აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის ზუსტი საზღვრები დადგენილი არ არის, თუმცაღა ისტორიულად მას მიეკუთვნებოდა პოლონეთის სამეფო, ავსტრიის იმოპერია და მასში შემავალი ქვეყნები, ოტომანების (ოსმალების) დაპყრობილი ბალკანეთისა და შავიზღვისპირეთის ტერიტორია და რუსეთის იმპერიის ნაწილი.
ისტორიულად აღმოსავლეთ ევროპა იყო კულტურული და გეოპოლიტიკური გამყოფი ზონა დასავლეთ და აღმოსავლურ ცივილიზაციას შორის, რომელიც უმეტესწილად აგრესიული იმპერიებისაგან შედგებოდა, თუმცა არც დასავლეთზე შეგვიძლია ვთქვათ ნაკლები.
აღმოსავლეთ ევროპა თანამედროვე ევროპულ ოჯახში ინტეგრირებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რასაც თან ახლდა ინსტიტუტების ხანგრძლივი ფორმირების პროცესი, რაც არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობდა, რისი მიზეზიც იყო არა ინოვაციური პოლიტიკა, არამედ დაყრდნობა ძველი გამოცდილებისა. შესაბამისად აღმოსავლეთ ევროპის შედარებით “ჩამორჩენილობა” დასავლეთ ევროპასთან მიმართებით, გასაგები გახდება თუ მიმოვიხილავთ ისტორიულ პროცესებს და შევადარებთ მათ.
რენესანსის დასრულების, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისა (1492 წ.) და ახალი ისტორიის ეპოქის დაწყებასთან ერთად დასავლეთ ევროპაში დაიწყო ინოვაციური იდეების წარმოშობა და მეცნიერული პროგრესი. თავდაპირველად აღსანიშნავია ძალაუფლების დანაწილების იდეა და მისი გავცელების არეალის გაზრდა. ცხადი გახდა რომ აბსოლუტიზმს იდეურ დონეზე ნელ-ნელა ძირი ეთხრებოდა, რასაც თან უძღოდა რელიგიური ლეგიტიმაციის აუცილებლობის დეკადანსი. თუ შუა საუკუნეებში ხელისუფლების ლეგიტიმაციას დიდწილად განსაზღვრავდა რელიგია, განმანათლებლობის გავცრცელებასთან ერთად ეკლესიამ დაკარგა თავისი როლი, რასაც თან ახლდა უნივერსიტეტების გახსნა და არარელიგიური სწავლების განვრცობის ტენდენცია, რასაც თან ახლდა დიდი მეცნიერული აღმოჩენები. ამასთან კათოლიკურ ეკლესიას ჩამოერთვა ფულის განკარგვის საშუალება, რასაც ჩაენაცვლა ისეთი მნიშვნელოვანი სექტორის გავითარება რასაც კერძო ბიზნესი ეწოდება, რომელიც აგრარულ სფეროში გაჩნდა. და ბოლოს: ურბანიზაციის გავითარებასთან ერთად ეკლესიის როლი სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების წარმოებაში კიდევ უფრო დაეცა, რადგან დიდ ურბანულ დასახლებებში გაჩნდა კომუნიკაციის ახალი ქსელები, პრესა და სხვა. ყოველივეს თან ახლდა რეფორმაციის პროცესი და პროტესტანტული ეკლესიის წარმოშობა. ამით პრაქტიკულად დასრულდა ის პრეცედენტული შემთხვევა, როდესაც გერმანიის იმპერატორმა ფრიდრიხმა კანოსაში შეწყალება ითხოვა რომის პაპისაგან (რითაც თავი დიდად დაიმცირა, რადგან მის წინააღმდეგ ბრძოლას წლობით აწარმოებდა).
მიუხედავად ევოლუციური გავითარების ტენდენციისა, მაინც, დასავლეთ ევროპაში უცხო არ იყო რევოლუციური ცვლილებები, როგორიც მაგალითად საფრანგეთის დიდი რევოლუცია (1789 წ.) ან ინგლისში მეფის დამხობა (1642-1688 წლები) გახლდათ.
