Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(100)
« პირველი
...
72
73
[74]
75
76
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აკა მორჩილაძე
რომელი ნაწარმოები მოგეწონათ ყველაზე ძალიან?
1.მოგზაურობა ყარაბახში
[
80
]
[16.95%]
2.ძირს სიმინდის რესპუბლიკა
[
11
]
[2.33%]
3.გადაპრენა მათადოვის მთაზე
[
52
]
[11.02%]
4.ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები
[
121
]
[25.64%]
5.სხვა
[
19
]
[4.03%]
6.შენი თავგადასავალი
[
31
]
[6.57%]
7.სანტა ესპერანსო
[
65
]
[13.77%]
8.უდაბნოს გლახები
[
15
]
[3.18%]
9.აგვისტოს პასეანსი
[
30
]
[6.36%]
10.წიგნი
[
14
]
[2.97%]
11.სხვა
[
34
]
[7.20%]
Total Votes: 472
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?
ჯგუფი: Members
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?
ჯგუფი: Members
წერილები: 7181
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12
#34347364
· 16 Dec 2012, 16:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
George Best
QUOTE
ობოლეს ვკითხულობატრაკებს რა,ტვინს ღუნავს
აუ, მე მაგრად დამევასა
იმენა, ნაცნობი მომენტია სოფელში რომ ჩახვალ იგივე სიტუაციაა.
მაგრად ვიკაიფე მაგ წიგნზე, გაასწორა .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო
ჯგუფი: Members
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო
ჯგუფი: Members
წერილები: 18872
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10
#34350871
· 16 Dec 2012, 21:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
jadgschloss
რავი მე ვერ ვიკაიფე ჯერ,ვნახოთ წავიკითხავ ინერციით იქნებ გაასწოროს
ის ფილმი ვნახე,უშენოდ მგონი მოვკვდები,სენარის ავტორი აკა მორჩილაძე ყოფილა,როგორც დაიწერა ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებზეა,წიგთან ახლოსაც ვერ მივა,ისე კი ქართული კინოს კვალობაზე ცუდი არ არის,მომეწონასავით უფრო
--------------------
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@
ზამთარი მკაცრი იცის -აღიარა ნედმა-მაგრამ გავუძლებთ.სტარკები ყოველთვის ვუძლებთ ხოლმე @
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?
ჯგუფი: Members
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?
ჯგუფი: Members
წერილები: 7181
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12
#34364489
· 17 Dec 2012, 21:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
George Best
QUOTE
რავი მე ვერ ვიკაიფე ჯერ,ვნახოთ წავიკითხავ ინერციით იქნებ გაასწოროს
ბოლომდე წაიკითხე და ვნახოთ რა გამოგივა
ეხლა ვკითხულობ სიმინდის რესპუბლიკას და ესეც მაგრად მიდის.
მოკლედ, მე აკა მევასება,რა მაგრად ვუგებ, საოცარი ენა აქვს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო
ჯგუფი: Members
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო
ჯგუფი: Members
წერილები: 18872
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10
#34823867
· 20 Jan 2013, 21:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფეხბურთის მოყვარულის ჩანაწერები
კარგი რამ არის საცქერლად კვირა საღამოს თბილისის ტოტალიზატორების დარბაზები:ჭერში ტელევიზორები ჰკიდია,იატაკზე ქვითრები ყრია,ძალიან ბვერი თამბაქო იწევა და ასე.
კვირა საღამოსაც ასე იყო,თამაშები ერთმანეთს მიჰყვა და სულ ბოლოს მთლად მილანი და იუვენტუსი ხვდებოდნენ ერთმანეთს.ვინც ფეხბურთს სახლში უყურებს იმათვისაც კარგი საღამო იყო,მანჩესტერული დერბით გაწყობილი.
