ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს და მის გარემოცვას მოპარული 19 მილიარდის უკან დაბრუნება მოსთხოვა!
10 სექტემბერი, 00:27
დარეჯან ლიპარტელიანი
ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის და პრემიერად დანიშვნისთანავე პირველი რაც გააკეთა, ის იყო, რომ, თავისი ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი ადამიანებისგან, ფინანსისტების, ეკონომისტების, აუდიტების და სხვადასხვა დარგის ექსპერტ-სპეციალისტებისგან -ამუშაო ჯგუფი შექმნა. ჯგუფი პრემიერმა გასაიდუმლოებულ ვითარებაში შექმნა და მუშაობაც ამავე რეჟიმით მოუხდა. ჯგუფის არსებობის შესახებ დღემდე არაა ცნობილი და მხოლოდ კულუარებში მოარული ხმების დონეზე საუბრობენ, რომ საიდუმლოდ შექმნილ სამუშაო ნდობის ჯგუფს, პრემიერმა ნაციონალური ხელისუფლების, კონკრეტულად კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მისი ახლო გარემოცვის მიერ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონების და თანხების უკანონოდ მიტაცება-მითვისების ფაქტების გამოვლენა დაავალა, აცხადებს კონფიდენციალური წყარო `ექსკლუზივნიუს~-თან საუბარში და დეტალურად ჰყვება ნდობის ჯგუფის მიერ აღმოჩენილი მრავალი კანონდარღვევის ფაქტების შესახებ, რომელიც ნაციონალურმა ხელისუფლებამ და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილმა თავის უახლოეს გარემოცვასთან ერთად 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ჩაიდინა. უფრო კონკრეტულად კი, იმ ფინანსურ დანაშაულზეა საუბარი, როცა სახელმწიფოს კუთვნილი თანხები მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ბოლო 9 წლის განმავლობისაში მოიპარა.
Uუპირველესად, ჯგუფმა წინა ხელისუფლების ჩინოვნიკთა ფინანსური მაქინაციების გამოსავლენად ენერგომატარებლებში დაიწყო მუშაობა. ჯგუფის წევრთა ვარაუდით, კორუფციის ყველაზე დიდი წყარო ენერგომატარებლებში რომ იქნებოდა, გამართლდა. ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა, სწორედ გაზის და დენის ხელოვნურად გაზრდილ ტარიფებში იყო. ზედმეტად ამოღებული ასეულობით მილიონობით ლარი `ტყდებოდა” ყოველწლიურად და ჯამში, 9 წლის განმავლობაში რამდენიმე მილირდი ლარი შეადგინა. თანხები უშუალოდ მოსახლეობის, კერძო მეწარმეების და ბიზნესმენების გაწეწვის ხარჯზე იქმნებოდა და კვალის დასაფარავად კი იმდენად ჭკვიანურად იყო ფინანსური მაქინაციები შეფუთული, ასევე თანხებიც ოფიციალურად იმდენად სწორად იყო თითქოს გაწერილი, რომ მის კანონიერებაში ეჭვის შეტანა, ნამდვილად არ იყო ადვილი. აღმოჩენილი დარღვევების და თანხების დატაცების ფინანსური სქემა პრემიერს, გაშიფრული შეუტანეს და ამის შესახებ ჯგუფმა ყველა დოკუმენტალური მტკიცებულებებიც თან დაურთო. დასკვნაში კი ნათქვამი იყო რომ, ნაციონალური ხელისუფლების რამდენიმეკაციანმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ თაღლითური გზით დიდი ოდენობის თანხები მოიპარა და მიიტაცა. ნდობის სპეცჯგუფმა პრემიერს წარუდგინა რეალური სურათი ფინანსური მაქინაციების შესახებ. სპეციალისტებმა პრემიერს მაგიდაზე მტკიცებულებათა მთელი პაკეტი დაუდეს. წარდგენილი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ პრემიერი შოკში ჩავარდა. ივანიშვილი მოპარული თანხის რაოდენობით გაოგნდა. გაზის და დენის ფინანსური მაქინაციების გამოვლენის შემდეგ პრემიერმა ჯგუფს საწვავისგან შემოსული შავი ფულის შემოდინების სქემის და მისი კანონიერების გაშიფვრა დაავალა.
