სახელი: აბო
გვარი: ინჯიბაშვილი
დაბადების თარიღი: 1991 წელი. 28 ოქტომბერი
მოქალაქეობა: უკრაინა
პოზიცია: ნახევარმცველი
სიმაღლე: 175 სმ.
წონა: 70 კგ.
ჩერნიგოვის ოლქის სოფელს პლისკს უკრაინის მეორე ლიგაში საფეხბურთო კლუბი „ედნისტი“ ჰყავს. „დრუჰა ლიგაში“ მოასპარეზე პროვინციული კლუბის რიგებში წარმოშობით ქართველი, უკრაინის მოქალაქის სტატუსის მქონე, 1991 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული, 20 წლის ნახევარმცველი – აბო (ამბერქ )ინჯიბაშვილი ასპარეზობს.
პლისკის საფეხბურთო კლუბში აბო ინჯიბაშვილი მიმდინარე სეზონის სტარტზე გამოჩნდა და „ედნისტის“ მაისურით 9 შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. უკანასკნელი ტურის შეხვედრებში ჩვენებურის ნაყოფიერი და თამაშით ადგილობრივი სპორტული გამოცემებიც დაინტერესდნენ.
ჩერნიგოვის ოლქის სოფლის გუნდი ჩემპიონატის სტარტზევე აუტსაიდერთა რიგებში აღმოჩნდა. „ედნისტისთვის“ ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლა სამკვდრო–სასიცოცხლო მნიშვნელობისა გახდა. ამჟამად გუნდს 13 ჩატარებულ შეხვედრაში 3 მოგება, 5 ფრე და ამდენივე წაგება დაუგროვდა. „დრუჰა ლიგის“ პროვინციული გუნდი ჯერ–ჯერობით კვლავ ინარჩუნებს ექვსეულში მოხვედრის (ცნობისთვის „დრუჰა ლიგა“ ორ ჯგუფად A და B დივიზიონებად იმართება. „ედნისტი“ 11 გუნდიან ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას, სადაც 6 საუკეთესო აგრძელებს რანგით მაღალ ლიგაში აღზევებისთვის ბრძოლას) თეორიულ შანსს.
ბოლოსწინა, მეცამეტე ტურის შეხვედრა, „ედნისტმა“ სტუმრად, გათამაშების ერთ–ერთ ლიდერთან, „სლავუტიჩტთან“ გამართა და მინიმალური ანგარიშიტ 0:1 იმარჯვა. „ედნისტის“ გამარჯვებაში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის აბო ინჯიბაშვილს, რომლის შესახებაც უკრაინული პრესა შემდეგს გვიამბობს – როგორც კი მოედანზე გამოჩნდა (აბო შეხვედრაში 57–ე წუთიდან ჩაერთო), მოედნის ცენტრში მაშინვე დაიჭირა ბურთი. თანაგუნდელს დროულად გადააწოდა პასი და „სლავუტიჩის“ კარში გოლიც გავიდა. „დრუჰა ლიგაში“ მოთამაშე ქართველი „მამლუქი“ პრესამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. „სლავუტიჩის“ წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება პროვინციული გუნდისთვის ისტორიული მნიშვნელობისა იყო, ვინაიდან აქამდე გამართულ 4 შეხვედრაში „ედნისტი“ ორჯერ დამარცხდა, ერთხელ კი ქულას გამორჩა. 3 ოქტომბერს მოგებული შეხვედრის შემდეგ, უკრაინულ პრესაში აბო ინტერვიუებიც გამოჩნდა.
ქართველი „მამლუქის“ ისტორიით დავინტერესდით და პლისკის საფეხბურთო კლუბში მოთამაშე ფეხბურთელს შევეხმიანეთ.
– უკანასკნელ 3 შეხვედრაში გუნდმა 7 ქულის მოპოვება მოახერხა. რას დავუკავშიროთ კლუბის ასეთი პროგრესი?
– ჩვენ გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა ადგილს ვიკავებდით და ვიცოდით, რომ დასაკარგი აღარაფერი გვქონდა. პირველივე ტურიდან სრული სერიოზულობით მივუდექით საქმეს, თუმცა სამწუხაროდ რამდენჯერმე შეხვედრის ბოლო წუთებზე წავაგეთ, ამას ემატებოდა უიღბლობაც. ხელსაყრელ მომენტებს შესაბამისად ვერ ვიყენებდით, რაც ავტომატურად მეტოქის წისქვილზე წყლის დასხმის ტოლფასია. თუმცა საბედნიეროდ ფეხბურთელებმა მწვრთნელთან ერთად ნაყოფიერი მუშაობის შედეგად ეს რეზულტატი მივიღეთ – ზედიზედ სამი წაუგებელი მატჩი! ვიმედოვნებ გუნდი ასეთივე შემართებით გააგრძელებს პროგრესს.
