Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(5)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სისტემა-ვექტორული ფსიქოლოგია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3368
წევრი No.: 49962
რეგისტრ.: 24-December 07
#42215569
· 12 Sep 2014, 15:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯგუფი ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/groups/svp.ge/
მასალები ქართულ ენაზე:
https://www.facebook.com/groups/svp.ge/files/
ჯგუფის მიზანია უახლესი ტიპის ფსიქოანალიზის ,,სისტემა-ვექტორული ფსიქოლოგიის" შესწავლა. მასალები იქნება ,,LABORATORY 8" -ს ბაზაზე, ვიაჩესლავ იუნევის სისტემის მიხედვით. დეტალურად განვიხილავთ ყოველ (256) ფსიქოტიპს, მისი მახასიათებლებით.
http://academy8.ru/express/vvodnaya-lekciya
შესავალი
წლების მანძილზე ადამიანი ცდილობს პასუხი გასცეს ფუნდამენტურ კითხვებს: ვინ ვარ მე? რა მინდა? რატომ მაქვს ასეთი სურვილები? რა არის ჩემი ფუნქცია? რატომ ვერ ვაღწევ მიზანს? იქმნებოდა სხვადასხვა სისტემები, იქმნებოდა ფილოსოფიური თუ ფსიქოლოგიური მიმდინარეობები, ვითარდებოდა ფსიქოანალიზი. მეოცე საუკუნის დასაწყისში ფროიდი წერდა რომ გარეგნულად მიმდინარე ნებისმიერ პროცესს გააჩნია ანაბეჭდი ფსიქიკაში და პირიქით.
1908 წელს გერმანულ ჟურნალ ,,Psychiatrisch Neurologische Wocheschrift" ფროიდმა დაწერა სტატია ,,ხასიათი და ანალური ეროტიკა", სტატიაში ნათქვამი იყო, რომ არსებობენ ადამიანები აქტიური ანალური ეროგენული ზონით. ასეთ ადამიანებს აქვთ სპეციფიკური მახასიათებლები. ისინი გამოირჩევიან პატიოსნებისკენ, სამართლიანობისკენ, აკურატულობისკენ სწრაფვით, ხშირად აღენიშნებათ სწრაფვა ლატენტური სადიზმისკენ და სხვა. სტატიის ბოლოს ფროიდი წერდა, რომ შესაძლოა ყოფილიყვნენ ადამიანები სხვა აქტიური ეროგენული ზონებით რომელთა აღწერა მოგვცემდა თავის ტიპიურ მახასიათებლებს და შესაბამისად უფრო სრულყოფილ სურათს.
ეს ნაშრომი წლების მანძილზე იყო დავიწყებული, სანამ მე-20-ე საუკუნის 70-იან წლებში პეტერბურგელმა ფსიქოლოგმა, აკადემიკოსმა ვიქტორ ტალკაჩოვმა, ფსიქოლოგ ვიქტორ განზენთან ერთად არ მიაქციეს ყურადღება. მათ დაიწყეს სხვა ეროგენული ზონების აღწერა. თავის წიგნში ,,სისტემური ვექტორული ფსიქოანალიზის საფუძვლები" ტალკაჩოვმა წარმოადგინა რვა ეროგენული ზონა, ესენია ანალური; კანის ანუ დერმოიდული; ურეტრალური ანუ სასქესო; კუნთის; სმენის ანუ აუდიური; პირის ანუ ორალური; მხედველობის ანუ ვიზუალური და ყნოსვის ანუ ნაზალური.
განზენმა შექმნა ოთხგანზომილებიანი მატრიცა, რომლის მიხედვითაც სამყარო აღიქმებოდა ოთხ განზომილებაში: დრო; სივრცე; ენერგია და ინფორმაცია. ტალკაჩოვმა ფროიდის მიერ გაკვრით ნახსენები ანალური და ფალური სისტემები მოარგო განზენის მატრიცას და დაამატა და აღწერა კიდევ ექვსი ეროგენული ზონა. მანვე მოგვცა რვავე ეროგენული ზონის ზოგადი დახასიათება. შემდგომში იური ბურლანმა დახვეწა და განავითარა ეს ფსიქოანალიზი, რაც გამოიხატა ფსიქოტიპების შერევის აღწერაში და პოლიმორფული სისტემების დახასიათებაში. მოგვიანებით ვიაჩესლავ იუნევმა ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაუკეთა დეტალიზება, წარმოაჩინა თითოეული ფსიქოტიპის ფსიქიკის ხუთი დონე: ფუძე; ფორმა; ურთიერთობა; მოძრაობა (ქმედება) და განვითარება (უმაღლესი რეალიზაცია). და სისტემურად აღწერა ისინი თვისობრივად. ჩვენ ამ ყველაფრის ბაზაზე ვცდილობთ ,,სისტემური ფსიქოანალიზის" ქართულენოვანი განყოფილების შექმნას, მის მორგებას ქართულ რეალობაზე და მის დახვეწა-განვითარებას.
სისტემური ფსიქოანალიზი წარმოადგენს ალტერნატიულ ფსიქოანალიზს. შეიძლება ითქვას რომ СВП არის რვა განზომილებიანი სისტემა, რომლის არეალიც მოიცავს ადამიანის ფსიქიკის მთლიანობას და წარმოადგენს ადამიანის რეალურ სურვილებს მისი ფსიქიკისა და ეროგენული ზონების შესაბამისად.
სისტემური აზროვნება გულისხმობს დაყოფას თანდაყოლილ ფსიქოტიპებად, თითოეულ მათგანს აქვს თავისი სახეობრივი როლი, პროგრამა და მახასიათებლები. წარმოებს დაკვირვება მათ თანდაყოლილ სახეობრივ როლზე, რომელიც ადაპტირებულია თანამედროვეობასთან.
S. V. P.
სამყაროს რეალობა მოიცავს: დროის, სივრცის, ენერგიის და ინფორმაციის მახასიათებლებს. კაცობრიობა როგორც მთლიანი რეალობა ასევე მოიცავს ამ მახასიათებლებს. ის გამოხატულია თვისებათა 8 მიმართულებაში, რომლებსაც ჩვენ ვექტორებს ვუწოდებთ და ვყოფთ მათ 4 მეოთხედად (კვარტელად): დროის; სივრცის; ენერგიის და ინფორმაციის. ყოველ მეოთხედში არის ორი ნაწილი: შიდა და გარე. შიდა ნაწილი - ინტრავერტული, გარე ნაწილი - ექსტრავერტული ვექტორები.
ვექტორები, ანუ სურვილის მიმართულებები ვლინდება დომინანტ ეროგენულ ზონებში. არის 8 ვექტორი, ესენია:
1.აკუსტიკური (სმენის) 2.ყნოსვის 3. ვიზუალური 4. ორალური (პირის) 5. კანი 6. კუნთი 7.ანალური 8.ურეტრალური (სასქესო).
დროის მეოთხედი
შიდა ნაწილი
- ანალური ვექტორი, წარსული დროის, ინტრავერტი, კომფირტული ფიგურა კვადრატი, კომფორტული ფერი ყავისფერი.
ფუნქცია - გამოცდილების დაგროვება და გადაცემა მომდევნო თაობებისთვის.
აზროვნება - სისტემური (ცდნის სისტემატიზაცია). ინახავს, აკონსერვებს გამოცდილებას და ასწავლის შემდეგ თაობას, მიდრეკილია კოლექციონერობისაკენ, ინფორმაციის დაგროვებისაკენ. კონსერვატორი და ყველა საქმის პროფესიონალი, პერფექციონისტი, სამართლიანი, პატიოსანი, ზედმიწევნით სუფთა, აკურატული - ეს მისი თვისების სხვადასხვა გამოვლინებებია. ამ ვექტორის მქონე ხშირად მიმართავს წარსულს, ტრადიციებს, ძველ სწავლებებს. მონოგამია. ახასიათებს ზედმიწევნითობა ყველაფერში. ,,ოქროს ხელები" აქვს. ქორწინება, ოჯახი, მეგობრობა, ერთგულება, ზრუნვა, დამზოგველობა. ანალური მთლიანობა ექაჩება უკან, წარსულისკენ.
გარე ნაწილი
- სასქესო ვექტორი, მომავალი დროის, ექსტრავერტი, კომფორტული ფიგურა სამკუთხედი, კომფორტული ფერი წითელი. ფუნქცია - პასუხისმგებელი ცოცხალი ნივთიერების გაგრძელებაზე დროში. აზროვნება - ინოვაციური, თავის თავში არ გრძნობს შეზღუდვებს, ,,ჩვენ წავალთ სხვა გზით".
სასქესო ვექტორს მოყავს მომავალი ახალი იდეებით, ომით - ანუ იმ აზრით, რომ გაფართოვდეს სასიცოცხლო სივრცე, რომგამოიკვებოს და გადარჩეს, მიყავს ჯგუფი, აგრძელებს ცოცხალ ნივთიერებას პირდაპირი პროდუქტით. აქვს ყველაზე მაღალი ლიბიდო რომელიც არ სუბლიმირდება, მაგრამ ყოველთვის მიისწრაფვის ამისთვის, ამიტომაც ხშირად აღწევს გენიალობას ზემო ვექტორებში. აბსოლუტური პოლიგამია არის მხოლოდ სასქესო ვექტორში, ცხოველური ალტრუიზმი - ტკბობის მიღება გაცემით. აძლევს ჯგუფს სიცოცხლეს, სპერმას, იდეებს, გადარჩენისათვის.
სივრცის მეოთხედი
შიდა ნაწილი
- კუნთის ვექტორი, შიდა სივრცის, ინტრავერტი. კომფორტული ფიგურა მართკუთხედი, კომფორტული ფერი შავი. ფუნქცია - ცოცხალი ნივთიერების ფუნდამენტური მასა. აზროვნება - გრაფიკული, აფექტური, მოქმედებითი. კუნთურობა - მისწრაფება კუნთური მასის ეფექტურობისკენ, კუნთების მოყვანისკენ. თავის თავში ფიზიკური შრომით,სპორტით, ხოლო გარეთ - ნადირობა იმისთვის, რომ ჭამოს, კარგად გამოიკვებოს. კვება, რომ ჯანმრთელი, ცოცხალი ნივთიერება იყოს ბევრი. კუნთოვანი ძლიერი ოჯახისთვის, ბევრი ბავშვისთვის, ამაშია აზრი მისთვის. ყველა თვისება და სურვილი მიმართულია უზრუნველყოფისკენ, სხეულის მოთხოვნილების უზრუნველყოფა: ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი და სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება. ეს ვექტორი კომპლიმენტარულია ყველა სხვა ვექტორთან. წონასწორობაში ჭამა, სმა და ა.შ. რომელიც აქვს ყველა ვექტორს.
გარე ნაწილი
- კანის ვექტორი, გარე სივრცის, ექსტრავერტი. კომფორტული ფიგურა ჯვარი, კომფორტული ფერი ხაკისფერი. ფუნქცია - პირველადი პოზიციის შეზღუდვა, სექსის და მკვლელობის აკრძალვა, ეკონომია. აზროვნება - ლოგიკური, მათემატიკური. კანის შეზღუდვა სუბლიმაციის არსია. სექსთან პირველადი პოზიციის შეზღუდვით ჩვენ ვწყდებით ცხოველურობას ადამიანურისკენ, ვვითარდებით და განვიცდით ევოლუციას. კანური მთლიანობა ქმნის კანონს, ჩვენი პირველადი პოზიციით მკვლელობასთან. ეკონომია - შეზღუდვა სარეზერვო საკვების (პირველყოფილ ჯოგში, ჯერ კიდევ მამონტებზე ნადირობის დროს), ან ფულის შეზღუდვა - ეკონომია ჩვენს დროში. ინჟინერია, ეკონომია, დროის დაზოგვა. თავის თავში შეზღუდვა - ანუ თვითდისციპლინა, პასუხისმგებლობა. შეზღუდვა გარეთ - ლიდერი, მეთაური.
ინფორმაციის მეოთხედი
შიდა ნაწილი
- სმენის ვექტორი, ინტრავერტი, კომფორტული ფერი ლურჯი, კომფორტული ფიგურა:
ფუნქცია - ფუძესთან, საფუძველთან დაბრუნების სურვილი, პირველმიზეზის შეცნობა, თვითშეცნობა, იდეოლოგობა.
აზროვნება - აბსტრაქტული.
სმენის ვექტორი ეს სულიერი სურვილია მისწრაფებული სიცოცხლის არსის შეცნობისკენ. აკუსტიკური (სმენის) ვექტორის როლის მთლიანობაში გაგება შეიძლება მხოლოდ სულიერი სწავლებების მეშვეობით. სმენის ვექტორს მოაქვს იდეები. იდეა - როგორც სიცოცხლის არსის შემცვლელი. გულგრილნი კაცობრიობის მიმართ, -,,ვართ მხოლოდ მე და ღმერთი". ეგოცენტრულები, იყურებიან ზემოდან ქვემოთ. გამოხედვა თითქოს მათშია და თავისთავს უყურებენ. ჩუმი ხმა აქვთ, მათი ყველა თვისება მიმართულია არამატერიალური სურვილების დაკმაყოფილებისკენ.
გარე ნაწილი
- მხედველობის (ვიზუალური) ვექტორი, ექსტრავერტი, კომფორტული ფიგურა წრე, კომფორტული ფერი მწვანე.
ფუნქცია - კულტურა, ადამიანის სასიცოცხლო ფასეულობების, ასევე ვიზუალური რიგების შექმნა.
აზროვნება - სახვითი, წარმოდგენითი, წარმოსახვითი.
მთლიანობა კორიდორის მეორე, უკუ მხარეს, სმენის საპირისპირო მხარეს მიდის ,,სექსი-მკვლელობა". არ კლავენ და არ აჩენენ (ბუნებრივად). ვიზუალის თავდაპირველი მდგომარეობაა შიში. ყველაზე დიდი შიშია სიკვდილის, ამიტომ არ შეუძლიათ მოკლან. მათ მაღლა აყავთ, ავითარებენ ადამიანურ, სასიცოცხლო ფასეულობებს. ატარებენ ეთიკას, ესთეტიკას, ხელოვნებას, კულტურას. ასეთი სახით ქმნიან ფუნდამენტს სულიერებისათვის (რომელსაც ატარებს სმენის ვექტორი). აქვთ ყველაზე მაღალი ემოციონალური ამპლიტუდა. ახასიათებთ: დემონსტრაციულობა, აპათია, თანაგრძნობა (ცრემლები გარეთ) თუ განვითარებულია და ისტერიულობა (ცრემლები შიგნით) თუ განუვითარებელია.
ენერგიის მეოთხედი
შიდა ნაწილი
- ყნოსვის ვექტორი, ინტრავერტი, კომფორტული ფიგურა ზიგზაგი, კომფორტული ფერი მელნისფერი.
ფუნქცია - ამჟამინდელი გადარჩენის უზრუნველყოფა, ,,გადარჩე რადაც არ უნდა დაგიჯდეს".
აზროვნება - ინტუიციური, არავერბალური.
ყნოსვის ვექტორი მეორეა ვინც პასუხისმგებელია ჯოგის გადარჩენაზე, მასზე გადის უშუალო მმართველობა. მისი ერთი მოქმედება ჯგუფში და მთელი ჯგუფი მოქმედებს და ყველა თავის საქმითაა დაკავებული. ყნოსვით (სუნით) განსაზღვრავს არარეალიზებულებს და ნერვოზიანებს და აშორებს მათ ჯოგისგან სხვადასხვა ხერხებით. ყველა უნდა მუშაობდეს ,,ჯოგისთვის". ამპარტავანია, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით. მიზანთროპია, ლაპარაკობს ორაზროვნად, ხშირად მისი სიტყვების ნიშანდობლიობა გაურკვეველია. აზროვნებს ალიბებით, შეუმჩნეველია. აქვს ბასრი, მზაკვრული გამოხედვა. ენერგიის მეოთხედი (ყნოსვა და ორალი) თავის თავში სიმართლეს და ტყუილს ვერ უკეთებენ დიფერენცირებას. ყნოსვის ვექტორი გარეთაა კულტურისგან, მორალური შეხედულებებისგან და აკრძალვებისგან, ამიტომ ხშირად ვთვლით მას ნაძირალად, მატყუარად, გაიძვერად და გამცემად, თუმცა სინამდვილეში ის ცოცხალი ნივთიერების შენარჩუნების გარანტიაა ბიოლოგიურ დონეზე.
გარე ნაწილი
- ორალური ვექტორი, ექსტრავერტი, კომფორტული ფიგურა ოვალი, კომფორტული ფერი ყვითელი.
ფუნქცია - საერთო ნეირონული კავშირების შექმნა.
აზროვნება - ვერბალური.
ორალური ვექტორი საუბრისას ინდუცირებს ჩვენზე, მისი აზრი ჩვენი ხდება და გვეჩვენება, რომ ჩვენც ასე ვფიქრობდით. საუბრობს ულამაზოდ, დაუკავშირებლად, მაგრამ დამაჯერებლად. ორალისთვის აზრი წამიერად ვერბალიზებულ ენერგიის გროვას წარმოადგენს. მოსაუბრის აზრი წამიერად შეითვისება, სიტყვა ესაა წამიერად შეკრული ინფორმაციული ენერგია. ორალი მკაფიოდ გადასცემს თავის მდგომარეობას. ხალხს ეჩვენება, რომ სიტყვებს უსმენენ, სინამდვილეში კი ამ ენერგეტიკულ ნაკადს იჭერენ და ამ დროს ყველა იღებს ახალ იდეას (ორალის გავლით). სწორედ ასე გადაანაცვლებს ორალური ვექტორი მასებს, მთელ კაცობრიობას უბიძგებს მოქმედებისკენ.
