მაშ გავაგრძელებ, ეს უბრალოდ ჩემი დაკვირვებაა და სხვა არაფერი, ეხლა რა ხდება,
როგორც ჩემ წინა პოსტებში ავღნიშნე მასონების ანუ თავისუფალ ქვისმთლელების ფესვი
არის ტემპლიერები, დავით აღმაშენებელი მიეკუთვნებოდა მათ და ფლობდა გარკვეულ ძალას,
პირდაპირ რიმ ვთქვათ წმ. გრაალის ძალისხმევას, სწორედ ამან მისცა ძალა მაშინდელ საქართველოს
აღმშენებლობას, როგორც ცნობილია გრაალის იმპულსი ანუ თვით გრაალი როგორც ასეთი
გადადგილებადია და არ წარმოადგენს რაიმე საგანს არ თასს, არამედ ის გარკვეულ ადამიანში
შედის და გარკვეული პერიოდი ის იმყოფება პასიურ მდგომარეობაში, მის გააქტიურებას კი ამ
ადამიანის სულიერი დონე განსაზღვრავს და კიდევ ერთი გარემოება (ამას ქვემოთ ვიტყვი).
ხოდა მასონებმა კი მოიპოვეს ისევ პოლიტიკის და ფულის კონტროლი... და მხოლოდ ცოდნა/უნარი
დარჩათ და გრაალს კი ეძებენ ყველგან სადაც კი მათი ნათელმხილველების მიერ რაიმე შეიმჩნევა,
მაგრამ ეს ძალიან ძნელია მათთვისაც, ვიცით რომ ლენინი იყო მასონი ამიტომაც ასე ადვილად
მოგზაურობდა ევროპაში და კერძოთ შვეიცარიაშიც, იმასაც იხსენებს შვეიცარიის ისტორია თუ
როგორ ჩასვეს ლენინი ერთ დაპლომბირ სატვირთო ვაგონში და პირდაპირ პეტერბურში მოხდა
მისი ტრანპორტირება, მოკლედ რომ ვთქვათ ლენინს ევალებოდა ამ საბჭოთა კავშირი პროექტის
განხორციელება და მან ეს გააკეთა კიდეც, შემდგომ შემოდის სტალინის ფიგურა, რომელიც
არ იყო მასონებთან შეკრული მაგრამ ფლობდა გარკვეულ ძალებს, ციმბორელი შამანებისგან
ალბათ, ხოდა მან გარკვეული ძალები გააქტიურა და მთელი რუსეთი ხელში დაიჭირა ეხლაც კი
მისტირიან, ნუ მის მიერ შექმნილმა კონტროლმა თუ რკინის ფარდის შექმნამ მაინც ვერ უშველა
და მაინც მისწვდენ, როგორც კი დასუსტა მისი ეს ძალა, მეორე მსოფლიო ომი მას ისე ადვილად
არ გადაუტანია, რა თქმა უნდა მან თავისი ძალები არც თუ ისე სიკეთეს მოახმარა და ამიტომაც
განერიდა მას ეს ძალა, თვით ჰიტლერიც იყო გაცნობიერებული ამ საკითხებში და მიელტვოდა
კავსასიას და ვიცით რომ გამწარებული ეძებდა გრაალს. ისევ თავისი ძლევამოსილებისთვის და
მსოფლიო მბრძანებლობისთვის.
უფრო ახლოს რომ მივიდეთ ჩვენ დროსთან, საქართველოში ისევ გამოჩნდა გრაალის ძალისხმევა,
კერძოთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პოლიტ. ქმედების დროს, ეს მთელი მსოფლიოსთვის
გასაკვირი რამ იყო, რომ ყოველგვარ მასონებთან თუ ვინმესთან შეთანხმებით, გარკვეული სტრუქტურების
გარეშე (მაგალითად სტრუქტურები, როგორც ბიძინამ მოამზადა ჯერ და მერე უკვე ქონდა ბაზა)
ამ ყველაფრის გარეშე შესძლეს და მოახდინეს საქართველოს განთავისუფლება ყველასგან, ეს იყო
სასწაული, ნუ ჯერ მასონები დარჩნენ ასე გაკვირვებულნი და მერე რუსეთი თუ სხვანი.
მაგ დროს აფსუებიც წყნარად და შეგუებულნი იყვნენ და ოსებიც, აგრეთვე რუსებიც და ყველა, თითქოს
რაღაც ისეთი მაგიური ხდებოდა რაც მათ არ აძლევდა არავითარი საწინააღმდეგო ქმედების საშუალებას.
ნუ რა თქმა უნდა მასონებმა საქმეში ჩართეს ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც კარგად შეასრულა თავისი
ამოცანა საბჭოთა კავშირის დაშლისა გარბაჩოვთან ერთად (პერესტროიკა) ვინაიდან ეს პროექტი დამთავრდა
და დაევალა საქართველოში რაიმეს მოქმედება ვინაიდან ამ დროს საქართველო არავისგან არ იყო
კონტროლირებადი ნუ გასაგებია, რომ ეს არ მოწონს მსოფლიოს და პროექტების ავტორებს.
