UTUFURS
არ მიწყენ ალბათ

–––––––––––––––––––––––––––––––––
მთელი ბავშვობა სამხედრო მფრინავობაზე ვოცნებობდი. ოცნება ოცნებად დარჩა და საბოლოოდ ქირურგი „გამოვედი“. ეს ბავშვური გატაცება ასეც დარჩებოდა აუხდენელ სიზმრად, რომ არა ერთი უჩვეულო დღე 2012 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში.
ეხლაც მახსოვს, როგორ შეცვალა ერთმა კითხვითმა წინადადებამ კაცობრიობის ბედი. მოვლენებს არ დავაჩქარებ და ისე მოვყვები როგორც იყო.
დილით მანქანაზე საბურავი დაშვებული დამხვდა და სამსახურში ფეხით მომიწია წასვლა, იქიდანაც დაღლილი ფეხით მოვედი (1,6 კმ–ია ჩემი სახლიდან სამსახურამდე და თან პეკინზე მიწევს სიარული. ვინც თბილისი ამ ქუჩაზე მოხვედრილა დამეთანხმება რომ საინტერესო ქუჩაა, ამიტომ ტრანსპორტით არ ვისარგებლე და ფეხით გავიარე).
დაშვებული საბურავი ცუდად მომხვდა თვალში და მანქანასთან ჩავიკუზე შესამოწმებლად. უეცრად ჩრდილი გადამეფარა ავიხედე და ავიატორის ქუდიანი მოხუცი დავინახე. ტყავის ჩექმები, ე.წ. „პილოტკა“ , ცოტა გამურული სახე და დასვრილი შარფი კისერზე ზედმეტარ რეალისტურად გამოიყურებოდა.
–სალამი!
მომმართა მფრინავმა
–გამარჯობა
–კიდევ გინდა ფრენა?
–ბატონო?
–შენ ხომ N ხარ? სულ ფრენაზე რომ ოცნებობდი?
არ ვიცი რატომ, მაგრამ მივხვდი, რომ მფრინავმა ყველაფერი იცოდა.
–კი მე ვარ.
–ძალიან კარგი. მე ბესარიონი ვარ. წავიდეთ?
უსიტყვოდ გავყევი. სადღაც დიდუბეში ამოვყავი თავი ოღოდ ვერ ვიხსენებ ზუსტად რა ადგილი იყო, თითქოს აქამდე არ მენახა.
იქ მისულს ერთი თვითმფრინავი და აეროსტატები დამხვდა. კიდევ ორი მფრინავი ოღონდ ისინი „სამოქალაქოში“ იყვნენ ჩაცმულები.
–აბა რითი დავიწყოთ? ეს ბატონი ბედეა –მაგარი აფერისტი ვიმეა–ყურში ჩამჩურჩულა, ეს კი ჩვენი ოგუსტი.
მე აეროპლანი ავირჩიე და ბესარიონიც კმაყოფილ გამიძღვა თვავისი ნაშიერისკენ.
ავფრინდით
რუსთაველზე რომ გადავიფრინე უამრავი ხალხი ირეოდა. დროშებით, ტრანსპარანტებით და ათასი დამუშავებული შეძახილით შეიარაღებული. საკვირველი ის იყო, რომ ზოგს შორტები ეცვა, ზოგს ჩოხა, ჩიხტიკოპიანი და ტოპიკიანი ხალხიც ერთად ირეოდა და რაღაცს ითხოვდა. კარგად რომ დავუკვირდი მივხვდი რომ რაღაც ზებუნებრივ ძალას სუყველა დაებრმავებინა და ხელების ფათურით იკვლევდნენ ერთმანეთშ გზას. ჩოხიანი კაცი ველოსიპედისტს შემოჯდომოდა უკან და ხმლის ქნევით დაქროდა ხალხში. ოთხი ბრმა ერთად მღეროდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ იქვე, კუტხეში მეორე მსოფლიო ომის დროინდელ შინელში გამოწყობილი კაცი ხელყუმბარას ხსნიდა და ჰარლი დევიდსონზე შემომჯდარი წვერებიანი ბაიკერის ქვეშ აპირებდა შევარდნას. ყანწიანი ულვაშა განდაგანას ცეკვით ჩაუვლიდა სახელდახელოდ გამართულ პანაშვიდს და კუბოში ხელს ისე აფათურებდა გეგონება ჯონჯოლს ეძებსო. მეძავები და მღვდლები დინამოს მაისურში ჩაცმულ კაცს კეტს ურტყავდნენ თავში, ალბათ ერთნი დაკარგულ ცხონებას მეორენი კი მსოფლიო სატკივარს აყვედრიდნენ ბუცებიან ბაფომეტს. ასე ირეოდნენ და ვინ რას ითხოვდა და რას ებრძოდა კაცმა არ იცის.
–ხედავ რამეს? მკითხა ბესარიონმა
–ვხედავ, მაგრმ არ მესმის.
ბესარიონმა ძარავა გამორთო და პლანირებაზე გადავიდა.
–ორი წუთი გაქვს მერე უნდა ჩავრთო ისევ.
სიმაღლე აკრიფა და ძრავი გამორთო.
ხმა საერთო გუგუნში მაინც ცუდად აღწევდა და ნაწყვეტ–ნაწყვეტ ისმოდა
შემოუშვა...თქვენ იყავით... საქართველოს ქალები და სიმ...კმარა ამდენი ...
კიბეზე რამდენიმე კაცი იყო ასული და ცდილობდა ყველაზე ხმამაღლა ეყვირა თან ხელების ფათურით ერთმანეთს ეძებდა და ცდილობდა სახეზე მოეპორჭყნა ან პირი დაეხშო. იმათი გარჩევა შეუძლებელი იყო.
რამდენიმე კაცი და ქალი ყვიროდა –ვერ ვხედავო.
უცებ ბესარიონმა ბატიბუტი გადაყარა თვითმფრინავიდან და არც შემოუხედია ისე მითხრა – ასეა საჭიროო.
ასე დავფრინავდით, როცა უეცრად დაიქუხა და სინათლის სვეტი ჩამოვიდა ციდან. ბრმები ვერ ხედავდნენ, მაგრამ მიხვდენენ ,რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა ზემოთ. გაისუსნენ და გაჩერდნენ.
ციდან დაშვებულ სხივს ფანტელები გამოჰყვა და ორი ანგელოზი დაეშვა მიწისკენ, ანგელოზებს ქერუბიმები მოჰყვა.
უცბათ ბრმებს შულებზე რიცხვი 20% გამოესახათ და ტკივილისგან დაიკლაკნენ. აი სწორედ ამ დროს ყველამ იწამა ღმერთი და ციდან საზარელი ხმით იჭექა
–სად არის კარდუ?
მუცელზე სიმხურვალე ვიგრძენი, სიმხურვალეს მცირე ვიბრაცია მოჰყვა და ხელები ვიტაცე ...
გაღვიძებულს ლეპტოპი შემრჩა ხელში...
სამსახურში ისევ დავაგვიანე
This post has been edited by GROCK on 20 Jul 2012, 02:16