ასეა.
თანაც, მაშინდელი გენოციდი სისასტიკით არანაკლები იყო, მეტი თუ არა:
"ვახუშტი ბაგრატიონი წერს, რომ ისინი ოდიშს არა მარტო ხმელეთიდან, არამედ ზღვიდან და მდინარეებიდანაც უტევდნენ. ორ საუკუნეში მათ ჩინებულად აითვისეს მეკობრეობისთვის აუცილებელი საზღვაოსნო უნარ-ჩვევები. თანამედროვე საზღვრების ფარგლებში აფხაზეთი, პრაქტიკულად, XVII ს-ის 80-იანი წლებისთვის გაიშალა.
ეს ექსპანსია ადგილობრივი ქართული მოსახლეობის სასტიკი გენოციდის ფონზე განხორციელდა. ჟ.შარდენის მონაცემებით, 1672 წელს, 40-იან წლებთან შედარებით, სამეგრელოს მოსახლეობის რაოდენობა ოთხჯერ (!) შემცირდა."http://forum.ge/?showtopic=33619937&view=findpost&p=2600186რაც შეეხება ახალ და ძველ აფხაზებს, აგერ მოწმობა მათ შესახებ (იგივე პოსტშია):
"კათალიკოსი გრიგოლ ლორთქიფანიძე (XVII ს) წერს, რომ
ჩამოსულმა აფხაზებმა მოიტაცეს სოფ. ნაჟანეულის მკვიდრნი, ხოლო მან გამოისყიდა ტყვეები და
ადგილობრივ აფხაზთა მთავარს ჩააბარა. ამ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცნობისგან ორი საგულისხმო დასკვნის გაკეთება შეიძლება: პირველი -
ამ მომენტისთვის სიტყვა "აფხაზმა" საბოლოოდ შეიძინა ეთნიკური დატვირთვა, თანაც ჩამოსული ხალხი ადგილობრივთა თვისტომად არის მიჩნეული. მეორე -"ადგილობრივი აფხაზები" ქართველთა დაწიოკებაში, ამ პერიოდში, როგორც ჩანს, არ მონაწილეობდნენ."
კიდევ (
http://www.open.ge/05/xdge/029/029-10.htm ):
"საინტერესოა, რომ ადიღეელთა ფოლკლორში უამრავი გადმოცემა არსებობს ამ პერიოდში მომხდარ დიდ გადასახლებაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთში, ანუ მთიდან - ბარში. ამ თქმულებათა ცენტრალური ფიგურაა დიდი თავადი ინალი, რომელიც გზაში გარდაიცვალა. მისი საფლავი დღესაც მნიშვნელოვან საკულტო ადგილად ითვლება. ცხადია, მთიელთა ჩამოსახლება მშვიდობიანად არ მომხდარა. ადგილობრივი მოსახლეობის მოტაცება და უწყალო ძარცვა-გლეჯა ცხოვრების ნორმად იქცა. ჯერ კიდევ XIV ს-ში ჯიქი მეკობრეები მუსრს ავლებდნენ ზღვისპირეთის ქართულ მოსახლეობას. ვამეხ დადიანმა წარმატებით მოახერხა მათი მოგერიება, მაგრამ XVI ს-ში ჯიქებმა გააგრძელეს თავისი სისხლიანი "ბიზნესი"; მამია დადიანმა თავი შეაკლა მომხდურთ; მამია გურიელი ტყვედ ჩავარდა. საბოლოოდ, ჯიქების შეჩერება, მართალია გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოხერხდა.
საგულისხმო დეტალი: ამ პერიოდში ადგილობრივი ადიღები ოდიშის (სამეგრელოს) ვასალებად ითვლებოდნენ, მაგრამ მათი მთავრები უკვე დიდად აღარ უწევდნენ ანგარიშს დადიანებს. პირველი განდგომა სწორედ XVI ს-ში მოხდა - ჯიქებზე გამარჯვება აფხაზ ფეოდალთა გამყიდველობამ შეაფერხა. საქართველოს ისტორიაში ეს იყო აქამდე ერთგულ თანამოძმეთაგან ღალატის პირველი ფაქტი. აფხაზთა მთავრებს დამოუკიდებლობა სურდათ და ჩრდილო-კავკასიელ თვისტომთა ექსპანსია მათი მიზნების განხორციელებას ფრიად წაადგა. "აფხაზი" უკვე აღარ ნიშნავდა "ქართველს", მან "არაქართველის" მნიშვნელობა შეიძინა.
ჩნდება ლოგიკური კითხვა - როგორ მოხდა ეს.
