აგერ, ეს სიუჟეტი ნახეთ, მეგობრებო!
http://maestro.ge/?address=uc&id=55507&page=1მიუხედავად იმისა, რომ ამ სიუჟეტში ნათქვამია, ვრცელ ვერსიას 23 საათზე შემოგთავაზებთ არგუმენტებშიო, ვერც 23 საათზე ვიპოვე რამე პოლიტმეტრში და ვერც გვიან, არგუმენტებში.
ეტყობა, რაღაც მიზეზის გამო, მთლიანად მოხსნეს, ყოველ შემთხვევაში ახლა მაინც.
იმედი ვიქონიოთ, რომ სხვა დროს გვანახებენ.
ახლა რატომ გავხსენი ეს თემა:
ჯერ ერთი ის, რომ მსგავსი ფაქტები ჩვენი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
მეორე:
მახსოვს, აქ ადრე, სადღაც 2012 წლის მაისში თემა გახსნა, თუ არ ვცდები რე-ვერამ, ქსნის ციხეზე პატიმრის პ.ო-ს გაუპატიურებაზე და როგორც ყოველთვის ღლიცინი ატყდა.
იმ მოღლიცინეებისთვის ცალკე ეს თემა საჩუქრად.
მესამე:
აფერისტი ტუღუში , რომელიც მაშინ სახალხო დამცველი იყო, ამტკიცებს რომ მსგავსი არაფერი სმენია.
მსგავსი საქმეებიც მის ანგარიშებში არასდროს მოხვედრილა.
და ეს კაცი ცდილობს კიდევ უფლებადამცველად წარმოგვიდგეს თეთრ ფრაკსა და თეთრ ხელთათმანებში ჩაცმული.
ბოლო და მთავარი:
არჩევნები ახლოვდება.
არ დაგვავიწყდეს ჩვენი გუშინდელი დღე. კანდიდატი, რომელიც ყველაფერზე გაიძახის, არ ვიცოდი, მიმალავდნენ, სიმართლე არ მეგონა, ამას როგორ დავიჯერებდიო, კვლავ ცდილობს სადმე სკამზე აფოფხებას, თუნდაც მთავარი ოპოზიციონერის მანტიით.
არ მივცეთ მას დაბოლების საშუალება და ყოველ წამს შევახსენოთ მისი გუნდის სამაგალითო მიღწევები საქართველოს დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის გზაზე!
თუ ისევ იმის მტკიცებას გააგრძელებს, არაფერი ვიცოდი და გამომეპარაო, ოფიციალურად შევარქვათ ქვეყნის სამაგალითო იმბეცილის სახელი!
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახლანდელი კანდიდატები ყველა ერთხმად ამტკიცებს იმის შესახებ, რომ ან არაფერი სმენია, ანდა სმენია და შიგნიდან აპირებდა ამ სისტემის გაჯანსაღებაზე ზრუნვას.
გავიხსენოთ ყველაფერი კიდევ ერთხელ და ყველას საკადრისი მივუზღოთ!
გმადლობთ ყურადღებისთვის!