* * *
დაინტერესებულებს გთხოვთ დაემატოთ ფეისბუქის გვერდზე და იქ დასვათ კითხვები. თუ ფეისბუქი არ გაქვთ, შევეცდები აქ გიპასუხოთ. დაინტერესების შემთხვევაში აქაც დავამატებ მასალას.
This post has been edited by
cinemamu
on 12 Sep 2014, 15:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shotassa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
shotassa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1087
წევრი No.: 97817
რეგისტრ.: 15-August 09
#42215642
· 12 Sep 2014, 15:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთი შეხედვით სინტერესოა..
გააგრძელე უეჭველი..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3368
წევრი No.: 49962
რეგისტრ.: 24-December 07
#42215768
· 12 Sep 2014, 15:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რაღაც მასალებს კი დავდებ აქაც, მაგრამ დრო არ მაქვს რომ აქტიურად ვადევნო თვალყური. ამიტომ ჯობია ვისაც სერიოზულად გაინტერესებთ ფეისბუქის ჯგუფში შემოგვიერთდეთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ninc_lfc
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
ninc_lfc
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 22369
წევრი No.: 136093
რეგისტრ.: 19-September 11
#42216159
· 12 Sep 2014, 16:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
An targmania cudi, an teoriaa uazro/ gaugebari
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3368
წევრი No.: 49962
რეგისტრ.: 24-December 07
#42216350
· 12 Sep 2014, 16:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორც ზემოთ ტექსტში იყო ნათქვამი სულ არის 8 ვექტორი (8 ეროგენული ზონა). აქედან 4 მიეკუთვნება ქვედა ვექტორებს: ანალი, კანი, კუნთი და ურეთრა. 4 კი ზედა ვექტორებს: ორალი, ყნოსვა, ვიზუალი და სმენა.
საერთოდ ჯობია, რომ ვექტორების შესწავლა ქვედა ვექტორებით (კანით და ანალით) დაიწყოთ, მაგრამ დავარღვევ ამ წესს და თავდაპირველად ზედა ვექტორების მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ, შემდეგ კი ქვედაზე გადავალ. თუმცა სვფ-ს საფუძვლიანი შესწავლა როგორც მოგახსენეთ ქვედა ვექტორებით იწყება.
მაშ ასე, დავიწყეთ:
ვიზუალური ვექტორი
რაოდენობა: 5%
ინფორმაციის მეოთხედი (კვარტელი).
ფუძე - ნაწილობრივი (ინფორმაცია).
ფუნქცია - სიცოცხლის შენარჩუნება.
ჩვენს თვალებს შეუძლია მკაფიოდ და უშეცდომოდ აღიქვას გარემომცველი სამყაროს ხილული დეტალები. ამ სახით ტვინისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ანალიზდება, გადამუშავდება და ლაგდება ერთმნიშვნელოვან წარმოდგენად იმაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ. ასე მუშაობს ვიზუალური (მხედველობითი) სისტემა ადამიანში.
ვიზუალური (მხედველობის) ვექტორი საკაცობრიო მასშტაბითაც სწორედ ასე იღებს და გადაამუშავებს ინფორმაციას ხილულ, მოსმენილ, შეგრძნობილ და გასაგებად ხელმისაწვდომ დეტალებზე. აღქმითი არხები ვიზუალურ ვექტორში არ შემოიფარგლება თვალებით ან მხედველობით. თუკი შევხედავთ ადამიანს როგორც სისტემას, მაშინ ვიზუალური ვექტორი - ესაა ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზის ინსტრუმენტი. თუკი შევხედავთ მსოფლმხედველობას როგორც სისტემას, მაშინ ფუნქცია და როლი ვიზუალური ვექტორის - ესაა შეკრება და ანალიზი მთელი გაგებადი ინფორმაციისა დანახული ცალკეულ დეტალებში.
ვიზუალური ვექტორის ფუძეა - ნაწილებად აღქმა. ჩვენი ცხოვრება შედგება მრავალი ელემენტისგან, ნაწილებისგან, რომლის მოზაიკისგანაც ეწყობა უნიკალური, ფერებით გამდიდრებული სურათი. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი მიისწრაფვის შეიგრძნოს მსოფლიოს საერთო სურათი წვრილმანი დეტალების აღქმაში შეღწევით.
ვიზუალურ ვექტორს ხშირად და მკაფიოდ ვხედავთ იმ სფეროებში რომლებიც კავშირშია სილამაზესა და ხელოვნებასთან. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები, თავისი შინაგანი თვისებებით პასუხისმგებლები არიან, რომ ეცადონ შეიტანონ მსოფლიოში სილამაზე, სიკეთე, სიყვარული და ჰარმონია (
ვიზუალურ ფასეულობებს მკაფიოდ გამოხატავს ცნობილი ქართული სიმღერის ტექსტი: ,,მთავარია სამი რამე დედამიწაზე: სიყვარული; სიკეთე და სილამაზე."). ვიზუალური ვექტორის ფასეულობათა სპექტრი მერყეობს საკუთარი სხეულის დემონსტრირების სურვილიდან, ნებისმიერი საკაცობრიო ფასეულობის დემონსტრირებამდე.
გარეგნული იერი
ვიზუალური ვექტორის ბუნებაში დევს სურვილი გამოირჩეოდეს სხვებისგან, იყოს წარმოჩენილი. როგორც წესი, მისი სასიამოვნო, მიმზიდველი გარეგნობა უზრუნველყოფს ამ სურვილის დაკმაყოფილებას. ვიზუალური ვექტორი თუ არაა დამძიმებული ანალით ან ორალით, ავლენს სხეულის სინატიფეს, მომხიბვლელობას და გემოვნებიანობას. მაგრამ მხოლოდ გარეგნობა არაა მისთვის საკმარისი, რომ გამოირჩეოდეს თანამედროვე პირობებში. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარ გარეგნობას, რომელითაც ის შედის საზოგადოებაში.
ვიზუალის გარეგნობაში ერთნაირად ძლიერად ვლინდება ფსიქიკის როგორც კარგი, ისე ცუდი მდგომარეობა. საკუთარ სახეს და სხეულს ცვლის მაშინ როცა გამოდის (კარგავს) ბუნებრივი მდგომარეობიდან, ექმნება დამახინჯებული წარმოდგენა სილამაზეზე - ეს ნიშნები არც ისე კარგი მდგომარეობაა ვიზუალური ვექტორისთვის. როცა ერღვევა სამყაროსთან სწორი ურთიერთობის მექანიზმი, მაშინ მისი გარეგნული იმიჯი მთლიანადაა ამოვარდნილი საერთო სურათიდან. ეს გამოვლინდება სხეულის ქირურგიულ მოდიფიკაციებში, უცნაურ იმიჯებში (მაგ: პანკური, გოთური, ჰიპური სტილები და ა.შ), ჩაცმულობის უჩვეულო სტილში. საკუთარ თავზე ასეთი ექსპერიმენტების აზრია - გამოირჩეს გარეგნულად და იქონიოს ვიწრო სუბიექტური წარმოდგენა სილამაზეზე.
ვიზუალური ვექტორი - ესაა გარე სამყაროსთან კავშირის უზარმაზარი მოთხოვნილება. ნებისმიერი თვითგამოვლენა ითხოვს დაუყოვნებლივ რეაქციას შიგნიდან. დემონსტრირებულობა, არის სურვილი გამოავლინოს თავი გარემომცველ სამყაროში - ეს ერთი განმასხვავებელია ვიზუალური ვექტორის, ის ხშირად ვლინდება მის ქცევაშიც, პროფესიის არჩევაშიც და გარეგნულ იერშიც.
დემონსტრირება ვლინდება იმაშიც რომ სურვილი აქვს ისაუბროს, მოყვეს თავის თავზე, საკუთარ ფასეულობებზე, აჩვენოს ქვეყნიერებას თავისი მდგომარეობა. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანის საუბარი, როგორც წესი, შეიცავს დამახასიათებელ სიტყვებს: ლამაზი; მკაფიო; საშინელებაა; ვერ ხედავთ; შეხედეთ. მათი მეტყველება, არის მათი ემოციების ვერბალურად გადმოცემა: აღფრთოვანებული ვარ; მეშინია; შოკში ვარ; განადგურებული ვარ.
ვიზუალის ვექტორიანები არიან ძალიან ემოციურები. მათთვის ემოციები კიდევ ერთი შესაძლებლობაა თვითგამოვლენისთვის. ყველაზე მეტად, ვიზუალური ვექტორს აქვს ემოციური განცდების მიღების მოთხოვნილება. ეს ვლინდება გარეგნულადაც, ხშირად არიან კაპრიზულები, მტირალები ან უაზროდ მხიარულები.
ვიზუალური ვექტორის ეროგენული ზონაა თვალი. მათში აისახება ნებისმიერი ფსიქიკური მდგომარეობა. ვიზუალური ვექტორის მქონეებს არ შეუძლიათ დაფარონ თავისი გრძნობები ცივი ნიღბის უკან, სწორედ მათზე იტყვიან ,,თვალებმა გასცეს". ვიზუალი გოგონები ესწრაფვიან რომ თავისი თვალები გახადონ მეტყველი, ხელოვნურად გამოკვეთონ კოსმეტიკური მაკიაჟის მეშვეობით.
სახეობრივი როლი
ვიზუალური ზომა ზრუნავს ცალკეული ელემენტების შენახვაზე, რომლებსაც შეეფარდება ადამიანის ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციონალური გამოვლინება. შენახვა, ესაა ემპათიის (სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის წვდომის უნარი) უზრუნველყოფა, სურვილი შეიგრძნოს სხვების განსაკუთრებულობა საკუთარი უნიკალურობის მეშვეობით. ვიზუალები უყურებენ სამყაროს, და უარმაზარ სამყაროში კი არ ხედავენ ადამიანს, არამედ პირიქით, ადამიანში (შიგნით) ხედავენ უზარმაზარ სამყაროს.
ვექტორის ბუნებრივი დავალება ასახვას პოვებს მის სახეობრივ როლში. ვიზუალური ვექტორის პირველყოფილი სახეობრივი როლი - იყო ,,დღის გუშაგი", მათ უნდა შეემჩნიათ ბუნებაში ჩასაფრებული მტერი (მაგ: მტაცებელი), ბუნების ფერთა პალიტრიდან უნდა გამოეცალკევებინათ არაბუნებრივი ფერი, დაენახათ გარემოში მომხდარი ცვლილებები. შენახვა (სიცოცხლის) იმ პირობებში, როცა ჯოგი ცხოვრობდა საერთო ,,ჩვენ"-ის განცდით, მიიღწეოდა ფიზიკური სხეულის გადარჩენით. კაცობრიობის განვითარება და შემდეგ ფაზაში გადასვლა კავშირშია ხელოვნების, კულტურის, მედიცინის, რელიგიის განვითარებასთან - ესენი ის ინსტრუმენტებია რომლის დახმარებითაც ადამიანები ამარცხებენ ცხოველურობას, მათი დახმარებით მკვლელობა აღარაა საზოგადოებრივი ნორმა. ჩვენს დროში, ვიზუალურმა ზომამ მიაღწია იმას რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლე გახდა მთავარი (ხელშეუხებელი) ფასეულობა, კულტურული ფასეულობები კი მთელი კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობაა.
ინტელექტი
ვიზუალური ინტელექტი - ესაა შესაძლებლობა ვიზუალურად შეიგრძნოს არსებული სინამდვილე , აწყობილი ცალკეული ელემენტებით. რამდენად ღრმად შეუძლია ხილული დეტალების დანახვა დამოკიდებულია მის განვითარებასა და ტემპერამენტზე.
ყველაფერი რასაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ხედავს თავის გარშემო - ესაა გამოსახულებები, მის მიერ სუბიექტურად აღქმული. ამ ფონზე იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი რამ - ესაა თავად ვიზუალი ადამიანი, მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე და როლზე, გარემომცველ სამყაროში. მისი საკუთარი შეხედულებები თამაშობს გადამწყვეტ როლს ვიზუალური ვექტორის ინტელექტზე. საკუთარ შეხედულებათა უნიკალურობა, რომლებიც ვიზუალის ვექტორიან ადამიანს გამოარჩევს სხვების ფონზე, პირდაპირაა დამოკიდებული მისი ინტელექტის განვითარების დონეზე.
ინტელექტის განვითარებას საფუძველი ეყრება ბავშვობაში. არაცოცხალი დონე - ესაა კონცენტრირება საკუთარ სხეულზე, თავის თავზე. შესაბამისად, მისი ფასეულობები შემოისაზღვრება მხოლოდ საკუთარი სხეულის გალამაზებით. ინტელექტის განვითარების ყველაზე მაღალი დონე, ადამიანური დონე, აძლევს უნიკალურ გააზრებას, შექმნას ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანისტური ფასეულობები: სიყვარული; თანაგრძნობა; სიცოცხლის შენახვა.
ამრიგად, ფასეულობათა დონეზე დამოკიდებულებით, ქმნის ვიზუალი ადამიანი თავის იმიჯს უნიკალური, თავისთვის მნიშვნელოვანი დეტალებით: ჩაცმულობის მკაფიო სტილით; გარეგნული სილამაზით; ცნობილ ადამიანებთან ნაცნობობით; განსაკუთრებული ღიმილით; ხმით; განსაკუთრებული მგრძნობიარობით; შეგრძნების სიფაქიზით; ემოციურობით; მომთხოვნობით; შინაგანი სილამაზით.
სამყარო ასევე შედგება გამოსახულებებისაგან. საკუთარი გამოსახულება - ესაა მომხიბვლელობის საზომი, რომლითაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი განსაზღვრავს მის გარშემო არსებულ ელემენტთა ფასეულობას. მისთვის (ვიზუალისთვის) მთელი კაცობრიობა მეტ-ნაკლებად მკაფიოდ დაყოფილია თვით მასთან შედარების პრინციპით. გამოსახულებათა სიმკვეთრეზე დამოკიდებულებით გამოვლენილი დეტალები მის გარშემო დალაგებულია განსაზღვრილი წესრიგით.
ამრიგად, საყარო ვიზუალისთვის - ესაა გამოსახულებები მის გარშემო, შედგენილი ცალკეული უნიკალური დეტალებით. რაც უფრო მოახლოებული და გასაგებია გამოსახულება, მით უფრო მკაფიო და კაშკაშაა ის ვიზუალისთვის. ბრწყინვალების (სიკაშკაშის) საფეხურზე (ანუ როცა აბსოლუტური ვიზუალური აღქმა აქვს) ახდენს ადამიანთა რანჟირება და გამოვლენას გარემოში. განვითარების ფასეულობებზე დამოკიდებულებით იცვლება სიმკვეთრის კრიტერიუმები. ვიზუალი ყოფს (სილამაზეს) შინაგან და გარეგან სილამაზედ.
იმ შინაგანი მდგომარეობის რაოდენობა, რომლითაც შეიძლება განასხვაონ ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი დანარჩენების გარემოცვაში, დამოკიდებულია მისი თანაგრძნობისა და ემპათიის უნარზე.
ურთიერთობა
რა არის ურთიერთობა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სამყაროს მთლიანი სურათი შედგება დეტალების სიმრავლისგან? რეალობა ვიზუალური ზომისთვის - ესაა რასაც ის ხედავს, განიცდის და შეიგრძნობს. თუკი რაიმე დეტალი აღქმადი და შემჩნევადია, ე.ი. ის არსებობს. ადამიანი რომ შემოუშვა შენს ცხოვრებაში საჭიროა იგი დაინახო ან აღიქვა. ყველაფერი რაც იმყოფება აღქმისა და დაკვირვების მიღმა, ვიზუალის ვექტორიანისთვის არ არსებობს. ასე მუშაობს ვიზუალური ვექტორის ფსიქიკა.
ასეთივე კრიტერიუმით აღიქვამს ვიზუალის ვექტორიანი საკუთარ თავს. მე - არის სამყაროს ნაწილი, ,,მე" ვარსევობ მანამ სანამ მხედავენ. იმისთვის რომ გამოააშკარაოს საკუთარი არსებობა, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი იწყებს თვითდემონსტრირებას. აზროვნების ხედვაზე დამოკიდებულებით ნაკარნახევი შინაგანი ფასეულობებით, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ირჩევს თავისთვის უნიკალურ ცხოვრების სტილს, რომელსაც ემყარება მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე. სწორედ თავისი ცხოვრების სტილს უკეთებს დემონსტრირებას ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი.
საკუთარი თავის წარმოჩენის და საკუთარი უნიკალურობის დემონსტრირებისას, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ელოდება საპასუხო რეაქციას. მას ჭირდება შეამჩნიოს და შეაფასოს თუ რა ეფექტის მოხდენა შეძლო. სწორედ ესაა მისთვის ურთიერთკავშირი (ურთიერთობა).
გარშემომყოფთა ადეკვატური, კეთილგანწყობილი საპასუხო რეაქცია მის მოქმედებებზე, ძალიან ბევრს ნიშნავს ვიზუალის ვექტორიანი ადამიანისთვის. გარემომცველი სამყაროდან საპასუხო რეაქცია მისთვის ნიშნავს: ,,თუ მამჩნევენ, ე.ი. მე ვარსებობ". და პირიქით თუ ვერ ამჩნევენ ის ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება.
თუკი თვითწარმოჩენასა და საპასუხო რეაქციას შორის არაა დაცული ფაქიზი ბალანსი, წარმოიშობა გადახრები. საკუთარი უნიკალურობის არასაკმარისი განცდა შეიძლება მიზეზი გახდეს ყველა გარშემომყოფის განურჩეველი სიყვარულის (მათთან სასიყვარულო ურთიერთობისაც) და შიშების (ფობიების). შიშები შეიძლება წარმოიშვას განვითარების ნებისმიერ საფეხურზე. მაგრამ რაც უფრო ნაკლებგანვითარებულია ვიზუალის ინტელექტი, მით მეტი შანსია მას განუვითარდეს შიშები და ფობიები.