აღმოსავლეთ ევროპაში კი ისტორია ასეთი ტენდენციით ნაკლებად ვითარდებოდა. ოტომანების (ოსმალების) მომძლავრებასა და რუსეთი იმპერიის ზრდასთან ერთად აღმოსავლეთ ევროპა ბრძოლის სერიოზულ ასპარეზად იქცა, რასაც თან ახლდა ერთის მხრივ გერმანული ლაშქრობები დასავლეთის მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ ოსმალების ლაშქრობები სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, მოგვიანებით კი მათ რუსები შეუერთდნენ ჩრდილო-აღმოსაველთის მხრიდან. თუ დასავლეთში განმანათლებლობის იდეები ადვილად იბადებოდა და ვრცელდებოდა, რასაც ხელს უწყობდა მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი მშვიდობიანობის პერიოდი ქვეყენების ნაწილში მაინც, აღმოსავლეთ ევროპა არსებობა – არ არსებობის ზღვარზე ახერხება გადარჩენას, შესაბამისად რაიმე ინოვაციური იდეალებისათვის ნაკლებ ეცალა (მიუხედავად ამისა განმანათლებლობის თავისებური ელემენტები აღმოსავლეთ ევროპაში საკმაოდ მაღალი იყო), მით უფრო მაშინ, როდესაც მისი ტერიტორიები ხელიდან ხელში გადადიოდა რუსულ, გერმანულსა ოსმალურ იმპერიათა შორის, რასაც მოგვიანებით ავსტრიის იმპერიაც შეუერთდა.
აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოები ძლიერი ცენტრალიზირებულობით გამოირჩეოდნენ, რომლებშიც დემოკრატიული ტენდენციები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რეალურად კი სახელმწიფოს ზეგავლენა ყოველმხრივ დიდი გახლდათ, იყო ეს სოციალური თუ ეკონომიკური სფეროები, რომ აღარფერი ვთქვათ პოლიტიკაზე. თავის მხრივ საზოგადოება არ იჩენდა არც დიდ ყურადღებასა და არც დიდ ნდობას მათ მიმართ, მით უფრო მაშინ, როდესაც ძალაუფლების რეალური შენარჩუნება ხშირად ვერ ხდებოდა, ან თუ ხერხდებოდა გარე ძალების მეშვეობით. ამასთან არსებული რეჟიმები დასავლეთთან რეალური თანამშრომლობის ნაცვლად უმეტესწილად დაკავებულნი იყვნენ სამხედრო მოქმედებების წარმოებით, რისი მაგალითიცაა რუსულ-პოლონური (1605–1618 და 1654–1667 წლებში), რუსულ-შვედური (1741–1743 და 1788–1790 წლებში) ომები, ოტომანების შეჭრა ავსტრიის მიწებზე და ვენის ალყა (1683 წელი) და სხვა. გარდაქმნების ავტორი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოში იყო არა ხალხი, ანუ სამოქალქო საზოგადოება, არამედ თვითონ მონარქი და აღნიშნული ტენდენცია მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა. არჩევნების შემოღებას კი თან ახლდა მთავრობის მიერ არჩევენების წაუგებელი სერიები რასაც შემდგომში მოჰყვა ძლიერი მმართველი ელიტის ჩამოყალიბება და განმტკიცება, რომელიც სულაც არ უშლიდა ხელს აბსოლუტურ მმართველს ან დიქტატორს განეხორციელებინა აგრესიული მოქმედებები. 1914 წელს დაწყებულმა მსოფლიო ომმა აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა და იმპერია ისე ჩაება ომში, რომ აზრი არც კი უკითხავთ პარლამენტის ან ხალხისათვის. სწორედ ამიტომაც საზოგადოება არ ენდობოდა სახელმწიფოს და სახელმწიფო გაითიშა ხალხისაგან.
მიუხედავად ამისა ინტეგრაციის პროცესი ზოგიერთ სახემწიფოში და განსაკუთრებით დიდ იმპერიებში დიდი გახლდათ. ავსტრიის, ოტომანთა და რუსეთის იმპერია მრავალი მეთოდებით ცდილობდნენ მოეხდინათ სხვადასხვა კულტურული თუ ეთნიკური გაერთიანებების ინტეგრაცია და შეძლებისდაგვარად კულტურული ნიშნის შეცვლა.
ეკონომიკა იმართებოდა მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან, საბაზრო ეკონომიკის ნიშნები ბოჰემიისა და მორავიის ტერიტორიის გარდა პრაქტიკულად არსად არ შეინიშნებოდა. ჩეხებმა ამ შემთხვევაში მოახერხეს და ხელი შეუწყვეს საბაზრო ეკონომიკის დანერგვას თავიანთ ტერიტორიაზე, რასაც პირველი ბიზნესმენების გაჩენაც კი მოჰყვა. ყოველივე მე-19 საუკუნის ბოლოსათვის განსაკუთრებით ცხადი და რეალური გახდა.