სრულიად საქართველოს, ანუ ისტორიული აფხაზეთის დაშლის პარალელურად მოხდა ამ ცნების შინაარსობრივ-გეოგრაფიული "შევიწროება"; ყველაფერი საწყის პოზიციებს დაუბრუნდა - "აფხაზეთში" ისევ იგულისხმებოდა საკუთრივ აფხაზეთი (ისტორიული აბაზგია) და აფხაზებში კი მისი მცხოვრებლები (აბაზგთა და აფსილთა შთამომავლები, აგრეთვე ადგილობრივი ქართველური ეთნოსი). ცხადია, პროცესი აქ არ შეჩერებულა. მიმდინარეობდა ჩამოსახლებულ ადიღთა შერწყმა ადგილობრივ ადიღებთან, თანაც ეს ხდებოდა ქართული პოლიტიკურ-კულტურული გარემოს შესუსტების ფონზე. ამან განაპირობა ადიღური ეთნიკური ფაქტორის გაძლიერება-დომინირება. უფრო მეტიც - ჩამოსულმა ადიღებმა "მოინელეს" არამარტო ადგილობრივი ადიღები, არამედ ამ რეგიონში მცხოვრები ქართველური ეთნოსიც. ასე ჩამოყალიბდნენ აფსუა-აფხაზები.
აქამდე ისტორიულ-კულტურული ეთნონიმი "აფხაზი" ამიერიდან ეთნიკური შინაარსით დაიტვირთა და აფსუათა ქართულ სახელწოდებად იქცა. ჩამოსულმა მოსახლეობამ ადგილობრივი სოციალურ-კულტურული გარემო საკუთარი ტრადიციებითა და ცხოვრების წესით შეცვალა. ყოველივე ამის შედეგად ქრისტიანობას საფუძველი შეერყა, რაც ჩინებულად გამოიყენა თურქეთმა. როგორც ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქის მიხეილის მიერ შედგენილი დოკუმენტიდან შევიტყობთ, 1470-74 წლებისთვის აფხაზებმა საერთოდ დაივიწყეს ქრისტეს მცნებანი. აი, რას წერს ამ პერიოდის აფხაზებზე იტალიელი მოგზაური ჯოვანი ჯულიანო დე ლუკა: "ისინი ზღვის სანაპიროს გასწვრივ არიან მიმოფანტულნი... მათი ცხოვრების წესი ისეთივეა, როგორც ჩერქეზების... ისინი არიან ქრისტიანები ქრისტიანული წეს-ჩვეულებების გარეშე... მათ არ აქვთ საცხოვრებელი ადგილი, გარდა ტყისა, ამიტომ ჰყავთ მცირე რაოდენობის ჯოგი... ისინი კმაყოფილდებიან თაფლისგან გაკეთებული ღვინით, ნადირითა და ტყეში გაზრდილი ნაყოფით. ხორბალი არ მოდის..."
შემდეგ კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის უკვე მოხმობილი ციტააა და ასე გრძელდება:
"XVII ს-ის 20-იანი წლებიდან მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ადგილობრივი აფხაზები აქტიურად თავს ესხმიან სამეგრელოს. ფორმალურ საბაბად ლევან მეორე დადიანის მიერ ცოლის გაშვება შეიქნა. ეს ქალი აფხაზი თავადის ასული იყო. ქმარმა იგი ღალატში დაადანაშაულა, ცხვირი და ყურები ჩამოათალა და გააგდო. ეს მიყუჩებული ალის ასაბრიალებლად სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. აფხაზები კარგა ხანია აღარ იყვნენ ის ძველი, ისტორიული თანამოძმენი, არც თურქულ პოლიტიკას ჩაუვლია უკვალოდ - მათი დიდი ნაწილის ისლამიზაცია წარმატებით განხორციელდა, სხვები ჩამოსულმა თვისტომელებმა ასევე წარმატებით გააწარმართეს. მხოლოდ მიზერულმა ნაწილმა შეინარჩუნა ფორმალური ქრისტიანობა. სამეგრელოს საზღვრების დასაცავად ლევან დადიანმა გრანდიოზული მასშტაბების კელასურის კედელი ააგო, მაგრამ კორაქსთა კედლის მსგავსად, ადიღთა შემოტევა ვერც ამან შეაჩერა. XVII ს-ის 70-იანი წლებისთვის თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა. აფხაზები მოსახლეობის ძარცვა-დაწიოკებით და ტყვედ წასხმით აღარ კმაყოფილდებოდნენ, მათ სამეგრელოს მიწების მიტაცება დაიწყეს..."
This post has been edited by Geronti on 25 Jun 2006, 16:12