაწვრილებითუკვე აქედანვეა შესაძლებელი startup პროგრამების გათიშვაც.
აგრეთვე Lock Screen-ის დროს პროგრამები აღარ ითიშება.
ფაილების/ფოლდერების ძებნაც უფრო მოსახერხებელია Start screen-ის მეშვეობით
ინტერგირებული აქვს MSE ანტივირუსი Windows Defender-ის სახით
სიახლეები:
სტარტ მენიუს ნაცვლად აქვს სტარტ სქრინი, სადაც შეგიძლია გაუშვა მეტრო აპლიკაციები.
ეს აპლიკაციები დაბალ რესურსებს ითხოვს და არის განკუთვნილი უფრო ტაბლეტებისთვის და სმარტფონებისტვის, ანუ ARM პროცესორებისთვის
აგრეთვე live ID საშულებით შეგიძლია ახალი მეტრო აპლიკაციების ჩამოტვირთვა/ყიდვა, სარგებლობა SkyDrive-ით, Mail კლიენტით და ა.შ. ასევე სხვადასხვა windows მოწყობილობების სინქრონიზაცია
ამას გარდა ინტეგრირებული აქვს PDF Reader (მეტრო აპლიკაცია)
ასევე ინტეგრირებული აქვს Flash Player, ოღონდ მხოლოდ IE-სთვის, სხვა ბრაუზერებისთვის შესაბამის ცალკე გადმოწერაა საჭირო
IE-ს მეტრო ვერსიაშიც ინტეგრირებული არის ფლეში, მაგრამ Youtube-ის გარდა სხვა ვიდეო საიტებზე წერს, არ არის თავსებადიო
აგრეთვე შეუძლია ISO ფაილის გახსნა და დამაუნთება (ანუ daemon tools და მსგავსი პროგრამები აღარ არის საჭირო)
კიდევ Segoe UI-ს (შრიფტს, რომელსაც ინტერფეისში და პროგრამებში იყენებს) დაემატა ქართული მხედრული და ხუცური.
შესაბამისად პროგრამებში ქართული უფრო გარკვევით ჩანს ვიდრე Sylfaen-ით იყო ხოლმე.
და ფინალურში მოსალოდნელია, რომ Skype-იც ინტეგრირებული იქნება
ნაკლოვანებები ის არის რომ ყველა დრაივერი ჯერ, შეიძლება არ იყოს თავსებადი.
და თუ შეჩვეულის გადაჩვევა გიჭირს სტარტის არ არსებობა და მეტრო ინტერფეისი გაგაღიზიანებს (მე პირადად რეაქცია არ მაქვს)
This post has been edited by Accident on 8 Jun 2012, 21:36