***
უწინდელს იყო ადგილი, ერქვა სახელად ფლეიმი,
ამ ადგილს ხშირად სტუმრობდა იუმორი და ფეილი,
ვინ გაასხავდა ტროლავდნენ, ამასზედ იყო ხეირი,
თემები იჩითებოდა, ბოზებზედ იყო სეილი
დრო გავიდა და ფლეიმმა სახე იცვალა ნელნელა,
სახელ მას გამოუცვალეს, უსათაურო შეერქვა,
ხოცები იჩითებოდა, მაგრამ სიხშირე შენელდა,
მტერ გამოუჩნდა იუმორს, მაგრამ იბრძოდა ბნელზედა
ბნელმა მოიცვა ადგილი, ერთ დროს ლეგენდად ქცეული,
მგლებმა ნელნელა დასტოვეს, ადგილი იგი წყეული,
ბოზობამ ფეხი აიდგა, ფეხ დაიმკვიდრა ეული,
მაშინღა მიხვდა პუბლიკა, გაქრა იუმორ ჩვეული
იყო მცდელობა, იყო შედეგი ახალ თემათა სერიებიდან,
მაშინ გამოჩნდა მეთაურ იგი, ახალ არჩეულ მოდერებიდან,
მუსრი გაავლო თემასა მათსა, ჩაკლა იმედი ძველ პონტებისა,
იუმორ ადგა, დასტოვა იგი ერთდროს ადგილი ჩახოცვებისა
სამაგიეროდ დღეს თქვენ ფლეიმში, ნახავთ თემებსა ოდეს საკვირველს:
წინადადებამ შენ გხეთქა თავში, იმპიერობა? <- ეს მე მაკვირვებს,
ათასი ცა და ათასი მიწა გასკდება მანამ, რამ შეიცვლების,
ათასი წყალი ჩაივლის მანამ, სანამ ფლეიმი კვლავ აღზევდების
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «