უჯარმამდეცაა მიხვეულ მოხვეული და მაშინ პირდაპირ თბილისი-თელავი გავთხაროთ

რეალურად რთული მონაკვეთია გომბორიდან ( 41.856849° 45.204384°), ხიდამდე მდ. თურდოზე (41.871624° 45.352360°). ამ შემთხვევაში გვირაბი არის დაახლოებით 12.5 კმ და გზა მოკლდება სადღაც 7 კილომეტრით. მაქსიმალური სიმაღლე 1100 მეტრზე ნაკლები გამოდის (ამჟამად ეგ მონაკვეთი 19.5 კმ-იანია და 1600 მეტრზე ადის) ანუ უხეშად საშუალო ქანობი აქვს 5% (რეალურად ცხადია არის ბევრად მეტ ქანობიანი მონაკვეთებიც, 12% მახსენდება) პლიუს მრუდები სერპანტინზე (დაახლოებით 25 ცალი 180 გრადუსიანი მოსახვევია).
kataxxl