– მიმდინარე სეზონში მეორე ლიგაში საკმაოდ დაძაბული სატურნირო მდგომარეობა გვაქვს. როგორ ფიქრობთ, რომ ადგილზე დაასრულებს სეზონს თქვენი გუნდი?
– ჩვენ, ისევე როგორც „დრუჰა ლიგის“ უმეტეს კლუბს, ერთი მთავარი მიზანი გვაქვს – ექვსეულში მოხვედრა. მჯერა, რომ გუნდი დამსახურებულად მოხვდება ექვსეულში.
– რას მოგვიყვებოდა აბო თავის შესახებ? როგორ დაიწყო თქვენი საფეხბურთო ცხოვრება? ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი?
– ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას დავიწყე. დავიბადე ქალაქ ოზურგეთში, ბავშვობა კი ფოთში გავატარე. პირველი საფეხბურთო ნაბიჯების გადადგმა კი იქ დავიწყე, სადაც პირველად დაირწაქართული ფეხბურთის აკვანი – ჩემი პირველი გუნდი ფოთის საფეხბურთო კლუბი იყო. შემდეგ დნეპროდერჟინსკში გადმოვსახლდი, სადაც შესანიშნავ მწვრთნელს, ვიკტორ მუნტიანს შევხვდი. სპორტული სკოლის დასრულების შემდეგ, საკუთარი ძალების მოსინჯვა „სტალში“ ვცადე. პირველი ცდა სამწუხაროდ წარუმატებელი გამოდგა. შემდეგ კი იყო პატარ–პატარა გამონათებები – ახლა „ედნისტის“ ფეხბურთელი ვარ.
– რომელი პოზიცია ითვლება აბო ოპტიმალურად? როგორც უკრაინული პრესა იუწყება „სლავუტიჩთან“ შეხვედრაში ფლანგზეც ისეთივე ინტენსივობით გიწევდა თამაში, როგორც მოედნის ცენტრში…
– ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში, დიდ სიამოვნებას მანიჭებს – განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც ფორვარდის უკან ვთამაშობ და შემტევი ნახევარმცველის ფუნქციების შესრულება მევალება.
– რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ „ედნისტში“ მოხვედრამდე და მას შემდეგ?
– თავდაპირველად რა თქმა უნდა გამიჭირდა: გამარჯვებების სურვილით შეპყრობილსა და ენთუზიაზმით აღსავსეს სხვა სულ სხვა სურათი დამხვდა. . განსხვავებული სისწრაფეება უკრაინაში. „ედნისტში“ გადმოსულმა ახალ მთავარ მწვრთნელთან მუშაობისა და სათამაშო პრაქტიკის შემდეგ, თანაგუნდელებთან ერთად, საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო ღრმად ვიწამე და ახლა უფრო მეტი ჟინითა და შემართებით გამოვდივარ მოედანზე.
– როგორ შეაფასებდი „ედნისტის“ ინფრასტრუქტურას?
– გუნდს სრულფასოვანი მოსამზადებელი პირობა აქვს. შესანიშნავი სავარჯიშო მოედანი და დარბაზი ჩვენს განკარგულებაშია. ასეთი პირობებით ზოგიერთი ქალაქის გუნდიც კი ვერ გამოირჩევა.
– კარგია იდილია… „ედნისტში“ ყოფნისას, უკმაყოფილების გრძნობა ხომ არ შეუწუხებიხარ?
– შეიძლება, თუმცა უმნიშვნელოდ. ერთადერთი რამ, რაც მაწუხებს ტრიბუნაზე გულშემატკივრის ნაკლებობაა. თუმცა ამასაც მოევლება, თუ კი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებს.
– მიმდინარე სეზონში მთავარი მწვრთნელი შეგეცვალათ…
– ჩვენი ყოფილი მწვრთნელი, ვიტალი ლევჩენკო აქცენტს ფიზ–მომზადებაზე აკეთებდა და ძირითადად დაცვიდან, მეორე ნომრად გვათამაშებდა. მას შემდეგ, რაც გუნდში ახალი თავკაცი, ანატოლი მურაკოვსკი დაინიშნა, რადიკალურად სხვა ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. ამჯერად აქცენტს ბურთის ცენტრში გათამაშებასა და შეტევაში დიდხანს ყოფნაზე ვაკეთებთ.