ოღონდაც რა არის:ჩვენს ქვეყანაში ახლა იმგვარი ვითარებაა,რომ თითქმის ყოველივე რასაც კაცი შეჩვევია,რაც მართლა უყვარს და რითითაც მართლა ერთობოდა,ისვენებდა დაინტერესდებოდა თითქოს გაფერკმთალებულა.თითქოს ფეხბურთს ცალი თვალით უყურებ,მუსიკას ცალი ყურით უსმენ,წიგნსაც უგულოდ გადაფურცლავ და უკიდეგანო ღვინის სმებიც არ შეინიშნება.
ნასწავლი ხალხი მეუბნება,ასე იცის რევოლუციამო.როცა რაღაცა ისეთი მოვლენა ხდება,რაც თავიდან ბოლომდე გაუვლის კაცს ძვალსა და რბილში,მერე იმის ტანიდან და გონებიდან გამოსვლა ჭირსო,და ეს ფიქრი იჭერს მის თავში უპირატეს ადგილსოდრო მოვა და ესე ყველაფერ ძველებურად და ნაჩვევად დადგებაო.
ასეთი ლაპარაკი ჭკუასთან ახლოა,მაგრამ მოთმენა კი ჭირს,ვითარება კი იმგვარია,რომ შენ დიახაც კი გიყვარს მანკუნიანური დერბი და მილანის თამაში,იმიტომ,რომ მართლა ფეხბურთი გიყვარს,ოღონდაც კი,როგორ უნდა ჩაუჯდე ამ თამაშს,ძველებური მუღამით,როცა ქვეყანად,შენს გვერდით,ყოველივე ხდება ხმაურიანი და მძიმე ამბები.იქ მილანში,ჩაცმა-დახურვის და თმის ვარცხნის ქალაქში ნამდვილი ფეხბურთია და ის შენს სახლშიც შემოდის,მაგრამ შენს სახლში ისეთი ამბებია,რომ შიგ გულში გირტყამს და რაღა ფეხბურთი გამოდის/
საქართველოში ყველა ნაბიჯზე ნაღმი ყოფილა.ჩვენ შეგვეძლო,გვყავერობდა რაღაცეები და გვეცხოვრა ამ ნაღმებზე.ახლა განაღმის ამბავში აფეთქებებიც არის და ამიტომ,სწპრედ წინა საღამოს,ტოტალიზატორის დარბაზში მდგომმა დავატვე,რომ ყველაფერი იცვლება.ნაღმებზე არსებული სიყვარული მიდის და ნაღმები რო აღარ იქნება,ალბათ ხელახლა უნდა დაიბადოს ახალი სიყვარულები.ჩემი ჭკუით,ვისაც რა გვიყვარს ბოლომდე არ უნდა შევუშვათ ხელი და ბოლომდე დავებღაუჭოთ.იმიტომ,რომ ამდენ განაღმვაში გულებიც განაღმული დაგვირჩეს.ქვეყანა არ გაინაღმოს,არ იქნება,მაგრამ ჩვენ პატარა რამეები კი უნდა შევინარჩუნოთ,რათა მერე კვლავ იფეთქოს.
ასე ვიფიქრე ტოტალიზატორში,სადაც რატომღაც მეჩვენა,რომ ფეხბურთის ცქერა ხალხს ტვირთად აწვა და ქვითრები,ანუ ფულის შოვნის იმედი რომ არ ყოფილიყო,დარბაზი ცარიელი იქნებოდა.
15.03.2004
ყველა მაგის წიგნს აღებული,სარბიელში რო წერდა სვეტებს ეგ ჯობია
This post has been edited by
George Best :)
on 20 Jan 2013, 21:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vaho
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
vaho
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17656
წევრი No.: 17198
რეგისტრ.: 14-February 06
#34824276
· 20 Jan 2013, 21:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ყველა მაგის წიგნს აღებული,სარბიელში რო წერდა სვეტებს ეგ ჯობი
მერე გამოსცეს ვინმემ ცალკე წიგნად...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო
ჯგუფი: Members
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო
ჯგუფი: Members
წერილები: 18872
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10
#34824388
· 20 Jan 2013, 21:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vaho
QUOTE
მერე გამოსცეს ვინმემ ცალკე წიგნად...
