რა მაინტერესებს, რუსებმა რომ თქვან ესენი მაინც არ აპირებენ პროვოკაციაზე წამოგებას და მოდით რაც მოგვინდება ის გავაკეთოთო... მერე რაღა ვქნათ?
მაია ფანჯიკიძე - არ ვაპირებთ, წამოვეგოთ პროვოკაციას
16:32 07-03-2014
მაია ფანჯიკიძე - არ ვაპირებთ, წამოვეგოთ პროვოკაციას ქართული მხარე რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევას აღიქვამს, როგორც პროვოკაციას, მაგრამ არ ვაპირებთ პროვოკაციას წამოვეგოთ.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ქართული მხარის პასუხი საჰაერო სივრცის დარღვევას უკვე მოჰყვა.
"ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები ამის შესახებ, აღვნიშნეთ, რომ შეშფოთებული ვართ იმით, რაც ვითარდება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რომ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების უხეში დარღვევა. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც პროვოკაციას, მაგრამ არ ვაპირებთ წამოვეგოთ მას", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.
გუშინ, დაახლოებით 12:20 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზიდან "მი-8" ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფლების - არბოს, მერეთის, დიცის, კოშკას, ქერეს, ფლავის, ფლავისმანის, ქვეშის, მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, წითელუბნის, ხურვალეთის, ზადიაანთკარის, საკორინთლოს, ქვემო ჭალას, პანტიანისა და ვეკეს ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.
6 მარტს, დაახლოებით 18:22 საათზე, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განლაგებული რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...rovokacias.html