მოკლედ, ეხლა მომივიდა გადასახადის ქვითარი. რაღაცა უცნაურობები ხდება. ასე მაგალითად დენის გადასახადი 24 ლარი მოვიდა, ნაგვის კი მარტო 3,74. რა ხდება, დაადგა საშველი და ბოლო-ბოლო დააწესეს სულადობის გადასახადი ნაგავზე თუ რისი ბრალია?
ხოდა, რაც მთავარია, დამწვარი მაქვს 150 კილოვატი. დიდი მათემატიკოსობა არ უნდა იმის გამოთვლას, რომ 24/150=0.16 (!!!). ანუ, 300 ლარამდე ხომ 13 თეთრი იყო, ეხლა 16-ს მახედევინებენ დედამიჯმულები, თუ რა ხდება? ამას გარდა თელასის საიტზე
http://www.telasi.ge/geo/pages.php?id=2&sub=8 16 თეთრიანი ტარიფი არ წერია არსად - არის 11.424, 13.56 და 14.998 ანუ დაჟე ამ ტარიფებით რომ ეანგარიშათ (15 თეთრიც), მაინც 24 ლარზე ნაკლები უნდა გამოსულიყო. ვინმეს შეუძლია ამიხსნას რა ხდება ჩვენს ქვევით და ჩვენს ზევით?