Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(5)
« პირველი
...
3
4
[5]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
შეცდომები ლიტერატურულ ნაწარმოებებში და კინოებში
, აღმოგიჩენიათ?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
restorator
Super Member
ჯგუფი: Registered
restorator
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 103
წევრი No.: 105402
რეგისტრ.: 20-November 09
#30439845
· 28 Mar 2012, 16:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
საინტერესოა, თუ წასწყდომიხართ შეცდომებს ლიტერატურულ ნაწარმოებებში ან კინოებში? მე რამდენიმეს წავაწყდი.
აკაკი წერეთლის ”ბაში-აჩუკში” სპარსეთის დედაქალაქად მოხსენიებულია თეირანი რომელიც ამ სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სწორედ აკაკის დროს და არა იმ დროს როცა ამ ნაწარმოებში მოქმედება მიმდინარეობს-მეჩვიდმეტე საუკუნის შუაგულში, მაშინ სპარსეთის დედაქალი იყო ისპაჰანი, თეირანი კი დედაქალაქად აქცია აღა-მაჰმად ხანმა თითქმის საუკუნე-ნახევრით გვიან (თუ არ ვცდები 1796 წელს).
მართლაც საინტერესო მიგნებაა
* * *
------------------------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 62256
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#30757414
· 18 Apr 2012, 17:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მორიგი შეცდომის შესახებ ნოდარ დუმბაძის "კუკარაჩაში". ვარჩევთ ამ გამოცემიდან:
ნოდარ დუმბაძე, წიგნი მესამე, მოთხრობები, თბილისი, "მერანი" 1990 წელი
მაშ ასე, მე-9 გვერდზე მოყოლილია ის ამბავი რომ კუკარაჩა დაბრუნდა თუ არა ფინეთის (1939-1940 წლების ომზეა საუბარი და არა 1941-1944 წლებისაზე) ეგრევე რაიკომში მისულა და სამუშაო უთხოვია და მილიციაში მიუღია კიდეც, ანუ კუკარაჩა მილიციონერი გამხდარა 1940 წლის მარტში (ანუ სრულიად უკიდურეს შემთხვევაში 1-2 თვით ადრე თუკი დავუშვებთ რომ ჯერ კიდევ ომის დამთავრებამდე, ანუ 13 მარტამდე (ამ დღეს მორჩა მაგ ომი) იგი ჯარიდან გამოუსტუმრებიათ რაღაც სხვა მიზეზით, სხვათაშორის 70-ე გვერდზე მოცემულია რადიოგრამის ასლი რომელიც შეეხება მურტალოს ამბავს და რომელსაც კუკარაჩაც კითხულობს და ეს რადიოგრამა დათარიღებულია 1940 წლის 10 მარტით. აქედან გამომდინარებს რომ კუკარაჩა ოდნავ ადრე წამოსულა მართლა ჯარიდან) და იქამდე ამ მოთხრობაში მომხდარ ამბებთან საერთოდ არაფერი ესაქმებოდა.