ეჰ,მაგას რო თვითონ ან ვინმე მაინც მოაბავდეს თავს მაგაზე კარგი არაფერი იქნებოდა
ბესტი
რა მინახავს მე ჯორჯ ბესტის?
დაახლოებით ათი გოლი ერთ დოკუმენტურ ფილმში და განთქმული კადრი,როცა ერთმანეთზე შემდგარ ჭიქებში ჯორჯი შამპანურს ასხავს,გარშემო კი ყყველა იღიმება.ასევ,წამიკითხავს რაღაცეები მის შესახებ,მისი გვერდი შაბათის ტაიმსის დამატებაში,მისი სამი წიგნი და მისი პირადი ცხოვრების ისტორიები,რომლებშიც სახალისო ბევრი არაფერია,მისი წიგნებისგან განსხვავებით.
ტელევიზორში მიცქერია,როგორ ეხმარებოდა კომენტატორს ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის გადაცემაში.
გამიგონია ასევე,რო ბესტის ერთ-ერთი მაისური ქუთაისის მუზეუმში ინახება,ხოლო სსრკ-ჩრდ.ირლანდიის მატჩის დროს მას მაგრად ეთამაშა რეზო ძოძუაშვილი.
უფრო დაკვირვებული რომ ვიყო, ყველა იმ ქალის სახელიც მეცოდინება ბესტმა რომ გამოიცვალა.თუმცა,როგორც ამბობენ,ალექსანდრე დიუმას არ ახსოვდა თავისი საყვარლების სახელები და მე რატომ უნდა მახსოვდეს ბესტისა?ალბათ,საბრალო ჯორჯსაც არ ახსოვდა დიდად.
მთელი ამ მასალიდან მკვეთრად მახსოვს ბესტის მიერ გატანილი ხუთი გოლი და ისე მახსოვს,რომ შემიძლია მოვყვე,ამ დღეებშისი-ენ-ენზე და ბი-ბი-სიზე რომ ატრიალებდნენ წინდაწინ ვიცოდი.
მგონი მთავარიც ესაა.თვითონ ბესტი ამბობდა მინდა ამ გოლებით დამიმახსოვრონო და ჩანს ესეც გამოვიდა.
ჩემის მოკლე ჭკუით დარწმუნებული ვარ,რომ ბესტი გენიოსი იყო.მან ერთხელ იხუმრა,ბოთლთან რო არ მეამხანაგა პელეს სახელი არავის ეცოდინებოდაო.მან 28 წლისამ დაანება თამაშს თავი,რეალურად 26 წლისამ.ციხეშიც იჯდა,გაკოტრდა კიდეც,მაგრამ ასეთმა ლოთმა იმდენი მოახერხა,რომ ცხოვრება მაინც ააწყო და ხელახლა გამდიდრდა.
საერთოდ ფეხბურთელს ვარსკვლავის იერი სწორედ ბესტმა მისცა,თავისი ლოთობის და ფლეიბოობის ხარჯზე,მაგრამ მისცა და დღეს რომ მისი მეასედი გაქანების ხალხი მილონრები არიან სწორედ ბესტის დამსახურებაა.
შეიძლებოდა ეს სვეტი გრძნობებით ამევსო,რადგან მართლა ძალიან შემეცოდა კაცი,რომელიც მთელი ორი თვე კვდებოდა რეანიმაციის ოთახში,ადამიანები კვდებიან,ჩვენც ყველანი დავიხოცებით,ყველა ცოდოა,ვინც კვდება,მაგრამ საქმეც ეს არის,რომ როცა ბესტისნაირი ვინმე კვდება,ის რაღაცას ტოვებს მილიონობით ხალხისთვის.
იმ მილიონებში მე ხუთი გოლი დამიტოვა
ვხვდები რა დაუტოვა იმათ ვინსაც ის მინდორზე უნახავს.
ჯორჯ ბესტს ძალიან კეთილი და ალალი ღიმილი ჰქონდა და მან ისე იცხოვრა როგორც შეძლი.
