Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ქალი და მამაკაცი
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(105)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
პიკაპი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
სნეგირი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
სნეგირი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8375
წევრი No.: 132220
რეგისტრ.: 7-June 11
#43513473
· 21 Jan 2015, 01:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა არის პიკაპი..?
© lev, 2000 წ. სპეციალურად პროექტ www.lover.ru-სთვის
თარგმანი რუსულიდან © სნეგირი
რატომ და რისთვის ხდებიან პიკაპერებად..? ხზ - ალბათ სურვილისგან ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გახადონ... ზოგადად, ყველას სხვადასხვანაირად უდგება ეს მომენტი... ამ დღეებში მანკუმბუსმა მთხოვა საიტისთვის დამეწერა იმის შესახებ, თუ როგორ გავხდი პიკაპერი და ისედაც ამ ბოლო დროს ბევრი მეკითხება პიკაპის წარმატებულ სტრატეგიაზე და მთხოვენ გამოცდილების გაზიარებას... გიზიარებთ... ვისაც უნდა - იმას გამოადგება...
მახსოვს, ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ვერ არის ისე, როგორც მსურს, თითქოს ყველაფერი არის, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რაღაც მსურს... რაღაც პერიოდი ფიქრისა და გააზრების შედეგად თემაზე, თუ როგორ გავაუმჯობესო ცხოვრების ხარისხი, ჩემი მორიგი გრძელვადიანი მეგობარი გოგონა გავუშვი სახლში დედამისთან და თავი ბევრად უკეთ ვიგრძენი... ეული ცხოვრება ზეიმი აღმოჩნდა ოჯახურის შემდეგ... მივდივარ სადაც მინდა, ვაკეთებ რასაც მინდა, არ ვნერვიულობ იმაზე, რომ ვიღაც სადღაც მელოდება, ვენატრები და განიცდის... არ ვფიქრობ იმაზე, რომ
მისთვის
უინტერესო იქნება იქ, სადაც ვაპირებთ წასვლას... სახლში ვბრუნდები ჩემთვის კომფორტულ დროს და გასვლისას ან გამგზავრებისას ნებისმიერი დროით, არ ვღელავ იმაზე თუ რა და როგორ ხდება ჩემს არყოფნაში... ორიდე თვის განმავლობაში უბრალოდ ვიხრჩობოდი ამ თავისუფლებით, მაგრამ შემდგომ მივხვდი, რომ რაღაც კვლავ მაკლდა... რა შეიძლება აკლდეს ახალგაზრდა მამაკაცს თავისი ძალების პიკში, მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში, სიმპათიურს, ჭკვიანს და მატერიალური პრობლემების არ მქონეს სწრული წარმატების განცდისთვის და ნამდვილი ჰარმონიული ცხოვრებისთვის..? რა თქმა უნდა - ქალები... ქალები ღირსეული, ლამაზი და საინტერესო, რომლებიც ელოდებიან მას, სურთ ის და ოცნებობენ გაალამაზონ...
მოკლედ, მიზანზე ჩამოვყალიბდი და დავიწყე მის მიღწევაზე მუშაობა... აი, მიღწევა კი არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა... როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ ქუჩებში ხეტიალი ან კაფეებში ჯდომა და ლამაზი გოგოების ცქერა - გამოსავალი არ არის... რა თქმა უნდა, ეს უკეთესია ვიდრე სახლში ჯდომა და ლოდინი, მანამ სანამ კარებში გაისმის ზარი და ზღრუბლზე იდგება საკაიფო გოგონა თავლებში "დამიპყარი" გამომეტყველებით, მაგრამ არც ბევრად უკეთესი... შენ ზიხარ ჭკვიანური იერით, ასეთი სიმპათიური და ელეგანტური, მიირთმევ კარგ კონიაკს, დროდადრო თითო-ოროლა ყლუპი არომატული ყავის თანხლებით, ვიღაც დაინტერესებულად გაკვირდება, შენ ივსები საკუთარი მნიშვნელობის გაცნობიერებით, ინტერესით აკვირდები ქალს, რომელსაც თითქოს და მოსწონხარ კიდეც, ზიხარ კიდევ ნახევარი საათი და ხედავ როგორ მიდის ის... ზოგჯერ წასვლამდე ღიმილსაც გჩუქნის... ეს - საუკეთესო შემთხვევაში... უარესში, ის მიჰყავს ნაკლებად მომხიბვლელ მამაკაცს ვიდრე შენ... შედეგად იხატება ასეთი სურათი: საღამოს ბრუნდები სახლში მარტო, ხოლო ვიღაც ხიხო მთელი ღამის განმავლობაში ტყნავს სიმპათიურ გოგონას, უკანასკნელი კი მის ქვეშ ათავებს კიდეც... დებილი, არა..?! ხომ არსებობ შენ - მოხარშულ კვერცხზე უფრო მყარი, ჭკვიანი, კეთილი, ნაზი და ალერსიანი... ის კიდევ - ვიღაც უაზრო ტიპთანაა... ნამდვილი დებილი..! ეგრეა, მაგრამ ეგრეც არ არის... მან ხომ არ იცის როგორი თეთრი და ფუმფულა ხარ... მას არ შეუძლია გამჭოლად ხედვა, ხოლო გარედან ის ხედავს სულ სხვა რამეს, ვიდრე შენ გგონია... იცი რას ხედავს..? ძალიან მარტივად - ის ხედავს ბოლო დონის მუხრუჭს, რომელიც მას ინტერესით უმზერს, მაგრამ ვერაფრით ამჩნევს, რომ ის უკვე დაიღალა მინიშნებებით, რომელზეც ნებისმიერმა ნორმალურმა მამაკაცმა ერთმნიშვნელოვანი რეაგირება უნდა მოახდინოს - მივიდეს და გამოეცნაუროს ნებისმიერი საბაბით... შენ კიდევ ზიხარ და უაზროდ მიშტერებიხარ... და ამისგან, ის არც ისე კარგად გრძნობს თავს, როგორც შენ გგონია... ქალებს არ უყვართ მუხრუჭები, დამიჯერე... ეს ჩემზე თავად გამოვცადე, გამოცდილების გზით, ასე რომ არ გირჩევ... უბრალოდ სიტყვაზე მენდე... ის, რაც წაიკითხე აბზაცის დასაწყისში - ფრიად წარუმატებელი პიკაპ სტრატეგიის მაგალითია... შენ უნდა სთავაზობდე შენს თავს... უბრალოდ უნდა იღებდე იმას, რაც გსურს... ცხოვრებაში სხვა ყველაფერთან მიმართებაში ხომ სწორედ ასე იქცევი..? როცა გჭირდება სამსახური, შენ აგზავნი CV-ებს დაინტერესებულ ვაკანსიებზე... როცა გშია - მიდიხარ და ყუდულობ უამრავ გემრიელ საჭმელს და არ იწყებ მშიერი იერით მაღაზიაში სიარულს იმაზე ფიქრით, რომ გამყიდვლები თავად მიხვდებიან რა გსურს და შემოგტენიან ცოტაოდენ საკვებს... ასეა ქალებთანაც - თუ ეს გჭირდება, მიდი და აიღე..! მახსოვს იმავე მანკუმბუსმა ოდესღაც მითხრა, რომ მისი სტრატეგია მარტივია, როგორც სამი კაპიკი - "ვხედავ გოგოს, რომელიც მსურს - და ვაქცევ მას ჩემად"... ასე, რომ ეს არის ის, რაც უნდა გააკეთო... მიველ, ვნახე, გავიმარჯვე... არაფერს არ ელოდო, ყველაფერი თავად აიღე... გოგოები - განსაკუთრებით... და მათ, ვისაც გამარჯვება სურს, ისინი მონდომებით რთავენ ნებას... ეგრევე... განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე...
მოკლედ, ხალხში ასეთი პერიოდული გასვლების შემდგომ მივხვდი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, რადგან ჩემი საწოლი არ იფრქვევა მშვენიერი ფორმებისა და ასეთივე შინაგანის მქონე ქალებით... და რადგანაც რაღაცას არასწორად ვაკეთებ, საჭიროა სასწრაფოდ გავიგო, თუ როგორ გავაკეთო ეს რაღაც სწორად... ამის გაგება მარტივზე მარტივი აღმოჩნდა - თურმე საკმარისი აღმოჩნდა Яндекс-ში ამეკრიფა ჯადოსნური ფრაზა "როგორ ჩავითირო გოგო საწოლში" და ლანგარზე მომართვეს საიტი www.lover.ru, მთელი მისი შეუფასებელი შემცველობით, ამხანაგი მედისონის შესანიშნავი წიგნის "როგორ ჩავითიროთ საწოლში ჩვენი ოცნების ქალი" და "ბებერი კაზანოვას რჩევების" თანხლებით... და სადღაც, საიტისა და ამ წიგნების მესამედ გადაკითხვის შემდეგ, უცებ ცხენივით ჩავბჟირდი და მივხვდი, რომ ამ წუთიდან ყველა ქალი - ჩემია... საჭიროა მხოლოდ სხივისი რჩევების სწორად ფილტრაცია, პრაქტიკა და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა... იმ განცდისგან რომ ვიცი, როგორ უნდა და როგორ არ უნდა, ეიფორიამ შემიპყრო... როგორც მალევე აღმოჩნდა, იცოდე ცოტაა - უნდა შეგეძლოს კიდეც, მაგრამ ამაზე შემდეგომ... საერთო ჯამში, უკვე მივხდი, საით და როგორ უნდა გავაგრძელო გზა და შევუდექი...
მალევე დავაპიკაპე მშვენიერი გოგონა და 24 საათში საქმე მივიყვანე საწოლში ურთიერთობამდე... და მალევე გავები - ისე მომეწონა, თუ როგორ გამოვიდა, რომ თავად თავბრუ დავიხვიე (
Крышеснос
- გაეცანით ამ ტერმინს, რადგან ქართული შესატყვისი ჯერ-ჯერობით არ არსებობს... თარგმ. შენიშნვა) და ნეტარებას მივეცი... და რადგანაც პროცესში მონაწილეობდა ეს კონკრეტული გოგონა, ჩემთვის ისიც გახდა საუკეთესო და ყველაზე მაგარი მთელს სამყაროში... ისე აღმოჩნდა, რომ ჩემი მოუმზადებელი ფსიქიკა ჩემივე ცბიერ სტრატეგიას შეეწირა... შემდგომ, უნდა აღინიშნოს, რომ უკვე გაცნობიერებულად განვიცადე ჩემს თავზე თავბრუსხვევა (
Крышеснос
თარგმ. შენიშნვა)... ერთმა გოგომ, რომელიც მე აღარ მსურდა, წამიყვანა არაჩვეულებრივ ადგილას და მე ის ისევ მოვუსურვე... როდესაც ხვდები რაღაც არაჩვეულებრივში და ძალიან სასიამოვნოში, ავტომატურად ამ შეგრძნებების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაგაქვს ადამიანზე, რომელმაც იქ მიგიყვანა... იმ დროს, უკვე მშვენივრად ვიცოდი, რომ გოგომ გაუცნობიერებლად თავბრუ დამახვია (
Крышеснос
თარგმ. შენიშნვა) და მიხვდი როგორ გრძნობს თავს ჩემთან... კარგად... ჯადოსნურად და ზღაპრულად... თუ მე მომიბრუნდა იმ გოგოს სურვილი, რომელიც აღარ მსურდა, მაშინ რაღა ვთქვა იმაზე, რომ ასეთი ფოკუსებისგან მათ, რომელთაც სულის სიღრმეში ისადაც ვუნდივარ, ჩემი სურვილი უჩნდებათ უფრო მეტად და მეტად... მოკელედ, თავბრუს დახვევა (
Крышеснос