საწვავის ბიზნესში კი უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ გარეული. სპეც-ჯგუფმა საწვავის ხელოვნურად გაძვირების მთავარ მიზეზს მიაკვლია. მთავარი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის დაინტერესება იყო, რაც იმდენად დიდი იყო, რომ მუშა ჯგუფმა სპეციალური გამოთვლებით და მაღალი დონის სპეციალისტების დასკვნის სააფუძველზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ხელისუფლებას ერთი ლიტრი საწვავის ღირებულებიდან, ქეშად ერთი ლარი რჩებოდა. საერთო ჯამში, ქეშად მიღებული თანხა ასრტრონომიულ ციფრს მიუახლოვდა და მილიარდს გადასცდა. სააკაშვილის `ყულაბაში~ კი კოლოსალური თანხა დაგროვდა. ნაძარცვი თანხა ნაციონალური ხელისუფლების არაოფიციალურ, ე.წ “ოფშორული” ზონის ანგარიშებზე ილექებოდა. თანხები მდინარესავით შეუფერხებლად გაედინებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფულის პერმანენტულად გადინებამ, ცხადია, ქვეყნის უარყოფით პროცესებს, ეკონომიკურ კრიზისს შეუწყო ხელი. ამ ყველაფრის შესახებ უშუალოდ პრეზიდენტი იყო საქმის კურსში, თუმცა მიხეილ სააკაშვილს ფინანსური დაინტერესება უფრო ჰქონდა. როცა პრემიერს ეს ყველაფერი, დათვლილი და გაანგარიშებული, თანდართული დოკუმენტაციით წარუდგინეს, ივანიშვილს ემოციისგან თავი ვერ შეუკავებია და გაბრაზებულს დაუყვირია: მიშას არ ვაპატიებ ქართველი ხალხის გატყავებას და მათ ხარჯზე მილიარდელობას. ყველა ვარიანტში დავიჭერ და მოპარულ მილიარდებს უკან მოვატანინებო. ბიძინა ივანიშვილის გაბრაზების შესახებ ნახევარ საათში მიხეილ სააკაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია. ცოტა ხანში პრემიერმა ინფორმაცია პრესით გაავრცელა. პრეზიდენტი საწვავის ბიზნეს-ინტერესებსა და კორუფციაში ხმამაღლა დაადანაშაულა, მაგრამ პრემიერს არაფერი უთქვამს თავისმიერვე შექმნილი ჯგუფის არსებობის და ასევე იმ მილიარდების შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ მოიპარა.
პრეზიდენტმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, პრემიერის ნათქვამი მაშინ საქილიკოდ გაიხადა და ევროპულ პრესაში პრემიერ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო, ნაციონალების დაფინანსებული სტატიებიც გამოჩნდა სათაურით; `ახალი მთავრობა, დემოკრატიის შუქურას მიხეილ სააკაშვილს დაჭერას უპირებს~. `ნატოს კარები საქართველოსთვის სამუდდამოდ დაიკეტა.~ ვინც ძალიან კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და იცის რომ, სიტყვებს ჰაერში არ ისვრის და ის, რაც თქვა პრემიერმა მიხეილ სააკაშვილზე, მართლაც შეუსრულებს, მიშა დაფრთხა და ამიტომ, გარდა უცხოურ პრესაში სტატიების დაფინანსებისა, სააკაშვილმა სხვა ქმედითი ნაბიჯებიც გადადგა, აცხადებს ჩვენი კონფიდენტი `ექსკლუზივნიუს~-თან საუბრისას. მიშამ თავის ბიძა თემურ ალასანია ჩართო პრემიერთან დაპირისპირების განსამუხტად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა თემურ ალასანია სათოფეზე არ გაიკარა. მიშამ ამის შემდეგ ამერიკის ელჩთან სცადა ბედი, იქნებ შეწყვიტოს ბიძინა ივანიშვილმა ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მოპარული თანხების დათვლა და ქექვაო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის ელჩისთვის უთქვამს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა გაუკეთა მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წლის განმავლობაში, რაც მოიპარეს უკნ დააბრუნონ და სულ მცირე შეღავათს კი გავუკეთებ და ბევრს ვერაო; დააბრუნოს 12 მილიარდი და 7 მილიარდს ვაპატიებო. ეს 7 მილიარდი კი, სრულიად უიმედო, ეგრეთწოდებული უპერსპექტივო ვალებია, რომლის დაბრუნების პერსპექტივა და შანსი, ბუნებაში არ არსებობს.
