მაშ ასე, შთაბეჭდილებები ერევნის მეტროზე: პრინციპში ჩემთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ 4 სადგური მქონდა დარჩენილი სანახავი და ამ ჯერზე მათი ნახვაც მოვახერხე. მთელი მეტრო ტოვებს საკმაოდ უცნაურ, კამერულ შთაბეჭდილებას. ორვაგონიანი შემადგენლობები, ხალხის სიმცირე (დასაჯდომი ადგილებიც კი არ იყოს ბოლომდე შევსებული), ლიანდაგი, რომლის ფონზე სამედიცინო-დელისის გადასარბენი TGV-ს ლიანდაგად მოგეჩვენება, ძალიან გრძელი ღია მონაკვეთი ბრუტალურ ინდუსტრიულ ჯუნგლებში, თავისი მიკროდეპოებით და გეითებით - უფრო ტრანსპორტად კი არა, მეტროფანატებისთვის შექმნილ მასშტაბურ მოდელად აღიქმება, რომელშიც შემცირებული სახით ნამდვილი მეტროს თითქმის ყველა ატრიბუტის დატევას შეეცადნენ. ასეთი მასშტაბის მეტროს თბილისში რა თქმა უნდა არ ვისურვებდი, თუმცა მისი საბჭოური სტილი, ინდუსტრიული ბრუტალიზმი, არათანამედროვეობა, სალიანდაგო სქემების ლაბირინთი, საბურთალოს ხაზის სუნი და მიტოვებული, სადიგერო გემრიელობების სიმრავლე ჩემთვის ესთეტურად ძალიან მიმზიდველია და სიამოვნებით შევისწავლიდი მის კულისებს ერევანში რომ ვცხოვრობდე. ახლა სადგურებს რაც შეეხება:
ბარეკამუთიუნი - ბოლო სადგური მდ. რაზდანის ხეობის მიმართულებით, მის შემდეგ იგეგმება მეტროხიდით ხეობის გადაკვეთა და ორი სადგურის დამატება: აჩაპნიაკის და ნაზარბეკიანის. არსებული ცნობებით გადასარბენები და სადგურები გათხრილია, დარჩენილია საესკალატორო გვირაბების და პორტალების გაკეთება. სხვა წყაროს მიხედვით პორტალებიც გაკეთებულია კლდეზე, მაგრამ დაკეტილია და მცენარეულობა ფარავს. ყველაზე მაგარი ისაა რომ დღემდე ინტერნეტში ამ სადგურების ვერც ერთი ოფიციალური ან არაოფიციალური ფოტოგრაფია ვერ ვიპოვე, დიგერები კი ერევანში როგორც ჩანს არ არსებობენ. მოკლედ საინტერესო თავად ბარეკამუთიუნში მხოლოდ ისაა, რომ მოჩანს რომ ჩიხები საკმაოდ გრძელდება, ასევე ჩანს დაკონსერვებული განშტოება ჰიპოთეტიკურ მეორე ხაზზე, რომელიც ამ სადგურიდან იწყებოდა.
მარშალ ბაგრამიანი - საინტერესო მხოლოდ იმით რომ კოლონური სადგურია ისევე როგორც წინა. მეტი კოლონური სადგური ერევანში არ არის.
ერითასარდაკანი - პილონური, ამბობენ რომ მისი მეორე ამოსასვლელი 60% დამთავრებულია, სპეციალურად ამოვედი ამ სადგურში, მაგრამ ვერანაირი კვალი ვერ შევნიშნე, თუმცა ადვილი მისახვედრია საიდან უნდა იწყებოდეს. იმ ადგილას სავაჭრო ბუდკა დგას (ბუდკა დგას არა ზედა ვესტიბიულში, არამედ ქვემოთ, თითქმის დარბაზში). ასევე საინტერესოა მისი საესკალატორო დაღმართის დიზაინი - მილი ზედაპირზე ამოდის და ჰაერში წყდება, საიდანაც შუქი ჩაიდს სადგურზე. ვისაც გაინტერესებთ დაგუგლეთ, აქ მეზარება ფოტოების დაყრა.
ჰანრაპეტუტიან ჰრაპარაკ (რესპუბლიკის მოედანი) - პილონური, ალბათ ყველაზე ლამაზი სადგური ერევანში. საინტერესოა იმით რომ გაიხსნა უკვე მოქმედ ხაზზე, ასევე ახლა გადასარბენების პარალელურად ამ და წინა სადგურს შორის მთელ სიგრძეზე შენდება სადრენაჟო კოლექტორი. ამ კოლექტორთან მიმართებაში სომეხი დიგერები, როგორც ყოველთვის, არარსებობით შემოიფარგლებიან.