თარგმ. შენიშნვა) საჭიროა და აუცილებელი... ეს - სრული დინამიტია... უბრალოდ, როგორც ციმბირული ჩექმა და არარეალურად ეფექტური... ირჩევ ლამაზ ადგილს, სადაც გოგო არასდროს ყოფილა, ან იყო ძალიან ადრე და ნაკლებ რომანტიულ კამპანიაში, მიგყავს იქ - და ოპა..! ის უკვე შენია... მთავარია, იქ უკვე ნამყოფი იყო, ყველაფერს დაწვრილებით იცნობდე და თავს გრძნობდე მაქსიმალურად კომფორტულად.... ასე, რომ სჯობს წინასწარ მოემზადო... დროთა განმავლობაში, როცა მიხვდები, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ ყველგან და ყოველთვის, შეგიძლია ექსპერიმენტები ატარო დაუგეგმავად, მაგრამ საწყისი ეტაპზე წინასწარ გაიაზრე და გათვალე... შენ იკითხავ, სად არის გარანტია იმისა, რომ გოგო არ ყოფილა იქ, სადაც მიგყავს..? არარსებობს არანაირი გარანტიები... უბრალოდ აირჩიე ის ადგილები, რომელიც არ არის გაბაზრებული და არა ის, რომელშიც ნახევარი ქალაქი რომანტიულად დაგულაობს მთვარის შუქზე... ასეთი ადგილი გარშემო უამრავია, საჭიროა მხოლოდ შეძლება და მათი პოვნის სურვილი... და საჭიროა იცოდე რაც შეიძლება მეტი ასეთი ადგილი, რათა ყოველ ჯერზე გოგო ახალ ადგილას წაიყვანო და არა ორი-სამჯერ ათრიო სტანდარტული მარშრუტით - ეს მას მალე მობეზრდება, თავად - კი უფრო ადრე... სხვათაშორის, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ადგილი იყოს... ეს შეიძლება იყოს რაიმე საინტერესო ღონისძიება, როგორიცაა თეატრის მონახულება ან პარაპლანერების შოუ... მთავარი აზრი კი არ არის - მთავარია, რომ იქ იყოს უჩვეულო და საინტერესო, რათა გამოიწვიოს სასიამოვნო ემოციების მასა... მიზნად დაისახე იმ რაოდენობის ბუნებაში ადგილის, კომფორტული ბარისა და სხვა "სად წავიდე"-ს პოვნა, რომ სიტყვაზე, შეგეძლოს ერთი და იმავე გოგოს ნახევარი წლის განმავლობაში კვირაში ორჯერ გასეირნება, ისე რომ არცერთხელ არ განმეორდე... რაც მეტი - მით უკეთესი... მრავალფეროვანი არჩევანისას გაქვს ალტერნატივების მასა... მთავარია, რომ თავადაც მოგწონდეს იქ... გაიკითხე ნაცნობებში თუ თავად არ შეგიძლია პოვნა... თუმცა, სინამდვილეში შენ თავად უნდა შეგეძლოს ყველაფრის კეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში შენგან პიკაპერი ვერ გამოვა... ისწავლე ძებნა და იპოვი უამრავ მშვენიერ კუთხეს შენს ქალაქში და გარშემო... და შენი გოგოების უმრავლესობა გარანტირებულად მოხვდება იქ პირველად შენთან ერთად... ბოლო დროს ძალიან პასიური და არაორიგინალური ხალხი წამოვიდა და თუ შენამდე გოგო არ დაამუშავა აზრზე მოსულმა პიკაპერმა, შეგიძლია ეჭვი არ შეგეპაროს - ყველა სხვა თაყვანისმცემელი მას უბრალოდ ატარებდა კინოთეატრში, ერთი და იმავე ბარში, აჭმევნდენ ნაყინს და ჩუქნიდნენ ყვავილებს... ამიტომაც, სხვათაშორის, ყვავილების ჩუქება უსაბაბოდ არ არის საჭირო... ეს სავსებით არ არის ორიგინალური... მთელი ჩემი პიკაპ პრაქტიკის განმავლობაში გოგოს ყვავილები ვაჩუქე მხოლოდ ერთხელ... ეს ასე გამოიყურებოდა - ჩვენ ვსეირნობდით ღამის ქალაქში, დავინახე ყვავილების გამყიდველი და მივხვდი, რომ ამ წუთას უფრო ჰარმონიულად გამოვჩნდები, თუ გოგონას, რომელიც ჩემს გვერდითაა, ხელში ეჭირება მშვენიერი თეთრი ვარდი... მე შევწყვიტე საუბარი, მივატოვე შუა ქუჩაზე მდგარი გოგო, გამყიდველის ვედროდან გამოვაძრე თეთრი ვარდი, გადავუხადე რაღაც თანხა, დავბრუნდი და ჩუმად გავუწოდე თანამგზავრს ყვავილი... რისთვისაც მივიღე მშვენიერი კოცნა, გაბრწყინებული თვალები და გავაგრძელე გზა ჩემი იერსახის ჰარმონიულობის შეგრძნებით - გოგოს ამაყად ეჭირა ვარდი ერთ ხელში, ხოლო მეორეთი კი მე მეხვეოდა... და საქმე იმაში არ არის, რომ პრინციპულად ვციდლობა არ ვაჩუქო ყვავილები - უბრალოდ შესაძლებლობა და სურვილი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთხელ დაემთხვა... ზოგადად, ყვავილებს ვჩუქნი მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა მსურს ჩემს გვერდით ვიხილო გოგონა ყვავილით... შენ იკითხავ, რა ვქნა, თუ მსურს ყოველ ჯერზე ვაჩუქო ყვავილები..? აქ არის ორი გზა - ან გადაძლიო საკუთარი თავი და განსაკუთრებით არ გაანებივრო, ან აკეთო ის რაც გსურს, მაგრამ გახსოვდეს ის, რომ კარგავ ერთ-ერთ საშუალებას სპონტანურად ასიამოვნო... რადგან ის უბრალოდ მიეჩვევა და მისთვის შენი ყვავილები გახდება რაღაც ჩვეულებრივი და უინტერესო... დასკვნა: ნუ მიაყრი გოგოს ყვავილებსა და საჩუქრებს... დღესასწაულებს და განსაკუთრებულ თარიღებს, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ... ზოგადად, ნუ მიაჩვევ მას შენი მეტისმეტი ყურადღებით - შენ ყოველთვის ცოტ-ცოტა უნდა აკლდე... მას უნდა ენატრებოდე და ზუსტად არ უნდა იცოდეს, შემდეგ ჯერზე გნახავს შენ ხვალ თუ საერთოდ ვერ გნახავს... ამ შემთხვევაში შენ მუდამ დარჩები სასურველი და ცოტა მიუწვდომელიც... არ არის საჭირო ყველაფერში გაუსწორო გარშემო წრიალით... მოიქეცი ბუნებრივად... არ ეცადო მის წინაშე თავის დახრა... ის უნდა იყოს ბედნიერი შენგან რაღაცის მიღებით და არა შენ - გაცემით... და ამ ნოტაზე იცეკვე შენს განწყობაზე...