მაგარი ცხოვრება გამოვიდა.
28.11.2005
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Albert Camus
Member
ჯგუფი: Registered
Albert Camus
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 49
წევრი No.: 110235
რეგისტრ.: 23-January 10
#34825133
· 20 Jan 2013, 22:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
George Best
შენახული გაქვს სარბიელები )) ?
* * *
წლების მიხედვით გამოსცემენ ...
რაც სულაკაურმა გამოსცა და რაც უნდა გაჩუქო 1995-1997 წლებია
ათტომეული იგეგმება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო
ჯგუფი: Members
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო
ჯგუფი: Members
წერილები: 18872
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10
#34825926
· 20 Jan 2013, 23:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Albert Camus
დაკარგული მეგონა და დღე ვიპოვე
QUOTE
წლების მიხედვით გამოსცემენ ...
ამაზე მეტად არაფერი გამახარებდა.
QUOTE
რაც სულაკაურმა გამოსცა და რაც უნდა გაჩუქო 1995-1997 წლებია
მართლა? მაგაზე მეტად ვერაფრით გამახარებ და ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩები,თან მაგ დროს ძალიან პატარა ვიყავი და ვერ ვკითხულობდი სარბიელს,მხოლოდ რამოდენიმე სტატია მაქვს,90 თეთრი ღირდა,ინგლისურ ფეხბურთზე
ეს კი ყველა დროის უმაგრესი და უსაყვარლესი ჩემთვის(დათო ყიფიანზე დაწერილთან ერთად)სვეტი
2 მაისი,2003 წელი.საქართველო-რუსეთის თამაშიდან ორი დღის მერე
ფეხბურთი ბრუნდება
საერთოდ ჯობია ვთქვათ,რომ საქართველო გრუზია აღარ არის.
ჯობია ასე ვთქვათ,იმიტომ,რომ ვინც ოთხშაბათ ღამით ზეიმობდა თბილისიში,ვინც ოთხშაბათს ღამით უცინოდა ერთმანეთს,ვინც არ ხულიგნობდა,არამედ იცინოდა და ბღაოდა საკუთარი ღირსების არსებობის გამო,იმათ არ იციან რა არის გრუზია.
ისინი უბრალოდ გვიან დაიბადნენ და არ იციან,რომ არსებობდა გრუზია.
მათ იციან რომ არსებობს საქართველო,რომელმაც ფეხბურთში მინდორზე ათას რამესთან ერთად,გრუზიაც დაამარცხა
ამ უბედურ,დამარცხებულ,ეჭვიან ქვეყანაში ოთხშაბათს საქართველომ გაიმარჯვა.გაიმარჯვა უბრალო,ღარიბმა გაწვალებულმა ქვეყანამ-ყოველგვარი პოლიტიკის,ბრძნული აზრების,უფროსთა დარიგების გარეშე.იცინა და იმხიარულა ამ ქვეყანამ პირველად,როგორც ქვეყანამ და იცინა და იმხიარულა სწორედ იმათთან ბრძოლის შემდეგ,ვინც თავისი ბომბებით და გაუმაძღრობით ორასი წელიწადია,გახრა და გადააგვარა ეს ქვეყანა.
ეს ფეხბურთი იყო.ერთი რიგით მატჩი იყო ევროპული ცხრილებისთვის.საქართველო-რუსეთი,გადადებული,ინტრიგებით სავსე:ნეიტრალური მინდვრებით,უმაყურებლო სტადიონებით,დროშების ჭიდაობებით და უამრავი სხვა ამბებით.
ეს ფეხბურთი იყო,მაგრამ ცხოვრებად იქცა.
