Slon-heანუ ჩვეულებრივი სოკოა, ანუ ტყეში იზრდება ესეც და გამორჩევა უნდა და მერე ჭამენ და აყლევებს

აი დავუშვათ ერთმა თქვა ტყეში ყვავილი მოვწყვიტე და ყვავილმა დაიყვირაო
დაბოლილებში რო მანქანაში ჩაუჯდებიან ვიღაც ###ს, ისიც ეუბნება სოკოები არ გინდათო, და არაო, და მე ერთს ჩავურტყავო - ფილმში
ჯადოსნურ სოკოებს ეძახიან, ძაან მაგარი რაღაც ყოფილა, არც შეჩვევას იწვევს და არც მავნე მხარეები არ აქვს
ჯადოსნური სოკოები იწვევს ჰალუცინაციებს, თუ მოინდომებ ნაშობაც მოგეჩვენება და კაი დროსაც გაატარებ

ჰალუცინოგენები
ჰალუცინოგენები ნარკოტიკების სხვადასხვაგვარ ჯგუფებს წარმოადგენენ. ზოგიერთი ბუნებრივია. მაგალითად, “ჯადოსნური სოკოები” და კაქტუსის ალკალოიდი ნივთიერება მესკალინი. სხვები ლაბორატორიებში მზადდება. მაგალითად, LSD, რომელიც “მჟავის” სახელითაა ცნობილი და ჰალუცინაციებს იწვევს.
ამ ჯგუფის ნარკოტიკული დაშუალებები ცნობიერებაზე, შეგრძნებებსა და აღქმაზე უდუდეს გავლენას ახდენენ. მომხმარებელს ჰალუცინაციები ეწყება.
ჰალუცინოგენების უმეტესობა მიჩვევას არ იწვევს, თუმცა მისი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვითარდება ლტოლვა ამ ნივთიერებისადმი. ჰალუცინოგენის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები ხშირად იღუპებიან.
წყარო:
http://ucnauri.com/91435/%E1%83%9C%E1%83%9...83%91%E1%83%90/ესეც ფორუმზე წაკითხული

წყარო:
სოკოწმინდა ფსილოციბინი ქვია მეორენაირად
აი ეს კი ყველაზე საინტერესო:
http://goldeneternity.blogspot.com/2010/12/blog-post_28.htmlინტერვიუ, რომელმმაც ჯადოსნური სოკო დააგემოვნა:
წმინდა ფსილოციბინი და ჯადოსნური სოკოები

ზაფხულში 6 წლის გავხდი. “ალისას საოცრებათა ქვეყანაში” ვუკითხავდი ჩემს ძიძას. მას ყველაზე მეტად მოსწონდა ისტორია ალისაზე და სოკოებზე, სულ ხითხითებდა. 14-ის იყო და ველურ ვარდს ეძახდნენ, იმიტომ რომ წითელკანიანების ტომიდან იყო. წერა-კითხვა არ იცოდა, ვცდილობდი მესწავლებინა, მაგრამ საერთოდ არ აინტერესებდა. სამაგიეროდ სოკოებზე ყველაფერი იცოდა.
ეს სულები, მთვარიდან ჩამოდიან, მიხსნიდა ბებიაჩემი, თუ ცოტას შეჭამ, მათთან ცეკვას შეძლებ, მათთან ერთად მთვარეზე გაფრენას შეძლებ, თუ მოგინდება. ოთხივე მხრიდან მოკბიჩავ და ცხელ ჩაის დააყოლებ. ამის შემდეგ ყველაფერს დაინახავ. ეს - ჯადოსნური სოკოებია. ბებიაჩემმა იცოდა, სად მოეძებნა, იცოდა სიტყვები, რომლებიც მათ მიწის სიღრმიდან გამოჩენას აიძულებდნენ. გინდა გასინჯო?
ეს იყო ბანლიფში, კლდოვან მთებში, 1922 წელს. დიდი ნაციონალური დღესასწაულის დღეს, ველური ვარდის მთელი ოჯახი, ყველა ვინც ტომში დარჩა, საუკეთესო სამოსში გამოეწყო და პატარა, ნაირფერად მორთულ ცხენებზე ამხედრებულები მთიანი რეზერვაციიდან ქვემოთ დაეშვა, ქალებთან და ბავშვებთან ერთად, ისინი თეთრ ტურისტებს ყურადღებას არ აქცევდნენ და არც უღიმოდნენ. ტურისტები კი აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ ამ გამჭირვალე და თითქმის უხმაურო პროცესიას. მთელი ჯაჭვი საკურურტო დასახლების ერთადერთ ქუჩაზე მიიჭიმებოდა, აუჩქარებლად, დისტანციის დაცვით, ქვის ხიდადან - დიდ სასტუმრომდე, ფსევდო-შუასაუკუნეების სასახლემდე, რომელიც დათოვლილი მთის ქვეშ იდგა. საცოდავ ინდიელებს უხდიდნენ, რომ მათ კოქტეილის დროს ტურისტები გაერთოთ. ალბათ, მათ დალევა უნდოდათ, თუმცა ყველა ალკოჰოლური სასმელი მაშინ – და ახლაც – ინდიელებისთვის კატეგორიულად იყო აკრძალული. მათ მხოლოდ ჰალუცინაციური სოკოები და პეიოტლი იცოდნენ, მაგრამ თეთრებთან ამაზე არასოდეს ლაპარაკობდნენ.
