მე პროფესიონალი არ ვარ და ბევრ რაღაცას დარწმუნებული ვარ ვერ მივხვდი, მაგრამ იმას დავწერ რაც ჩემთვისაც, მოყვარულისთვისაც, ცხადია:
1. მცურავი ქანების გარღვევა გვირაბში ისეთი ნაკადით როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები, შეუძლებელია. წყალუხვს გარემოში ყველა გვირაბი შენდება არა ბეტონის ბლოკით, არამედ თუჯის ტიუბინგებით, რომელიც უძლებს ქანების წნევას, ხოლო თუ ეს ქანები ირეცხება წყლის მიერ, მაშინ მითუმეტეს მთლიანად ტიუბიგზე მოსული წნევა მცირდება. სამაგიეროდ იქრდება ტიუბნგებს შორის ჰიდროიზოლაციაზე წნევა და ის იწყებს წყლის გაშვებას. წყალი იწყებს ჟონვას, მაგრამ ხაზს ვუსვამ რომ სწორედ ჟონვას და არა ისე რომ ტიუბინგი ამოაგდოს და მთელი ძალით შემოვარდეს გვირაბში. სანკტ-პეტერბურგში, როდესაც ორი გვირაბი დაიტბორა მცურავი ქანების შემოვარდნის დროს, გვირაბი სწორედ ასე აივსო, ერთი დღის განმავლობაში, იმდენად ინტენციურად ჟონავდა წყალი რომ ტუმბოები ვერ ასწრებდნენ მის ამოტუმბვას, მაგრამ წყლის არანაირი უეცარი მოვარდნა არ იყო. ასეთი რამ შეუძლებელია და მხოლოდ მეტროს მშენებლობისას, გაუმაგრებელ ქანებზე შეიძლება მოხდეს.
2. აგდებული დამოკიდებულება საგვირაბო სამსახურის თანამშრომლის რეპორტზე და იგნორირება - ესეც სისულელეა, მაგრამ დავუშვათ რომ ა) რუსეთია და ბ) ფილმია.
3. მატარებელი დამუხრუჭებისას გადის ძალიან დიდ მანძილს და თანაც რელსებიდან ვარდება - სრული ფანტასტიკა, რომელიც მხოლოდ ფილმის სანახაობრივ მხარეს ემსახურება. მატარებელს არ შეუძლია იმ ინტენსიობით დამუხრუჭება, რომ მემანქანე კაბინიდან გადავარდეს, სალონში ხალხი დაიხოცოს და მატარებელი ლიანდაგიდან ამოხტეს. მაქსიმუმ ის ხალხი ვისაც ხელი არ უკიდია სახელურზე ძირს დაეცნენ და ჰა და ჰა ვინმემ დაცემისას ტრამვა მიიღოს თუ თავი რაღაცას დაარტყა ან ზედ კიდევ სხვა დაეცა. ისიც ფანტასტიკაა რომ იმის მიუხედავად რომ მატარებელი დამუხრუჭებისას გვირაბში კედლებს ეხაჯება, საკონტაქტო რელსი არ ზიანდება და არ ხდება მოკლე ჩართვა, რის შედეგადაც საკონტაქტო რელსი გაითიშებოდა.
4. დისპეჩერს აქვს ინფორმაცია რომ გვირაბში წყალია და შეიძლება საკონტაქტო რელსში მოკლე ჩართვა მოხდეს და დაუყოვნებივ არ თიშავს მას. ესეც ვთქვათ რომ ფილმია, უკვე რუსულ უწესრიგობასაც ვერ დააბრალებ იმდენად სასაცილო რამაა, მითუმეტეს რუსეთში მეტროში მართლაც წესრიგი აქვთ.
5. წყლის ნაკადი იმხელაა რომ ვაგონს იტაცებს და ჯერ კედლისკენ მიაქვს, შემდეგ გვირაბში გაიტაცებს - ამაზე ნოუ კომენტ.
6. კახას შეკითხვა რომ წყალი საკონტაქტოს ეჯახება როცა ხალხი გარბის - რა თქმა უნდა, წყლის შხეფიც საკმარისი იქნებოდა რომ დაერტყა. თანაც ხალხი მატარებლიდან ჩამოდის საკონტაქტო რელსის მხარეს წყალში და არავინ არ ეხება ასეთ სივიწროვეში საკონტაქტოს. ესეც თითქმის გამორიცხულია.
