მუხლი 373. ცრუ დასმენა (28.04.2006. N2937)
დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა,-
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით;
ბ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
ასეთ დროს დამატებით საჩივრის/განცხადების შეტანაა არაა საჭირო (როგორც წესი)
მაგალითად ,,ა''-მ ,,ბ''-ს დააბრალა, რომ ,,ბ''-მ მოიპარა კონკრეტული ნივთი, მაგალითად, მანქანის სარკე (აქტუალურია

),
და ამის თაობაზე განცხადებით მიმართა პოლიციას. ჩატარებული გამოძიებით თუ დადგინდა, რომ ,,ბ''-ს მიერ ქურდობას
ადგილი აქ ქონია, ,,ა" ავტომატურად ეძლევა პასუხისგებაში ზემოხსენებული მუხლის საფუძველზე.
ოღონდ დაბრალება უნდა იყოს კონკრეტული და კონკრეტულ პირზე და არა ზოგადი ხასიათის, მაგალითად ,,ა"-ს რომ ეთქვა,
,,ბ''-მ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ არ მიეთითებინა კონკრეტულად რა ჩაიდინა, ,,ა'' არ მიეცემა პასუხისგებაში.... პირი პირდაპირ უნდა ადებდეს ხელს სხვა პირს, რომ მან
იქურდა, იყაჩაღა, გააუპატიურა და ა.შ.
ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ცრუ ჩვენება არ არის, ცრუ დასმენაა.
ცრუ ჩვენება მაშინაა, რომ გამოძიების დროს კონკრეტული
პროცესუალური სტატუსის მქონე პირი, მაგალითად, მოწმე, დაზარალებული, ესპერტი და ა.შ. არასწორ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას.
This post has been edited by carvera on 18 Oct 2013, 18:51