1961 წლის შეშლილი ზაფხული, სრულიად უფულოდ ვიყავი პარიზში, ყოველთვის მარტო ან თითქმის მარტო განთქმულ “ბიტ-სასტუმროში”, ჟი-ლე-კიორის ქუჩაზე. შუა აგვისტოში იდგა, ერთი გროშიც არ მებადა, რომ ტანჟერში დავბრუნებულიყავი, სადაც 1950 წლამდე ვცხოვრობდი. ბეროუზი, გინზბერგი, კორსო და მთელი კამპანია იქ გაეშურა, მე კი აქ ამ ბინძურ ოთახში დამტოვეს. სასტუმროს მფლობელს, წმინდა მადამ რაშუს რამდენიმე თვე ვესესხე და იმდენი ხანია არაფერი არ მეჭამა, ისე დავსუსტდი, რომ მხოლოდ საწოლზე გდების მეტი არაფერი შემეძლო. იმასაც ვერ ვახერხებდი ბისტროში ჩავსულიყავი და მეკითხა, ხომ არ იყო წერილი ჩემს სახელზე.
საერთოდ არაფერს არ ველოდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დილას ვიღაცამ ლამაზი კონვერტი მომიტანა, ჰარვარდიდან. ეს უკვე ბევრ რამეს მპირდებოდა. ფსილოციბინების ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად მეპატიჟებოდნენ, ეგრეთ წოდებული ჯადოსნური სოკოების ექსტრაქტით. კვლევებს, რომელსაც ჰარვარდი აფინანსებდა, დოქტორი თიმოთი ლირი ხელმძღვანელობდა. ეს სახელი ძალიან კარგად იყო ჩემთვის ცნობილი.
ცოტახნით ადრე, ყველა ხარჯის ანაზღაურებით, უილიამ ბეროუზი დოქტორ ლირის და ალპერტის მიერ ორგანიზებულ კოლოქვიუმზე დაპატიჟეს, რომელიც ამ ახალ ნარკოტიკს ეხებოდა, - ალპერტი შემდეგ გურუ გახდა და მიიღო სახელი ბაბა რამ დესი. მათ უნდოდათ, რომ ბეროუზს შეეფასებინა ექსპერიმენტის რეზულტატები “უვნებელ და კეთილშობილ” ნარკოტიკზე – ექსპერიმენტი, რომელსაც ისინი ატარებდნენ პატიმრებზე, ოფიციანტებზე, ტაქსისტებზე, და ყველაზე ვინც შემთხვევით ხვდებოდათ დღისით თუ ღამით, განსაკუთრებით კი ღამით. ბეროუზი საშინლად გახდა და როცა მისი სიტყვის ჯერი მოვიდა, მან ყველაფერი თქვა.
ძალიან მალე მე მივიღე პატარა პაკეტი, ზედ მწარმოებლის სახელით “სანდოზი”, შვეიცარია, ნიუ-ჯერსის განყოფილება. თან არ მოყოლია ინსტრუქცია, დოზირება. შიგნით კი 24 აბი იდო.
მეგობარმა შემომიარა, გასინჯვა მასაც ძალიან უნდოდა. ჰოდა, სამ-სამი აბი გადავყლაპეთ. სასიამოვნო ეფექტი მივიღეთ, თუმცა არც ისე შესამჩნევი. მოგვიანებით კიდევ სამი აბი დავამატეთ და დავიძინეთ. გაღვიძებისას, სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, ყველაფერი ისეთი სუფთა იყო. ეს მოქმედება მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ ცოტა ალკოჰოლს მივიღებდით, - ყველაფერი გაქრა. მე და მეგობარმა გადავწყვიტეთ, რამდენიმე დღე დაგვესვენა და დანარჩენი აბებიც მიგვეღო.
ცოტა ხანში კიდევ ერთი შეკვრა მოვიდა ბეროუზისთვის, რომელიც მან მთხოვა მისთვის გადამეგზავნა. კარგად მახსოვს, რომ საჯაროდ დაიფიცა არასოდეს მიეღო, არასოდეს. ჯოჯოხეთში ავღმოჩნდი, ამბობდა ის. ისინი საშინლად მაწამებდნენ. აღარაფრის მოსმენა არ მინდა სოკოებზე.
