ესეც ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=nDUmW1MARwI
* * *
ეს ცხოვრება ჩემთვის ბეწვის ხიდია,
მაგრამ შენ ეს სულ ცალ ფეხზე გკიდია.
არ გაწუხებს ის უაზრო კითხვები
მაგალითად ``ხვალ მშიერი ვიქნები?``
შენ მამიკომ დღეს გაჩუქა HUMMER -ი
მე კი მახრჩობს ლუკმა-პურის ვალები.
შენ უშნოსაც თავს გეხვევა ქალები,
მე კი მხოლოდ თავს მეხვევა ვალები.
შენ ყელში გაქვს ამოსული ფურშეტი,
მე კი ღამით მესიზმრება `ბულკები`.
აღარ იცი სად დახარჯო ფულები,
მე კი მიწევს ამოვქექო ბუნკერი.
ეს ცხოვრება უსამართლო რამეა,
ჩემთვის გრძელი, მთვარიანი ღამეა.
შენ ყინვაშიც სიცხისაგან იწვები,
მე კი . . . წვიმს და ქოლგის ქვეშაც ვსველდები.
MASERATI, BUGATI თუ FERRARI?
საფიქრალი შენი მხოლოდ ეგ არის.
არც მამიკო გაწყენინებს - ჯიგარი,
ხვალ დილაზე გეყოლება FERRARI.
შენი მშურდეს არ გეგონოს. . . არასდროს!!!
ამ თემაზე ჩემთან ბევრი კამათობს.
FERRARI გყავს? და შენ ამით ამაყობ?
შიმშილისგან სული მხდება ავადმყოფს.
თუ ცხოვრება ჩემთვის ბეწვის ხიდია,
შენთვის უკვე უაზრობის პიკია.
აღარაგაქვს ცხოვრებაში მიზანი
რომ გაარტყა შუაგულში ისარი.
შენ ცხოვრებას ამჯობინე წამალი,
ამით მშობლებს `დაუფასე` ამაგი.
შენი სული გახდა ცოდვის აკვანი,
სხეული კი უზნეობის ჰამაკი.
მერე რა, რომ ჯიბე ცარიელი მაქვს?
ცხოვრებაში მაინც შენზე მეტი მაქვს.
შენ ფული გაქვს, მაგრამ არ გაქვს მიზანი.
მიზანიც მაქვს, სამიზნეც და ისარიც.
This post has been edited by Gogacka on 4 Oct 2014, 10:15