– აღსანიშნავია, რომ „სლავუტიჩტან“ მოედანზე შენს გამოსვლას, მეტოქის კარში გატანილი გოლი მოჰყვა. მოუყევი ამ ეპიზოდზე მკითხველს…
– როგორც იტყვიან გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო. ჩვენმა თავდამსხმელმა ტრავმა მიიღო და მოედანზე მის ნაცვლად მომიწია გამოსვლა. „სლავუტიჩის“ ცენტრალურმა ნახევარმცველმა საკუთარ ცენტრალურ მცველს აწვდიდა ბურთი – მე კი ეს გადაცემა ჩავჭერი. დავეუფლე ბურთს, საჯარიმოში არსებული სიტუაცია გავიაზრე თუ არა, გამჭოლი გადაცემა გავაკეთე, რომელსაც ჩემი თანაგუნდელი გამოეხმაურა და გოლიც გავიდა, მიხალ ისკორსკიმ დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი „სლავუტიჩის“ კარში.
– რა თქმა უნდა ეპიკური გამარჯვება იყო. განვლილი შეხვედრებს როგორ გაიხსენებდი, ვისთან გაგიჭირდათ ყველაზე მეტად თამაში? უნდა ითქვას, რომ „ედნისტი“ ორიგინალურ გუნდთა კატეგორიას მიეკუთვნება, გათამაშების ლიდერ „დესნასთან“ 83–ე წუთამდე მატჩის სადაავეები ფაქტობრივად თქვენს ხელთ იყო, ახლა მეორე საფეხურზე მყოფი „სლავუტიჩი“ დაამრცხეთ…
– ყველა ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთული თამაში „ნივასთან“ გვქონდა („ედნისტისა“ და „ნივას“ დაპირისპირებაში, 90+4 წუთზე პენალტი დაინიშნა, თუმცა „ნივამ“ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა). სხვა კრიტერიუმით მეტოქისა და შეხვედრის გამორჩევა არაფრად ღირს, ვინაიდან ჩვენ ყველა შეხვედრას ერთნაირად ვაფასებთ და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავდივართ. ჩვენი მთავარი ამოცანა სატურნირო ცხრილში მაღალი პოზიციების დაკავება არის.
– როგორია აბო შთაბეჭდილებები „დრუჰა ლიგის“ შესახებ? საინტერესოა?
– რა თქმა უნდა! მეორე ლიგაში ყველა გუნდი თანაბარი კლასისაა და მათთან ჭიდილი ნამდვილად რთულია. იოლი შეხვედრებს არავინ ელის და შესაბამისად ქულებსაც წინასწარ ვერავინ გეგმავს.
– შენი მოქალაქეობრივი სტატუსის შესახებაც ვისაუბროთ. როგორ მოხვდი უკრაინაში. რატომ მაინც და მაინც უკრაინა?
– ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა მდგომარეობა იყო 90–იან წლებში ქართულ სპორტში და ზოგადად საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ბებია–ბაბუა უკრაინაში ცხოვრობდნენ, მშობლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათთან წავსულიყავი. სპორტული სკოლის დასრულების შემდეგ კი უკრაინის მოქალაქეობა მივიღე.
– იმ შემთხვევაში თუ კი საქმე ასარჩევად გექნებოდა – საქართველოს ნაკრების მაისურით ითამაშებდი თუ უკრაინის?
– ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დიდი ილიას სიტყვებს მოვიშველიებდი – „ბედნიერია ის ვისაც სამშობლოსათვის უძგერის გული“
– საქართველოს და უკრაინის ჩემპიონატს შორის რა განსხვავებაა?
– სხვაობა რა თქმა უნდა არის. კარგი იქნება თუ კი ქართული საფეხბურთო კლუბები უფრო მაღალ დონეზე იასპარეზებენ, ვიდრე სხვა ქვეყნის გუნდები. პირადად მე, ძალიან გამიხარდება.
– დასასრულს, რომელი კლუბი და ფეხბურთელი არის შენი რჩეული და რომელი გუნდში თამაშზე ოცნებობს ქართველი „მამლუქი“
– გუნდი „რომა“, ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი. როგორც ყველა ქართველი თბილისის „დინამოში“ თამაშზე ვოცნებობდი, უცხოეთში კი „რომაში“ მსურს თამაში.
ავტორი: ირაკლი ხვედელიანი
http://fanebi.com/%E1%83%93%E1%83%A0%E1%83...83%91%E1%83%9D/მოკლედ იყოს ამ ბიჭის თემა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო შეხვედრა გუშინ ითამაშა
მისი გუნდი სტუმრად 0:2 დამარცხდა სკალასთან
აბომ ტაიმი ითამაშა
This post has been edited by SPIRIT CRUSHER on 18 Oct 2012, 19:58