თუ დასავლეთ ევროპაში უკვე არსებობდა სავაჭრო ცენტრები და გაერთიანებები, ისეთი როგორიც მაგალითად ჰანზას ლიგა გახლდათ, აღმოსავლეთ ევროპაში ასეთი სავაჭრო ქალაქების არსებობა შედარებით იშვიათი იყო. სამაგიეროდ აღმოსავლეთ ევროპული ქალაქები გამოირჩეოდა თავისი რთული ბიუროკრატიული აპარატით, რაც ისედაც ართულებდა კიდევ უფრო რთულ არსებობას.
ამასთან აღმოსავლეთ ევროპაში იშვიათი იყო ავტონომიური ქალაქები. ამის ნათელი მაგალითია 1621 წელს ვენის ავტონომიურობის გაუქმება და მისი ჰაბსბურგების ხელში გადასვლა. თუმცა მე-19 საუკუნეში ისეთი ქალაქები, როგორებიც იყვნენ ლვოვი, ბუდაბეშტი, ვენა, პრაღა და სხვა, ხდებიან ძლიერ საქალაქო ცენტრებად და იქმნიან ერთგვარ ავტონომიას, რისი ერთგვარი მიზეზიც იყო მათი ეთნიკური სიჭრელე. ქალაქები ერთგვარად ახდენდნენ მათ იდენთიფიცირებას და შეძლებისამებრ ინტეგრაციასაც.
მოგვიანებით მე-20 საუკუნის დაწსაწყისში ხელისუფლების მთავარი წყარო იქცა სამხედრო ელიტები, რომლებმაც აღმოსავლეთ ევროპას პირველი მსოფლიო ომი მოუვლინეს. არც ამის შემდეგ დაწყებულა ძირეული ცვლილებები. პირველი მსოფლიო ომიდან მეორე მსოფლიო ომამადე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფსევდო-პარლამენტარიზმი გამეფდა, ხელისუფლება კი კვლავ რამდენიმე ადამიანის ხელში რჩებოდა. თვით პოლიტიკური პარტიებიც კი იკვრებოდნენ არა იდეების, არამედ პოლიტიკოსების ირგვლივ.
როდესაც ვახასიათებთ პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპაში უნდა გავიხსენოთ ინტერგრაციის პროცესის თავისებურებანი. აღსანიშნავია მისი ორი ფრთა: სოციალური და ნაციონალური ინტეგრაცია. ერთის მხრივ ნაციონალური განსხვავება, რომელიც ეთნიკური და კულუტურლი ნიშნით ხდებოდა, ხშირ შემთხვევაში სოციალური და ეკონომიკური განსხვავებულობის წინა პირობად გვევლინებოდა ხოლმე. სწორედ ამიტომ მთავრობები ცდილობდნენ მოეხდინათ ნაციონალური იდენტობების ცვლილება ან უკეთეს შემთხვევაში მათი ინტეგრაცია უმრავლესობის მიერ შექმნილ სახელმწიფოებში. თუმცაღა აღმოსავლეთ ევროპაში ყოველივემ აბსოლუტური კრახი განიცადა: ერთის მხრივ დაიშალა ავსტრიის იმპერია, რომელიც მრავალნაციონალური წარმონაქმნი იყო, იგივე დაემართა ოტომანთა იმპერიასა და რუსეთის იმპერიას, განადგურდა გერმანიის იმპერია და ყოველივე ამის შემდეგ საბოლოო მარცხი განიცადა მშვიდობის იდეამ, რაც ისევ და ისევ დაკავშირებული იყო ნაციონალური ინტეგრაციის არარსებობასთან. ამის ნათელი მაგალითია ჩეხეთი. 1938 წელს ჩეხეთში გერმანელთა შეჭრა სწორედ ამ მიზეზით მოხდა – სუდეტების მხარეში გერმანული უმცირესობის ინტეგრაციის პროცესის ჩავარდნის გამო.
აღნიშნული პროცესების სირთულეებისა და დრამატულობის გამო არ უნდა იყოს საკვირველი თუ რატომ არის ამდენი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში და რატომ ვერ მოხერხდა მათი დაწევა დასავლეთ ევროპასთან, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური და ნაციონალური ტოლერანტობისა და განათლების ნიშნები სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებში დაიბადა, როგორც ლიტვა-პოლონეთის გაერთიანებ გახლდათ.
http://www.patriots.ge/?p=2390
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.