ჩვენს ცხვრებს რომ დავუბრუნდეთ, უფრო სწორად კი ცხვარს, რომლისგანაც დავიწყე ხელახლა დაბადება - იმდენად ვიკაიფე ჩემი ტიპობით, რომ დავიწყე მისი შეყვარება, თან მძაფრად... და იყო საბაბიც... მე მყისვე დავაპიკაპე ტიპიური "ოქროს ახალგაზრდობის" წარმომადგენელი... გოგონა მაღალი საზოგადოებიდან... მდიდარი მამიკო, კარგი მანქანა, პრესტიჟული უმაღლესი, მატერიალური მუხრუჭების არქონა და აბსოლუტურად თავისუფალი ცხოვრების სტილი... პრინციპში მან თავად დამახვია თავბრუ ზუსტად ამ შეძლებული ატმოსფეროთი მის ირგვლივ... აქამდე არც თუ ისე ხშირად მიწევდა ორი მანქანით გოგოსთან რბოლა, მუდმივი კამათი იმაზე, თუ ვისია უკეთესი და უფრო სწრაფი, კოცნის თანხლებით, ერთმანეთის დაფარვა საგზაო პოლიციისგან და შამპანურის გასხმები შუაღამე მანქანის კაპოტებზე.... გოგონა ერთობოდა ბევრ ნაცნობთან გვიან ღამემდე, მაგრამ ღამის 4-ზე ცხადდებოდა ჩემთან სახლში შამპანურითა და კანფეტებით, ნახევრად ცოცხალი, მხოლოდ ჩემთან ყოფნის სურვილით... მას შეეძლო თავისუფლად გადაეხადა ჩვენი ვახშმის საფასური ან შეეკვეთა პიცა ლოგინში, შეეძლო ყველაფრის ნება მიეცა საკუთარი თავისთვის, რაც მოესურვებოდა... ყველაფერი, რაც შეიძლება გამემეტა ჩემი თავისთვის... და მე ეს შემიყვარდა, მყისვე შეცდომის შეცდომაზე დაშვებით... არ მომწონდა, რომ ჩემთან მყოფი, ეუბნებოდა თავის მეგობრებს, რომ სხვა ადგილას არის და ამ დროს მთხოვდა ჩუმად ვმჯდარიყავი... არ მომწონდა რომ მმალავდა თავის მეგობრებისგან, რომელთაც სურდათ ის, რადგან მათ ეს შეიძლება სწყენოდათ... რა სულელი ვარ..! ის ხომ მხოლოდ ჩემთან იწვა... დავიწყე უკმაყოფილების გამოთქმა ასეთ თემებზე, ეჭვიანობამდე დავეცი და მასაც ნელ-ნელა ჩემდამი ინტერესი უნელდებოდა, მერე კი საერთოდ დაიკარგა ორი კვირით, ზარებზე ზანტად პასუხობდა და მოუცლელობასა და დაღლილობას იმიზეზებდა... მე კიდევ ვაგრძელებდი რეკვას, ბოლომდე დამოკიდებულებაში გადასვლით... ყველაფერი გარჩევებით, ჩემი სიყვარულის აღიარებითა და მისი წასვლით დამთავრდა... ბოლო მომენტში "ჰო და გაგორდი" მივაძახე, ხოლო შემდგომ ჩემი მდგომარეობა ზარით გამოვასწორე, რომელშიც ვთხოვე, რომ ჩემი სიტყვები გულთან ახლოს არ მიეატანა... თითქოს, ავღელდი, მთვარალი ვიყავი და სინამდვილეში არც თუ ისე ძალიან მიყვარდა, ასე რომ ნერვიულობად არ ღირდა... ამან ის ცოტა შეაცბუნა და მე დამტოვა არც თუ ისე ჩაშვებული სტატუსით, თუმცა რომანი შეუბრუნებლად დამთავრებული იყო... შემდგომ ის მიგზავნიდა უაზრო სმს-ებს, რომელზეც მე აბსოლუტურად უხეშად ვპასუხობდი, რითაც საბოლოოდ ჭკუიდან გადავიყვანე... არც თუ ისე ადრე მან შემომთავაზა შეხვედრა, მე დავუთმე 15 წუთი ყავახანაზე, მაქსიმალურად გამოვამჟღავნე კარგი განწყობა და კეთილი მეგობრული დამოკიდებულება და გავქრი... შემდგომ მან კვლავ დამირეკა და ფულის სესხება მთხოვა... არ მივეცი... არ გამოვრიცხავ, რომ კვლავ გამოჩნდება ჩემს ჰორიზონტზე, მაგრამ ჩემითვის ის საინტერესო არ არის...