ახლა გადავშალოთ 65-66 გვერდები და იქ აღმოვაჩენთ ინგა ლალიაშვილის განცხადებას რომელიც დათარიღებულია
1936
წლის 27 სექტემბრით და ამის მერე ინგას და კუკარაჩას საუბარია! არადა ეს საუბარი მხოლოდ 1940 ან 1941 წელს თუ შედგებოდა
ეს კიდევ არაფერი, ახლა გადავშალოთ 79-ე გვერდზე და იქ აღწერილია კუკარაჩას და ინგას (რომლებიც უკვე გაცნობილები არიან და კიდევ მეტიც
) საუბარი ქალბატონ ანიკოსთან და თამაზისთან და იქ ქალბატონი ანიკო ახსენებს საბჭოთა კავშირ-გერმანიის ხელშეკრულებას რომელიც დაიდო 1939 წლის აგვისტოში, ანუ მაშინ როცა კუკარაჩა არც მილიციაში მსახურობდა (და შესაძლებელია არც ჯარში) და როცა მით უმეტეს თითქოს ინგაც არ უნდა ჰყოლოდა გაცნობილი! თუმცა თუ კუკარაჩა მილიციაში ჯარში მსახურობდა 1936 წელს (როცა ინგას განცხადებას კითხულობდა) მაშინ ეს ამბავი გასაგებია (ანუ აქ ფინეთის ომის ამბავი ურევს ყველაფერს) მაგრამ ის რადიოგრამა მაინც ძალიან უცნაურადაა აქ ჩაკვეხებული: მაგ დროისათვის (ანუ 1940 წლის მარტისათვის) ჯერ ინგა და მურტალო არიან შეყვარებულები და არა ინგა და კუკარაჩა! თუმცა შეიძლება ეს საუბარი/შეხვედრა ქალბატონ ანიკოსთან შედგა ასე 1941 წლის დასაწყიში და ამ დროისათვის მსოფლიო „ჯერ კიდევ საუბრობდა საბჭოთა კავშირ გერმანიის ხელშეკრულებაზე“ მაგრამ ეს საეჭვოა ამ ხელშეკრულების დადებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ! თუმცა შეიძლება ეს ქალბატონმა ანიკომ ისე ხუმრობითაც თქვა.
This post has been edited by
არწივი9
on 18 Apr 2012, 17:22
--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ
ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)
კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 62256
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#30958137
· 1 May 2012, 14:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კიდევ ერთი შეუსაბამობის შესახებ, ამჯერად ალექსამდრე დიუმას „სამ მუშკეტერში“, ვკითხულობთ ამ გამოცემიდან (თბილისი, „ნაკადული“, 1983 წ.):
ესე იგი, გადავშალოთ 518 გვერდზე (თავი „ოჯახური საქმე“) და იქ საუბარია მილედის ბოროტმოქმედებაზე და მის ქმარზე, კერძოდ:
QUOTE
„დ'არტანიანი შეჩერდა, თითქოს შესაფერ სიტყვას ვეღარ პოულობსო, და ათოსს შეაცქერდა.
_ განდევნილი იყო ქმრისაგან, _ თქვა ათოსმა.
_ რადგან საზარელი დაღი ედო, _ განაგრძო დ'არტანიანმა.
_ ეჰ, კარგით ერთი! _ შეჰყვირა პორთოსმა, _ შეუძლებელია! თავისი მაზლის მოკვლას ცდილობდა?
_ დიახ.
_ გათხოვილი იყო? _ ჰკითხა არამისმა.
_ დიახ.
_ ქმარმა შეამჩნია, რომ დაღი ჰქონდა მხარზე? _ შეჰყვირა პორთოსმა.
_ დიახ.
სამჯერვე ათოსმა წარმოთქვა სიტყვა ,,დიახ» და სამჯერვე სხვადასხვა
გამომეტყველებით.
_ მერე, ვინ ნახა, რომ მხარზე დაღი აზის? _ იკითხა არამისმა.
_ დ'არტანიანმა და მე, ან თუ გნებავთ, რომ დარღვეული არ იქნეს
ქრონოლოგიური რიგი, მე და დ'არტანიანმა, _ უპასუხა ათოსმა.
_ ამ საშინელი ქმნილების ქმარი ჯერაც ცოცხალია!? _ იკითხა არამისმა.
_ ჯერაც ცოცხალია.
_ დარწმუნებული ხართ?
_
ის მე ვარ
.
ერთი წამით დუმილმა მოიცვა იქაურობა. ყველაზე თავისებური შთაბეჭდილება მოახდინა ამ სიტყვებმა.“
ესე იგი, აქ ათოსმა სრულიად პირდაპირ განაცხადა რომ მილედი მისი ცოლია და არამისმა და პორთოსმა ეს თავისი ყურით გაიგონეს, დ’არტანიანზე კი ცხადია არაა საუბარი რადგან მას ეს ამბავი ადრევე იცოდა.
ახლა გადავშალოთ 668-ე გვერდი (თავი „უკანასკნელი წვეთი“) და იქ წერია:
QUOTE
„ლორდ უინტერს ეგონა, რომ ათოსმა ასეთი პასუხი მხოლოდ მწუხარების შენელების მიზნით გასცა.