დაბალანსებულ მდგომარეობაში, როცა ყველაფერი იდეალურადაა, როცა ვიზუალის ქმედებები შემჩნეული და სწორად შეფასებულია გარემოცვისგან, ვიზუალურ ვექტორში იბადება ემპათია (ემპათია – ადამიანის უნარი უთანაგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა). ეს მუშაობს როგორც ურთიერთკავშირი - თუკი ჩემი პიროვნება არსებობს, ,,მე" ვარ რეალური და გარშემო ეს იცის ყველამ, ესე იგი ჩემს გარშემო არსებული სამყაროც რეალურია (თუ არ არსებობენ, ჩემი არსებობაც არ ეცოდინებათ და შესაბამისად ვერც ,,მე" ვიქნებოდი რეალური). ამის შემდეგ ახდენს საკუთარი პოზიტივის გარშემომყოფებზე გადატანას. ვიზუალის ვექტორიანი თავის გარშემომყოფთაგან რომელიმესთან ქმნის საერთო ემოციურ ფონს. სწორედ ასე იბადება ვიზუალურ ვექტორში შესანიშნავი გრძნობა - სიყვარული.
მეწყვილესთან ურთიერთობაში ვიზუალის ვექტორიან ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს უძლიერესი ემოციები, მაგრამ მხოლოდ სხვა ადამიანთან ემოციური შეწყობის უკიდურესი დონე აძლევს მას ნიადაგს განვითარებისთვის. ბუნებრივად დაბალი ლიბიდო (ლიბიდო - სექსუალური სურვილები), მისწრაფება მოიცვას მთელი ხილული გამოვლინება და ამას დამატებული უზარმაზარი ემოციონალურობა - ყველაფერი ეს ვიზუალის ვექტორიანს ხდის ძალზე მიმზიდველს საწინააღმდეგო სქესისთვის.
მოძრაობა
ვიზუალური ზომის ფსიქიკაში არ არის მოძრაობა, მაგრამ ამ ვექტორის გარეგნული გამოვლინება პირიქით, არის ძალიან მოძრავი.
ორიენტირება პიროვნების შენახვაზე, ფასეულობების უცვლელობაზე - აი რა განსაზღვრავს ვიზუალური ზომის ფსიქიკურ უმოძრაობას. მთავარი ფასეულობა, რომლის გაცნობიერებასთანაც მიდის ვიზუალური ვექტორი - ესაა ნებისმიერი არსების სიცოცხლე, ყოველი ცალკეული ადამიანის და მთლიანი კაცობრიობის. ჯგუფის მიმდინარე მდგომარეობის შენახვა პირდაპირ კავშირშია მისი თითოეული ელემენტის (ყოველი ადამიანის) სიცოცხლის შენახვასთან.
სწორედ ამიტომ ვიზუალური ვექტორი შინაგანად მდგრადია. ფიქსირებული მდგომარეობა, როგორც წესი, ვლინდება ,,ცხოვრება გავლილ" მდგომარეობად. სწორედ ამ მდგომარეობის შენახვა ეხმარება ჯგუფს განვითარებაში. ვიზუალური ვექტორის მოძრაობის თვისებები წარმოშობს ისეთ მდგომარეობებს როგორიცაა: პაციფიზმი, ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა. ვიზუალის ვექტორიან ადამიანებს, თავისი მდგრადი ფასეულობების მიუხედავად, უყვართ მოძრაობა, ცვლილებები, ახალი შთაბეჭდილებები. ვიზუალური ვექტორი რეაგირებს გარე სამყაროს მდგომარეობის ცვლილებაზე, აფიქსირებს და ამჩნევს ცალკეულ ცვლილებებს, მაგრამ ვერ ხედავს საერთო სურათს. ცალკეულ ნაწილებზე ყურადღების გამახვილება, არ აძლევს საშუალებას განასხვაოს როგორი ცვლილებაა მნიშვნელოვანი და როგორი არა. მაგრამ მისი რეაქცია ნებისმიერ ცვლილებაზე ერთნაირია: გადახედოს თავის შეხედულებას და გააძლიეროს ამ ხედვის უნიკალურობა. ვიზუალური ვექტორის რეაქცია ჩამორჩება გარე სამყაროში მომხდარ ცვლილებებს, მაგრამ გარეგნულად ეს ისე ჩანს თითქოს ის მოძრაობს ლანდშაფტის თანაბრად. მოძრაობის თვისებები ვიზუალის ვექტორიან ადამიანებს აიძულებენ თვალი ადევნონ მოდის ტენდენციებს, განავითარონ ახალი მიმდინარეობები ხელოვნებაში, ან პირიქით, პროპაგანდა გაუწიონ მარადიულ ფასეულობებს.
ვიზუალის ინტელექტი ვითარდება ადამიანურ დონემდე (სულ არის ფსიქიკის განვითარების ოთხი დონე: არაცოცხალი; მცენარეული; ცხოველური; ადამიანური. თუ რას წარმოადგენენ ეს დონეები და რა ხდება მათი განვითარებისას ამას შემდეგში განვიხილავთ), მეტ-ნაკლებად სტატიკურად (სტატიკური-მყარი, მდგრადი). ასეთ დონემდე განვითარებულ ვიზუალის ვექტორიან ადამიანს გარეგნული დეტალები უმნიშვნელოდ ეჩვენება, უმთავრეს, სიცოცხლის ფასეულობასთან შედარებით.
სრულიად საწინააღმდეგო სიტუაცია იქმნება როცა ვიზუალის ინტელექტი არ არის საკმარისად განვითარებული ან მის ფსიქიკაში არ არის მირწეული ბალანსი, ამ დროს გარემოში მომხდარი პატარა ცვლილებაც კი შეიძლება გახდეს შიშების მიზეზი. მხედველობის ზონიდან ბევრი ნაცნობი დეტალის დაკარგვა ვიზუალის ვექტორიანში იწვევს გაუცნობიერებელ რეაქციას - გადაარჩინოს საკუთარი ხედვა, შეავსოს ის აქტუალური დეტალებით, შემატოს მას რამდენიმე ისეთი ახალი შტრიხი რომლებიც კარგად იქნებიან აღქმული გარემოცვაში. ხშირად ხდება რომ თვითდემონსტრირების ქვეცნობიერი სურვილით ვიზუალის ვექტორიანი იცვლის ვარცხნილობას, იმიჯს, საცხოვრებელ ადგილს, პარტნიორს, მიზნებს და შეხედულებებსაც კი.
განვითარება
პირადი მე, პიროვნულობა - ის აქტივია, რომლისთვისაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი მუშაობს მთელი ცხოვრების მანძილზე. მისი ყოველი მოქმედება კავშირშია მისი უნიკალური ხასიათის ჩამოყალიბებასთან, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ეს უნიკალურობა ფასდება საკუთარი თავის და გარემოცვის მუდმივი შედარება-შეპირისპირებით. ვებისმიერ ვიზუალის ვექტორიან ადამიანს აქვს შინაგანი სწრაფვა - გამოირჩეოდეს სხვების ფონზე, იყოს ლამაზი, კაშკაშა, უნიკალური.
საუკეთესო გავნითარება ვიზუალისთვის - ესაა შინაგანი მუშაობით მგრძნობიარობის განვითარება. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის სხვებთან შედარებას ის აკეთებს თავისი შინაგანი ხასიათის გამო. ნებისმიერი ადამიანი თუნდაც ისინი იყვნენ უბრალო ან მოსაწყენნი, ვიზუალის ვექტორიანისთვის მაინც ადამიანებად რჩებიან. ადვილია გარეგნულად არაფრით გამორჩეული ბრბოს ფონზე იყო გამორჩეული, საკმარისია ჩაიცვა რაიმე გამომწვევი. მაგრამ განვითარებული, მგრძნობიარე ვიზუალის ვექტორიანი თავს უფლებას არ აძლებს ამ ხროვაში დაინახოს ,,ნაცრისფერი ბრბო“. მისთვის ყოველი ადამიანი სიცოცხლის ფასეულობათა მატარებელია, ანუ ყოველი მათგანი თავისებურად უნიკალურია. საკუთარი უნიკალურობა ვიზუალის ვექტორიან ადამიანში შეიძლება გამოვლინდეს სხვისი უნიკალურობის შემჩნევის უნარში.
საკაცობრიო ფასეულობათა დონის მიღწევისას, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი წყვეტს საკუთარი თავის სხვებთან შედარებას. ადამიანის სიცოცხლის ფასეულობა ყველას ერთ სიბრტყეში აქცევს, ყველა მათი უნიკალური შტრიხის ჩათვლით. განსხვავდება მხოლოდ თანაგრძნობის სიღრმე და ხარისხი ყოველი ცალკეული ადამიანის მიმართ. სურვილის მთელი ძალის, მთელი გულისყურის მიმართვა გარშემომყოფთა მოთხოვნილებისკენ, ხდის ვიზუალის ვექტორიან ადამიანს იყოს მზად მსხვერპლის, თვითშეწირვის და გულმოწყალებისთვის.
დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის
ვიზუალის ვექტორიანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეგავლენა, რომლის მოხდენაც მას შეუძლია. ყველაფერი, რასაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ყვება საკუთარ თავზე, ჟღერს ემოციურად, მკაფიოდ, გამომსახველად. ძალზე ხშირია როცა ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი საკუთარ თავს სხვადასხვა გარემოცვაში სხვადასხვანაირად აღიქვამს (გარემოს შესაბამისად). თავისი მშვიდობისმოყვარეობის მიუხედავად, საკუთარ ფასეულობათა გამო შეუძლია წავიდეს კონფლიქტზე, განსაკუთრებით მაშინ თუ ერთვის განსაზღვრული ვექტორები (კანი და ორალი), განსაზღვრულ მდგომარეობაში. ეშინია იყოს უღიარებელი, დასაცინი, მაგრამ თავად ხშირად მზადაა განსაჯოს და გაკიცხოს სხვები. მთელ ქვეყანას ყოფს კარგებად და ცუდებად, წამს კეთილის და ბოროტის არსებობა. მთავარი ფასეულობა, რომელსაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ქადაგებს არის სიყვარული.
ვიზუალური ვექტორის "პაკაზუხა" ვარიანტი
https://www.youtube.com/watch?v=_uu-BUNVa_U&hd=1
ცნობილი მამაკაცი "ვიზუალები":
https://www.youtube.com/watch?v=_uu-BUNVa_U&hd=1
https://www.youtube.com/watch?v=o88xBksngC4&hd=1
https://www.youtube.com/watch?v=R7m5Int1hAA&hd=1
ვიზუალური ვექტორის მთავარი დევიზი (სიყვარული, სიკეთე და სილამაზე)
https://www.youtube.com/watch?v=efDJhQc5JE4
This post has been edited by
cinemamu
on 12 Sep 2014, 16:43
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ქართლოსი
რატომ?
ჯგუფი: Members
ქართლოსი
რატომ?
ჯგუფი: Members
წერილები: 20362
წევრი No.: 60518
რეგისტრ.: 7-May 08
#42217127
· 12 Sep 2014, 17:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ანჯელინა ჯოლს დიდი ტუჩები აქვს, და ეგ ლამაზად ითვლება?
cinemamu
QUOTE
ვიზუალური ვექტორის მთავარი დევიზი (სიყვარული, სიკეთე და სილამაზე)
არც სიყვარული ვიცით რაარის არც სიკეთე და სილამაზე კიდე ინდივიდუალურია.
მარტივ ენაზე დაწერე ვერ ვიგებ რაღაცეებს.
This post has been edited by
ქართლოსი
on 12 Sep 2014, 18:01
--------------------
ბრძენი ის არის, ვისაც თავისი შეცდომები ახსოვს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3368
წევრი No.: 49962
რეგისტრ.: 24-December 07
#42217858
· 12 Sep 2014, 19:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სმენის ვექტორი
რაოდენობა: 5%
ინფორმაციის მეოთხედი (კვარტელი).
ფუძე - გაერთიანება.
ფუნქცია - წვდომა (მიღწევა) და გახსნა საერთო მსოფლმხედველოვრივი კანონების, მთელი კაცობრიობის იდეოლოგიურად განვითარება და წაყვანა (მეტნაკლებად უმტკივნეულოდ) სწორი გზით.
ადამიანებმა თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ბევრი ისწავლეს სამყაროს შესახებ. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, შევაფასოთ, შევადაროთ და გავაანალიზოთ განსხვავებული გამოვლინებები. შეგვიძლია შევიგრძნოთ ცვლილებები გარემომცველ სამყაროში და თვით ჩვენში. ის რასაც ჩვენ გავიგებთ ამ დაკვირვების რეზულტატით, დამოკიდებულია ვექტორალურ წყობაზე, რომელიც აფორმირებს ჩვენს აზროვნებას. ამას შეიძლება დავარქვათ სუბიექტური აღქმა, ე.ი. ხედვა ერთი წერტილიდან.
თუ ჩვენ გადმოვხედავთ ქალაქს ზემოდან (მაგ: ვერტმფრენიდან) ჩვენს ქვემოთ გადაიშლება მთელი ქალაქი, ადამიანებით, შენობებით და ა.შ. ეს ყველაფერი მთლიანობაში გამოჩნდება თვალის ერთი გადავლებით. ხოლო თუ ჩვენ გადმოვიხედავთ კოსმოსიდან, აღქმული სურათი იქნება უფრო სრული და მასშტაბური.
საკაცობრიო ფსიქიკაში არსებობს ვექტორი, რომელსაც ზუსტად ასევე შეუძლია ერთიანი სურათის აღქმა. ესაა სმენითი ზომა, რომლის ფუძეა - ერთიანობა. სმენის ვექტორის ფუნქციონალური დავალებაა - განსაზღვროს სამყაროში მიმდინარე პროცესების, არსებობის, ჯგუფის ერთიანი მდგომარეობის აზრი, ევოლუციურ განვითარებაში მიღწეული წერტილი, და მისცეს მიმართულება მთელი კაცობრიობის განვითარებას. მოძრაობის მიმართულების შეგრძნება სმენის ვექტორში ფორმირდება იდეების სახით, რომლებიც მათ შეაქვთ სამყაროში და აღანთებენ სხვებს.
სმენის ვექტორის ეროგენული ზონა - ესაა სმენითი სისტემა. რაც აძლევს შესაძლებლობას აღიქვას გარემომცველი სამყაროს ვიბრაციები და განმარტება გაუკეთოს მათ. სმენის ვექტორს სხვებზე უკეთ შეუძლია ინფორმაციის აღქმა სამყაროს შესახებ არამატერიალური გაგების ფონზე, ისეთების როგორიცაა ,,სიტყვა", ,,სისტემა", ,,აზრი". აბსტრაგირებით ზოგადი გამოვლინებიდან ცალკეულ გამოვლებამდე, სმენის ვექტორიანს შეუძლია გამოავლინოს მინიშნებები რამდენიმე მსგავს სისტემაში, იმ აზრით, რომ მიაღწიოს საერთო მსოფლმხედველობრივი კანონების გაგებას.
სმენის ვექტორი ერთადერთია ვინც საკუთარ თავს არ აიგივებს სხეულთან რომელიც მისი მისი მატარებელია მატერიალურ სამყაროში. მთელი მისი თვისებები მუშაობენ ერთი დავალებისთვის - გაიგოს ყველაფრის აზრი რაც ხდება, მისი მნიშვნელობა, შეიცნოს თუ რატომ ხდება ყველაფერი ასე და არა სხვაგვარად. სმენის ვექტორს უნდა უმადლიდეს კაცობრიობა შეცნობას, გაგებას, მისი (სმენის ვექტორის) წყალობით აითვისეს ადამიანებმა ფიზიკური და სულიერი მსოფლმხედველობის პრაქტიკები. სმენის ვექტორიანი ადამიანის ფასეულობები ყოველთვის მის იდეებთანაა კავშირში, რომლის მასშტაბიც დამოკიდებულია მისი მისი განვითარების დონეზე. ამ მხრივ, სმენის ვექტორი ერთადერთია რვიდან, ვისი ბუნებაც გამოიყურება აბსოლუტურად სხვადასხვანაირად განსხვავებული მდგომარეობის ადამიანთათვის, ე.ი სმენის ვექტორი იღებს თავისი იდეის ფორმას: თვალთვალის მანიიდან საკაცობრიო იდეამდე, რელიგიური ან ნებისმიერი სხვა მსოფლიო დონის იდეის.
გარეგნული იერი
სმენის ვექტორიანი ადამიანი ძალიან მცირე მნიშვნელობას ანიჭებს სხეულს, ხშირად ივიწყებს მას, იმიტომ რომ მთლიანად თავის შინაგან შეგრძნებებზეა კონცენტრირებული. ეს აისახება მის გარეგნულ იერზეც. სმენის ადამიანები ხშირად არიან განცალკევებულები, ჩაძირულები საკუთარ თავში: სახე ხშირად ემოციების გარეშეა (არ გამოხატავს ემოციებს), გაფანტული მზერა თითქოს შუშისააო, მიმართული სივრცისკენ (თითქოს არაფრისკენ). სმენის ვექტორიან ადამიანს ხშირად აქვს არაგამომსახველი მიმიკა (თუ არ ერთვის ორალი ან ვიზუალი), რაც მის სახეს უსიცოცხლო ნიღბად აქცევს.
სმენის ვექტორიანს შეიძლება გამოუვლინდეს ასთენიური (ძალიან გამხდარი) აღნაგობა: გრძელი კიდურები, ვიწრო მკერდი, სიგამხდრე, უმეტესად ტანმაღალია. სმენის ვექტორიანს თვისობრივად ხშირად ავიწყდება სხეულებრივი მოთხოვნილებები (განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ერთვის კუნთი, ანალი ან ორალი). მას შეუძლია დიდხანს არ ჭამოს, არაპრეტენზიულია კვების რაციონის მიმართ (თუ არ ერთვის ორალი). სმენის ადამიანისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა იყოს მთელი დღე მშიერი.
