ახალი ვერსიაა და შესაბამისად გაუმჯობესებულია სისტემის მუშაობა.
უფრო მსუბუქია, ნაკლებ ოპერატიულს იყენებს.
7 მორგებული იყო PC და mouse-ზე
WIN8 -ში გათვალისწინებულია სენსორული ეკრანის და ტაბლეტების მოხმარებაც.
ამისთვის, შედარებით გამარტივებულია ნავიგაცია, ანუ ნაკლებად გჭირდება კონტექსტური მენიუ (მაუსის მარჯვენა კლიკი), ფუნქციები გამოტანილია ფანჯრის ზედა პანელზე.
ამასთან, Start menu -ს ნაცვლად, დამატებული აქვს ცალკე გარემო, ე.წ. მეტრო ინტერფეისი, რომელიც მთლიანად touch-ისთვისაა განკუთვნილი და ძველი start-ის სტანდარტული ფუნქციების გამოყენების გარდა, მასში შესაძლებელია დაბალი წარმადობის, მობილური ტიპის აპლიკაციების დაყენება (რომლებიც gadget -ების შემცვლელად მოიაზრება)
უმეტესი მეტრო აპლიკაციების გამოსაყენებლად ან ახლის დასაყენებლად, საჭიროა microsoft -ის account
start menu -სთან და gadget -ებთან ერთად, ამოღებულია გამჭვირვალე Aero ეფექტი (რომელსაც პრობლემები ჰქონდა თამაშებთან და წარმადობასთან) და ოდნავ შემცირებულია ოპერატიულის მოხმარება.
ასევე, დამატებული და გაუმჯობესებული აქვს გარკვეული ფუნქციები,
მაგ: ISO ფაილის დამაუნთება, copy-paste დაპაუზება, ეკრანის სურათის გადაღება, მრავალფუნქციური task manager (Startup პროგრამების და Service-ების მართვით), ჩაშენებული ვირტუალიზაცია და ა.შ.
ინტეგრირებულია Microsoft Security Essentials ანტივირუსიც (Windows Defender-ის სახით)
აღსანიშნავია Fast Boot (ნაწილობრივ hibernate),
რაც საგრძნობლად ამცირებს Windows -ის ჩართვა-გამორთვის დროს
შესაბამისი აპარატურისთვის, გაუმჯობესებულია Video/Audio დამუშავება
http://msdn.microsoft.com/en-us/library/wi...v=vs.85%29.aspxhttp://www.overclock.net/t/1327594/windows...ke-old-times-xpსაქართველოსთვის ისაა სიახლე, რომ ქართული დამატებულია Segoe ფონტში და ინტერფეისისთვის აღარ გამოიყენება წვრილი sylfaen
ასევე, ძველქართული კლავიატურაც არის ჩამატებული.