_ ახლა, ბატონებო, _ მიმართა ათოსმა მეგობრებს, დარწმუნებულმა, რომ სასტუმროში ხუთი თავისუფალი ოთახი იყო, _ ჩვენს ოთახებში შევიდეთ მოსასვენებლად, დ'არტანიანისათვის აუცილებელია მარტოობა, რათა სატრფო დაიტიროს და ცოტა ხნით მაინც ჩაიძინოს. თქვენ დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, მე ვკისრულობ ყველაფერს.
_ მე კი მგონია, ბატონო, თუკი რაიმე ღონისძიებების მიღებაა საჭირო
მილედის წინააღმდეგ, ამას მე უნდა ვკისრულობდე, რადგან ჩემი რძალია, _უთხრა უინტერმა.
_ მეც ვალდებული ვარ, ბატონო
იგი ჩემი ცოლია
, _ თქვა ათოსმა.
გაეღიმა დ'არტანიანს, მიხვდა ათოსის განზრახვას, ალბათ, დარწმუნებული იყო, აუცილებლად მიაღწევდა თავის მიზანს და ჯავრს ამოიყრიდა, რადგან აღარ მალავდა ამგვარ საიდუმლოებას.
ფერი ეცვალათ პორთოსს და არამისს, ერთმანეთს შეჰყურებდნენ განცვიფრებულნი
, ლორდ უინტერს ეგონა, ათოსი ჭკუაზე შეიშალაო.“
სავსებით გაუგებარია, რამ გააკვირვა პორთოსი და არამისი? მათ ხომ უკვე იცოდნენ რომ მილედი ათოსის ცოლი იყო?
თუ ვითომ იმან გააკვირვა ორივენი რომ ათოსმა ეს საიდუმლოება გაამჟღავნა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nnino
ღრმად პროვინციელი
ჯგუფი: Members
Nnino
ღრმად პროვინციელი
ჯგუფი: Members
წერილები: 4262
წევრი No.: 68633
რეგისტრ.: 30-July 08
#31040470
· 6 May 2012, 16:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არწივი9
QUOTE
სავსებით გაუგებარია, რამ გააკვირვა პორთოსი და არამისი?
ის გაუკვირდათ, ამის შესახებ ლორდ უინტერს რომ უთხრა... ასე აღვიქვი მე თავიდანვე.
--------------------
სულ ვამბობდი, ცხოვრებაში მთავარია ტანკები-მეთქი, - ავიაცია ყოფილა!
რა უყავ ჩემს წილ სინათლეს, ღმერთო,
მეც ხომ მინდა, რომ მივიდე სახლში?!
ღმერთო, მიხსენი მეგობრებისაგან, მტრებს თავადაც გავუსწორდები...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DEUS_EX
Super Member
ჯგუფი: Registered
DEUS_EX
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 999
წევრი No.: 148316
რეგისტრ.: 6-May 12
#31042294
· 6 May 2012, 18:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნუ დაგავიწყდებათ მარტივი ჭეშმარიტება: ,,შეცდომა ადამიანურია...”
--------------------
მხარზე მაზაკელა აზის ეზეკიელს
და მზაკვართა მზერას ბანზე ამზეურებს...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fordman
Crazy Member
ჯგუფი: Members
fordman
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3683
წევრი No.: 26749
რეგისტრ.: 10-December 06
#31138133
· 12 May 2012, 16:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არწივი9
QUOTE
ნოდარ დუმბაძე, წიგნი მესამე, მოთხრობები, თბილისი, "მერანი" 1990 წელი
მაშ ასე, მე-9 გვერდზე მოყოლილია ის ამბავი რომ კუკარაჩა დაბრუნდა თუ არა ფინეთის (1939-1940 წლების ომზეა საუბარი და არა 1941-1944 წლებისაზე) ეგრევე რაიკომში მისულა და სამუშაო უთხოვია და მილიციაში მიუღია კიდეც, ანუ კუკარაჩა მილიციონერი გამხდარა 1940 წლის მარტში (ანუ სრულიად უკიდურეს შემთხვევაში 1-2 თვით ადრე თუკი დავუშვებთ რომ ჯერ კიდევ ომის დამთავრებამდე, ანუ 13 მარტამდე (ამ დღეს მორჩა მაგ ომი) იგი ჯარიდან გამოუსტუმრებიათ რაღაც სხვა მიზეზით, სხვათაშორის 70-ე გვერდზე მოცემულია რადიოგრამის ასლი რომელიც შეეხება მურტალოს ამბავს და რომელსაც კუკარაჩაც კითხულობს და ეს რადიოგრამა დათარიღებულია 1940 წლის 10 მარტით. აქედან გამომდინარებს რომ კუკარაჩა ოდნავ ადრე წამოსულა მართლა ჯარიდან) და იქამდე ამ მოთხრობაში მომხდარ ამბებთან საერთოდ არაფერი ესაქმებოდა.