სმენის ვექტორს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ძილთან. აზროვნების მიშვებული პროცესი, მისთვის ხდება ძნელად შესაჩერებელი ან გადადის მუდმივობაში. ძილი აძლევს დასვენების საშუალებას სხეულს, მაგრამ სხეულებრივი მოთხოვნილებები ხშირად გადადის მეორე პლანზე სმენის ვექტორიანის შინაგანი მდგომარეობის გამო. მას შეიძლება დაავიწყდეს დაძინება ან დაემართოს უძილობა. მას ასევე შეუძლია იძინოს მთელი დღე-ღამე, თუკი შესაფერისი მდგომარეობა იქნება. მოუწესრიგებელი ძილი აქვს, რომელსაც ხანდახან ვერ აკონტროლებს ხელოვნურად დაწესებული რეჟიმით, რასაც მიყავს სხეულის გადაღლამდე. სმენის ვექტორიანი ხშირად დღეც კი მძინარეს წააგავს, მოშვებულია, შენელებულად აზროვნებს. სმენის ვექტორიან ადამიანებს ურჩევნიათ იცხოვრონ, იმუშაონ და იფუნქციონირონ ღამით, როცა არაფერი ურღვევთ კონცენტრაციას.
ტანსაცმელი, აქსესუარები, გარეგნული კომფორტი, უმნიშვნელოა სმენისვექტორიანი ადამიანისთვის (თუ ვიზუალი არ ერთვის). ნამდვილ ცეცხლს მათში ანთებს იდეები. ასე ურთიერთობენ ისინი სამყაროსთან: ,,აზრს ვერ ვხედავ", ,,რაშია აზრი", ,,არის იდეა" - მისი ტიპიური გამოთქმებია.
სახეობრივი როლი
სმენის ვექტორი ასრულებს რთულ ფუნქციას - გააცნობიეროს ბუნების კანონები, რომლებიც არსებობს სამყაროში და დაეხმაროს კაცობრიობას სისტემურ ევოლუციაში. ნაბიჯ-ნაბიჯ იმოძრაოს გაცნობიერებული მიზნისკენ, ადამიანები ხდებიან უფრო განვითარებულები საკუთარი თავის გაცნობიერების შემდეგ, ამიტომაა სისტემა უნიკალური. სმენის ვექტორის პირველყოფილი როლი - ესაა ,,ჯოგის ღამის გუშაგი". ფუნქციონალი ნათელია: არ დაიძინოს ღმით, მოუსმინოს და აიდენტიფიციროს განსხვავებული ხმები და გააფრთხილოს ჯოგი საფრთხის შემთხვევაში. ჯოგი თავს გრძნობს ერთიან სხეულად, რომელიც დგას სამყაროს პირისპირ. სმენის ვექტორს შეუძლია გარეგანი ვიბრაციების მოსმენით, ბგერების რხევათა ცვალებადობით გაიგოს სიტუაცია გარშემო, გამოიტანოს დასკვნები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
შემდეგი ეტაპი, კავშირშია პიროვნულობის შეცნობასთან, შეიცნოს თავისი პირადი ,,მე" - შინაგანი იმპულსების დახმარებით მოახდინოს თვითიდენტიფიკაცია. მთელ მიმდინარე ეპოქებში ხდებოდა სმენის ვექტორის იდეების განვითარება: იმის გაგების სურვილიდან, რა არის ადამიანი სხეულებრივი გარსის გარდა - იმის გაგების სურვილამდე, თუ როგორ წარმოიქმნა ჩვენი სამყარო და რაშია მისი არსი. ამ ეპოქებში წარმოიშვა და აყვავდა რელიგიური და ფილოსოფიური სწავლებები, განვითარდა ფიზიკა, მათემატიკა, ასტრონომია და სხვა მეცნიერებები, რომლებიც არის შეცნობასთან მიახლოების მცდელობები. სმენის ვექტორიანები იყვნენ გურუები, მოაზროვნეები, ფილოსოფოსები, ანდა სამყაროს ერთიან ვიბრაციებთან შერწყმის სურვილით ქმნიდნენ მუსიკალურ, სამხატვრო, პოეტურ ნაწარმოებებს.
თნამედროვე ეპოქაში (კან-ყნოსვითი მმართველობის სისტემის დასასრულს) სმენის ვექტორის კვლევის საგანია ადამიანის ფსიქიკის სიღრმეები. ცოდნა და შეცნობა ბუნების კანონებისა თანდათან ლაგდება სამყაროს მრავალსაფეხურიან სისტემაში, მოაახლოვოს ქმნილების არსის გაგება.
ინტელექტი
სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტი, ემყარება მატერიალური სამყაროს გაგების (გაცნობიერების) შესაძლებლობას, ამ შესაძლებლობით ხედავს ცალკეული ერთეულების ნაკრების მთლიანობას, მათი აბსტრაგირებით. უფორმირდება მთლიანობის შეგრძნება - ეს წარმოდგენაა სამყაროს იმ მთლიანობაზე, რომლისკენაც მოძრაობს კაცობრიობა. სმენის ვექტორიანი, სამყაროში ნებისმიერ გამოვლინებას აღიქვამს პოტენციური გაერთიანებული მდგომარეობის ფონზე.
ადამიანი სმენის ვექტორით საკუთარ ,,მეს" არ აიგივებს სხულთან ან ნებისმიერ სხვა სუბიექტურ წარმოდგენასთან საკუთარ პიროვნებაზე, მაგალითად სულთან რელიგიური გაგებით. მისი შინაგანი სამყაროს მოცულობა არაფრითაა შეზღუდული და პოტენციურად, შეუძლია დაიტიოს აბსოლუტურად ყველაფერი. ,,ვინ ვარ მე?" - სმენის ვექტორიანის ძირითადი კითხვაა, რომელიც მიჰყვება მთელი ცხოვრების მანძილზე, დაბადებიდან სიკვდილამდე. ყველას კი არ შეუძლია ამის გაცნობიერება, მაგრამ იპოვოს პასუხი ასეთ კითხვებზე - სწორედ ესაა სმენის ვექტორის ძირითადი დავალება. სამყაროში თავისი ადგილის სიღრმისეული გაცნობიერება, თავისი დანიშნულების გაგება (სმენის ვექტორიანის), დამოკიდებულია აზრების მსვლელობის სიღრმეზე, ინტელექტის მუშაობასა და ცხოვრებისეულ სცენარზე.
თავის კითხვებზე პასუხების მიღების სურვილი სმენის ვექტორიან ადამიანს ხშირად აიძულებს გადაარჩიოს მრავალი განსხვავებული იდეა და მსოფლმხედველობრივი კონცეფცია. ყოველ ახალ იდეას სმენის ვექტორიანი ადამიანი ტესტავს თავისი შინაგანი აბსტრაქტული მსოფლმხედველობის მოდელთან შედარებით - ანუ რამდენად შეესაბამება ეს იდეა მის კონცეფციას, რამდენად შეუძლია (იდეას) განმარტოს მოვლენის არსი და რამდენად შეუძლია მას (იდეას) ცნობიერების საზღვრების გაფართოება. თუკი იდეას შეუძლია შეავსოს მისი შინაგანი კონცეფცია, მაშინ მას (იდეას) იმატებს და შესაბამისობაში მოყავს თავის კონცეფციასთან. თუ გამოკვლეული იდეა რამდენადმე ზუსტი და აღმათებულია (მის იდეაზე), ის მთლიანად ანაცვლებს თავის იდას მისით (ახალი იდეით), ხოლო თუ ახალი იდეა სუსტია - განაგდებს. სმენის ვექტორიანის ინტელექტის განვითარება განპირობებულია მისი იდეების სიფართოვით - რამდენად ღრმად შეუძლია მას განმარტოს სამყაროს არსი და მოწყობის მექანიზმი. უმაღლესი განვითარებისას ეს იდეა მსოფლმხედველობის საზღვრებში ფართოვდება უსასრულობამდე, რაც ვლინდება აბსოლუტურად სრულყოფილ და დასრულებულ იდეად.
აზრის გაცნობიერებით, სმენის ვექტორიანი ,,იძენს საკუთარ მეს", რომლის არსიცაა, თავის თავში უსასრულობის გამოვლენა. ის თავს ანებებს საკუთარი თავის ასოცირებას თავის ეგოისტურ არსებობასთან, და ამის მაგივრად შეიგრძნობს ერთიან და განუყოფელ ,,მეს", საკუთარ თავში სრულყოფილი მსოფლმხედველობის გახსნით. საკუთარი როლის მთლიანობაში გაცნობიერება, გააზრება და განხორციელება, გადაარჩენს სმენის ვექტორიანს სუბიექტივიზმის გამოვლენისგან.
სანამ სმენის ვექტორიანი არ იპოვის პასუხებს თავის ყველა კითხვაზე, მანამდე ის მთლიანად ცოდნაზეა დამოკიდებული - ეძებს თავისი არსებობის უფრო ღრმა აზრს. თუკი სმენის ვექტორში საკუთარი დანიშნულება არაა გაცნობიერებული და ვერ ამოძრავებს აზრებს სწორი მიმართულებით, მაშინ შედეგი მისი ინტელექტისთვის, როგორც წესი, სავალალოა. ეს არის უარყოფა ან დაკარგვა საკუთარი ,,მე"-სი პირადულობის დესტრუქციული შეცვლით: დეპრესიით, თვითმკვლელობის მცდელობით, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში შიზოფრენიით.
ბუნებრივი ეგოცენტრიზმი ხელს უშლის მას ეძებოს კითხვებზე პასუხები, ჩაუღრმავდეს საკუთარ აზრებს. სმენის ვექტორიანი იმყოფება მუდმივ პარადოქსში: მისი ფსიქიკური ,,სხეული" უსასრულოა, ასე რომ მის ფსიქიკას არ აქვს ჩარჩოები და საზღვრები, ხოლო მისი მსოფლშეგრძნება პირიქით, ესწრაფვის კონცენტრირდეს საკუთარ თავზე, მოიკვეთოს (განაგდოს) გარე სამყარო მთლიანად. თუ სმენის ვექტორიანი მივიდა იდეამდე, მაშინ შეუძლია მოახდინოს საკუთარი მსოფლმხედველობის ტრანსფორმაცია და გამოიტანოს შიგნიდან გარეთ, მაშინ ის მიიღებს ვექტორის სრულფასოვნ ავსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ეცდება უკმარისობის შევსებას განსხვავებული იდეებისა და კონცეფციების (რომლებსაც აქვთ რაღაც მსგავსება შინაგან სტუქტურასა და იერარქიაში) კომპლექტის მითვისებით. ბალანსის მოსინჯვითა და მათ შორის (სხვადასხვა იდეების) თანსწორობის დაწყობით, სმენის ვექტორიანი აღწევს სტაბილურ, არცთუ ბოლომდე ავსებულ (დაკმაყოფილებულ), მდგომარეობას და საკუთარ თავთან კომპრომისით მიდის, მიიღოს ეს იდეათა ნაკრები როგორც მსოფლმხედველობის მოდელი.
არის შემთხვევები, როცა სმენის ვექტორიანი შეგნებულად ცდილობს იმ ზეწოლის მოხსნას, რომელიც გამოწვეულია დასმული კითხვების ამოხსნის მოთხოვნილებით. ამიტომ განადიდებს რაიმე იდეას, ან ცვლის ჭეშმარიტებას საკუთარი ,,მეს" ძებნით. მის მიერ განდიდებული იდეა კი ხდება მისი იდეაფიქსი და სრულიად დომინირებს ყველა დანარჩენ იდეაზე (შეიძლება ეს გადაიზარდოს ფანატიზმში). ასეთ მდგომარეობას, როცა შერწყმულია აზრის აბსოლუტური მოუქნელობა და ახლის მიუღებლობა, ეწოდება ფაშიზმი. ეს ვლინდება შინაგანი ზეწოლისგან განთავისუფლების მცდელობით, რაც გამოწვეულია ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხების არარსებობით.
თვითშეგნებისგან დაცლისას სმენის ვექტორში ვლინდება რწმენა ბედისწერაზე. ადამიანი შეგნებულად იკავებს პასიურ პოზიციას - ,,როგორც უნდა იყოს, მაინც ისე იქნება".
სტრესისას ასევე ვლინდება ათეიზმი - ესაა მცდელობა დაავიწროვოს ცნობიერება გასაგები მატერიალური სამყაროს ჩარჩოებამდე.
ურთიერთობა
ურთიერთობის თვისებები ეწოდება ვექტორის თვისებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე თუ როგორ გამოავლენენ საკუთარ თავს ჯგუფში ადამიანები სხვა ადამიანებთან მიმართებაში, იურთიერთებენ განსხვავებულ ადამიანებთან და პარტნიორთან.
სმენის ვექტორი - აბსულუტურად ეგოცენტრულია, მას მთელი ყურადრება თავის შინაგან სამყაროზე აქვს გამახვილებული. სხვა ადამიანები, მათი პირადი ხასიათები, მათი მიწიერი აზრები, სმენის ვექტორიანს საერთოდ არ აინტერესებს. სმენის ვექტორიან ადამიანს აინტერესებს მხოლოდ იდეები, ხოლო ხალხი აინტერესებს იმდენად რამდენადაც მას დაეხმარებიან ამ იდეების განხორციელებაში. ასეთი ადამიანი, როგორც წესი, დგას კოლექტივისგან (ჯგუფისგან) განცალკევებით, ის არ ეწევა თვითპოპულარიზაციას, ჯგუფთან ურთიერთობის სურვილი მას მაინცდამაინც არ აქვს. ამ მდგომარეობიდან მისთვის გამონაკლისია ისეთი სმენის ვექტორიანების ჯგუფი, რომლებიც ატარებენ მისთვის საინტერესო იდეებს ან შეკავშირებულნი არიან მასთან საერთო იდეით. ასეთი ინდივიდი დიდ ხმაურიან საზოგადოებაში გამოიყურება უცნაურად, ჩაკეტილად და უინტერესოდ (თუ არ ერთვის ორალი), თითქოს ხალხისთვის არაფერი აქვს სათქმელი. სინამდვილეში მას უბრალოდ არ აინტერესებს საზოგადოებასთან ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება ცალკეული ემოციებისა და შეგრძნებების გაცვლა-გაზიარებას. თუ სმენის ვექტორიანი ასეთ სიტუაციაში რაიმეზე ლაპარაკობს, მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე, მის არსზე, საუბრობს თავდაჯერებულად გულწრფელად, და ყოველგვარი ემოციების გარეშე (თუ არ ერთვის ორალი ან ვიზუალი).
სმენის ვექტორიანი ადამიანი ურთიერთობის დროს სხვა ადამიანს არ აღიქვამს როგორც მხოლოდ სხეულს, რომელსაც რაღაც თვისებები აქვს. მისთვის სულერთია როგორ გამოიყურება ადამიანი, როგორია მისი სტატუსი, გარეგნობა და სქესიც კი არ აინტერესებს. სმენის ვექტორიანს აინტერესებს მხოლოდ თანამოსაუბრის შინაგანი არსი - ის იდეები და მსოფლმხედველობა, რომლითაც თანამოსაუბრე ხელმძღვანელობს ცხოვრებაში. სხვა ადამიანის პასუხისმგებლიანობას ის ასეთივე კრიტერიუმით შეაფასებს: რამდენად ემთხვევა თანამოსაუბრის იდეები მის პირად იდეებს. ყოველ იდეას ადარებს საკუთარ იდეასთან, განიხილავს თუ რამდენად მრავლისმომცველია ეს იდეა, სხვა დანარჩენი კი მისთვის არაფრის მიმცემია, სწორედ ამითია გამოწვეული სმენის ვექტორიანის ეგოცენტრიზმი და სხვებისთვის ზემოდან ყურება - ადამიანს ის ვერ შეიგრძნობს, სამაგიეროდ გრძნობს მისი იდეების სიპატარავეს და არასრულყოფილებას. ზოგიერთ შემთხვევაში მისი ეს დამოკიდებულება შეიძლება გადმოიფრქვეს როგორც ჯგუფის ან მთელი კაცობრიობის სიძულვილი.
შესაძლებლობა აღიქვას ადამიანები როგორც იდეების მატარებელი არსებები, შესაძლებლობა მოაგროვოს და გადაარჩიოს ახალი იდეები სამყაროს ერთიანი სურათიდან, სამყაროს მისეულ აღქმაში ვლინდება ასევე ,,პოლიგამიად". სმენის ვექტორის ფუძეა - გაერთიანება, ზოგჯერ ინტელექტი რომელიც უნდა მუშაობდეს გაერთიანებისთვის, ცუდ მდგომარეობაში, სექსუალური პარტნიორის ამორჩევისას ყურადრებას არ აქცევს მის პიროვნულ განსაკუთრებულობას და პარტნიორებს ირჩევს ინდივიდუალური ღირსებების და რაოდენობის განურჩევლად. სექსუალური ურთიერთობები როგორც მხოლოდ აუცილებელი სხეულებრივი მოთხოვნილებები არ მიეკუთვნება სმენის ვექტორიანის ინტერესებს, მაგრამ შეიძლება იყოს ჩართული მისი მსოფლმხედველობის ერთიან სურათში. პ.ს. ზოგიერთ მდგომარეობაში კი პირიქით სმენის ვექტორიანი მიდის საკუთარი პარტნიორის გაიდეალება-გაღმერთებამდე.