7. ფილმის გმირები ბოლოს ხვდებიან რაღაც მცირე სათავსოში, რომელსაც ,,ბუნკერად" მოიხსენიებენ და მას ზევით ქუჩასთან შვეულებრივი ჭა აკავშირებს, ღია ცხაურით დახურული. მეტროში ბუნკერებზე ფილმის რეჟისორს ძალიან სპეციფიური წარმოდგენა აქვს - ორიოდე კვადრატული მეტრის სათავსო რომელიც ზემოდან ფაქტიურად ღიაა და წვიმის წყალი პირდაპირ მასში ჩადის. მეტროში სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები ოდნავ განსხვავდება იმისგან რაც ფილმშია ნაჩვენები

და საერთოს მეტრო ასეთი ჭებით არასდრის არ უავშირდება მიწის ხედაპირს. მეტროს ჭები, ანუ სავენტილაციო და საკაბელო შახტები სულ სხვანაირია.
8. გვირაბის კონსერვაცია არანაირი თხევადი აზოტით არ ხდება

მგონი ამაზე ყველაზე უფრო მეტად ვიცინე ფილმის ყურებისას, ყველა სხვა სისულელესთან შედარებით. თავი დავანებოთ რომ საუბარია არა კონსერვაციაზე არამედ დალუქვაზე (რუსულად ,,ზაბუტოვკა"), მაგრამ მეტროპოლიტენის უფროსი კონსერვაციას ახსენებს, ეგ არასწორი ტერმინის გამოყენებაა და თავი დავანებოთ. დალუქვისას მას შემდეგ რაც ხდება იზოლირებული მონაკვეთის ჩაკეტვა ჰერმეტიული კარებით, შემდეგ კეთდება ბეტონის საცობი და ესაა. გარდა ამისა ჩვეულებრივი მონაკვეთის ერთდროულად რი მხრიდან ჩაკეტვა ასე უცებ შეუძლებელია: ჰერმეტიული კარებები მხოლოდ თითო-თითო დგას გვირაბებში, ანუ რომ ჩაკეტავ, მეორე მხარეს ისევ რჩება გამოსასვლელი. ორი კარი დგას მხოლოდ მდინარის ფსკერის გადაკვეთისას, მაგრამ ფილმში ნაჩვენები ადგილი არ არის მდინარის ფსკერთან (ჭა ქუჩაში ამოდის), ასე რომ იქ მხოლოდ ერთი ჰერმეტიული კარი შესაძლოა ყოფილიყო.
9. თუ გვირაბში ასეთი რაოდენობის წყალი შევა, მის ზემოთ ზედაპირი აუცილებლად დაიწევს და შეიძლება ნგრევა გამოიწვიოს. დავშუშვათ, ეს მომენტი არ არის ნაჩვენები რადგან უშუალოდ სიუჟეტს არ ეხება.
10. სადგურიდან ხდება ხალხის ევაკუაცია და ჩართულია მხოლოდ ერთი ესკალატორი. დავუშვათ, შუა რემონტზე იყო. ჩამსვლელი რატომ არ გადართვეს ამოსვლაზე?
აი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ იმ მოვლენაზე, რომელიც გახდა სავარაუდოდ ფილმის სიუჟეტის შთაგონება: მცურავი ქანების გარღვევა სანკტ-პეტერბურგის მეტროში, რომლის შედეგად ოირ გვირაბი დაულუქა და შემდეგ აშენდა პარალელური გვირაბები. როგორც ნახავთ, სინამდბილეში ყველაფერი გაცილებით უფრო პროზაულად იყო და მოულოდნელობების გარეშე, ხალხის დაზარალებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია:
http://seenandheard.ru/razmiv-podborca.htmlმოკლედ ამ ფილმში ტექნიკური მხარე ფანტასტიკაა და მაგიტომ ვთქვი რომ დრამა უფროა მთავარი გმირების პირადი ცხოვრების შესახებ ვიდრე ფილმი მეტროზე. იგივე წარმატებით გვირაბში შეიძლება უცხოპლანეტელები დახვედროდნენ რომლებიც თავს ახდიდნენ ვაგონს და მგზავრების ჭამას დაიწყებდნენ, გმირები კი მათგან გადარჩენისთვის იბრძოლებდნენ.