ახლა გადავშალოთ 65-66 გვერდები და იქ აღმოვაჩენთ ინგა ლალიაშვილის განცხადებას რომელიც დათარიღებულია 1936 წლის 27 სექტემბრით და ამის მერე ინგას და კუკარაჩას საუბარია! არადა ეს საუბარი მხოლოდ 1940 ან 1941 წელს თუ შედგებოდა
ეს კიდევ არაფერი, ახლა გადავშალოთ 79-ე გვერდზე და იქ აღწერილია კუკარაჩას და ინგას (რომლებიც უკვე გაცნობილები არიან და კიდევ მეტიც) საუბარი ქალბატონ ანიკოსთან და თამაზისთან და იქ ქალბატონი ანიკო ახსენებს საბჭოთა კავშირ-გერმანიის ხელშეკრულებას რომელიც დაიდო 1939 წლის აგვისტოში, ანუ მაშინ როცა კუკარაჩა არც მილიციაში მსახურობდა (და შესაძლებელია არც ჯარში) და როცა მით უმეტეს თითქოს ინგაც არ უნდა ჰყოლოდა გაცნობილი! თუმცა თუ კუკარაჩა მილიციაში ჯარში მსახურობდა 1936 წელს (როცა ინგას განცხადებას კითხულობდა) მაშინ ეს ამბავი გასაგებია (ანუ აქ ფინეთის ომის ამბავი ურევს ყველაფერს) მაგრამ ის რადიოგრამა მაინც ძალიან უცნაურადაა აქ ჩაკვეხებული: მაგ დროისათვის (ანუ 1940 წლის მარტისათვის) ჯერ ინგა და მურტალო არიან შეყვარებულები და არა ინგა და კუკარაჩა! თუმცა შეიძლება ეს საუბარი/შეხვედრა ქალბატონ ანიკოსთან შედგა ასე 1941 წლის დასაწყიში და ამ დროისათვის მსოფლიო „ჯერ კიდევ საუბრობდა საბჭოთა კავშირ გერმანიის ხელშეკრულებაზე“ მაგრამ ეს საეჭვოა ამ ხელშეკრულების დადებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ! თუმცა შეიძლება ეს ქალბატონმა ანიკომ ისე ხუმრობითაც თქვა.
1936 წელს დაწერილი ინგას განცხადება საპასპორტო მაგიდის არქივიდან აქვს ამოღებული კუკარაჩას(იქვეა მინიშნებული), ასე რომ ეს შეცდომა არ არის.