მთელი ამ ისტორიის ქვეშ, ქალისგან დამოკიდებულებაში მოხვედრაზე, შემხვდა კიდევ ერთი მშვენიერი რამ - ბატონი პროტოპოპოვის «Трактат о любви, как ее понимает жуткий зануда»... იქ ძალიან დაწვრილებით არის ახსნილი რანგების თეორია - თუ არ წაგიკითხავს, წაიკითხე აუცილებლად... თავიდან ცოტა მოსაწყენი ჩანს, მაგრამ წაკითხვად ღირს... ასე, რომ მაღალი ფაქტობრივი რანგი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ცხოვრებაში, ასევე პიკაპში... ოღონდ გახსოვდეს, რომ რანგი უნდა იყოს ნამდვილი, და არა ფარსი... ანუ, შენ არ უნდა ანსახიერებდე კაი ტიპს... შენ უნდა იყო კაი ტიპი სინამდვილეში... ცხოვრებაში და არა სიტყვებზე... ასე, რომ ოქროს გოგონას ისტორიაში ჩემი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ვერ მოვახერხე ჩემი რანგის უფრო მაღლა დაყენება, შემდგომ კი საერთოდ უფრო დაბალ რანგამდე დავეშვი... ასე გამოვიდა... დასკვნა: გოგონას უნდა ენატრებოდე და არა შენ... უნდა ურეკავდე მხოლოდ იმისთვის, რომ უთხრა სად და როდის შეხვდებით... თუ ის ვერ ახერხებს - მყისვე შეუთანხმდი სხვა დროზე... არ სურს - თავად გადმორეკოს, როცა ჩამოყალიბდება... და არავითარ შემთხვევაში ამ შუალედში არათუ მისი ნომერი აკრიფო, საერთოდ არ გახსოვდეს მისი არსებობის შესახებ... არასდროს და არავითარ გარემოებაში არ გამოავლინო ეჭვიანობი ჩრდილიც კი... ეჭვიანი სუსტია... არასდროს და არაფერი არ სთხოვო ერთზე მეტჯერ... არ გააკეთა - შეეცადე თავად გააკეთო... არ გამოდის - გააგზავნე სადმე შორს... ზოგადად, ეცადე არ ითხოვო, არამედ უბრალოდ აიღო ის, რაც გინდა... უფრო მარტივად და კარგად გამოდის, მერწმუნე... და მთავარი - არასდროს არ გააიკეთო ის, რაც მას სურს, თუ თავად არ გისწორდება... თუ წასვლა უნდა წავიდეს ოთხივე მიმართულებით... ისეთი, როგორიც შენ ხარ, ჯერ კიდევ მოსაძებნია, ასე რომ მერე ინანებს, მაგრამ ეს - მისი პრობლემებია... შენ ეს საერთოდ არ გაღელვებს... ეს - შენი ცხოვრებაა და შენ უნდა იცხოვრო შენთვის... მას კი შანსი აქვს ეს ცხოვრება გაალამაზოს, თუ საკმარისად ჭკვიანი აღმოჩნდება და შეძლებს შენთვის მომხიბვლელი იყოს... როგორც კი თავად დაიწყებ მის კუდში დევნას - წააგებ... ის შენ აგიყვანს, ითამაშებს და გადაგაგდებს... ან, გაურკვევლად დიდხანს შეგინახავს როგორც სათამაშოს... მაგრამ მამაკაცი მისთვის უკვე აღარასდროს იქნები... ისე, ჩვარი ფეხების ან საფულის გასაწმენდად, არაუმეტეს... არასდროს არ უნდა გახადო გოგო მეტად მნიშვნელოვაი შენთვის... როგორც კი იგრძნობ, რომ იწყებ მისით გატაცებას - მყისვე დაწიე მისი მნიშვნელობა... აიძულე თავი რომ გააცნობიერო - ის უბრალოდ გოგონაა და არა ზღაპრული პრინცესა... როგორც კი უწევ მის მნიშვნელობას, შენ წყვეტ მის კონტროლს... აქედან აღმოცენდა ჩემი კიდევ ერთი შეცდომა - მე ავტომატურად აღვიქვი ის, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი და მთლიანად დამავიწყდა, რომ ქუჩაში დადის უამრავი საკაიფო გოგონა, რომლებიც მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ოცნებობენ ჩემნაირ მშვენიერ ბიჭთან შეხვედრაზე... მე უბრალოდ ავიყვანე ის ჩემი შეყვარებული რანგში... ანუ, ვერ მივხვდი ერთ რამეს - მე ერთი ვარ, ისინი ბევრნი... არასოდეს დაგავიწყდეს ეს... როგორი საკაიფო გოგოც არ უნდა გყავდეს, როგორ კარგადაც არ უნდა იყოთ ერთად - თუ თქვენს ურთიერთობას ბოლო ეღება, ის უფრო მეტს კარგავს, ვიდრე შენ... შენ უბრალოდ გახვალ გარეთ და აიყვან იმას, რომელსაც მოისურვებ, მას კი მოუწევს ლოდინი, სანამ ვინმე არ მივა და არ გაიცნობს (ცხოვრება მაინცდამაინც არ იფრქვევა საკაიფო მამაკაცებით, რომლებშიც გაერთიანებულია კარგი მანერები და თავდაჯერება, რომელთაც ძალუძს აი, ასე უცებ მივიდეს და გაიცნოს გოგონა, უმეტესობა მამრების - სრული მუხრუჭები არიან ამ თემაში და უფრო მეტი ვიდრე ბოლო დონის შეუხედავთან შობონ "გოგონი, თქვენი გაცნობა შეიძლება" არ შეუძლიათ, ან პირდაპირ უწმაწურ შემოთავაზებებით მიდიან, რაც ასევე არ მოსწონთ გოგოებს) და კიდევ გაურკვეველია, რამდენად კარგი იქნება ის... ასე, რომ შენ უკეთეს პოზიციაში ხარ... ყველგან და ყოველთვის შენ - არ ხარ მისი ბიჭი... შენ არავისი ხარ... საკუთარი და მეტი არავისი... ცხოვრების მეურვე... განვმეორდები, ეს არ უნდა იყოს როლი ან ნიღაბი... შენ რეალურად უნდა გრძნობდე ამას... ეს უნდა იყოს შენი "მე"... ყოველივე ეს მე დამავიწყდა, რადგან ვიყავი ახალგაზრდა და გამოუცდელი ამ საქმეში და მაშინვე განვიცადე სამარცხვინო მარცხი... გადაიკითხე კიდევ ერთხელ თუ როგორ ვიქცეოდი და დაიმახსოვრე - ასე მოქცევა არ შეიძლება... ზოგჯერ ძალიან გინდება, მაგრამ არ შეიძლება... ეს - ყველაზე ჭეშმარიტი გზაა გოგოს დასაკარგად... ყველგან და ყოველთვის შენ უნდა გქონდე უფრო მაღალი რანგი, ვიდრე მას... ყოველთვის და ყველაფერში შენ უნდა იყო მასზე მაგარი... ოდესღაც პიკაპ პრაქტიკის დასაწყისში მოვხვდი უცნობი გოგოების გარემოცვაში, რომელში ერთ-ერთი მათგანი მესიმპატიურებოდა, მაგრამ როდესაც მიმიღეს, ძალიან მოკრძალებულად და შეუმჩნევლად მოვიქეცი... რაღაცას ვკითხულობდი, მაგრამ თავად ცოტას ვსაუბრობდი, ჩემი თავის სრულიად გამოუვლენლად... შედეგად, მე ვერ მივიღე იმ გოგოს ტელეფონის ნომერი, რომლის გულისთვისაც მივედი ამ კამპანიასთან... მან ჩაიწერა ჩემი, მაგრამ არ გადმოურეკავს... რატომ..? იმიტომ რომ არ ვიყავი საკმარისად თავდაჯერებული... საკვანძო სიტყვა, პიკაპერისთვის უმთავრესი არის - თავდაჯერება... რწმენა იმაში, რომ მარტივად შეგიძლია ნებისმიერი გოგოს მონადირება, რომელსაც ისურვებ... და როგორც კი ხვდები, რომ სინამდვილეში შეგიძლია, თავდაჯერება თავისთავად მოდის... პირველ ჯერზე უბრალოდ შთააგონე შენს თავს, თუ ეს შინაგანად არ გყოფნის... და მაშინ მარტივად მიიღებ იმას, რაც გსურს... შეგიძლია არ დამიჯერო, მაგრამ ჯერ ვერცერთმა გოგომ, რომელმაც ტელეფონის ნომერი მომცა, ვერ მოახერხა გაქცეოდა იმას, რომ გაეგო რამდენად კარგი ვარ არა მხოლოდ უბრალო ურთიერთობაში, არამედ საწოლშიც... ვერცერთმა... ითვლება, რომ პიკაპმა წარმატებით ჩაიარა, თუ შენ მიიღე ტელეფონის ნომერი... და პიკაპერი, ასე ვთქვათ აბარებს "ჩათვლას", ურთიერთობის ჰორიზონტალურ სიბრტყემდე მიყვანით... ჰო და თუ იქნები თავდაჯერებული, ყოველი წარმატებული პიკაპი დამთავრდება ჩათვლით, თუ ამას თავად მოინდომებ... და წარუმატებელი პიკაპებიც პრაქტიკულად არ იქნება... ამისთვის კი თავდაჯერება უნდა ერწყმოდეს მოხერხებულობას... რომ გამომევლინა სულ ცოტა მეტი მოხერხებულობა, მაშინ ნომრის აღების მცდელობისას - მივიღებდი მას... მაგრამ გავტყდი, როცა უარი მითხრეს და არც ვეცადე მეტი ჟინი გამომეჩინა, ქცევის სულ ოდნავი ცვლილებით...