მოძრაობა
მოძრაობის თვისებები არის ვექტორის თვისებები, რომლებიც პასუხისმგებელია მისი მოქმედების და რეალიზაციის სფეროს არჩევაზე, მისი ადგილის განსაზღვრაზე გარემოში (ადამიანის შესაძლებლობა გამოირჩეოდეს ჯგუფში თავისი მოქმედებით სხვებთან მიმართებაში). მოძრაობა ზემო ვექტორებში (სმენა; ვიზუალი; ორალი; ყნოსვა) - ესაა მისი მონაწილეობის დონე კაცობრიობის მდგომარეობის ცვლილებაში.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სმენის ვექტორიანს აინტერესებს მხოლოდ სულიერი და ფილოსოფიური კითხვები, მაგრამ ეს ასე არ არის. სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტის მიერ ხდება ნებისმიერი სასიცოცხლო სფეროს გამოყენება, რომელშიც დაინახა ,,თავისი ცხოვრების აზრი", ასეთი შეიძლება იყოს: მუსიკა, მეცნიერება, ხელოვნება, მწერლობა, არქიტექტურა, ეკონომიკა...
სმენის ვექტორიანი გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯგუფის განვითარებაში. სწორედ ის ფლობს აბსტრაქტულ ინტელექტს, რომლის წყალობითაც შეუძლია შექმნას რაიმე პრინციპულად ახალი, რეალობაში ანალოგის არმქონე (რევოლუციური სიახლე თავისი მოღვაწეობის დაგში). სმენის ვექტორიანის მუშაობის მასალაა აზრები, მაგრამ არა უშუალოდ მატერია, ამიტომ მას შეუძლია შეუსაბამოს თავის გონებაში ერთმანეთს ნებისმიერი ისეთი მოვლენები, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთთან სრულიად არაა კავშირში.
კაცობრიობის სულიერი მდგომარეობის ცვლილება და ყველაფერი რაც ამასთანაა კავშირში - ესაა სმენის ვექტორის მოქმედების შედეგი. რევოლუციები, რელიგიური ომები, იდეოლოგიები - ასევე სმენის ვექტორის საქმიანობის შედეგია. ასე, მაგალითად, ერთმა სმენის ვექტორიანმა გამოიგონა დენთი, მეორემ განავითარა მისი იდეა და გამოიგონა ცეცხლსასროლი იარაღი, შედეგად ომები გახდა უფრო ეფექტური, ხოლო ამით გამოწვეული ცვლილებები გარემოში კი მასშტაბური. ქიმიის შესწავლამ სხვა სმენის ვექტორიანს (მენდელეევს), საშუალება მისცა ცალკე გაბნეული ინფორმაცია ქიმიური ელემენტების შესახებ გაეერთიანებინა ერთ ,,პერიოდულობის სისტემაში", შედეგად ქიმია გახდა უფრო დახვეწილი. როგორც წესი სმენის ვექტორიანის განვითარების დონე არსობრივად წინ უსწრებს გარემომცველ სამყაროს, მის გონებაში უკვე არსებობს იმ იდეის ხედვა, რომლის გამოყენებასაც შეძლებს ცოტა უფრო გვიან. დროის ცნება, როგორც ასეთი, არ ვლინდება მისი აზროვნების კატეგორიაში, ყველაფერ არსებულს ის აღიქვამს როგორც ერთდროულ მდგომარეობას - მარადიულობას.
განვითარება
სმენის ვექტორიანის ნებისმიერი მოქმედება მიმართულია ყველაფრის არსის შეცნობისკენ. ცხოვრების აზრის შეცნობის მიზნით სმენის ვექტორიანი განიხილავს განსხვავებულ იდეებს, შეაფასებს თუ რამდენად შეუძლია ამ იდეებს მის კითხვებზე პასუხის გაცემა და მისი ცხოვრებისთვის აზრის მინიჭება. თვითონ სმენის ვექტორიანი გარემოცვაზე უშუალოდ არ ზემოქმედებს - ის მხოლოდ ბიძგს აძლევს, ხოლო შემდგომ განვითარება-რეალიზაციას ახორციელებს ჯგუფი, რომელიც აიტაცებს მის იდეებს. რაც უფრო განვითარებულია სმენის ვექტორიანი, მით უფრო დიდი მასშტაბის ჯგუფი იმსჭვალება იმ იდეით რომლის აზრსაც ის ჩაწვდა.
სმენის ვექტორიანის იდეის არსი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია ამ ვექტორის მდგომარეობა, ასევე ადამიანში სმენის ვექტორთან ერთად არსებული სხვა ვექტორების მდგომარეობა. იდეის ამ გამოვლინებაზე დამოკიდებულებით სმენის ვექტორიანი შეიძლება გახდეს კონსტრუქციული ან დესტრუქციული - ჯგუფის განვითარების ხელისშემწყობი ან ხელისშემშლელი. იდეები რომლებიც ჯდება მსოფლიოს მისეულ ხედვაში, აღანთებენ სმენის ვექტორიანს და უღვიძებენ შეცნობის სურვილებს. მას შეუძლია ეს მდგომარეობა გაუზიაროს სხვა ადამიანებსაც და გადასდოს მათ თავისი იდეები. იდეა შემდგომ განვითარებას პოულობს უკვე მის მიმდევრებში. იესო, ბუდა, მუჰამედი - ამის მკაფიო მაგალითებია. რელიგია და ფილოსოფია სწორედ სმენის ვექტოიანების მიერაა გამოგონილი.
შეიძლება დავასკვნათ, რომ სმენის ვექტორიანისთვის მთელი კაცობრიობა უცხოა: თანაგრძნობა, ჰუმანიზმი, სიყვარული, მეგობრობა, მატერიალური სარგებელი... ყველაფერი ეს აზრს კარგავს, თითქოს იცრიცება როდესაც სმენის ვექტორიანის გონებაში რაიმე ახალი იდეა იბადება. სიამოვნებით ააფეთქებდა მთელ დედამიწას თავისთან ერთად იდეის სახელით - მხოლოდ სმენის ვექტორიანს შეიძლება გაუჩნდეს ასეთი აზრები. სწორედ ამიტომ სმენის ვექტორიანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ისწავლოს გარშემომყოფთა აღქმა, შეიგრძნოს ერთიანი კავშირი მთელ კაცობრიობასთან - ასეთი ხედვით ის შეძლებს გააცნობიეროს საკუთარი თავი სხვების მეშვეობით, შეიცნოს კაცობრიობაში გაერთიანებული ,,მე". მხოლოდ ასე შეუძლია მიაღწიოს სამყაროსთან აბსოლუტური გაერთიანების მდგომარეობას - ასე შეასრულებს საკუთარ დანიშნულებას.
დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის
ხშირად შეიძლება შევხვდეთ სმენის ვექტორის ცუდ მდგომარეობას, რომელსაც შეიძლება გამოუვლინდეს დეპრესია, ქონდეს ჩამქრალი მზერა, იყოს კომპიუტერულ თამაშებში ჩართული, ჩაკარგული ვირტუალურ რეალობაში. დისბალანსი სმენის ვექტორში შეიძლება მიზეზი გახდეს ნარკომანიის ან ალკოჰოლიზმისა (ნარკომანია და ალკოჰოლიზმი შეიძლება გამოუვლინდეს სმენის გავლენაში მყოფ კანის ვექტორიანსაც). სმენის ვექტორიანი ცოტას ლაპარაკობს, უცნობ საზოგადოებაში თითქმის ყოველთვის ჩუმადაა, თავის აზრს გამოთქვამს მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში, მკაფიოდ და გასაგებად - თუ რომელიმე ზემო ვექტორი არ ერთვის (ორალი, ვიზუალი, ყნოსვა). არასაკმარისად განვითარებულმა (ან განუვითარებელმა) სმენის ვექტორიანმა შეიძლება საკუთარი იდეის მაგივრად აიღოს სხვა ვექტორების სურვილები როგორც საკუთარი იდეები, ასეთ დროს სმენის ვექტორის დიაგნოსტირება რთულდება. მაგრამ როგორ უაზრო იდეასაც არ უნდა აჟღერებდეს სმენის ვექტორიანი, ის დარწმუნებული იქნება, რომ ამ იდეაში ჩადებულია სამყაროს ყველაზე მთავარი და უღრმესი არსი.
* * *
ქართლოსი
არ არის აუცილებელი ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანი ლამაზი იყოს, მითუმეტეს იდეალურად ლამაზი. ეს პირველ რიგში ინტელექტუალური ვექტორია (ისევე როგორც დანარჩენი სამი ზედა ვექტორი). ტექსტს თუ გაეცნობი მოკლედ და გასაგებადაა ახსნილი მისი ფუნქცია და არსი. ჯოლის და სხვა მსახიობების ფოტოები თვალსაჩინოებისთვის დავდე. ვიზუალური ვექტორის უფრო თვალსაჩინო მაგალითი დედა ტერეზაა, არადა ლამაზი სულაც არაა
+ ყველა ცნობილი მხატვარი ვიზუალური ვექტორის მატარებელია.
უფრო დაწვრილებით ამ ვიდეოებშია:
http://academy8.ru/express/zritelnyy-vektor
This post has been edited by
cinemamu
on 12 Sep 2014, 19:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Yuiop
Super Member
ჯგუფი: Registered
Yuiop
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 205
წევრი No.: 189577
რეგისტრ.: 2-August 14
#42218865
· 12 Sep 2014, 21:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სისულელეა, არა იმიტომ რომ არავის ესმის, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ისეთი რამ გაასტერეოტიპულა ამ თქვენმა "თეორიამ", რომ საერთოდ ფიქრიც არ ღირს.
ნლპ -ს გადმონაშთს მაგონებს.
ოღონდ გეხვეწები, ფროიდს ნუ რევ ამ ყველაფერში რა.
ჩემი თხოვნა იქნება.
იმიტომ რომ იმდენად შორს არის ეს ყველაფერი იმ კაცისგან, რომ მეტი არ შეიძლება.
გმადლობ ყურადღებისთვის.
ადიოს.
--------------------
De omnibus dubitandum
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3368
წევრი No.: 49962
რეგისტრ.: 24-December 07
#42218944
· 12 Sep 2014, 21:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Yuiop
უკაცრავად, თხოვნას ვერ შეგისრულებთ.
ანალურ ვექტორს დაწვრილებით თუ გაეცნობით ფროიდს ვერ გაექცევით.
და თქვენ თუ არ გესმით, არ ნიშნავს რომ სხვებსაც არ ესმით.
ადიოს.
გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე ადამიანი (განსაკუთრებით ქალაქში მცხოვრები) ატარებს ერთდროულად საშუალოდ 3-დან 6 ვექტორამდე. ამაზე ნაკლები ან მეტი ვექტორის მქონე ადამიანი იშვიათია. და ყველა ადამიანს აქვს მინიმუმ ერთი ქვედა (ლიბიდოს დონის) ვექტორი. შესაბამისად მოცემულ ფოტოებში წარმოდგენილ პიროვნებებს ერთდროულად რამდენიმე ვექტორი აქვთ, მაგრამ რომელ ვექტორსაც ვურთავ, იმის შესაბამისი ვექტორი უფრო წამყვანი აქვთ.
This post has been edited by
cinemamu
on 12 Sep 2014, 21:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Yuiop
Super Member
ჯგუფი: Registered
Yuiop
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 205
წევრი No.: 189577
რეგისტრ.: 2-August 14
#42219129
· 12 Sep 2014, 21:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
cinemamu
კარგი, თუ ვერ გავექცევი, ამიხსენი არაცნობიერის ამ სისტემისეული ხედვის თეორია.
იძახო ვექტორები, მარტივია.
ანალური ფაზაც სხვა მნიშვნელობით არის ფროიდთან.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არა ფსიქოლოგიას, არამედ პარაფსიქოლოგიას ეხება ეს თემა.
პირადში მოგწერე კითხვები და შეეცადე პასუხი გამცე აბა.
This post has been edited by
Yuiop
on 12 Sep 2014, 21:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3368
წევრი No.: 49962
რეგისტრ.: 24-December 07
#42219350
· 12 Sep 2014, 21:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს კლასიკური ფსიქოლოგია რა თქმა უნდა არ არის. ეს არის დაახლოებით ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის სინთეზი. ან უფრო ფსიქოლოგიური მსოფლმხედველობა, რომელიც ფსიქოლოგიის გარდა ბევრ სხვა სფეროს მოიცავს.
თუ კონკრეტულად არაცნობიერის კუთხე გაინტერესებს, კონკრეტულად არაცნობიერი არის თვითონ ვექტორის ფუძე (მოცულობა), რომელშიც ჩადებულია თვითონ მიღების სურვილის მიმართულების ფუნქცია. ვექტორი ნიშნავს მიღების სურვილის მიმართულებას. არის მიღების სურვილის 8 მიმართულება, ანუ 8 ვექტორი და თვითოეულის არაცნობიერში დევს ვექტორის ძირითადი მახასიათებლები, ანუ კონკრეტულად სურვილის ის მიმართულება, რის მიხედვითაც იღებს კმაყოფილებას ვექტორი. გარდა მოცულობისა თვითოეულ ვექტორს გააჩნია სხვა ფენები (ასე ვთქვათ აგურები). ანუ სულ არის 5 ფენა (აგური) მოცულობა, აზროვნება, ურთიერთობა, მოძრაობა და განვითარება. მათ დაწვრილებით ახსნას ახლა არ შევეცდები, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მასალაა. თუ გსურთ შეგიძიათ ფეისბუქის ჯგუფში გაეცნოთ.
რაც შეეხება ფროიდს, დაგიკოპირებთ შესავალის ციტატას:
"1908 წელს გერმანულ ჟურნალ ,,Psychiatrisch Neurologische Wocheschrift" ფროიდმა დაწერა სტატია ,,ხასიათი და ანალური ეროტიკა", სტატიაში ნათქვამი იყო, რომ არსებობენ ადამიანები აქტიური ანალური ეროგენული ზონით. ასეთ ადამიანებს აქვთ სპეციფიკური მახასიათებლები. ისინი გამოირჩევიან პატიოსნებისკენ, სამართლიანობისკენ, აკურატულობისკენ სწრაფვით, ხშირად აღენიშნებათ სწრაფვა ლატენტური სადიზმისკენ და სხვა. სტატიის ბოლოს ფროიდი წერდა, რომ შესაძლოა ყოფილიყვნენ ადამიანები სხვა აქტიური ეროგენული ზონებით რომელთა აღწერა მოგვცემდა თავის ტიპიურ მახასიათებლებს და შესაბამისად უფრო სრულყოფილ სურათს.
ეს ნაშრომი წლების მანძილზე იყო დავიწყებული, სანამ მე-20-ე საუკუნის 70-იან წლებში პეტერბურგელმა ფსიქოლოგმა, აკადემიკოსმა ვიქტორ ტალკაჩოვმა, ფსიქოლოგ ვიქტორ განზენთან ერთად არ მიაქციეს ყურადღება. მათ დაიწყეს სხვა ეროგენული ზონების აღწერა. თავის წიგნში ,,სისტემური ვექტორული ფსიქოანალიზის საფუძვლები" ტალკაჩოვმა წარმოადგინა რვა ეროგენული ზონა, ესენია ანალური; კანის ანუ დერმოიდული; ურეტრალური ანუ სასქესო; კუნთის; სმენის ანუ აუდიური; პირის ანუ ორალური; მხედველობის ანუ ვიზუალური და ყნოსვის ანუ ნაზალური. "
ანუ ეს სისტემა არ არის ფროიდის ან იუნგის გაგრძელება. უბრალოდ ამ სისტემის შემქმნელმა ამოსავალ წერტილად ფროიდის მოცემული სტატია აიღო და შექმნა სრულიად ახალი სისტემა, რომელიც არანაირ კავშირში არაა ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებასთან.
და პრინციპში თქვენ მართალი ხართ, არც ფროიდთანაა კავშირში, ოღონდ როგორც ფროიდის სისტემასთან, უბრალოდ ამ ყველაფრის სათავე და პირველმიზეზი როგორც უკვე ავღნიშნე ფროიდის სტატია გახდა.
მე შეცდომა დავუშვი, რომ ანალური ვექტორით არ დავიწყე თემა. ამ შემთხვევაშ შედარებით უფრო გასაგები იქნებოდა.
This post has been edited by
cinemamu
on 12 Sep 2014, 22:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Yuiop
Super Member
ჯგუფი: Registered
Yuiop
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 205
წევრი No.: 189577
რეგისტრ.: 2-August 14
#42219407
· 12 Sep 2014, 22:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
cinemamu
პირადში მოგწერე კითხვები და იქ მიპასუხე რა, თუ შეგიძლია.
1. ფროიდთან კავშირის არქონაში ვგულისხმობ იმას, რომ დამახინჯებულია ზედმეტად.
2. არაცნობიერის ასეთი აღქმა არ ექვემდებარება რეალურობას.
3. "შენ არ გესმის და სხვას ესმის" - ეს საერთოდ დილეტანტის პასუხია.
4. ანალური ეროტიკა სხვა გაგებით აქვს ფროიდს.
მოკლედ, მე არ ვიცი ვინც აიღო მისი ერთი სტატიიდან, რამდენიმე სიტყვა და ვინ შექმნა ახალი სისტემა, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, ეს ყველაფერი ფრიქოლოგიისგან არა ცოტათი შორს, არამედ საერთოდ შორს არის.
ნლპ ს გადმონაშთში კი სტერეოტიპულობა ვიგულისხმე.
მოკლედ, პირადში მოგწერე და თუ გინდა გამეცი პასუხები.
იმედია არ აარიდებ თავს პასუხებს.
თორემ სულ ჯანმრთელობაში მოგხმარებოდეთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3368
წევრი No.: 49962
რეგისტრ.: 24-December 07
#42219653
· 12 Sep 2014, 22:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Yuiop
გიპასუხე.
ეს არის მატრიცა, რაზეცაა აწყობილი ეს სისტემა:
https://www.youtube.com/watch?v=gwNOLsbC5rg
* * *
ორალური ვექტორი
რაოდენობა - 5%
ენერგიის მეოთხედი (კვარტელი).
ფუძე - გაერთიანება.
ფუნქცია - გაერთიანება საერთო ცხოველური სურვილების გამოხატვით.
ადამიანები განსხვავდებიან. ყოველი ადამიანი - ესაა ვექტორების ინდივიდუალური ნაკრები განსაზღვრულ მდგომარეობაში. მდგომარეობების უნიკალური კომბინაცია ფიზიკურ სამყაროში ვლინდება უნიკალური გარეგანი მოცემულობით. ნებისმიერი მასშტაბის ადამიანთა ჯოგი შედგება ცალკეული ადამიანებისგან, განცალკევებული ელემენტებისგან. მაგრამ ყველა ჩვენგანს გვაქვს რაღაც საერთო - კანონზომიერება და საბაზისო თვისებები, განსაზღვრული მდგომარეობა, მოთხოვნილება. ცხოველური სურვილები. 4 ქვედა ვექტორი, პასუხისმგებელია ცოცხალი ნივთიერების დროში გაგრძელებაზე, აქვთ საერთო სურვილი, დაკავშირებული სხეულთან და ფიზიკურ სამყაროსთან.
ცალკეულმა ადამიანებმა რომ ჯგუფი შეადგინონ, მათთვის აუცილებელია გაერთიანება. მომავლისკენ, ახალი მდგომარეობით მოძრაობს ერთიანი საკაცობრიო ორგანიზმი და არა ცალკეული ინდივიდები. დამაკავშირებელი კომპონენტების როლი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს ერთიან ჯგუფად, წარმოაჩენს ორალურ ზომას. გაერთიანება - არის ორალური ვექტორის ფუძე, ენერგიის მეოთხედის გარეგანი ნაწილი. ყნოსვით ზომასთან შეწყვილებით, ორალური ვექტორი გვევლინება მამოძრავებელ ძალად მთელი კაცობრიობისთვის. როგორც მათი ცხოველური სურვილების გამოსავლენი ინსტრუმენტი.
ორალური ვექტორი, თავისი ვერბალური ინტელექტის ძალით, ქმნის ფონს ჯგუფის გაერთიანებისთვის და აერთიანებს ადამიანებს ჯგუფში. ვერბალური ინტელექტი - ესაა ჯგუფის საერთო სურვილების გახმოვანება. ამ სურვილების მიწოდების ფორმა შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგალითად ხუმრობით ან დაცინვით. საერთო სიცილში იშლება განსხვავება ადამიანებს შორის, ყველა პერსონა და ინდივიდი ერთიანდება ერთ მოხარხარე სხეულად.
ორალის ვექტორიანი ადამიანები პოულობენ რეალიზაციას ყველა პროფესიაში, რომელიც კავშირშია საუბართან, ჭამასთან და გართობასთან: მზარეულები, წამყვანები, დიქტორები, მსახიობები, შოუმენები, თამადები, ორატორები და ა.შ. ნებისმიერი პროფესია ჩამოთვლილთაგან (გარდა მზარეულისა) გულისხმობს ცოდნას ,,აუდიტორიის შებმისა", ,,ბრბოს აყოლიებისა", ,,ჩაითრიოს მსმენელები" - ე.ი. გააერთიანოს.
გარეგნული იერი
მკვეთრად გამოხატული გარეგნული შტრიხები, რომელიც შეიძლება ქონდეს ორალის ვექტორიან ადამიანს, კავშირშია მის ეროგენულ ზონასთან. განიერი პირი, სქელი ტუჩები, მკაფიოდ გამოხატული არტიკულაცია, გრძელი ენა - მთელი ეს ბუნებრიობები ქმნიან შთაბეჭდილებას არაჩვეულებრივი სიცოცხლისუნარიანობის, ემოციურობის ორალისა. მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია: ორალური ვექტორისთვის დამახასიათებელია სწორი, არაემოციური მდგომარეობა.
ორალის ვექტორიანებს უყვართ ჩაცმა მკვეთრად, გამოსაჩენად. გარეგნული იერსახე ორალის არის ჭრელი და კაშკაშა, მაშინვე ხვდება თვალში. აჭრელებული ტანისამოსი, მზის სათვალე ფერადი ჩარჩოთი, არაჩვეულებრივი (უცნაური) ვარცხნილობა, სხვადასხვანაირი მიხვრამოხვრა და ცვალებადი ჟესტიკულაცია - ესაა დაახლოებითი სურათი ტიპიური ორალის ვექტორიანისა.
მასხარის ქცევა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გამართლებულია ბუნებრივი დავალებით: ,,იმაიმუნოს" მიიპყროს ყურადღება, მოადუნოს და ამით შეუწყოს ხელი ჯგუფის გაერთიანებას. ღიმილი იშვიათად შორდება ორალის სახეს. იცინის ხმამაღლა და გულიანად, მაგრამ სინამდვილეში ეს სიცილი - მოსაწვევია სხვებისთვის, რომ ერთად იცინონ (გაერთიანდნენ). საუბრობს ხმამაღლა, მჟღერად, ამისთვის ირჩევს ,,მსუყე" სიტყვებს, მისი სიტყვები გამდიდრებულია მძაფრი ეპითეტებით და ლამაზი გამოთქმებით. გინება ორალისთვის წარმოადგენს უნივერსალურ იარაღს: ნებისმიერს მიწასთან ასწორებს გინებით, ცხოველური დონის სურვილების რეალიზებამდე, რაც მოეთხოვება ორალურ ზომას.
ორალებს ხშირად აქვთ დეფექტები მეტყველებაში. ბუნება ამ გზით აღნიშნავს მისი მეტყველების განსაკუთრებულობას: ჩლიფინი, ლიყიანობა, - ხშირად ახასიათებს ორალურ ვექტორს.
სახეობრივი როლი
ორალური ვექტორი ქმნის განსაკუთრებულ გემოს, აქცენტს აკეთებს უბრალო ადამიანურ სიამოვნებებზე: კვება, გართობა, სიცილი, სექსი, ურთიერთობა. ეს ყველაფერი ექცევა მისი ბუნებრივი დავალების ჩარჩოებში და ემსახურება გაერთიანებას, ხალხთა მჭიდროდ დაკავშირებას ჯგუფში. კაცობრიობის ფსიქიკურმა ევოლუციამ გაზარდა ადამიანთა მოთხოვნილებები, გაართულა მათი სურვილები, მაგრამ ცხოველური ბუნება (მოთხოვნილებები) არ შეცვლილა.
პირველყოფილ ჯოგში ორალური ვექტორის როლი იყო - ,,ჯოგის მყვირალა". ადამიანთა ჯოგი ისედაც გრძნობდა თავს ერთ მთლიანობად, რომლისგანაც ინდივიდი მხოლოდ სხეულის გარსითაა გამოყოფილი. ამ ჯოგის გადასარჩენად, მოულოდნელი საფრთხის დროს, საჭირო იყო თვითგადარჩენის ინსტიქტის გამოღვიძება, რომ ამოძრავებულიყვნენ გადარჩენისთვის. ორალური ადამიანის ყვირილი ერთმნიშვნელოვნად უღვიძებდა საჭირო პირველყოფილ ინსტიქტებს ყოველ ადამიანს. ორალური ზომის პირველყოფილ ფუნქციას წარმოადგენდა დეგუსტაცია, ახალი საკვები რესურსების ათვისება - ჯოგის გაერთიანება საერთო გემოვნებითი მისწრაფებებით.
კაცობრიობის განვითარების შემდეგი ფაზა კავშირშია რწმენის განვითარებასთან, სახელმწიფოს შექმნასთნ და ოჯახურ ურთიერთობებთან. ორალური ვექტორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი იდეები, მთლიანადაა დამოკიდებული ეპოქალურ ფასეულობებზე. ორალური ზომის განვითარება ხდება ხელოვნების ზემოქმედებით და ჰუმანისტური იდეალებით. ორალური ვექტორი პოულობს განვითარებას ორატორულ ხელოვნებაში, ქადაგებაში, ის ეხმარება ტრადიციების შექმნას და დამკვიდრებას.
დღეს ორალური ზომა აერთიანებს კაცობრიობას ინფორმაციული ტექნოლოგიების დახმარებით, სამომხმარებლო სურვილებით და პოლიტიკით, პროპაგანდას უწევს კანის და ყნოსვის ფასეულობებს. ორალური ვექტორის რეალიზაცია შეიძლება ვნახოთ რადიოსა და ტელევიზიაში, კინოში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ვაჭრობაში და ა.შ. ორალური ვექტორის გარეშე ძნელია წარმოიდგინო დღეს წარმატებული მენეჯერი, პოლიტიკოსი, შოუმენი, და ზოგიერთ მკვეთრად წარმოჩენილ ორალს შეუძლია საკუთარ თავში შერწყას ყველა ეს რეალიზაცია.
ინტელექტი
თვისება, რომელიც განსაზღვრავს გარემომცველი სამყაროს შეთვისებას და წარმოადგენინებს საკუთარ თავს მასში იწოდება აზროვნებად ქვედა ვექტორებში და ინტელექტად ზედებში.
ორალური ვექტორი ცხოვრობს შეგრძნებების სამყაროში. ორალური ზომა არ აზროვნებს, არ გრძნობს. ყველაფერი რაცაც ის ფლობს - არის ცხოველური ბუნების (სურვილების) შეგრძნება. მთელი გარემომცველი სამყარო ორალური ვექტორისთვის - ესაა ცხოველური სურვილების ველი. ოალური ვექტორის ვერბალური ინტელექტი მდგომარეობს მის შესაძლებლობაში: შეიგრძნოს საერთო სურვილი და გაახმოვანოს (ვერბალურად გააჟღეროს), გახადოს გასაგები მთელი ჯოგისთვის.
ცხოველური სურვილები, რომლებითაც შეუძლია გაერთიანება (ჯოგის) ორალის ვექტორიან ადამიანს, დამოკიდებულია მისი ინტელექტის განვითარებაზე: რაც უფრო განვითარებულია ორალური ინტელექტი, მით უფრო კარგად შეიგრძნობს ცხოველურ სურვილებს და უფრო დიდ ჯგუფთან ახერხებს ურთიერთობას. არაცოცხალ დონეზე მყოფი საუბრობს სხეულის პრიმიტიულ სურვილებზე - შიმშილი, წყურვილი, გემოს შეგრძნებები, ბუნებრივი მოთხოვნილებები. მცენარეული დონე - ესაა სექსუალური სურვილები, ბუნებრივი დომინირება ან სიმბოლური კანიბალიზმი დაცინვით და გაღიზიანებით. ცხოველური დონე - ესაა ქვედა ვექტორების სურვილები (მათი გაჟღერება). ცხოველურ დონეზე მაღლა ორალის ვექტორიანი ადამიანის ინტელექტი არ ვითარდება. საუკეთესო შემთხვევაში, ვექტორებს ინფორმაციის მეოთხედიდან (სმენა ან ვიზუალი), შეუძლიათ მთლიანად დაიქვემდებარონ ორალური ვექტორი - ესაა ორალური ვექტორის განვითარების საუკეთესო ვარიანტი მრავალვექტორიან ადამიანში.
ორალური ინტელექტი არ განაცალკევებს საკუთარ თავს ჯგუფისგან, ვერ გრძნობს პირადულ ,,მე"-ს, და არავის თავის გარშემო არ აღიქვამს პიროვნებად. ადამიანთა ჯგუფი ორალისთვის (თუ სხვა ზედა ვექტორები არ ერთვის) არის ერთიანი სხეული. თავად ორალის ვექტორიანი ადამიანი - ასევე ნაწილია ჯგუფისა, ნაწილი საერთო ,,ჩვენ"-ისა. ორალის ვექტორიანი ადამიანის შეგრძნება - საერთო შეგრძნებაა მთელი ჯგუფისთვის, მაგრამ ეს შეგრძნებები არაა ყოველთვის ნათელი და გაცნობიერებული. ორალის ვექტორიანი ადამიანი ამყარებს საერთო სურვილებს, ახმოვანებს მათ და გადაყავს ცნობიერების მხარეში, ანუ პირადი სურვილი ყოველი ცალკეული ადამიანისა ხდება საერთო ჯგუფური სურვილი. ასე მიმდინარეობს ორალის აზროვნების პროცესი.
ჯგუფში გაუცხოვებული ელემენტების გამოვლენისას ცხოველურ სურვილებში შეუთავსებლობაა. ხშირად ჯგუფური ერთობის შეგრძნებიდან ამოვარდებიან ხოლმე სმენის ვექტორიანი ან ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები - სმენის ვექტორში არ არის ცხოველური სურვილები, ხოლო ვიზუალური ვექტორი კი შემოსაზღვრავს ცხოველური ბუნების გამოვლინებას.
ურთიერთობა
ორალური ვექტორი გარესამყაროსთან ურთიერთობს როგორც ყველაზე მკაფიო ექსტრავერტი: თავის თავში არსებული ყველა შინაგანი შეგრძნება გამოაქვს გარეთ. ორალური ინტელექტის არც თუ ისე მაღალი განვითარება ვლინდება როგორც უხეში პირდაპირობა: განუვითარებელი ორალის ვექტორიანი ცდილობს თავისი შეგრძნებები მთელ ჯგუფს მოახვიოს თავზე, ებრძვის მარალკულტურული ადამიანების სურვილებს და აქვეითებს ჯგუფის კულტურულ მოწყობას. მხოლოდ ძალზე განვითარებული ორალის ვექტორიანი ემორჩილება და ახმოვანებს სმენის და ვიზუალური ვექტორების ფასეულობებს.
მსმენელთა უკურეაქცია აუცილებელია ორალის ვექტორიანისთვის: სწორი მოქცევა ორალური ვექტორისა - ესაა ჯგუფის ჯგუფის გაერთიანებისკენ მოწოდება, ამით შეასრულებს ბუნებრივ როლს. ყურადღების მისაპყრობად ორალის ვექტორიანი იყენებს ნებისმიერ ინსტრუმენტს: ხუმრობას, ჭორებს, გაზვიადებას, სინამდვილის დამახინჯებას, ტყუილს. სიტყვებით მანიპულაციის მიზანი ერთია - მიიპყროს ყურადღება, ჩართოს თანამოსაუბრე შეგრძნებათა ერთიან ველში. ორალისთვის ურთიერთობაში პირველადი შეგრძნებებია, მათი (შეგრძნებების) გადმოცემის სიზუსტე, ამიტომ ტყუილი და დამახინჯება - ეს მხოლოდ ინსტრუმენტებია საჭირო მიზნის მისაღწევად. ორალური ვექტორი არ განასხვავებს ტყუილს და სიმართლეს.
ის რაც ორალის ვექტორიანს რეალურად აინტერესებს - ესაა მიიპყროს რაც შეიძლება ფართე აუდიტორიის ყურადღება. ორალის ვექტორიანი ადამიანი უფრო დიდ ყურადრებას უთმობს საკუთარი საუბრის მანერას, ვიდრე საუბრის საგანს. რაც უფრო განვითარებულია ორალური ვექტორი ადამიანში, მით უფრო ზუსტად და უშეცდომოდ შეუძლია შეარჩიოს სიტყვები მდგომარეობის და სხვა ადამიანების მისწრაფებების აღსაწერად.
ენერგიის მეოთხედი - ესაა კაცობრიობის მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ორალის ვექტორიანებს ყოველთვის აქვთ ჭარბი სასიცოცხლო ენერგია. ეს ჩანს ორალის ვექტორიანების დიდ ლიბიდოშიც. სექსი როგორც წყვილში გაერთიანების შესაძლებლობა ცხოველურ დონეზე, აქტიურად გამოიყენება და პროპაგანდირდება ორალის ვექტორიანი ადამიანების მიერ. საუბრები და ხუმრობები სექსუალურ თემებზე, მოწოდება სექსუალური თავისუფლებისკენ - ორალური ურთიერთობის მაგალითებია. ორალურო ვექტორის ფასეულობები განვითარების დაბალ დონეზე (მცენარეულ დონეზე) - ესაა ორგიისა გა ჯგუფური სექსის ორგანიზატორი და მონაწილე.
მოძრაობა
ორალის ვექტრორიანი ადამიანების ყველაზე მკაფიო თვისება - ესაა შესაძლებლობა ილაპარაკონ ბევრი და ჩამთრევად. ეს შესაძლებლობა ხშირად გავლენას ახდენს ორალის ვექტორიანი ადამიანის პროფესიული საქმიანობის ამორჩევაზე. რთულია წარმოიდგინოთ თავი ზოგიერთ პროფესიაში ორალური ვექტორის გარეშე: დიქტორი, წამყვანი, პოლიტიკოსი, მსახიობი, ნოქარი. ასევე, უფრო ძნელი წარმოსადგენია ამ პროფესიებში დასაქმებულ ადამიანს ზემო ვექრორებიდან (ვიზუალი; სმენა; ყნოსვა; ორალი) ქონდეს მხოლოდ ორალური ვექტორი, ან განუვითარებელი ქვედა ვექტორი (კუნთი; ანალი; კანი; ურეტრალი). მიზეზი ისაა რომ ორალური ზომა თვითონ მხოლოდ თავისთვის არ მოქმედებს. სხვა ვექტორებს შეუძლიათ წარმოქმნან კომპლიმენტარული კავშირი ორალურ ვექტორთან (კომპლიმენტარულობა - როცა ვექტორულ კმბინაციაში არსებული სხვადასხვა ვექტორების სურვილები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს). საკუთარ თავში არსებულ სხვა ვექტორებთან თვისობრივი შერწყმით, მათი აზრებისა და იდეებისადმი დაქვემდებარებით, ორალური ზომა ვითარდება მათ სამსახურში (ანუ ვერბალურად აჟღერებს საკუთარ თავში არსებული სხვა ვექტორების სურვილებს).
