kardinali100
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 36694
წევრი No.: 129212
რეგისტრ.: 24-March 11
|
#39666198 · 31 Jan 2014, 23:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა 11:19 31-01-2014 საქართველოში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა მთის პრობლემასთან და პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით "ქორთიარდ მარიოტში" სპეციალური კონფერენცია ეწყობა. კონფერენცია სახელწოდებით "SOS საქართველოს მთა" "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის", რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციის განხილვის საგანია მთაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და დემოგრაფიული პრობლემები. ორგანიზატორთა თქმით, 2002 წლის მონაცემებით, საქართველოში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა, ხოლო 152 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები კომლი ცხოვრობს. ამ სოფლების უმეტესობა მთიანი სოფელია, ასევე უმძიმესი მდგომარეობაა საზღვრისპირა ზოლში, რომელიც თითქმის მთლიანად არის დაცლილი მოსახლეობისაგან. საუბარია ასევე ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელიც მომზადების შემდეგ კანონპროექტის სახით წარედგინება პარლამენტს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე დაგეგმილია "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, ლევან ვასაძის სიტყვით გამოსვლაც. .......................................................ლევან ვასაძე მთის საკითხებზე სპეციალური სააგენტოს ან სამინისტროს შექმნის წინადადებით გამოდის 13:15 31-01-2014 ლევან ვასაძე მთის საკითხებზე სპეციალური სააგენტოს ან სამინისტროს შექმნის წინადადებით გამოდის "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მთის საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური სააგენტოს ან სამინისტროს შექმნის წინადადებით მიმართავს. ლევან ვასაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე სთავაზობს მთიან და მაღალმთიან რეგიონებთან მიმართებაში საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას, დემოგრაფიული დახმარების პროგრამების გააქტიურებას და კომუნალური გადასახადების სრულ სუბსიდირებას. საკუთარი მოსაზრებები ლევან ვასაძემ "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე დააფიქსირა, სადაც მან სკაიპის მეშვეობით მიიღო მონაწილეობა. ლევან ვასაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთისა და მაღალმთიანი რეგიონების მიმართულებით შექმნილი ვითარება კატასტროფულია. ბიზნესმენმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა უბრალოდ რეგიონებს, არამედ სასაზღვრო რეგიონებს, სადაც მისი თქმით, მცოცავი ექსპანსია ყველა მხრიდან შეინიშნება. ვასაძის შეფასებით, მაღალმთიანი რეგიონები სადღეისოდ პასიურია როგორც დემოგრაფიული და ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე კულტურული თვალსაზრისითაც. რაც შეეხება მთის საკითხებთან დაკავშირებულ სპეციალური სახელმწიფო უწყების შექმნის საკითხს, ვასაძე ამბობს, რომ ის შეიძლება იყოს მთის სააგენტო, ან სამინისტრო. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ყველა მთიან ქვეყანას აქვს ასეთი ტიპის უწყება და საფრანგეთში მთის სკითხების ხელმძღვანელი პირი ვიცე-პრემიერია. ვასაძემ მაგალითად ასევე დაასახელა შვეიცარია და გერმანია. ბიზნესმენი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ მთის საკითხებთან დაკავშირებით კონფერენციებს რეგულარული ხასიათი მიეცეს და წელიწადში სულ მცირე ორჯერ მაინც ჩატარდეს. "ჩვენ უნდა ჩამოვუაროთ ჩვენს ყველა მაღალმთიან რეგიონს და დავსახოთ ეკონომიკური და დემოგრაფიული ციფრები, რომლის მიღწევასაც ვაპირებთ. ერთად უნდა ვეცადოთ ყველა მთიან რეგიონში გამოვასწოროთ მდგომარეობა, იქნება ეს საგადასახადო შეღავათების, სუბსიდიების თუ მოსახლეობის სხვა გზით დახმარების მხრივ. გამოვაცხადოთ ესა თუ ის წელი პრიორიტეტების შესაბამისად რაჭის, ხევსურეთის, ფშავის, სვანეთის წლად და ასე 5-6 წლის განმავლობაში მძლავრი იმპულსები მივცეთ მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას", - განაცხადა