Stelsრა გინდა პირდაპირ ვერ გამაგებინებ?
[QUOTE]
1. Horde - რომელსაც უფრო ფუნქციონალურად არის მდიდარი
2. SquirrelMail - რომელიც ძირითადად სიმარტივეზე უფროა ორიენტირებული ვიდრე ფუნქიონალობაზე
ეს არ არის მთავარი როცა mail server-ს აკეთებ.
[/QUOTE]
და სად დავწერეთ რომ მთავარია?
[QUOTE]
ისიც ტეხავს, რომ ან არ კითხულობთ რასაც ვწერ ან კითხულოჰთ და არ ითვალისწინებთ
სერვერების საქმეში ოდნავი გამოცდილება მაინც თუ გაქ?
[/QUOTE]
და რა კავშირშია ეხლა ერთმანეთთან ის რისი ციტირებაც მოიტანეთ და რა კითხვაც დაგვისვით? შეგიძლება გაგიკვირდეს და ამ სერვერს 2 საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ემსახურება.
[QUOTE]
mx სერვერზე პატარა ინფორმაციას მაინც თუ ფლობ?
[/QUOTE]
აქაც შეიძლება გაგიკვირდეს პასუხი, მაგრამ ვფლობთ. თავში, როცა ეს თემა გავხსენით დავწერეთ:
[QUOTE]
სერვისი ამჟამად ნაწილობრივ ამუშავებულია მისამართზე:
http://mail.georgia.ge[/QUOTE]
რაც იმას გულისხმობს, რომ ჯერ სრულად არ მუშაობს. აღარ ჩავთვალე საჭიროდ mx ჩანწერებზე საუბარი. დღეიდან გაკეთდება შესაბამისი ჩანაწერი და შეგიძლიათ ზეგიდან უკვე ესეც ამოწმოთ.
[QUOTE]
QUOTE (maxo-tt @ 24 Mar 2013, 12:04 )
სასიკვდილოდაა განწირული ეს პროექტი. ვის ჭირდება ქართული ელ-ფოსტა, თანაც ფასიანი?
+1
[/QUOTE]
[/QUOTE]
შეიძლება არ ვარ მართალი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება გულით გინდათ... ყოველ შემთხვევაში თქვენი თემასთან შეუსაბამო კომენტარები მეტი არაფრის მთქმელია...
დაიხურება თუ არა ამას დრო გვანახებს. უბრალოდ კარგი იქნება თუ ისწავლით როცა სხვა რამის კეთებას ცდილობს, მითუმეტეს ისეთს, რითაც სხვას არაფერს არ ავნებს, უაზრო და პესიმისტურ მოსაზრებებს მაინც ნუ დაუწერთ. არავინ გთხოვთ თქვენი კატეგორიის ხალხს დახმარებას. კარგი იქნება თუ უბრალოდ შეძლებთ და საერთოდ არ გააკეთებთ კომენტარებს... თქვენ ჯობია აკეთოთ ის რაც ყველაზე კარგად გამოგდით. იმედია რასაც აქ აკეთებთ ეს არ არის ის რაც ყველაზე კარგად გამოგდით... არა, არ იფიქროთ ამით მე რამე აზრი შემეცვლება და რახან თქვენ ორმა იწინასწარმეტყველეთ ამ პროექტის დახურვა ეხლავე ვიფიქრებ ამის გაკეთებაზე. უბრალოდ მე ვფიქრობ უმჯობესია ასეთი კომენტარების ნაცვლად ადამიანს საერთოდ არაფერი უთხრათ... მე არსად არ დამიწერია, რომ გინდა თუ არა ეს პროექტი იმუშავებს დამანდვილებით. პირიქით, ერთ ერთ ჩემს მიმოწერაში ესეც ვთქვი:
[QUOTE]
რა თქმა უნდა თუ მთლიანად ჩვენი პროექტი არ დაიხურა
[/QUOTE]
მე ალბათობას მაინც ვუშვებ, რომ შეიძლება ასეც მოხდეს, და თუ ასე მოხდა არც შემრცხვება იმის, რომ ვამტკიცებდი დაზუსტებით ამ პროექტის სიცოცხლის უნარიანობას. რას აპირებთ თქვენ თუ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა?! ძალიან სინტერესო იქნება როგორი იქნება თქვენი კომენტარები. იმედს მოვიტოვებ, რომ თქვენი საკადრისი...
აქვე მინდა შევწყვიტო კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით... ხვალიდან პროექტი ეშვება ტესტირების რეჟიმში და საჭირო რაოდენობა კანდიდატების უკვე მოგროვდა. მას მერე რაც პროექტი ოფიციალურად გაეშვება აუცილებლად დაგიბრუნდებით სხვა თემით...
დიდი მადლობა და წარმატებები ყველას...
ადმინისტრატორ ვთხოვ დახუროს ეს თემა... წინასწარ მადლობა...
This post has been edited by Frodo on 25 Mar 2013, 00:08