ორალ-ვიზუალი ხშირად რეალიზაციას პოულობს სცენაზე, აერთიანებს ადამიანებს საერთო ემოციებით და განცდებით, პროპაგანდას უწევს ვიზუალის იდეებს. სმენის ვექტორი ორალთან ერთად - არის ბრწყინვალე ორატორი, რომელსაც საკუთარი იდეების გაჟღერებით შეუძლია მიიზიდოს ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფი. ამის ნათელი მაგალითია ჰიტლერი, განუვითარებელი სმენის ვექტორით რომელმაც ანალური ფასეულობა (შოვინიზმი, ნაციზმი) აქცია იდეად და ორალური ვექტორის დახმარებით მისცა მას ფართო გავრცელების არეალი.
ფასეულობათა არასაკმარისი განვითარებისას, ადამიანში ცხოველური სურვილების დომინირებისას, ზედა ვექტორები შეიძლება აღმოჩნდნენ ორალური ვექტორის გავლენის ქვეშ. სტრესში მყოფი სმენის ვექტორი რომელსაც ერთვის ორალი კარგავს თვითკონცენტრირების უნარს, იმიტომ რომ წარმოშობილ აზრს დაუყოვნებლივ ამბობს (წამოისვრის დაუფიქრებლად) და ამით ამ აზრს უკარგავს იდეად განვითარების შანსს. ორალ-ვიზუალში, განუვითარებელი ვიზუალურ ვექტორს ორალური ვექტორის წნეხის ქვეშ არ შეუძლია განივითაროს თანაგრძნობის უნარი, ასეთი ადამიანი ვერ ხედავს სამყაროს ერთიან სურათს და მხოლოდ წვრილმანებს უკირკიტებს.
ერთადერთი ვექტორი, რომელთანაც ორალური ვექტორი გომპლიმენტარულია ნებისმიერ მდგომარეობაში, განვითარების ნებისმიერ დონეზე - ესაა ყნოსვა. ორალური ვექტორიანი ნებისმიერ კოლექტივში ყოველთვის ემორჩილება ყნოსვის ვექტორიანს. ორალის ვექტორიანი ადამიანი აერთიანებს შეგრძნებების დონით, განსაკუთრებით ყნოსვის ვექტორის გავლენის ქვეშ - რადგან მისი (ორალის) შეგრძნებები უფრო ღრმავდება, როდესაც მას საფუძვლად უდევს (ყნოსვის ვექტორის მიერ) საერთოსაკაცობრიო ბუნებრივი ეგოიზმის აღქმა.
თუ ორალურ ვექტორს არ ერთვის სხვა ზემო ვექტორი, მაშინ შეიძლება იყოს მზარეული, დეგუსტატორი, ან პრიმიტიული ხუმრობებით ხალხის გამრთობი.
განვითარება
განვითარება ორალური ვექტორისთვის - ესაა შესაძლებლობა დააინტერესოს, ჩაითრიოს და გააერთიანოს უფრო დიდი აუდიტორია. ორალის ვექტორიანი ადამიანი ვარჯიშობს აზრების ზუსტად გადმოცემაში, შეგრძნებების გამოხატვაში, ცდილობს ხალხის გასაჭირი გააგებინოს რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას.
იმეორებს სიტყვებს, ფრაზებს, იყენებს საყვარელ გამოთქმებს - ესაა ორალის ორატორული ხელოვნების განვითარების მექანიზმი. მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებს ფრაზებს, რომლებსაც ხვეწავს და იყენებს აუდიტორიაზე ზეგავლენის მოსახდენად. იმ ფრაზას რომელსაც ერთხელ წარმატებით გამოიყენებს, ორალის ვექტორიანი ისევ და ისევ იმეორებს, სინჯავს ახალ ინტონაციებს, ჟესტებს, მიმიკებს, უცვლის კონტექსტს. რაც უფრო ზუსტ და წინასწარმეტყველურ ეფექტს მოახდენს ნარეპეტიციები ფრაზით, მით უფრო დიდი ჯგუფის მოცვა შეუძლია ორალის ვექტორიანს.
განვითარებული ორალის ვექტორიანი თავის გარშემო იკრებს და აერთიანებს უფრო და უფრო მეტ ხალხს. მისი სიტყვები ჟღერს უფრო დამაჯერებლად. მისი დამაჯერებლობის მზარდ ძალას შეუძლია გააფართოვოს მსმენელთა წრე და გააერთიანოს ჯგუფი იდეის გარშემო.
დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის
ორალის ვექტორიანი ადამიანი ყოველთვის მოლაპარაკეა, თუ მასზე არ დომინირებს სმენის ვექტორი (თუ დომინირებს სმენა მაშინაც საუბრობს ოღონდ უფრო დალაგებულად და ძირიძადად იდეებზე). გურმანია, უყვარს ახალი პროდუქტების გასინჯვა, აგემოვნებს საჭმელებს. ერთი ერთზე ურთიერთობაში ორალის ვექტორიანი ადამიანი ადვილად არღვევს სხვის პირად სივრცეს: ეხება თანამოსაუბრეს მხარზე, განიხილავს ინტიმურ საკითხებს, სვამს პირადი ხასიათის კითხვებს. განუვითარებელ ორალს უყვარს ჭორაობა, იგინება ბილწად. ორალის ვექტორიანები ხუმრობენ ბევრს და ენამოსწრებულად. განუვითარებელი ორალის ამოცნობა ადვილია. განვითარებული ორალის ვექტორიანის დიაგნოსტირება ცოტა უფრო რთულია. ორალურ ვექტორს არ გააჩნია პირადი ფასეულობები, ის ყოველთვის სხვა ვექტორების ფასეულობებს ახმოვანებს. ერთადერთი მოთხოვნილება, რომელსაც ყოველთვის გაახმოვანებს ორალის ვექტორიანი ადამიანი - ესაა სურვილი შეიგრძნოს სიახლოვე და თავი მოუყაროს ადამიანებს ერთად.
https://www.youtube.com/watch?v=Geiq0FP13uQ
https://www.youtube.com/watch?v=RgUBdj8ZCbI
https://www.youtube.com/watch?v=6C79S5n60Mw
https://www.youtube.com/watch?v=TYl8GRJGnBY
This post has been edited by
cinemamu
on 12 Sep 2014, 22:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
cinemamu
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3368
წევრი No.: 49962
რეგისტრ.: 24-December 07
#42238867
· 14 Sep 2014, 21:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყველაზე იშვიათი ვექტორი!!!
ყნოსვის ვექტორი
რაოდენობა: 1%
ენერგიის მეოთხედი (კვარტელი).
ფუძე - რანჟირება.
ფუნქცია - 1.აარიდოს საფრთხე ცოცხალ ნივთიერებას. 2.ძალაუფლება.
ცივილიზაცია არის სოციალური ურთიერთობების ძლიერი მექანიზმი, ყოველი ადამიანი დედამიწაზე ვლინდება ცხოვრების მძევლად ან ბედნიერ მონაწილედ. რაღაც მიზეზის გამო, ჩვენ არ ვრჩებით დანაწევრებულ ელემენტებად ჩვენი სურვილების პირისპირ, არამედ ვიკვრებით ერთიან ორგანიზმად, ვცოცხლობთ და ვვითარდებით. აიძულოს კაცობრიობას მოძრაობა - სწორედ ესაა ენერგიის მეოთხედის (კვარტელის) დანიშნულება, აიძულოს კაცობრიობას მოძრაობა საჭირო მიმართულებით - არის ენერგიის შინაგანი ნაწილის - ყნოსვის ვექტორის - არსი.
ყნოსვის ვექტორის ფუძისეული ფუნქციას, მის შესაძლებლობას მოაწყოს მკაფიო იერარქია ნებისმიერ კოლექტივში, ეწოდება რანჟირება. ადამიანის ბუნებრივი რანგი, ანდა სხვა სიტყვებით, მისი მდგომარეობა ჯგუფში სხვა ადამიანებთან შედარებით, მისი რიგითობა ჯოგის რესურსების დანაწილებისას (მაგალითად: ძველ ჯოგში რიგით მერამდენეს შეხვდებოდა ხორცის ნაჭერი), დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. მაგრამ არსებობს რანჟირების მექანიზმი რომელიც მუშაობს ყნოსვითი საზომის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. იგი ჯგუფს არანჟირებს არა ფუნქციებისა და როლების გაცნობიერებული განაწილებით, არამედ საიდუმლო, გარეგნულად გამოუვლენელი, თვალისგან დაფარული ზემოქმედებით.
მისი ეროგენული ზონაა ცხვირი. ყნოსვის ვექტორი არ განასხვავებს სასიამოვნო და უსიამოვნო სუნებს (თუ არ ერთვის ვიზუალი), არომატებს და სიმყრალეს (მისთვის ყველაფერი ,,ყარს"), ამაში არ მდგომარეობს მისი ტალანტი. ნებისმიერ სუნს ის განასხვავებს მათი ინტენსივობით: გარშემო ყველაფერი ყარს. განსაკუთრებულად კი მისთვის ,,ყარს" ადამიანთა მდგომარეობები, მათი დაფარული სურვილები და შეგრძნებები, რომლებიც ვლინდებიან თავისდა შეუმჩნევლად, გაუცნობიერებელი სამყაროსეული ეგოიზმის ველში, - სწორედ ასეთი მდგომარეობების შეგრძნება შეუძლია ყნოსვით საზომს, და სწორედ ესენი, ეს უსახელო სუნები, აფორმირებენ ყნოსვის ვექტორიანისთვის სამყაროს სურათს.
გარეგნული იერი
ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის მთავარი მისწრაფებაა - იყოს შეუმჩნეველი. მისი გარეგნული გამომეტყველება ხშირად შეესატყვისება ამ მისწრაფებას. სახე და გარეგნული იერი აქვს არაფრით გამორჩეული (შეუმჩნეველი) ადამიანისა, თვალის ერთი შევლებით ვერც კი შეამჩნევთ (ვერ გამოარჩევთ) მას. მისი სახის კუნთები მოშვებულია, რაღაცნაირად ქვემოთ დაშვებული. ხმა აქვთ ჩუმი, უემოციო (თუ არ ერთვის ორალი), შეიძლება სიტყვებიც კი ვერ გამოარჩიო. სიტყვაძუნწია, საუბრობს მინიშნებებით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ყოველთვის შეუძლია ,,გამოძვრეს" და თქვას რომ მას არასწორად გაუგეს. ყვოსვის ვექტორიანის სახეზე თქვენ ვერ წაიკითხავთ ემოციებს, რაღაც კუთხით - ის საერთოდ უემოციოა.
შეიძლება გეგონოთ რომ გრძელი, მოკაუჭებული ცხვირი ყნოსვის ვექტორის უდავო მახასიათებელია. თვით დასახელება - ყნოსვითი ზომა - გარანტიას აძლევს მფლობელს ქონდეს მკაფიოდ გამოხატული ეროგენული ზონა. ასეა თუ არა ეს? ან კი ან არა. ეროგენული ზონა, ცხვირი ყნოსვის ვექტორიანი ადამიანისა, შეიძლება იყოს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანური ცხვირი. თუმცა შეიძლება იყოს პირიქითაც: ცხვირი ადამიანის სახეზე იპყრობდეს ყურადღებას, თითქოს თავის განსაკუთრებულობას მიანიშნებს.
გარეგნული ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებდა ყნოსვითი ზომის არსებობაზე ადამიანში - არის სპეციფიური გამომეტყველება, ოდნავ შესამჩნევი იქედნური, ზიზღით სავსე გრიმასა. გვერდიდან ეს ისე ჩანს, თითქოს ყველაფერი რაც ხდება მისთვის ძალიან უსიამოვნოა (თითქოს სიცოცხლით იტანჯება). ამპარტავნული გარეგნობა ყნოსვის ვექტორიანისა მთლიანად შეესაბამება მის შინაგან შეგრძნებებს. ის ხალხს ზიზღით უყურებს - იმიტომ რომ მხოლოდ მას შეუძლია შეიგრძნოს ადამიანების ცხოველური ბუნება, მათი ეგოიზმის მდგომარეობა, ისე დეტალურად კითხულობს მათ როგორც გადაშლილ წიგნს. ცივი, არაფრისგამომხატველი ნიღაბი, დაჟინებული (ჩაციებული) და გამჭოლი მზერა, და ოდნავ შესამჩნევი ზიზღი - ასეთია ტიპიური ყნოსვის ვექტორიანის პორტრეტი.
არსებობს ბევრი ეპითეტი რომლებითაც შეიძლება აღვწეროთ ყნოსვის ვექტორიანი ადამიანი: უსიამოვნო, ამოუცნობი, ამაზრზენი, ძრწოლის მომგვრელი. მაგრამ ასეთი შეფასება რომ დაიმსახუროს, მან კვალი უნდა დატოვოს ჩვენს ცხოვრებაში. დიდი შანსია რომ პირველ შეხვედრაზე ვერ შეამჩნიოთ და ვერ დაიმახსოვროთ ყნოსვისვექტორიანი ადამიანი.
სახეობრივი როლი
ყნოსვის ვექტორიანის ადგილი ჯგუფში - ბელადის გვერდითაა, არის მისი მრჩეველი, და როგორც წესი, ნამდვილი ,,სულების მბრძანებელია". ბუნებრივი დავალებაა - მოახდინოს ჯგუფის ფარული მართვა მასში (ჯგუფში) შემავალი წევრების რანჟირებით.
პირველყოფილ ჯოგში ყნოსვის ვექტორიანის როლი იყო ბელადის მრჩეველი ან შამანი. ჯოგი, როგორც ერთიანი სხეული, ცხოვრობდა ერთი-ერთზე ბუნებასთან, ყველაფერი ირგვლივ იყო საშიში და ამოუცნობი. ყნოსვის ვექტორიანი ადამიანი შეიგრძნობდა კანონზომიერებას ბუნების ძალებში, წარმართავდა ჯოგის შიშებს და კარნახობდა მათ მიმართულებას ნიშნების, კულტებისა და ცრურწმენების გამოყენებით. განვითარების შემდეგ ფაზაში ადამიანების შემკავებელი იყო რწმენა, ადამიანთა რწმენას კი განაგებდა ყნოსვის ვექტორიანი ადამიანი. ის იკავებდა უმაღლეს რელიგიურ ჩინებს, მანიპულირებდა ცალკეული ადამიანებით და სახელმწიფოებით და მაშინდელი ეპოქის რელიგიური მრწამსით.
დღეს ყნოსვითი ზომა მართავს სამყაროს ფინანსური და ბუნებრივი რესურსების განაწილებით, პოლიტიკის და საინფორმაციო საშუალებების დახმარებით.
ინტელექტი
ყნოსვითი ინტუიცია - განსაკუთრებული მსოფლშეგრძნება, ეფუძნება პონენციური საფრთხეების და შესაძლებლობების შეგრძნების უნარს.
ნებისმიერ ვექტორს ადამიანში აქვს პრაქტიკულად მიუღწეველი იდეალური მდგომარეობა, იგულისხმება მისი ბუნებრივი ფუნქციების მკაფიო ავსება, გადახრების გარეშე. მაგრამ ადამიანი ფსიქიკურად არასტაბილურია. შესაძლებელია ფსიქიკის განსხვავებულ დონეზე წაბორძიკება: სადღაც გარემომცველი წრე ზედმეტად აგრესიულია, სადღაც გარეზემოქმედება არასაკმარისია, მაგრამ ტემპერამენტი თავისას ითხოვს. ეს წარმოშობს გადახვევას ვექტორის იდეალური თვისებებისგან, რომლებიც გამოიხატებიან როგორც მძიმე და დაუბალანსებელი მდგომარეობა. თუკი ადამიანი დისბალანსისას განიცდის სიძულვილს, მაშინ ადრე თუ გვიან, ეს სიძულვილი აისახება მის ქცევაზეც. მაშინ იგი სახიფათო ხდება მთელი ჯოგისთვის. ყნოსვით ზომას შეუძლია გამოავლინოს დისბალანსის მდგომარეობა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გამოვლინდება ქცევაში ან გარეგნობაში.
ყნოსვის ვექტორი გამოითვლის ნებისმიერი გამოვლინების პოტენციურ ეფექტს თავის სიცოცხლეზე. მოქნილი, მაგრამ გაუაზრებელი გათვლა, ეფუძნება შეგრძნებებს, და მისი საბოლოო მიზანია აღმოაცენოს პირადი ძალაუფლება და უსაფრთხოება, - სწორედ ესაა ყნოსვის ვექტორის ინტელექტის საფუძველი.
მთელი ინფორმაცია სამყაროზე წარმოუდგენია როგორც ,,რუკა" პოტენციური საფრთხეებით. გვერდიდან სამყაროს ასეთი ხედვა გვეჩვენება მისტიკურად. ყნოსვის ვექტორიანი ადამიანისთვის მიაწერენ მომავლის წინასწარმეტყველების შესაძლებლობას, ის ,,ხედავს" ადამიანების საიდუმლო სურვილებს. მაგრამ მისი სტიქია - არის არამატერიალური სუნების სისტემა, ბუნების გაუცნობიერებელი კანონები, რომლებითაც ეწყობა სხვებისთვის უხილავი ურთიერთკავშირები. მდგომარეობის მართვა, პოტენციური ურთიერთკავშირების ქსელის გამოთვლით დახმარებით - სწორედ ესაა ყნოსვითი ინტუიცია.