რადიოგრამის თარიღი მართლა საინტერესოა- იმის გათვალისწინებით რომ მწერალს რადიოგრამის მიღებამდე ერთი ზაფხული აღწერილი აქვს მოთხრობაში გამოდის რომ კუკარაჩას მილიციაში ყველაზე გვიან 1939 წლის გაზაფხულ-ზაფხულში დაუწყია მუშაობა-ფინეთის ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, თუ დავუშვებთ რომ თარიღი არასწორია(კორექტურა ან მწერლის შეცდომა) და უნდა იყოს 1941 წელი, მაშინ მურტალოს გაშვებიდან (1941 წლის 19 აპრილი) კუკარაჩას მკვლელობამდე (1941 წლის 16-17 მაისი) ძალიან ცოტა დროა და აღწერილი მოვლენები ამ პერიოდში არანაირად არ ეტევა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 62256
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#31188285
· 15 May 2012, 17:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
განვიხილოთ შეცდომა ალექსანდრე დიუმას ცნობილ რომანში „ოცი წლის შემდეგ“, ვკითხულობთ ამ გამოცემიდან:
QUOTE
„-ყველაზე დამამშვიდებელი მთელ ამ საქმეში ისაა,-თქვა დ’არტანიანმა,-რომ არავითარი კვალი არ დარჩა.
-მას ვაჟიშვილი ჰყავდა,-თქვა ათოსმა.
-ჰო, დიახ, ვიცი.-უპასუხა დ’არტანიანმა,-
ეს ამბავი მითხარით
, მაგრამ, ვინ იცის, რა მოუვიდა? მოკვდა გველი, მოკვდებოდა გველის წიწილიც. ხომ არ გგონიათ, რომ ბიძამისი ვინტერი გაზრდიდა იმ გველის წიწილს? ლორდ ვინტერი დასჯიდა ვაჟიშვილს ისე, როგორც დედა დასაჯა“.
გვ. 382, ანუ აქ ისე გამოდის რომ მილედის ვაჟიშვილის ამბავი ათოსმა უთხრა დ’არტანიანს, მაგრამ ახლა გადავშალოთ 155-ე გვერდზე და იქ წერია:
QUOTE
„-ზოგჯერ მეც ასე ვფიქრობ, ათოს,-უთხრა დ’არტანიანმა.
-იმ ქალს, ვგონებ, ვაჟიშვილი ჰყავდა? [აქ ათოსი ეკითხება]
-დიახ. [დ’არტანიანი პასუხობს]“
ცოტა აღრევა ხომ არ არის? მილედის შვილის ამბავი უპირველეს ყოვლისა უნდა სცოდნოდა დ’არტანიანს რადგან „სამ მუშკეტერში“ სწორედ მილედი ეუბნება ამას:
QUOTE
ბაასმა მილედი გამოაცოცხლა, გული მოუბრუნა და კარგ გუნებაზე დააყენა. მან უამბო დ'არტანიანს, რომ ლორდი უინტერი მისი მაზლი იყო და არა ძმა, იგი იყო უმცროსი ძმის ცოლი. ქმარი ადრე მოკვდომოდა, ქვრივად დარჩენილიყო პატარა ბავშვით, რომელიც ლორდ უინტერის ერთადერთი მემკვიდრე იქნებოდა, თუ ის ცოლს არ შეირთავდა.
და „ოცი წლის შემდეგში“ სწორედ დ’არტანიანი პასუხობს ათოსის შეკითხვაზე-დიახ, ჰყავდაო ვაჟიშვილი და რაკი ასეა მილედის ვაჟიშვილის ამბავი ათოსს კი არ უნდა ეთქვა დ’არტანიანისათვის, არამედ დ’არტანიანს ათოსისათვის.
QUOTE
(fordman @ 12 May 2012, 15:20 )
არწივი9
QUOTE
ნოდარ დუმბაძე, წიგნი მესამე, მოთხრობები, თბილისი, "მერანი" 1990 წელი
მაშ ასე, მე-9 გვერდზე მოყოლილია ის ამბავი რომ კუკარაჩა დაბრუნდა თუ არა ფინეთის (1939-1940 წლების ომზეა საუბარი და არა 1941-1944 წლებისაზე) ეგრევე რაიკომში მისულა და სამუშაო უთხოვია და მილიციაში მიუღია კიდეც, ანუ კუკარაჩა მილიციონერი გამხდარა 1940 წლის მარტში (ანუ სრულიად უკიდურეს შემთხვევაში 1-2 თვით ადრე თუკი დავუშვებთ რომ ჯერ კიდევ ომის დამთავრებამდე, ანუ 13 მარტამდე (ამ დღეს მორჩა მაგ ომი) იგი ჯარიდან გამოუსტუმრებიათ რაღაც სხვა მიზეზით, სხვათაშორის 70-ე გვერდზე მოცემულია რადიოგრამის ასლი რომელიც შეეხება მურტალოს ამბავს და რომელსაც კუკარაჩაც კითხულობს და ეს რადიოგრამა დათარიღებულია 1940 წლის 10 მარტით. აქედან გამომდინარებს რომ კუკარაჩა ოდნავ ადრე წამოსულა მართლა ჯარიდან) და იქამდე ამ მოთხრობაში მომხდარ ამბებთან საერთოდ არაფერი ესაქმებოდა.