ხოდა რა ხდებოდა მაშინ, ედიკაც კი ვერაფერს ვერ მოახერხებდა ერთი რამ რომ არ მომხდარიყო, მოხდა ის
რომ მერაბ კოსტავა გარდაიცვალა ავარიაში (ნუ მოკლეს თუ როგორც იყო) ზვიადი აირჩიეს პრეზიდენტად
მაგრამ ის ძალა აღარ ახლდა, აქედან გამომდინარე გამოდის რომ გრაალი მერაბ კოსტავას გავლით ქმედითებდა
ხოდა ეს ძალა გავიდა (სად და როგორ ცალკე საკითხია), მხოლოდ ინერციით წავიდა ამ ძალის ქმედება მცირე პერიოდი,
ვინაიდან ზვიადი მხოლოდ ამ ძალას ეყრდნობოდა და არავითარი სტრუქტურები არ ქონდა შექმნილი ფაქტიურად ანუ
მარტო დარჩა, ნუ როგორც კი იგრძნეს მის მტრებმა ამ ძალის არ არსებობა დაიწყო შევარდნაძის საქმის განხორციელება.
ყველა აუჯანყდა და თვითონაც ვერ უშველა ვერც მისმა ერუდიციამ თუ ხალხის ხმებმა, ნუ პოლიტიკის ხრიკებსაც
არ იცნობდა და მხოლოდ სიმართლის ძახილი თუ მოღალატეთა გამომზიურება უფრო უფუჭებდა იმიჯს ხალხის
თვალში, რა თქმა უნდა ინტრიგებიც დაემატა და საქართველოს პირველ პრეზიდენტს ასე სდიეს და იცით რაც მოხდა.
ხოდა ერთი რამ უნდა ითქვას, რომ გრაალი მერაბში კი იყო მაგრამ მის გააქტიურებას ერთი ან ორი ადამიანიც სჭირდება
ანუ სამნი თუ იქნებოდა უკეთესი ამჯერად ორნი იყვნენ, მე მგონი. მარტოს მას ეს არ შეეძლო ის უბრალოდ ინახავდა მას
ეს ის მომენტია რასაც გრაალის მცველი ქვია.
სხვათაშორი ვეფხის ტყაოსანში რუსთაველმა ეს გააქტიურების მომენტი კარგად აღწერა, როცა ტარიელი ფლობდა ძალას
მაგრამ ვერ ააქტიურებდა და იჯდა ასე მტირალი, როგორც კი სამნი შეიკვრენ გააქტიურდა ეს ძალა და ქაჯეთის ციხეც აიღეს.
ნუ სწორედ იმ დროს დაწერა მან ვეფხის ტყაოსანი რუსთაველი არ იყო გრაალის მცველი ის იყო ხელთდასხმული... ხოლო
გრაალის მცველი დავით აღმაშენებელი გამოდის.
ხოდა მე მგონი გასაგებია ეხლა თუ რას ეძებენ მასონები საქართველოში...
იგივეს რასაც ჰიტლერი ეძებდა რასაც ბერძნები ეძებდენ, სიმბოლურად ოქროს საწმისად წოდებულ ამ გრაალის ძალას.
რატომღაც საქართველოსთან და ქართველებთან კავშირდება გრაალი, პერიოდულად. ნუ მიშამ კი სიმბოლური ფორმები
გაითამაშა, დროშაც აიღო ტემპლიერთა ნუ მშენებელის სახელიც შეიქმნა, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითი რამ იყო
ის არ ფლობდა გრალს, უბრალოდ სიმბოლოებით ითამაშა და იპამპულა კიდეც, ერთხანობას უყურეს იმათმა და ნახეს
რომ აფერისტობს და ნუ რა აღმაშენებელი რის აღმაშენებელი, ნუ წალალეს.
ისიც კარგად მოგეხენებათ რომ საქართველოს ამდენი დიდი ერები იბყრობდენ და მაინც ვერ დაიბყრეს, ეს არის ისტორიული
სასწაული, ფიზიკურად შეუძლებელი რამაა საქართველოს ამდენხანს არსებობა საერთოდ, ეს ბრძოლის ტექნიკით თუ დაუღალავი
მკლავის ან უქარქაშო ხმლების ხარჯზე არ მიღწეულა. ეხლაც გაბრწყინებაზე რომ არის ლაპარაკი, სწორედ ამას შეჰყურებს
მათი კვლევა თუ ინტერესი, ვინაიდან ტემპლიერებს დიდხანს ქონდათ ეს ძალა სანამ სიყვარული იყო, სხვანაირად გრალი
არ გაჩერდება იქ სადაც ბოროტების ფორმაში გადადის მისი ძალის გამოყენება, ხოდა ნუ ინერციით აგერ თამარსაც ქონდა
ეს ძალა მაგრამ ეს მამამისის ძალის ნარჩენიღა იყო და მალე ამოიწურა, ვინაიდან გრაალი დავითში იყო და იყვნენ კიდევ
ისეთნი რომელთა ერთობით აქტიური იყო გრაალი მაშინ. (ნუ ამაზე ალბათ ატეხავენ სისინს ვისაც საქართველო არ უყვარს)
უფ რამდენი ვწერე, გავარგრძელებ ალბათ... იმაზე თუ დღეს რა მდგომარეობაა და რატომ არის ასეთი გაუგებარი სიტუაცია
საქართველოში, თითქოს ყველა ელოდება რაღაცას მაგრამ აგვიანებს? ნუ მერე იყოს ამაზე. ჯერ არ მოუკაკუნიათ.