wewewe14რას ამბობ ?

ქარხნულად მარცხენა საჭიანზე უკეთესი როგორ არის გადატანილი ? : ))
საჭე გადააქვთ 550$-650$ ად.
ამაში გეთანხმები ნამდვილად : )
-------------
საერთოდ რატომ უნდა გადაიტანო ვერ ვხვდები

თუ ატარებ მარცხენა საჭიანს და ზოგადად გქვია და გეუბნებიან რომ ტარება იცი, მაშინ მარჯვენასაც უპრობლემოდ ატარებ. რაც შეეხება მიჩვევას მაქსიმუმ - 1 კვირა : )
მინუსები:
1) ზედმეტი ხარჯი ( თუ ბევრი ფული გაქვს სხვა მანქანა მოძებნე, ან თუნდაც მარცხენა ქარხნულ საჭიანი)
2) ტორპედოზე უხარისხოდ გადაკრული - "დერმატინზე" კიდევ უფრო იაფიანი მასალა

რომელიც მზეზე სიმხურვალისგან იბურცება და კოპებს იკეთებს

3) უშნოდ "დასტროჩკილი" ტორპედო... ძალიან მახინჯია
4) საჭე აუცილებლად ოდნავ მარცხნივ დგება! გაითვალისწინეთ, თუ არ გაგაფრთხილათ გადამტანმა(ოსტატმა) თავად უთხარით რომ იცით უკვე : )
5) პედლების განლაგება იმდენად მახინჯურად, რომ გაზზე ფეხის დებისას ფეხი გეღლება - ტორმუზზე გადატანის დროს მთლიანი ბარძაყი უნდა მოიქნიო იმდენად არაპროპორციულად დგება ეს ორი პედალი ერთამენითის მიმართებაში : )
6) სარკე ........ ოოოოო აი ეს უკვე იმდენად მნიშვნელოვანია რომ რავიცი, ალბათ ჩამონათვალში 1 ადგილზე უნდა დამეწერა მაგრამ მეზარება ჩასწორება

)) წარმოიდგინე მარჯვენა სარკე იმდენად სხვაგან იყურება რომ უკან მომავალი მანქანა რომ დაინახო თავი 40 გრადუსით უკან უნდა გაიქნიო, თან ქალბატონებს როგორ უყვართ საჭესთან ახლოს ჯდომა, მათ შემთხვევაში თავის მოძრაობა მინიმუმ 70 გრადუსამდე ადის : )))
7) ბარდაჩოკი ! ესეთი ბარაქიანი მანქანაა და ორი ამაზე მეტად ბარაქიანი ბარდაჩოკი აქვს ))) აი გადატანის მერე შეგიძლია არც გააღო. ვითომ გაქვს ბარდაჩოკი
8) აირბაგი..... უსაფრთხოება !!! - თქვენც ხომ სწორედ მაგიტომ გადაგაქვთ რომ "უსაფრთხოდ" იგრძნოთ თავი ?? უკომენტაროდ დავტოვებდი მაგრამ ვიტყვი შემდეგს: : )) პასაჟირის მხარე ხომ რათქმაუნდა უქმდება

)) აი მძღოლის მხარე რამდენად იმუშავებსო რომ ვკითხე პირველად, მიპასუხეს: აგერ არის კედელი და შეგიძლია მოსინჯოო : )))
9) თუ გაგიმართლა და ჭკვიანი გასაღები აქვს ნუ პნოპკით გააღებ-დაკეტავ.... თუ არ გაგიმართლა და არ აქვს ჭკვიანი გასაღები, ზამოკი თავისთავად არ გადმოდის, და ეს გასაღების "შესაყრელიც რუჩკაზე" მარტო მარჯვენა მხარეს აქვს

შესაბამისად დამატებით უნდა დააყენო რამე პულტით გამღები საშუალება, მარჯვენა მხარეს რომ არ იარო გასაღებად და მარცხნივ დასაჯდომად ))) რაც ისევ და ისევ ითვალისწინებს პირველ პუნქტის ზედმეტ ხარჯს )) ( თუ ბევრი ფული გაქვს სხვა მანქანა მოძებნე, ან თუნდაც მარცხენა ქარხნულ საჭიანი)
10) გავაგრძელო ? ? ?
-------------
გაუმარჯოს ქარხნულ საჭეს და ზოგადად ნისან ტიიდას ! ერთ-ერთი პირველია თავის კლასში.
რბილი
ეკონომიური
კომფორტული
და ყველაზე დიდი პლიუსი - ტევადი !!!
თავის ფასში კონკურენტი არ ყავს.