ახლა გადავშალოთ 65-66 გვერდები და იქ აღმოვაჩენთ ინგა ლალიაშვილის განცხადებას რომელიც დათარიღებულია 1936 წლის 27 სექტემბრით და ამის მერე ინგას და კუკარაჩას საუბარია! არადა ეს საუბარი მხოლოდ 1940 ან 1941 წელს თუ შედგებოდა
ეს კიდევ არაფერი, ახლა გადავშალოთ 79-ე გვერდზე და იქ აღწერილია კუკარაჩას და ინგას (რომლებიც უკვე გაცნობილები არიან და კიდევ მეტიც) საუბარი ქალბატონ ანიკოსთან და თამაზისთან და იქ ქალბატონი ანიკო ახსენებს საბჭოთა კავშირ-გერმანიის ხელშეკრულებას რომელიც დაიდო 1939 წლის აგვისტოში, ანუ მაშინ როცა კუკარაჩა არც მილიციაში მსახურობდა (და შესაძლებელია არც ჯარში) და როცა მით უმეტეს თითქოს ინგაც არ უნდა ჰყოლოდა გაცნობილი! თუმცა თუ კუკარაჩა მილიციაში ჯარში მსახურობდა 1936 წელს (როცა ინგას განცხადებას კითხულობდა) მაშინ ეს ამბავი გასაგებია (ანუ აქ ფინეთის ომის ამბავი ურევს ყველაფერს) მაგრამ ის რადიოგრამა მაინც ძალიან უცნაურადაა აქ ჩაკვეხებული: მაგ დროისათვის (ანუ 1940 წლის მარტისათვის) ჯერ ინგა და მურტალო არიან შეყვარებულები და არა ინგა და კუკარაჩა! თუმცა შეიძლება ეს საუბარი/შეხვედრა ქალბატონ ანიკოსთან შედგა ასე 1941 წლის დასაწყიში და ამ დროისათვის მსოფლიო „ჯერ კიდევ საუბრობდა საბჭოთა კავშირ გერმანიის ხელშეკრულებაზე“ მაგრამ ეს საეჭვოა ამ ხელშეკრულების დადებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ! თუმცა შეიძლება ეს ქალბატონმა ანიკომ ისე ხუმრობითაც თქვა.
1936 წელს დაწერილი ინგას განცხადება საპასპორტო მაგიდის არქივიდან აქვს ამოღებული კუკარაჩას(იქვეა მინიშნებული), ასე რომ ეს შეცდომა არ არის.
გამომრჩა ეს ამბავი როგორც ჩანს
This post has been edited by
არწივი9
on 15 May 2012, 17:07
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მამაო ენუქი
რაინდი
ჯგუფი: Members
მამაო ენუქი
რაინდი
ჯგუფი: Members
წერილები: 32708
წევრი No.: 11415
რეგისტრ.: 11-July 05
#31188371
· 15 May 2012, 17:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კინოებში დახუია
http://www.imdb.com/title/tt0245844/
რამოდენიმე დღის უკან გაეძრო ტელევიზორში ხოდა ცოტა ხანი ვუყურე, ციხიდან რო გამოიქცევა კუნძულზე რომ გამოვა, უკან ფონზე ნაროდი ჩანს გადამღები ჯგუფი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 62256
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#31200584
· 16 May 2012, 13:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კიდევ ერთი შეცდომის შესახებ ისევ „ოცის წლის შემდეგიდან“, ნაწილი II, თავი XIII, გვ. 604:
QUOTE
-ჯერ ჩვენს ტყვეებს საიმედო ადგილას მივიყვანთ,-უპასუხა დ’არტანიანმა,-იცით, ბატონო ჩემო, რომ
თვითოეულ აზნაურზე ათას ხუთას პისტოლს მივიღებთ.