ზორავარ ანდრანიკ - პილონური, ისევე როგორც წინა, გაიხსნა მოქმედ ხაზზე, ყველაზე ახალი სადგური (1989), გათვალისწინებულია მეორე ამოსასვლელი, ისევე როგორც რუსთაველზე და ლენინზე, გადადის კიბეები ლიანდაგის თავზე. სადამდე მიდის - ამაზე კვლავ დიგერული დუმილი.
შემდეგ მოდის ხანგრძლივი ღია მონაკვეთი: სასუნცი დავიდი საინტერესოა მინიდეპოთი, გეითების გადახლართვით, რაც მშვენივრად ჩანს ვაგონიდან და მინიდეპოს ტერიტორიაზე მდებარე Г ტიპის ვაგონის კორპუსით, რომელსაც ერევნის მეტროში არასდროს უმუშავია. შემდგომი სადგური გორცარანაინი კი გაშიშვლებული საძირკველით და დახურული დიზაინით, მიუხედავად იმისა რომ მიწისზედაა (ესეც დასერჩეთ ფოტები ვისაც გაინტერესებთ, ვერბალურად ახსნა გამიჭირდება).
შემდეგ მოდის მიწისქვეშა სადგური შენგავიტი, ერთადერთი ერთთაღიანი სადგური, რომელიც სულ რამდენიმე ნათურით არის განათებული და სადგური-მოჩვენების შტაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს დაუმთავრებელ, დაკონსერვებულ სადგურში უცებ მატარებელი შემოგრიალდა. შენგავიტის პირველ ლიანდაგზე შემოდის ჩარბახის მატარებელი, რომელიც წინ და უკან დადის ორ სადგურს შუა (დაახლოებით ისე როგორც მე გავაკეთებდი დროებით 300 არაგველს და ვაზისუბანს შორის). სადგურიდან მისიწ ზედაპირზე გადის დეპოს პორტალები. თავად სადგური ისეთ სიღრმეზეა, რომ მისი ნაწილი მიწის ზემოთ მდებარეობს და ზემოდან აქვს მიწა მიყრილი.
გარეგინ ნჟდე ჰრაპარაკი (გ. ნჟდეს მოედანი) - პილონური, ბოლო სადგური, არაფრით საინტერესო, ჩიხების ბოლო ვერ დავინახე. მხოლოდ იმით დამამახსოვრდა, რომ მემანქანემ სპეციალურად ჩემთვის გააღო კარები, როდესაც სარკეში დაინახა, რომ ვერ მივუსწარი.
ჩარბახი - ეს ყველამ ისედაც იცით რა არის. თავად სადგური სირთულით ოდნავ აღემატება მუშტაიდის საბავშვო რკინიგზის მთავარ სადგურს, ხოლო არქიტექტურული დონით სულ ოდნავ თუ ჩამორჩება მას. მცირე რადიუსიანი მოსახვევების გამო სულ ღრჭიალით და ნელა მიდის შემადგენლობა, სამაგიეროდ ჩანს მეტროდეპო თავისი მოტოდეპოთი, ოთხი დაუმთავრებელი ნეფით და სამრეცხაოთი.
მოკლედ ვიღაც უსაქმურები რომ დაძვრებიან მიწის ქვეშ ჯურღმულებში და მიწის ზედაც სადაც არავინ ეკითხებათ, მაგათთვის ფართო ასპარეზია გადაშლილი, ხოლო ერევნის მცხოვრებლებისთვის კი მეტრო მხოლოდ პრესტიჟის საკითხია. ცენტრი - ინდუსტრიული ზონის მარშრუტი გასაგები მიზეზების გამო თითქმის არავის სჭირდება.
კიდევ რა: არამოდერნიზირებულებში ისეთი ტკბილი ტაოტის სუნია, როგორც ჩვენი სოფლის ემა502-ში, თბილისური მოდერნიზანტები რა თქმა უნდა ერევანშიც ნაგავია. პოლარისს კიდევ ერევნის მეტროს ჟეტონის აქვს, თქვენ კიდევ არ გაქვთ ეს შეუფასებელი არტეფაქტი

მოკლედ მგონი სულ ესაა. კითხები - სტუდიაში, ფოტოები - გუგლში. მე არ გადამიღია.
ika55775