იმიტომ,რომ ნამდვილი ფეხბურთი იყო.მგონი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პირველად შეიგრძნეს ნამდვილი გამარჯვების გემო.საქართველომ პირველად მოიგო პრინციპული თამაში.მოიგო საქმის ცოდნით და ომით,გაიძლიერებითა და წვალებით,პროფესიონალიზმით.საქართველოს სცოდნია თამაშიც და ბრძოლაც,საქართველოს ნდომებია თამაშიც და ბრძოლაც,და ხალხიც,ეს გახარებული ხალხი,ეს პატარა ბიჭები რომლებმაც არ იციან რა არის გრუზია და ეს ძიაკაცები,რომლებიც მძიმედ,მაგრამ ალალად ივიწყებენ რა არის გრუზია.
ამიტომ იყო,პირველად ამდენი წლის შემდეგ ხალხმა ფეხბურთი დაინახა.ყველა გრძნობდა ეს რა თამაშიც იყო ერთი თვის წინათ აგრე დაცემული და ხულიგნობით შერცხვენილი ქართველი მაყურებელი ოთხშაბათს საღამოს იყო ნამდვილი,გულწრფელი და კი არ კლავდა,არამედ ეხმარებოდა თავის ფეხბურთელებს.მგონი ესეც პირველად მოხდა მას შემდეგ,რაც საქართველო აღარ არის გრუზია.
ნამდვილი საქართველო,ნამდვილი ფეხბურთი.
თუ გავიხსენებთ ერთ ზღვისგაღმურ გამოთქმას სულ სხვა ქვეყნის შესახებ,შეგვიძლია ვთქვათ,რომ იმ ღამით საქართველო თბილისის ქუჩებში დაიბადა.საქართველო ხელახლა დაიბადა,ხალხი დაიბადა ხელახლა,რადგან თავისუფლების და იმედის აღუწერელი შეგრძნება,ვაკიდან რომ გამოედინა და თავისუფლების მოედნამდე მივიდა,სხვა რამისაა და არა იმის,რომ საქართველო არის რაღაც სისულელეებით და პოლიტიკით გამოჭედილი ქვეყანა.იქ ჩანდა,რომ ეს ხალხის ქვეყანაა.ჩვენ ხალხი ვართ!ნამდვილი ქვეყნისთვის აუცილებელი ეს სამი სიტყვა იმ ღამეს იყო და ამ სიტყვებს გამაგრება სჭირდება.იქ ახალგაზრდობა იყო,რომელმაც ალბათ ბევრი რამე არ იცის,მაგრამ გრძნობს იმას რაც ნაღდია.იცის რაც ნაღდია.იცის,რომ ოქრო ოქროა,ნაგავი კი-ნაგავი.
და მერე იტყვიან რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაშია.
თუ მხოლოდ თამაში და ფულია კაზინოში დაეტეოდა და ქუჩებს,ქალაქებს და ქვეყნებს არ მოითხოვდა.ღრიალი,ცრემლი და დროშები არ დასჭირდებოდა.
თამაშის შემდეგ რუსებს აღარავინ ახსენებდა.მთავარი საქართველო იყო,იმიტო რომ ეს არ იყო ისეთი აუტანელი რამ,პოლიტიკა რომ ქვია.ეს ცხოვრება იყო.ჩვენი ჩამწვარი,ცამეტი ტყვიით დახვრეტილი ცხოვრება,რომელშიც გაჩდა ნამდვილი,ნამდვილი თამაში,ნამდვილი გრძნობა,ნამდვილი ქვეყანა,ნამდვილი ხალხი.
რუსებმა მგონი კი ეგრეც ვერ გაიგეს რომ სტუმრად იყვნენ,რომ სხვა ქვეყანაში არიან,რომ სახმრეთის გუბერნიაში არ ჩასულან ბურთის ასაკენწლად,რომ ნამდვილ საქართველოში ნამდვილ საქართველოს ვერ დაამრცხებ,როგორც შენ ნაცნობ და ხელქვეით შინაყმას.
ასეთი თამაში იყო,ასეთი ფებხურთი იყო,ასეთი ქვეყანა იყო.ხალხის თითო-თითო ადამიანის და ყველასი ერთად.იმის გარდა ვისაც ჯერ კიდე ატკბობს უვარგისი სიტყვა გრუზია.