ახლა გადავშალოთ 620-ე გვერდზე და იქ წერია:
QUOTE
-ახლავე მექნება წერილობით ბრძანება
ორი ათასი პისტოლით
, მანამდე კი ნება მიბოძეთ, ტყვები წავიყვანო.
და მომდევნო, 621-ე გვერდზე:
QUOTE
ამიტომ გადაწყვიტა, მარტო წერილობით ბრძანება კი არ მიეტანა, არამედ
ორი ათასი პისტოლიც, ფასი, რამდენადაც დ’არტანიანმა თავისი ტყვეები შეაფასა.
?
ერთ აზნაურზე თუ ათას ხუთასი პისტოლის „მიღებას“ აპირებდა დ’არტანიანი, მაშინ მორდაუნტმა საიდან მოიტანა ორი ათასი პისტოლი ნაცვლად სამი ათასისა? თუ ელემენტარული არითმეტიკა შეეშალა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 62256
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#33127683
· 23 Sep 2012, 01:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კიდევ ერთი შეცდომის შესახებ, ამჯერად ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე-კრისტოდან“, ვკითხულობთ ამ გამოცემიდან:
მე-18 თავის მე-200 და 201-ე გვერდებზე პაპი ალექსანდრე VI-ის ამბების აღწერაა სადაც იგი სადილზე დაპატიჟებს და შემდეგ მოწამლავს ორ კარდინალს-სპადას და როსპილიოზას. მე-200 გვერდზე ვკითხულობთ:
QUOTE
ერთი საათის შემდეგ ექიმმა გამოაცხადა, ბიძაცა და ძმისწულიც ხარისფაშვა სოკომ მოწამლაო. სპადამ ვენახის შესასვლელში განუტევა სული, ძმისწულმა კი თავის სახლის კართან. მან თავის ცოლს რაღაცა
ანიშნა
, მაგრამ ამ უკანასკნელმა
ვერაფერი გაუგო
.
ხოლო, მომდევნო გვერდზე წერია:
QUOTE
ძმისწულს, სახლში დაბრუნებისას
მოესწრო
ცოლისათვის
ეთქვა
: „ეძებეთ ბიძაჩემის ქაღალდებში, ნამდვილი ანდერძი იქ იქნება“
ეს ორი ინფორმაცია ერთმანეთს გამორიცხავს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 62256
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#33217984
· 28 Sep 2012, 15:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ისევ შეცდომის შესახებ, მაგრამ ამჯერად არა დედანში, არამედ ქართულ თარგმანში
ვკითხულობთ უოლტერ სკოტის რომანს „აივენჰოს“ ამ გამოცემიდან:
QUOTE
-იცოცხლე, მალე ვასწავლიდი თავაზიანობას,-შენიშნა ბრიანმა,-მაგისთანა ვაჟბატონებზე ხელი გაწაფული მაქვს. ჩვენი
ოსმალი
ტყვეები, აგერ, ისეთი გააფთრებული ურჯუკები არიან, ოდინს ტოლს არ დაუდებენ, მაგრამ რაც სახლში მოვიყვანე, ორი თვეც არ დამჭირვებია, ისე გავტეხე, მოვარჯულე და მოვათვინიერე, რომ თქვენი მოწონებული. ეს კია, სიფრთხილე გვმართებს, ხანჯალი და საწამლავი გადამალული უნდა გქონდეს-თუკი იხელთეს, ან იმით დაგგესლავენ და ან იმით.
თავი მეორე, გვერდი 25.