მიუხედავად იმისა რომ ევროპული და ამერიკული ლობი ორგანიზაციები ახალ ხელისუფლებასთან ცდილობდნენ მოლაპარაკებებს და შედეგს ნაწილობრივ მართლაც მიაღწიეს ე.წ კოჰაბიტაციით, ნაციონალური ხელისუფლების თითქმის ყველა ლიდერის სურვილი იყო, ახალ ხელისუფლებას ძველი ხელისუფლების თანამდებობის პირთა მიმართ ფინანსური ამნისტია განეხორციელებინა, რასაც რესპუბლიკური პარტია მხარს აქტიურად უჭერდა. პრემიერ მინისტრმა და ხელისუფლების წევრთა უმეტესობამ ფინანსურ ამნისტიას არათუ არ დაუჭირა მხარი, ეს საკითხი არც კი განიხილა.
დიდი ნაციონალური აჟიოტაჟის მიუხედავად, პრემიერის ნდობის ჯგუფმა მაინც გააგრძელა ნაციონალების და მიხეილ სააკაშვილის მიერ მოპარული ქონების და თანხების დათვლა. გაკეთდა აუდიტორული შემოწმება იმ კომპანიებისა, საიდანაც მდინარესავით მიედინებოდა თანხები პრეზიდენტის და მისი გარემოცვის ანგარიშებზე, რომლებიც “ოფშორში” აქვთ ნაციონალებს დარეგისტრირებული. საბოლოოდ, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ჯგუფმა დაადგინა, რომ ნაციონალური მოძრაობის ელიტ-ჯგუფმა ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად 9 წლის განმავლობაში დაახლოებით 19 მილიარდი თანხა მოიპარა. ამაში შედის იმ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და სხვა უძრავი ქონებაც, რომლებიც ჩალისფასად ჩაიგდეს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა.
ნდობის ჯგუფის დასკვნის გაცნობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს შეუთვალა, იმ 19 მილიარდიდან უნდა დააბრუნოთ 12 მილიარდი, 7 მილიარდს კიდევ გიშეღავათებთო, მაგრამ ქონების დაბრუნებაზე მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას, ყველას ერთად კატეგორიული უარი განუცხადებიათ. სწორედ ეს მოტივი იყო ვანო მერაბიშვილის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი. ყველაზე დიდი ქონება მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის შემდეგ, ვანო მერაბიშვილს აქვს, ანუ მილიარდზე მეტი ქონება. მოკლედ, როგორც კი გადადგება მიხეილ სააკაშვილი, ადვილი შესაძლებელია პრეზიდენტი სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დააკავონ. რაც შეეხება დოკუმენტალურ მტკიცებულებას მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, იმდენად მტკიცე და მყარია, რომ ქვას გახეთქავს, ცხადია, ამერიკის და ევროპის ლობი ორგანიზაციები თუ არ აუმხედრდნენ და ხელი არ შეუშალეს ახალ ხელისუფლებას, სამართლიანობის აღდგენაში, აცხადებს ჩვენთან საუბარში კომპეტენტური ინფორმატორი, ვინც კარგად იცის, თუ როგორ მისხალ-მისხალ დათვალეს მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის წევრების მიერ მოპარული ქონება და თანხები, რომლის რაოდენობა დაახლოებით 19 მილიარდს შეადგენს. Uუბრალოდ, მოსმენილი იმდენად ძნელად დასაჯერებელია, შესაძლოა არც კი დავიჯეროთ და გაიფიქროთ რომ, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეეფერება, მაგრამ ყველას ხომ გვახსოვს, რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა? როგორ ხდებოდა საკვებ პროდუქტებზე ფასებით თამაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?! მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იყო ის ფასები უძრავ ქონებაზე, რაც იყო საქართველოში 2004-2007 წლებში. ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა დაასახელოთ იყო უძვირესი საქართველოში, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, დაწყებული საკურორტო დასვენებით, დამთავრებული საწვავის ფასით. ასევე ძვირადღირებული იყო გაზის და დენის ფასი, უძვირესი იყო წამლები და მკურნალობა. და საერთოდ... არ მიკვირს და მჯერა კიდეც, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შეძლო და 19 მილიარდის ოდენობის თანხა და ქონება, მართლაც მოიპარა. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ და არანაირი 7 მილიარდის შეღავათი არ გაეწიოთ, რადგანაც ეს არც ბიძინა ივანიშვილის და არც არჩილ კბილაშვილის გადასაწყვეტი არ გახლავთ. რადგანაც მათ მოიპარეს ქართველი ხალხის კუთვნილი ქონება, ამიტომ მათი დასჯაც თუ შეღავათის გაწევაც ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და სხვისი არავისი!~
http://www.exclusivenews.ge/?page=view&artid=153&v2გაოგნებული ვარ, არ ვიცი რა კომენტარი დავწერო