კარგი. გადავწყვიტე, რამდენიმე დღე მომეცადა, წითელკანიანებივით, ორგანიზმი გამეწმინდა, და შემდეგ 24-ივე აბი მიმეღო, არ ვიცი რამდენი მიკროგრამი, - მიმეღო ჩემი შანსი და მენახა ჯადოსნური სოკოების ცეკვა. მაგრამ ინდიელებისგან განსხვავებით, მე ლოცვას არ ვაპირებდი. უნდა მემუშავა. თავიდანვე მოვამზადდე ხატვისთვის საჭირო ნივთები. ყველაფერი ჩემს სამუშაო მაგიდაზე დავაწყვე, რომელსაც ოთახის მესამედი დაეკავებინა. კიდევ ერთი მესამედი ეჭირა საწოლს და გიგანტურ გარდერობებს სარკეებით, რომელშიც ანრი მიშოსავით ვიმალებოდი, თუ მის აღწერს ვენდობით “საბრალო სასწაულში”.
მაგრამ ასეთი დიდებული მოგზაურობა საწოლში დიდად არ მხიბლაბვდა. ექსტრემალურ სიტუაციებში, ყოველთვის მინდებოდა ხეტიალი, თავგადასავლების ძებნა, შემთხვევების პროვოცირება და არა მოლუსკივით არსებობა. 1954-ში, როცა პირველად გავსინჯე მესკალინი, გამოცდილი მეთვალყურე მყავდა, რომელმაც მირჩია: ნივთები ისე დაალაგე, რომ არაფერმა შეგაწუხოს. თავი აარიდე მოულოდნელ შემოჭრებს შენს ცხოვრებაში. უთხარი მეგობრებს, რომ ვერ გიპოვნიან, თითქოს სამოგზაუროდ წახვედი, - კაცმა, რომ თქვას ეს ასეც იყო. საუკეთესო პირობებში შეიქმენი. სასიამოვნო მუსიკას უსმინე. ისეირნე მშვენიერ ბაღში. ეთამაშე ცხოველებს. მუზეუმში შეიარე. რაც შეიძლება მეტ კარგი მუსიკას უსმინე. იჟიმავე, თუ მოახერხებ.
ეს სიმართლე იყო, სიმართლეზე მეტი! როცა ბაღში თეთრი ყვავილი მოვგლიჯე, მან უეცრად შეჰყვირა. ამ შემთხვევის მერე სულ სხვანაირად ვეპყრობი ყვავილებს. დავინახე, რომ ჩემს გარშემო ყველაფერი ცოცხალი იყო, საერთოდ ყველაფერი, ყველა ყვავილი და მცენარე, ყველაფერი სუნთქავდა, ჩემსავით.
ამ შესანიშნავ ბაღში, რომელიც ტანჟერის განაპირას მდებარეობს, ევკალიპტის ხე დგას, მის ფოთლებში ჯაჭვით დაბმული გორილა კონგო ბინადრობს. ბელგიელმა პატრონებმა გამოაბეს ის ამ ხეს. ხეზე კი ავტომანქანის ძველი საბურავი ჩამოკიდეს, რომელზეც ის ქანაობდა, - ეს ერთადერთი, მისთვის ხელმისაწვდომი სიხარული იყო, თუ არ ჩავთვლით დამთვალიერებლების შეშინებას ბნელ პერსპექტივას.
იმ დღეს მტკიცე ნაბიჯით მივუახლოვდი და დავუძახე: “კონგო! კონგო!”. გორილამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ესმოდა ჩემი და ჩემი ხმა ქარის ქროლვა იყო. ის ტკბებოდა თავისი შავი ატლასის თათებით. თხილს ვესვროდი, ის არც ამას აქცევდა ყურადღებას, თითქოს თხილის დაცემის ხმები წვიმის ხმაური ყოფილიყოს. ის უყურებდა შორეულ ტყეს, ჩემს თავს ზევით, აუღელვებლად. შემდეგ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ტომარასავით დაებერტყა მიწაზე. ნოკაუტი. ჩემი მზერის ძალამ, გასხივოსნებული ადამიანის მზერამ მაიმუნი ხიდან ჩამოაგდო.
ბიტ-სასტუმროში სენ-მიშელის მოედანზე, არც ბოტანიკურ ბაღში, არც კონცერტზე, სადაც არტურ რუბენშტეინს ვუსმენდი, არც საკუთარ საწოლში, აღარ შემხვედრია ველური გორილა. ფსილობიცინმა სამი დღე-ღამის განმავლობაში სრულად დამიმორჩილა, ძილიც არ შემეძლო. არაფრის კეთება არ შემეძლო, თუ არ ჩავთვლით სამჯერ, აქტიურ შემოქმედებით შემოტევას. სამჯერ, ეაკულაციასავით, ჩემი თითებიდან სოკოების ნაკადი გადმოიღვარა.
ეს შეგრძნებები ავღწერე რომანში “პროცესი”.
1977
ასევე შესაძლებელია ამ სოკოების სახლში გაზრდა, რაც არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს
http://www.myvideo.ge/?video_id=338165Psilocybin mushroom
ვიკიპედიის ლინკი:
http://en.wikipedia.org/wiki/Psilocybin_mushroom