ხოლო ინგლისურ დედანში წერია:
QUOTE
“I would soon have beat him into courtesy,” observed Brian; “I am accustomed to deal with such spirits: Our
Turkish
captives are as fierce and intractable as Odin himself could have been; yet two months in my household, under the management of my master of the slaves, has made them humble, submissive, serviceable, and observant of your will. Marry, sir, you must be aware of the poison and the dagger; for they use either with free will when you give them the slightest opportunity.”
http://ebooks.adelaide.edu.au/s/scott/walt...e/chapter2.html
და რასაკვირველია თარგმანში შეცდომაა რადგან მე-12 საუკუნის ბოლოს (ამ დროს მიმდინარეობს რომანში მოქმედება) უცნობი იყო ტერმინი „ოსმალო“ რომელიც დაახლოებით ერთი საუკუნის მერე გაჩნდა
ოსმან პირველის
დროს. ხოლო ეთნონიმი "თურქი"კი გაცილებით ძველია:
QUOTE
The first known mention of the term Turk (Old Turkic: Türük[13][14] or Kök Türük[13][14] or Türük,[15] Chinese: 突厥, Pinyin: Tūjué, Wade-Giles: T'u-chüeh, Middle Chinese (Guangyun): [d
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
axalirevolucia
Super Mishist
ჯგუფი: Members
axalirevolucia
Super Mishist
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
#33556217
· 20 Oct 2012, 11:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"შერეკილებში" ბიძია ბაბუა ამბობს,
სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი
+ შეცნობილი აუცილებლობა
+ ემ ცე კვადრატ
შემდეგი ეპოქის ფრაზებია,
მაგრამ მე მაინც ძაან მიყვარს ეგ ფილმი.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 62256
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#34707509
· 12 Jan 2013, 17:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კადრები ფილმიდან "ტერმინატორი 2" სადაც მსროლელი სპეცნაზის უკან ჩანს ვიღაც არხეინად მოსეირნე ტიპი, ეტყობა გადამღები გუნდის წევრმა უდროო დროს გაიარა მაგ ადგილას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 62256
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#44296621
· 12 Apr 2015, 15:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შარლ დე კოსტერის რომანში "ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის ლეგენდა" გამოყენებულია ტერმინი "ფოსფორი" (კარი მეოთხე, თავი მეექვსე, იოოს დამანის წერილი ჰილბერტისადმი):
QUOTE
Любезный друг! Не играй ни в карты, ни в кости - не трать деньги зря. Я тебя научу, как можно выиграть наверняка. Давай с тобой превратимся в бесов, красавцев бесов, покорителей женских и девичьих сердец. Будем обольщать красивых и богатых, безобразных же и нищих оставим в покое - пусть богатые платят за удовольствие. В Германии этот промысел дал мне в полгода пять тысяч rixdaelder'ов. Женщины последнюю рубашку способны отдать любимому человеку. Избегай скупердяек с поджатыми губами - эти платить не торопятся. Чтобы сойти за настоящего беса, злого духа, ты, сговорившись с бабой провести у нее ночь, возвещай о своем прибытии особым криком, похожим на крик ночной птицы. А чтобы придать себе устрашающее
дьявольское обличье, натирай себе лицо
фосфором
- влажный
фосфор
светится. Пахнет он дурно, но они подумают, что так именно пахнет в аду. Убивай всех, кто станет тебе поперек дороги, будь то мужчина, женщина или животное.
რომელიც იმ დროს, ანუ მე-16 საუკუნის შუა ხანებისათვის არ არსებობდა და არც ეს ქიმიური ელემენტი იყო აღმოჩენილი საერთოდ. ფოსფორი აღმოჩენილი იქნა დაახლოებით ერთი საუკუნით გვიან გერმანელი ალქიმიკოსის ბრანდტის მიერ.
·
ციტირება
·
^
Enter your Name
გამოხმაურება:
იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და
აქ დაუწკაპუნეთ
abg --> აბგ
სიცილაკები
BB Code Help
Check Post Length
ქართული კლავიატურა
( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და
აქ დაუწკაპუნეთ
Post Options
Enable
emoticons?
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
კულტურა და ხელოვნება
|
იქით
»
Pages:
(5)
« პირველი
...
3
4
[5]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
CLOUD9
[ Script Execution time: 0.0337 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.