ყოველთვის იფიქრე პასუხების ვარიანტებზე და იცოდე რა გააკეთო, თუ გოგო გამოიჩენს სიმტკიცეს შენს მცდელობებზე... შემდგომში ეს ავტომატურად მოხდება, მაგრამ დასაწყისისთვის უბრალო წინასწარ გაიაზრე ვარიანტები, რათა არ გაება ხაფანგში... ერთხელ, მე შევეცადე პაემანზე გამომეყვანა მოწონებული გამყიდეველი, რომელმაც ჩემდამი აშკარა ინტერესის ნიშნები გამოავლინა, კითხვით, ხომ არ სურს მას სამსახურის შემდგომ ჩემთან ერთად ფინჯანი ყავის დალევა... გოგონა გაწითლდა და თქვა "არა, არა..! ხვალ - ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და დღეს სამსახურის შემდეგ არაფრით არ შემიძლია"... რაზეც მე, როგორც სრული მუხრუჭი, მოვიბოდიშე, ვუთხარი "მადლობა..!" და დავუჩქარე გასაქრობად... რატომ..? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და სულელი ვიყავი და არ ვიყავი მზად ასეთი პასუხისთვის... უკვე თავდაჯერებული ვიყავი, მაგრამ არა მოხერხებული და გონივრული... როგორც ის ბებერი კატა, რომელიც ფისოს მოსატყნავად მილით სახურავზე მიძვრება, მაგრამ სრულიად იბნევა, როცა მილი ვერ უძლებს მის წონას და იწყებს კედლიდან მოწყვეტას... და არ შემეძლო ასეთ სიტუაციებთან ავტომატურად გამკლავება... არადა, საჭირო იყო მხოლოდ საუბრის გაგრძელება, თავის უფრო მეტად მოწონება და მისთვის ტელეფონის ნომრის გამორთმევა, უკიდურეს შემთხვევაში ჩემის დატოვება ან იქვე, სხვა დღეს შეხვედრაზე შეთანხმება... არც კი მიცდია ამის გაკეთება... ყველაფერი არ გამოვიდა ისე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა და დავიბენი... ბანალურად დავიბენი... ასე, რომ დაბნეულობის გრძნობა უნდა დაივიწყო სამუდამოდ... არაფერს და არავის არ შეუძლია შენი დაბნევა... ვერანაირად და ვერაფრით... შენ გაქვს კონკრეტული მიზანი და შენ მას უნდა მიაღწიო... უბრალოდ უნდა იმოქმედო... არ დაამუხროჭო არასდროს... დამუხრუჭება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება... მყისვე მიიღე გადაწყვეტილება და მტკიცედ იმოქმედე... ერთხელ ღამით ქუჩაში მივსეირნობდი სახლისკენ და დავინახე სიმპატიური გოგონა, რომელიც მანქანიდან ჩანთებს ცლიდა... მან შემომხედა, მე მას, ჩვენ გავუღიმეთ ერთმანეთს, ჩავუარე, უკან გავიხედე, ისიც შემოტრიალდა, რათა ენახა, შემოვტრიალდი თუ არა მეც და შემომხედა... ჩვენ კვლავ გავუღიმეთ ერთმანეთს და გზა გავაგრძელე... რა იყო იმაზე მარტივი, რომ მივსულიყავი, მივსალმებოდი და ჩემი დახმარება შემეთავაზა...? ცხადად ჩანდა, მისთვის ძალიან საინტერესო ვიყავი და ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდოდა... როდესაც გოგო, რომელიც მოგწონს გიყურებს ხანგრძლივი მზერით და იღიმის - ეს პირდაპირი ნიშანია... ისწავლე ავტომატურად, საბაბზე დაუფიქრებლად მისვლა... ყველაფერი თავისით გამოვა... გოგოს პიკაპი, რომელსაც თავიდანვე ძალიან მოეწონე - ძალიან მარტივი საქმეა... სრული ხალიავა (შემდგომ გასწავლი როგორ მოეწონო ყველას, ან თითქმის ყველას)... მაგრამ მაშინ დავამუხრუჭე, რადგანაც ჩემში არ განვავითარე ასეთი ავტომატური მისვლა... მეტს ასე აღარ ვიქცევი და აწი აღარ მჭირდება თავის დადანაშაულება ასეთი სამწუხარო სიტუაციების გამო... ყოველი შენი შინაგანი მარცხი, საჭიროა მკაფიოდ გააანალიზო და აღარ გაიმეორო... ისწავლე საკუთარ შეცდომებზე, რათა მთელი ცხოვრება ერთი და იმავე წუმპეში არ აბიჯო... ეს - წარმატების საწინდარია... სტანდატრული სიტუაციების რაოდენობა შეზღუდულია და იმის გააზრებით, თუ სად და როგორ დააკელი და რისი გაკეთება შეიძლებოდა სხვაგვარად, შენ გაზრდი სამოქმედო გეგმისა და შაბლონების რიცხვს... დაიხსომე, ნებისმიერი ჩავარდნა - თავისთავად შეუფასებელი გამოცდილებაა, თუ შენ შეგიძლია დასკვნების გამოტანა... შემდგომ ჯერზე, მსგავს სიტუაციაში მოხვედრილმა, უკვე კარგად იცი, თუ როგორ ილაპარაკო, მოიქცე, იფიქრო და გრძნობდე... და იწყებ ყველაფრის სწორად კეთებას... მე ვისწავლე საკუთარ ძველ შეცდომებზე უარის თქმა და ჩემი თმები ახლა აბრეშუმივით ფაფუკია... გაქვავება, რომელიც თავს გესხმის გაცნობმადე ან გაცნობის მომენტში - შენი მთავარი მტერია, რომელიც მიწასთან უნდა გაასწორო... ხედავ გოგოს, რომელიც გსურს - მიაჭერი... დაელოდე პირველივე ხელსაყრელ მომენტს, თუ მყისვე მისვლა არ შეიძლება და მიდი... არ არის საჭირო უაზროდ დგომა და დამუხრუჭება... ყოველი ხელსაყრელი მომენტი, ყოველი სასიკეთო სიტუაცია უნდა გამოიყენო დაუყოვნებლივ, მისი ერთადერთი შესაძლებლობის აღქმით, იმისთვის რომ მიხვიდე, დაუახლოვდე, რამე გააკეთო... განსაკუთრებით გაცნობის სტადიაზე... ეს შემდგომ შეგიძლია ითამაშო შენს თამაშები, პრინციპით "ვერსად ვერ გამექცევა", თუ გაქვს საკმარისი გამოცდილება