
Summer Holidays...

წავედით ჩვენ დასასვენებლად და გასარუჯად
ყველაზე კარგი და მუშა საიტი:
TSRმეორე ყველაზე კარგი და მუშა ბლოგი :
Simming ძირითადად აქედან ვიწერ ხოლმე ვარცხნილობებს სულ.
სქინები მაკიაჟი და ა.შ
SClubმოდები და ა.შ
Mod The Simsგუგლში ვწერთ: The sims 3 cc Tumblr და მილიონ თამბლერ ბლოგს იპოვნით კიდე ყველას ვერ ჩამოვწერ ძალიან ბევრია.

საკმარისია სიმს რესურსები დაგუგლოთ ბევრს იპოვით თამბლერში განსაკუთრებით როცა ლუქებს დებენ ხოლმე თავიანთი სიმსებისას თან უთითებენ რა საიდან გადმოწერეს ასე რომ იპოვით თავადაც ბევრ ბლოგს.
როგორ დაამატოთ თამაშში გადმოწერილი ფაილი ეგ ცალკე თემაა პრინციპში სიმსმოდზე ახსნილიც არი რა და როგორ მაგრამ: ძირითადად იწერთ ორი ტიპის ფაილს ან Sims 3 pak-ს ან package-ფაილს. იმისდა მიხედვით რა ფაილია სხვადასხვანაირად ყენდება თამაშში. TSR-დან გადმოწერილი ფაილების 90% მაგალითად Sims 3 pak ტიპის ფაილებია მაგრამ მოდები package გაფართოებით არი ხოლმე.
ხო არცერთი ტიპის ფაილი არ იდება თვითონ თამაშის პაპკაში ანუ სადაც ტამაში გაქვთ დაინსტალირებული My Documents-ში სიმსის ფოლდერში უნდა ვეძიოთ შესაბამისი ფოლდერები სადაც უნდა ჩაყაროთ რესურსები არ შეგეშალოთ.
Sims 3 pak ფაილს აგდებთ My Documents/Electronic Arts/ The Sims 3/Downloads-ფოლდერში. ნუ თითო თითოდ არა უმჯობესია ერთიანად გადმოწეროთ რაც მოგეწონებათ და ყველა ერთად ჩაყაროთ შიგ. მერე შევდივართ ამჯერად სადაც თამაში გაქვთ დაინსტალირებული იმ პაპკაში. ნუ მე D დისკზე მაქვს და ჩემი ფოლდერის მისამართი ესეა: My Computer/ D / Games/ The Sims 3 Designer Edition 21 in 1 (თამაშის ფოლდერი) / რომელიმე დამატების ფოლდერი (მე ძირითად სიმსს ვხსნი ხოლმე როგორც წესი) The Sims 3/ Game/Bin/Sims3Launcher დაელოდეთ ცოტა ხანი და გაიხსნება გამშვები . გამშვებს მარცხნივ აქვს ჩამონათვალი ერთ-ერთი არი Downloads დააჭერთ მანდ და იქ გამოჩნდება ის რესურსები რისი დამატებაც გინდათ. პწიჩკას გაუკეთებთ რაც გინდათ რომ დაამატოთ და ოქეის დააჭერთ მერე თავადაც მიხვდებით. როცა დააყენებს მერე გადახვალთ მგონი ბოლოდან მეორეა ჩამონქათვალში უკვე დაყენებული რესურსები გიჩვენებს რა დააყენა. თუ რამე არ გინდათ წაშლით დახურავთ გამშვებს და გამოხვალთ. დაბრუნდებით ისევ მაიდოკუმენტში სიმსის დაუნლოად ფოლდერში და იქ რაც ჩაყარეთ წაშლით მაინც ყოველი შემთხვევისთვის ზედმეტად რომ არ გაჭედოს თამაშმა. ვსო.
ეხლა როგორ უნდა დააყენოთ package- ფაილები. ესეც C დისკზე მაიდოკუმენტში მიდის ოღონდ დაუნლოად ფოლდერის ნაცვლად My Documents/Electronic Arts/ The Sims 3/Mods/Packages ფოლდერში. ი ვსო.
ხო ხშირად არი ხოლმე რომ ფაილს როცა გადმოწერთ არი დაზიპული ორივე სიმს3 პაკი და package ფაილიც. თუ არ არი მითითებული რომ აუცილებელია ორივე ტიპის ფაილი დააყენოთო მაშინ ან ერთს აყენებთ თამაშში ან მეორეს ორივე არ დააყენოთ.
ბევრ რესურსებს ძლიერი კომპი ჭირდება ამიტო ერთდროულად ძალიან ბევრი არ დააყენოთ და არც ყოველ წუთში თითო თუთო ფაილი გაგიჭედავთ თამაშს და თავიდან გაგიხდებათ დასაყენებელი. ჩემსას ემართება ხოლმე ეგრე ამიტომ არ ვშლი ხოლმე რასაც ვაყენებ შენახული მაქვს მოდებიც და სიმს3პაკებიც და თუ აურია თავიდან ვაყენებ თამაშსაც და სხვა დანარცენსაც. სეივფაილებს შეინახავთ და როცა რაც გქონდათ მანამდე ისევ იგივე რესურსები გაქვთ არ აქვს ძველი სეივის გაშვების პრობლემა ასე რომ ეგ არ იდარდოთ.
* * *
Summer Holidays...
Day 1


This post has been edited by E madame on 7 Jul 2014, 17:12