Accidentკი, საიდუმლოა და ზუსტად ამ ხალხის იმედზე ვარ

იქნებ აქვთ თავისი მონახაზი. მაგრამ რუსულ ფორუმებზე დებენ ხოლმე, საპროექტო მდებარეობას მაინც....
ისე, საინტერესოა, ჩვენს კანონმდებლობაში მეტრო სადაა ნახსენები - სულ რამდენიმე კანონია:
საქართველოს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 30. საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობის დაცვის ძირითადი ღონისძიებები
3. მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობა, გამოქვაბული, ბუნკერი და გვირაბი, აგრეთვე თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობის მიწისქვეშა სართულები და სათავსები (მათ შორის, ორმაგი დანიშნულების) საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობის დასაცავად გამოიყენება.
მუხლი 49. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტები
1. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტებია:
ვ) სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის სადგურები, აგრეთვე მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობები...
საქართველოს კანონი თავისუფლების ქარტიამუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ტვირთების მონიტორინგი
ტერორისტული აქტების თავიდან აცილებისა და ტვირთების მონიტორინგის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
ბ) ახორციელებს სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის ცენტრალური და საკვანძო სადგურების, მეტროპოლიტენის სადგურების, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების აღჭურვას...
საქართველოს კანონი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებმუხლი 4. ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები და საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებია:
ნ) მეტროპოლიტენის მშენებლობა...
საქართველოს კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებმუხლი 8. სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლება
ვ) თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები
(!!!) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კ ო დ ე ქ ს ი მუხლი 107 (პრიმა). საერთო სარგებლობის სატრანსპორტო საშუალებების შიდა მოწყობილობის დაზიანება
საჰაერო, რკინიგზის და მეტროპოლიტენის ტრანსპორტის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის, ავტობუსის, ტროლეიბუსის, ტრამვაის და სამარშრუტო ტაქსის შიდა მოწყობილობის დაზიანება, _
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.
მუხლი 107(პრიმა 2). მეტროპოლიტენსი მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
მეტროპოლიტენში ლიანდაგზე ჩასვლა და სიარული, აგრეთვე ლიანდაგზე ისეთი საგნების დაწყობა, რომლთაც შეუძლიათ შეაფერხონ მატარებლის მოძრაობა, _
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.
მოძრაობის დროს ვაგონის კარის გაღება, გაჩერებაზე კარის გაღება-დახურვის განზრახ შეფერხება, საჭიროების გარეშე მატარებლისა და ესკალატორის მოძრაობის გაჩერება, _
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
მუხლი 107(პრიმა 3). მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დარღვევა (30.12.2008 N 956)
1. მეტროპოლიტენის გასასვლელ საკონტროლო პუნქტებში სუროგატების ან გადახდისუუნარო მონეტების ჩაშვება, აგრეთვე საკონტროლო პუნქტებში გასვლა ან გასვლის მცდელობა დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით.
2. მეტროპოლიტენით ადვილად აალებადი, ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებისა და საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების გადატანა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
3. მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელების, ბაქნების, ვაგონის სალონის, ესკალატორის და ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, აგრეთვე მეტროპოლიტენის სადგურებსა და ვაგონებში თამბაქოს მოწევა,
მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხებში შეყოლა და მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
დანარჩენი კანონქვემდებარე აქტებშია ალბათ, რომელიც საკმაოდ ბევრია, მაგრამ, ყველაზე საინტერესო ალბათ ესაა:
საქართველოს მთავრობის დადგენილება №305 (2014 წლის 22 აპრილი) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე III. ეკონომიკის სფერო
ეკონომიკის სფეროში
(!!!) საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება:
3.2.4. მეტროპოლიტენის გვირაბების ტექნიკური და კონსტრუქციული პარამეტრები (მოქმედი და გაანგარიშებული დატვირთვა, გამჭოლი პროფილი, სიღმის ნიმუშები, გეოლოგიური ჭრილი, ტრასები, სავენტილაციო შახტების განლაგების სქემები), ელექტრო, წყალ და თბომომარაგების, კავშირგაბმულობისა და ვენტილაციის სქემები;
3.2.5. მონაცემები მეტროპოლიტენში სამოქალაქო თავდაცვის სპეცმოწყობილობათა შესახებ...
აქ ცოტა იუმორით უნდა შევხედოთ:
ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება №5-5 (2014 წლის 7 მარტი ქ. თბილისი) მუხლი 12. ქ. თბილისის ბიუჯეტის 2014-2017 წლების ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები/ქვეპროგრამები
1. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აღდგენა კვლავ ერთერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება დედაქალაქისათვის. ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქის გზების მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად გზების გარკვეული ნაწილი მოითხოვს სარეაბილიტაციო, კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთების სამუშაოებს და გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
1.2 ტრანსპორტის განვითარება
პროგრამის მიზანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მოიცავს ქალაქის შუქნიშნების, საგზაო ნიშნების, მონიშვნების, გზაჯვარედინების მოწესრიგების ღონისძიებების განხორციელებას. შუქნიშნების მართვის ცენტრის ექსპლუატაციას, ტრანსპორტითა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას. ასევე მეტროს სადისპეჩერო სისტემის რეკონსტრუქცია-განახლებას და საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციას. მგზავრთა გადამყვანი სატრანსპორტო კომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალის ზრდა.
1.2.2 საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია
ქვეპროგრამის მიზანია მეტროს ვაგონებით მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება;
1.2.3 მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია და მშენებლობა
ქვეპროგრამის მიზანია მეტროს მოძველებული სადისპეტჩერო სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობა; ახალი სადისპეტჩერო სისტემის მოწყობა, ტექნიკური გადაიარაღება.
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №377 (2013 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი) სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებმუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიებად და ობიექტებად დადგინდეს:
ღ) მეტროპოლიტენი..., რაც ნიშნავს, რომ ზემოხსენებული პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, მეტროში პოლიციას სეუძლია განახორციელოს სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, როგორც პრევენციული ღონისძიება, რაც გულისხმობს სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე (მეტროში) პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების შემოწმებასა და დათვალიერებას, რომლებიც აუცილებელია ნივთის აღმოსაჩენად, აგრეთვე ნივთის რაობის დასადგენად.
დიდი პოსტი გამოვიდა, მაგრამ შეიძლება ვინმე დააინტერესოს...
This post has been edited by Mick-el-Angelo on 29 Jul 2014, 15:51