ფეხბურთი ბრუნდება,ჩვენი ნამდვილი სიხარული ყველაზე გულწრფელი რამ,რაც შეიძლება ამ ქვეყანში არსბობდეს.
რა გოლი,დემე ჩაწოდება და ასკა
სტადიონზე რა ხდება
ორჯერ მოხეული ბილეთების ნარჩენები
This post has been edited by
George Best :)
on 20 Jan 2013, 23:15
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pakusa1
Crazy Member
ჯგუფი: Members
Pakusa1
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2407
წევრი No.: 116931
რეგისტრ.: 11-June 10
#34838896
· 21 Jan 2013, 21:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები
ეს ნაწარმოები ინტერნეტში არის სადმე?
--------------------
Пусть ненавидят, лижбы боялись
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო
ჯგუფი: Members
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო
ჯგუფი: Members
წერილები: 18872
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10
#34843575
· 22 Jan 2013, 01:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Pakusa1
არა
პეტ ტილმანი
ავღანეთში დაიღუპა გოლიათური იერის ამერიკელი რეინჯერი პეტ ტილმანი.
აღმოსავლეთში მიმდინარე ამერიკული ომების ის ერთი,თითქმის რიგითი ცნობა არაფერს შეიცავს მოულოდნელს,ჯარისკაცები იღუპებიან თავიანთი სამშობლოსგან შორს
დღეს მსოფლიო ძალიან ჭრელია.ამ ამერიკულ ომებს იმპერიალისტურ ომებს უწოდებს და მათ წამომწყებებს საშინლად ლანძღავენ,ზოგიც მიიჩნევს,ეს არის ჯვაროსნული ლაშქრობა ტერორიზმის და სიბნელის წინაამღდეგ.
ამგვარ ვითარებაში განწყობა და მორალური საზომები იმგვარია,რომ ხშირად გმირობას არცა თვლიან გმირობას,ხოლო სიმამაცე უბრალო სისხლისმსმელობადაც შეიძლება მოინათლოს.
ერთი ამერიკელი რეინჯერის დაღუპვა,თალიბებთან თუ ალ-ქაიდასთან ბრძოლაში ეგებ არც იყოს მოულოდნელი ამბავი და მწუხარებაც სტანდარტული და გაუხეშებული გამოდგეს,მაგრამ რახან ჩვენ ვიცით რა არის ომი და როგორ მიდიოდნენ ჩვენი ბიჭები საბრძოლველად,მაინც მინდა რომ პეტ ტილმენის ცხოვრებისა და ბრძოლის ამბავზე ვთქვა.ეს ბიჭი ამერიკული ფეხბურთის განთქმული მოთამაშე იყო და თამაშს თავი დაანება მას შემდეგ რაც ნიუ იორკში ტყუპი კოშკები დაინგრა.არიზონა კარდინალზთან სამ წლიან,მრავალმილიონიან კონტრაქტს უცებ გადაუსვა ხაზი და მოისურვა რეინჯერი შექმნილიყო
აქვე მოგახსენებთ რომ რეინჯერების წთვიური ხელფასი 18 ათასი ამერიკული დოლარია.
ანუ მან დააგდო სიმდიდრე და წავიდა საომრად.ამით მან თავისი უსაფრთხოებაც დააგდო და საყვარელი საქმეც,მან მიატოვა ის დაცული და მდიდარი სამყარო სპორტის ვარსკვლავებს რომ აქვთ მთელ განვითარებულ მსოფლიოში.