ბიზნესმენმა. მისივე აზრით, საჭიროა მოხდეს მთიან რეგიონებსა და მაღალმთიან სასაზღვრო რეგიონების დიფერენცია და გადასადგმელი ნაბიჯები როგორც მთიან, ასევე მაღალმთიან სასაზღვრო რეგიონებს შორის დიფერენცირებულად გადაიდგას. ლევან ვასაძემ ასევე მხარდაჭერა გამოხატა პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების დასახლებას ითვალისწინებს. სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია სახელწოდებით "SOS - საქართველოს მთა" ამ წუთებშიც გრძელდება. კონფერენციაში მონაწილეობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. განხილვის ერთ-ერთი საგანია მთის შესახებ პროექტი, რომელსაც შესაძლოა მოგვიანებით საკანონმდებლო ინიციატივის სახე მიეცეს........................................მთის პრობლემების გადასაჭრელად, პატრიარქი ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებს სთავაზობს 12:16 31-01-2014 მთის პრობლემების გადასაჭრელად, პატრიარქი ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებს სთავაზობს სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში. მთის პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებსა და მოსაზრებებს სთავაზობს. ამ თემაზე პატრიარქის სპეციალური წერილი "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე წაიკითხეს. "გულითადად მოგესალმებით დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და გამოვხატავ ჩემს მადლიერებას მთის პრობლემების წინ წამოწევის გამო. ამ თემაზე გასულ წლებში არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს ქადაგებებსა და ეპისტოლეებში, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია. ვიმედოვნებ, ეს კონფერენცია, ქმედითი ღონისძიებების საწყის ეტაპად იქცევა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი და სამუშაო ადგილები შესაქმნელი, რომ ხალხი დაინტერესდეს და მთისკენ იბრუნოს პირი. ვინ შეიძლება დასახლდეს აღნიშნულ რეგიონებში? პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაბრუნდეს და თუ ამას ვერ მივაღწევთ, პირობები უნდა შეიქმნას, თუნდაც მათი ნახევარწლიანი მომთაბარე ცხოვრებისათვის, ანუ ნაწილობრივი დაბრუნებისათვის მიტოვებულ ადგილებში. კარგი იქნება, თუ დავასახლებთ (წინასწარი მომზადების შემდეგ) მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდა და რომელთაც აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტიურად, ქუჩაში წასვლა უწევთ. შეიძლება ვიფიქროთ იმ ოჯახებზეც, რომლებმაც გაჭირვების გამო დაკარგეს სახლ-კარი და ღვთის ანაბარად დარჩნენ. ასევე სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი და თავისი შრომით წვლილი შეიტანონ მხარის აღორძინებაზე. რა თქმა უნდა, წინადადებები სხვაც ბევრი იქნება და ალბათ გაცილებით უკეთესიც, რაც ფრიად სასიხარულოა ჩვენთვის. მთავარია, რეალური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ქვეყანა დაცარიელებული მთიდან გამომდინარე უმძიმესი შედეგებიდან ვიხსნათ. ეკლესია მზად არის, შესაძლებლობისამებრ გვერდში დაუდგეს ამ საქმეს და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გადარჩენაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ღმერთმა ააღორძინოს და გააძლიეროს საქართველოს მთა და ბარი", - აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. სასტუმრო "ქორთიარ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციას "SOS - საქართველოს მთა" სასულიერო პირებიც ესწრებიან...........................................................................................................................................................................................................................აქ არ ახსენებენ და ვერ გავიგე ამათაც სომხეთის ეშინიათ და მაღალმთიან რეგიონად არ თვლიან ჯავახეთს? თუ რამე მისახედია და დემოგრაფიული კატასტროფა პლუს პოლიტიკური არასტაბილურობის საშიშროებაა მოსალოდნელი ჯავახეთია ეგეთი რეგიონი.....მივხედოთ სანამ დროა...ჩაასახლონ ხალხი პირველ რიგში მანდ და მისცენ პრივილეგიები და პრეფერენციები ახალმოსახლეთ.
This post has been edited by kardinali100 on 31 Jan 2014, 23:53
|