ყველა ადამიანი არის ეგოისტური სურვილები, მათ შეუძლიათ ურთიერთწინააღმდეგობით ხელი შეუშალონ ჯგუფის განვითარებას. ყნოსვის ვექტორიანი პირად უსაფრთხოებას უკავშირებს ჯგუფს, რომლის ნაწილიც თვითონაა. ნებისმიერი ჯგუფი, იქნება ეს მუშების კოლექტივი თუ სახელმწიფო, ესაა შეთავსებული ეგოიზმი, მიღების საერთო სურვილით. და მათზე დაგას ეგოიზმის ყველაზე დიდი შეკვრა - ყნოსვის ვექტორი. ის მართავს და არანჟირებს ადამიანებს ჯგუფში, მათი გამოსადეგობის მიხედვით.
ინტელექტის განუვითარებლობა ყნოსვის ვექტორში - ესაა სკანირება ადამიანთა ყველა ცუდი მდგომარეობისა. თვითგადარჩენის ინსტიქტი ამ დროს მუშაობს ძალზე პრიმიტიულად, პირველყოფილ დონეზე: ის კლავს საფრთხის გამომწვევს (კლავს განუვითარებელ, მინუსში მყოფ ადამიანებს). ამის მაგალითები საკმაოდ ბევრია - ყველა ცნობილი მანიაკი მკლელი მაგ: ანდრეი ჩიკატილოს ტიპისა.
ყნოსვის ვექტორის ინტელექტის უმაღლესი განვითარება - ესაა საკაცობრიო მასშტაბის საფრთხეების შეგრძნება. ასეთი შესაძლებლობა ეხმარება გახდეს მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი. მიკროორგანიზმები, ბუნების გამოუვლენელი კანონები, რესურსების გადანაწილება - ყველა ამ სფეროში საჭიროა ყნოსვის ვექტორის ინტელექტის გამოყენება.
ურთიერთობა
ყნოსვის ვექტორიანს არ შეუძლია აღიქვას ცალკეული ადამიანი როგორც პიროვნება, ვექტორის მატარებელს ან ცალკეულ ინდივიდს ის აღიქვამს როგორც გადახრას იდეალური მდგომარეობიდან. ყნოსვის ვექტორიანი სხვა ადამიანთან ყოველთვის ურთიერთობს მხოლოდ იმიტომ რომ დაინახოს ამ ადამიანის სასარგებლობა ჯგუფისთვის. არსობრივად ყვოსვის ვექტორში ჩადებულია მისწრაფება შეინარჩუნოს საკუთარი არსებობა ჯგუფის ერთიანობის შენარჩუნებით (ჯგუფი ხდება მისი სიცოცხლის გარანტი), ამის მისაღწევად ის მზადაა გამოიყენოს ყველანაირი ადამიანური რესურსი.
ნებისმიერი ურთიერთობა ჯგუფში კავშირშია ბუნებრივ სუნებთან. ყნოსვის ვექტორს (თუ სხვა ვექტორი არ ერთვის) სუნი არ აქვს. მას თითქმის არ აქვს გადახრები და ცუდი მდგომარეობები. შეიძლება ითქვას რომ ეს არის იდეალური, თითქმის დაუსტრესავი ვექტორი. ყნოსვის ვექტორის ფუნქციაა - შეიგრძნოს ჯგუფის ყველა ცხოველური სურვილი, ცალკეული ეგოისტური მდგომარეობები ჩართოს თავის უსასრულო ეგოიზმში. ის არის როგორც მიზიდულობის კანონი, უჩინარი და გაუცნობიერებელია, მაგრამ მასთან დაკავშირებულია ყველა დავარჩენი გამოვლინება ფიზიკურ სამყაროში.
სუნის არქონა აიძულებს სხვა ვექტორებს მის მიმართ გრძნობდნენ ეხერხულობას და შიშსაც კი. სუნებზე (ფერომონებზე) აწყობილი, ბუნებრივი რანჟირება, მასზე არ მუშაობს. ყნოსვის ვექტორს სუნი არ აქვს ე.ი. არ გასცემს ინფორმაციას საკუთარი ფუნქციის შესახებ, ეს კი სხვებისთვის საგანგაშო სიგნალია. ქვეცნობიერად ყველა მიესწრაფვის შეასრულოს საკუთარი ბუნებრივი ფუნქცია და ამით ხაზი გაუსვას საკუთარ რანგს. ასე მიმდინარეობს ბუნებრივი რანჟირების პროცესი. ყნოსვის ვექტორის არსებობა კი ვლინდება წაბიძგებით, მდგომარეობის ენერგეტიკული ცვლილებით.
ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის ურთიერთობა გარე სამყაროსთან იცვლება მისი ინტელექტის განვითარების დონის შესაბამისად. განვითარებული ყნოსვის ვექტორიანი - ბრწყინვალედ ინიღბება, მის მანიპულაციებზე ვერავინ ვერასოდეს ვერ იეჭვებს. განუვითარებლობა ყნოსვის ვექტორში ვლინდება როგორც ცუდად დამალული მიზანთროპია (მიზანთროპია - ნიშნავს კაცთმოძულეობას) და სხვებისთვის ზემოდან ყურება, რაც გარშემომყოფებს მის წინააღმდეგ განაწყობს.
ყნოსვის ვექტორიანი შინაგანად შეიგრძნობს საკუთარ უსასრულო დომინანტობას. ყველა გაუცნობიერებელი სურვილი თავს იყრის მის მმართველობაში. ყნოსვის ვექტორიანი - არის როგორც ცენტრი, რომელიც აღიქვამს ყოველი ცალკეული ადამიანის გადახრას ბუნებრივი მოვალეობიდან. საკუთარი თავის სამყაროს ცენტრად აღქმის გამო, ყნოსვის ვექტორიანი ვერ აღიქვამს ცალკეულ ადამიანებს. მისთვის არსებობს მხოლოდ მისი გავლენის სფერო, ხოლო ხალხს აღიქვამს როგორც თავისი თავისი ძალაუფლების ინსტრუმენტებს. ამიტომ მისი არსებობა შეუძლებელია ჯგუფის გარეშე. ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის უსაფრთხოება გარანტირებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ამოფარებულია სხვის სურვილებს.
მოძრაობა
ყნოსვის ვექტორი, ყველა სხვაზე უკეთ შეიგრძნობს გარე სამყაროში არსებულ აქტუალურ მდგომარეობას. ყველა მოძრაობა, ზუსტად რომ ვთქვათ, მოძრაობის კოველი მიმართულება იმყოფება მისი კონტროლის ქვეშ. მაგალითად ანალური ვექტორი ნაწყენ მდგომარეობაში - მისგან იგრძნობა შურისძიების მუქარა. ანდა ბალანსდარღვეული კანის ვექტორი - მისგან მოდის დანაშაულის სუნი. სხვების ასეთი სტრესული მდგომარეობები ნათელია მხოლოდ ყნოსვის ვექტორიანისთვის (ჯერ კიდევ მანამ სანამ ეს სტრესები გამოვლინდება, ყნოსვის ვექტორიანისთვის გასაგებია მათი პოტენციალი), იმიტომ რომ ის სტრესებს გრძნობს თავისი ბუნების სიღრმიდან, სადაც ყველანაირი ურთიერთკავშირი წინასწარ გათვლილია.
ეგოიზმის მდგომარეობები იცვლება ერთი და იგივე სცენარით, ეგოისტური სურვილები მიედინებიან წინასწარ გაკვალულ კალაპოტში. მოძრაობის თვისებები ყნოსვით ზომაში დაკავშირებულია დაკავშირებულია შესაძლებლობასთან სწრაფად შეიგრძნოს ცვლილებები და მიმართოს ენერგია განსაზღვრულ კალაპოტში. ყველაზე უბრალო შესაძლებლობა მოძრაობის თვისებათა განვითარებისას - ესაა ჯგუფში ფუნქციების სწორად განაწილება. ყოველი ადამიანი ყნოსვის ვექტორიანის კონტროლის ქვეშ განაწილებული იქნება თავისთვის ყველაზე შესაფერის საქმიანობაში. უფრო რთულ სიტუაციაში - ესაა მმართველობა ფინანსებით, ან საარსებო რესურსების განაწილებით. არსებობს მაგალითები, როდესაც ფინანსურ ბირჟაზე მანიპულაციებს ფატალური შედეგი მოუხდენია მთელი სახელმწიფოს ეკონომიკაზე.
ყნოსვის ვექტორიანის მოქმედება ყოველთვის შეიცავს ხიფათს. ხიფათის შეგრძნება აიძულებს მას მოიკრიფოს ყურადღება და იმოქმედოს სიტუაციის შესაბამისად. მაგრამ მისი მოქმედებები არ გავს კანის ვექტორიანის ხელმძღვანელობას. ყნოსვის ვექტორიანი თავს არიდებს პირდაპირი ბრძანების გაცემას.
სწრაფი და ზუსტი რეაგირების უნარი ბავშვობიდანვე ფორმირდება. ყნოსვისვექტორიანი ბავშვი მომჩვარულია, მელანქოლიური (ყნოსვითი მელანქოლია არ აგერიოთ სმენის დეპრესიაში), გარეგნულად გამოიყურება პასიურად და უსიცოცხლოდ. წყნარ, მზრუნველ და სიყვარულით სავსე გარემოში, ყნოსვის ვექტორიანი მოშვებულია და უმოძრაო ნეტარებაშია. და პირიქით, რაც მეტი სირთულე და ხიფათი ხვდება მას ზრდის პროცესში, მით უფრო მკვეთრად იწყებს მუშაობას მისი ინტუიცია.
ყნოსვის ვექტორიანის მისწრაფებაა - გააფართოვოს თავისი გავლენის სფერო, მოიპოვოს მაქსიმალური ძალაუფლება. გარეგნულად ეს ჩანს, როგორც გარემოს მასშტაბური ცვლილება: მაგალითად, ის მუშაობდა ფინანსურ ბირჟაზე, შემდეგ ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა ფონდებს, შემდეგ კი გვევლინება მსხვილ საერთაშორისო ინვესტორად.
განვითარება
განვითარების შესაძლებლობა ყნოსვის ვექტორში არის სწავლა გავლენის სფეროს გაფართოებისა და ძალაუფლების საკუთარ ხელში თავმოყრისა. ფსიქიკის ამ დონეზე ვექტორული თვისებების წარმატებული რეალიზაციისას მისგან შეიძლება დადგეს მსხვილი პოლიტიკოსი, საერთაშორისო ინვესტორი და ფინანსისტი. ბუნებრივ ტემპერამენტზე დამოკიდებულებით იზრდება და ფართოვდება ყნოსვის ვექტორიანის ამბიციები.
წარმატებული, რეალიზებული ყნოსვის ვექტორიანი, მარიონეტებივით ძაფით ათამაშებს მთელ სახელმწიფოს. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ როგორ ხდება რევოლუციები, ჯერ ირღვევა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგრადობა, ჩნდება ახალი კულტურული ფასეულობები, და ხშირად არც ისე აშკარად შესამჩნევია რომ ამ ცვლილებების უკან დგას ყნოსვის ვექტორიანი. მხოლოდ მოგვიანებით გასაიდუმლოებული დოკუმენტის გახსნისას ან უშუალო მოწმეთა მონაყოლით, ჩვენამდე აღწევს რეალური ფაქტები მომხდარის შესახებ.
ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის ფასეულობები, ასე თუ ისე ტრიალებენ ძალაუფლების გარშემო. ყნოსვის ვექტორის დომინანტური ბუნება ყოველთვის ემორჩილება მისწრაფებას ძალაუფლებისკენ. ყნოსფის ვექტორი შესანიშნავად ინიღბება. იქმნება საინვესტიციო ფონდები, აქტიურდება საქველმოქმედო ფონდები, მიმდინარეობს ტოლერანტობის პროპაგანდა, გვიქადაგებენ მოთბინებას და გლმოწყალებას - და ეს ყველაფერი იმყოფება ყნოსვის ვექტორის ფხიზელი კონტროლის ქვეშ.
ქველმოქმედება და ფილანტროპია ყნოსვის ვექტორიანის შესრულებით არის უზარმაზარი გავლენის მოპოვების მცდელობა.
ყნოსვის ვექტორს არ გააჩნია კეთილშობილება და მორალი (თუ ვიზუალი არ ერთვის). არ განასხვავებს ცუდს და კარგს: ბუნების გამოუვლენელ კანონებში ნებისმიერი მოვლენა განსხვავდება მხოლოდ თავისი ინტენსიურობით და პოტენციური საფრთხით. სიკეთისა და სამართლიანობისკენ მოწოდება ყნოსვის ვექტორიანის შესრულებით - სხვა არაფერია თუ არა რეალური სურვილების შენიღბვა. ყოველთვის არსებობს მთავარი, გაცნობიერებული მიზანი ყნოსვის ვექტორიანისთვის - ესაა უსაზღვრო ძალაუფლება.
დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის
ყნოსვის ვექტორიან ადამიანს იშვიათად შეხვდებით თქვენს გარემოცვაში. უფრო ხშირად ის ჩანს მასშტაბურ მაქინაციებში, მზარდი გავლენის სფეროში, პირადი კეთილდღეობის დონის მიხედვით. მთავარი ატრიბუტები რომლის დახმარებითაც ვიცნობთ ყნოსვის ვექტორიან ადამიანს - ესაა ძალაუფლება, გავლენა და სიმდიდრის მოხვეჭა. ყნოსვის ვექტორი შეიძლება დაფარული იყოს სხვა ვექტორებით, რაც მნიშვნელოვნად ართულებს დიაგნოსტიკას.
* * *
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12609
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07
#42250728
· 16 Sep 2014, 00:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ ბოლო დროს ეგ ფსიქოლოგიები რაღაც რელიგიებივით გამრავლდნენ. იმის მაგივრად, რომ რეალურად ხალხის შველაზე იფიქრონ, ახალახალ ბრენდებს იგონებენ ბუნდოვანი სახელწოდებებით
ადამიანების დაყოფა ეროგენული ზონების მიხედვით დიადი აღმოჩენაა
თან განსაკუთრებით ანალურის მოყვარული ხალხია პაჩოტში
აზაბოჩენი, მაგრამ დაკომპლექსებული ხალხი მიაწყდება მაგათ. თავიანთ ეროგენულ ზონებს ახლიდან აღმოაჩენენ თავისით თუ სხვების დახმარებით, მეცნიერული თვალით შეხედავენ და იქნებ აღარ შერცხვეთ იმისი, რომ სექსი უნდათ. და ამისთვის ასეთი ჩახლართული სისტემების და ვექტორების გამოგონება გახდა საჭირო
ფროიდიც იმით გახდა პოპულარული, რომ სექსზე დაიწყო ლაპარაკი. და არ ქონდა მნიშვნელობა რა სისულელეებს როშავდა, მთავარი იყო, რომ სექსზე ლაპარაკობდა და ამტკიცებდა, რომ სექსი სირცხვილი არაა. ესენიც ნეოფროიდისტები არიან. ფროიდი დაძველდა და ახლა ახალი სატყუარის მოგონებაა საჭირო. საქართველოში მაგარ ცვეტში იქნებიან.
ეს ყველაფერი გამოუცდელ და გულუბრყვილო ხალხზეა გათვლილი. ადამიანის ქვენა გრძნობებზე თამაშობს, ხოლო მათგან სარგებელი - ნული. დაგიჯდება პიჯაკ-გალსტუკიანი ტიპი და ვრცლად დაგახასიათებს. თან რა თქმა უნდა ისე, რომ გესიამოვნოს, თურმე რა კაი ტიპი ყოფილხარ და ეს ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ ეროგენული ზონა ცოტა სხვაგან გაქვს ვიდრე უნდა გქონდეს
* * *
რას გვამადლიან თავიანთ ეროგენულ ზონებს? აქვთ და ქონდეთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, მაგრამ ამ ყველაფრის დაკავშირება ადამიანის ფსიქოტიპთან იაფფასიან ჰოროსკოპებს მაგონებს. ისე, მამაკაცს რომ უკანა ხვრელში ექნება ეროგენული ზონა, ეს ცოტა არ იყოს, ბუნების დაცინვას უფრო გავს, მაგრამ ასეთ მამაკაცს თუ ეტყვი, რომ სწორედ თავისი უკანა ხვრელის წყალობით ძაან ტაკოი ტიპია, იასნია, მაგრად გაუსწორდება და სუპერ ფსიქოლოგად გაღიარებს.
* * *
განცხადება: გავიცნობ ორალურ ვექტორიან ქალბატონს. ორალური სექსისთვის. ბუნებრივია ვეტყვი, რომ მე მასში მისი ორატორული ხელოვნება მხიბლავს... თუ ორალტორული ხელოვნება? ნუ, როგორ არის. მთავარია სისტემა- ვექტორულად მივუდგეთ საკითხს
* * *
აი წარმოიდგინეთ სიტუაცია, ასეთ სისტემ-ვექტორისტთან მივიდა პაციენტი.
- იცით ექიმო, რაღაც უძილობა მჭირს, ცოტა ნერვიულიც გავხდი ამ ბოლო დროს...
- ხოოო, პირველ რიგში თქვენი ეროგენული ზონები უნდა გამოვიკვლიოთ. ეტყვის ექიმი და საჩვენებელ თითს ვაზელინში ამოაწობს.
- ექიმო, მე ვიცი ჩემი ეროგენული ზონები, ისე გეტყვით.
- აარა, იქნებ რამე გამოგრჩათ, ამის გამო მცდარ დიაგნოზს ხომ არ დავსვავთ, აბა, ჩაიხადეთ და წაიკუზეთ. სწრაფად, სწრაფად, სხვა პაციენტებიც მელოდებიან.
- კარგი ექიმო, როგორც მეტყვით.
- აი ყოჩაღ. ასე გსიამოვნებთ?
- არა
- აი ასე?
- არა
- აი ასე, უფრო ღრმად? უფრო სწრაფად? ...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(5)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1183 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.