რისი სჯეროდა და რისი არ სჯეროდა პეტ ტილმანს?ჩემთვის გასაგებია რისი სჯეროდა მას.მუჰამედ ალიმ ციხე ამჯობინა ამერიკული ჯარისკაცის ჩაფხუტის მორგებას,პეტ ტილმანი ამ ჩაფხუტს ანაცვალა ჯერ უამრავი რამ,მერე სიცოცხლე.პირველი თავისებურ გმირობად,ამბოხებად,ახალი დროის საქციელად ჩაითვალა იმ ბობოქარ 60-იან წლებში.და რაღად ითვლება მეორე 21-ე საუკუნის დასაწყისში?ეს ყველგან და ყველა დროში გმირობად და ვაჟკაცობად იტვლება.ეს ნამდვილი და სუფთა ისტორიაა,რომელიც თვით პეტ ტილმენმა შექმნა ის თავის ძმასთან ერთად(რომელიც ასევე რეინჯერი შეიქმნა)წავიდა საომრად.შარშან რეინჯერად ქცეული ტელმენები ”იესპიენის”არტურ ეშის სიმამაცის პრიზით დააჯილდოვეს,მათ კი დაჯილდოვებაზე თავიანთი უმცროსი ძმა გააგზავნეს,პეტს არ უნდოდა რომ ტელეკამერების წინ ეტრიალა.
აი ასეთი ამბავია.
ახლა ამბობენ რომ ის ყველგან და ყოველთვის ლიდერი იყო.მე მგონია,რომ ეს არ არის მთავარი.მთავარი რაღაცაზე უარის თქმის უნარია.იმის სასარგებლოდ რაც ალალი და ნამდვილი გგონია.
This post has been edited by
George Best :)
on 22 Jan 2013, 01:38
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ronnie James Dio
ELL
ჯგუფი: Members
Ronnie James Dio
ELL
ჯგუფი: Members
წერილები: 10302
წევრი No.: 47297
რეგისტრ.: 19-November 07
#34866507
· 23 Jan 2013, 18:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სანტა ეპერანსას ძველი გამოცემა.. ნაჭრის ჩანთაში რომ დევს პატარა წიგნებად სად შეიძლება ვიყიდო ?
--------------------
Hugh
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vaho
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
vaho
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17656
წევრი No.: 17198
რეგისტრ.: 14-February 06
#34870905
· 23 Jan 2013, 23:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ronnie James Dio
მისტერ დიქსლია ეგ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?
ჯგუფი: Members
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?
ჯგუფი: Members
წერილები: 7181
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12
#34903158
· 25 Jan 2013, 23:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vaho
QUOTE
მისტერ დიქსლია ეგ...
დიქსლი ნაჭრის ჩანთაში არ დევს !
Ronnie James Dio
თსუს პირველ კორპუსთან ჰქონდა ბუკინისტს ერთხელ..
მეტი არსად არ შემხვედრია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ronnie James Dio
ELL
ჯგუფი: Members
Ronnie James Dio
ELL
ჯგუფი: Members
წერილები: 10302
წევრი No.: 47297
რეგისტრ.: 19-November 07
#34935936
· 28 Jan 2013, 11:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vaho
QUOTE
მისტერ დიქსლია ეგ...
მისტერ დიქსლი ქაღალდის ყუთშია
და ეს ნაჭრის რაგაცნაირ ნაქსოვ ჩანთაში ჩადებული წიგნების კრებულია.
jadgschloss
QUOTE
თსუს პირველ კორპუსთან ჰქონდა ბუკინისტს ერთხელ..
მეტი არსად არ შემხვედრია.
ფასით ხომ არ დაინტერესებულხარ.. ?
მაქვს ეგ ძველი გამოცემა
უბრალოდ საჩუქრად მინდა და ჩემი ისე მიყვარს რომ შანსი არაა მაგას შეველიო ))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Glorfindel
Leanaí ar nádúr
ჯგუფი: Moderators
Glorfindel
Leanaí ar nádúr
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14550
წევრი No.: 45442
რეგისტრ.: 1-November 07
#34942056
· 28 Jan 2013, 18:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რამე ახალი რომანი არ გამოუცია მორჩილაძეს? ბოლო 2 წელიწადში რა.
--------------------
- the green man of the woods, who brings life to the dawning spring. You are the deer in rut, mighty Horned One, who roams the autumn woods, the hunter circling round the oak, the antlers of the wild stag, and the lifeblood that spills upon the ground each season. - To Cernunnos
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(100)
« პირველი
...
72
73
[74]
75
76
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0555 ] [ 14 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.