და საკუთარი ძალების რწმენა... გაცნობისას ასე არ ხდება - 99 პროცენტ შემთხვევაში აღარასდროს შეხვდები გოგოს, რომელთანაც მისვლა ვერ გაბედე... ჰო, ზუსტად რომ შეგეშინდა... შენი სიმუხრუჭი საფუძველი - ბანალური შიშია და მეტი არაფერი... და თუ გინდა მაგარი მაჩო გახდე, მაშინ ყოველგვარი შიში უნდა დაივიწყო... ნებისმიერი შიში დაივიწყე რაც არ უნდა იყოს... იცოდე საჭირო ადგილას გონივრული სიფრთხილის გამოჩენა, მაგრამ შიში დაივიწყე... კაცი ხარ თუ ვინ..? არაფრის გეშინოდეს - და მთელი სამყარო იმწუთშივე შენი გახდება, თუ სისულელეებს არ გააკეთებ... როგორ გავარჩიოთ სიმამაცე და შიშის არქონა სისულელისგან და არაგონივრულობისგან..? თავად გაერკვიე, თუ მამაკაცი ხარ... თუ ასეთი ბანალურობებიც უნდა დაგიღეჭონ და პირში ჩაგიდონ..? არა..? მშვენიერია..! საჭიროა..? ყველაფერი თავიდან გადაიკითხე... რადგანაც, შენს გარდა ამ ცხოვრებაში შენს მაგიერ არავინ არაფერს არ გააკეთებს ისე, როგორც შენ გჭირდება... მითუმეტეს, არავინ ივლის ქუჩებში შენთვის მაგარი ქალების მოსაგროვებლად... ასეთი სულელები არ არსებობენ... ასე, რომ გატეხე შიში... დაანებე მუხრუჭად ყოფნას თავი და იმოქმედე... დამიჯერე, ეს იმდენად მარტივია, რომ შემდგომ აბსოლუტურად გაუგებარი ხდება, როგორ ცხოვრობდი აქამდე, ამის გაუგებრად... და შეიძენ ისეთ თავდაჯერებას, რომ ვერავინ და ვერაფერი შეძლებს მის გახვრეტას... და ქალები თავად შემოგესევიან - ყოველი მათგანი ოცნებობს თავდაჯერებულ მამაკაცზე... ქავილამდე და კბილების კრაჭუნამდე... ღამეები არ სძინავთ... ასე განაწესა ბუნებამ...
(სტატიის გაგრძელება შემდეგ პოსტში)...
This post has been edited by
სნეგირი
on 21 Jan 2015, 02:02
--------------------
Кольцо на пальце, признак того, что как минимум одна женщина тебя очень сильно рекомендует.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandroEVO
ჯგუფი: Members
sandroEVO
ჯგუფი: Members
წერილები: 16380
წევრი No.: 154963
რეგისტრ.: 9-October 12
#43513524
· 21 Jan 2015, 01:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფიქსირ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
სნეგირი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
სნეგირი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8375
წევრი No.: 132220
რეგისტრ.: 7-June 11
#43513548
· 21 Jan 2015, 01:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოკლედ, კარგად გავაცნობიერე ჩემი შეცდომები და მივხვდი, რომ მათი გამეორება არ ივარგებს, რის შემდეგაც დავიწყე გამოცდილების აქტიურად შეძენა... პრაქტიკას სრულლყოფილებამდე მივყავართ და მე დავიწყე პრაქტიკაში გოგოების გაცნობა და მათი მოხიბვლა... ყოველ შემდეგთან ჩემი თავდაჯერება სულ უფრო გრანდიოზულ ზომებს აღწევდა... დავიწყე უბრალოდ სიმპატიური გოგოებით, რომელთაგან არცეთი არ აღმოჩნდა იმდენად შევსებული შინაგანი შინაარსით, რომ ჩემთვის საინტერესო ყოფილიყო მათთან საკმარისად ხანგრძლივი ურთიერთობა... ორი-სამი საწოლის სცენის შემდგომ, ისინი დინჯად გადადიოდნენ უტილში... ყოველ მათგანთან ვახერხებდი, საკმარისად კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას, მათთვის სასიამოვნო ბიჭად დარჩენით... აქ რეცეპტი ასეთია: თუ გინდა, რომ სადმე ქუჩაში დამუშავებულ მატერიალთან შეხვედრისას არ მოხვდე ზიზღიანი ან ტკივილიანი მზერის ქვეშ - მას შემდეგ, რაც ხვდები, რომ ეს გოგო აღარ გსურს, უბრალოდ გაასეირნე ერთი-ორჯერ წინა შეხვედრების მთელი გარემოცვით, ოღონდ სექსუალური კონტექსტის გარეშე... როგორც კეთილი მეგობარი... ანუ, შენ ქრები ერთი კვირით, შეხვედრის თხოვნაზე პასუხობ ზრდილობიანი უარით, დაკავებულობის მიზეზით და პირდები გადარეკვას და შემდგომ ურეკავ და თავად სთავაზობ შეხვედრას... საყვარლად ატარებ მასთან ორ საათს, ოღონდ თავრუსხვევის გარეშე... უბრალოდ მიირთმევ მასთან ერთად ყავას სასიამოვნო ადგილას, ისეთივე განმუხტული ქცევით, როგორც ყოველთვის... არავითარ შემთხვევაში არ დაიწყო თავად იმის ახსნა, თუ რატომ ვერ შეხვდი მანამდე... უბრალოდ მოიქეცი ისე, თითქოს გუშინ საღამოს დაშორდით... არავითარი სექსუალური კონტექსტი საუბარში, მხოლოდ მეგობრული მონაწილეობა... შემდეგ ისევ იკარგები ორი-სამი კვირით... კვლავ ანალოგიურად ხვდები მას... შენ რბილად გადაიყვანე ურთიერთობა მეგობრულში... თან არავის არავინ არ მიუტოვებია, უბრალოდ თქვენი რაღაც ვერ გადაიზარდა დიდ სიყვარულში... თუ გოგო - უკანასკნელი იდიოტი არ არის, ის ყველაფერს მიხვდება და გადაარჩენ მასე მიტოვებულის დამცირებული სტატუსისგან... როგორც წესი, მათ, ვინც მაინტერესებდა მხოლოდ როგორც მატერია გამოცდილების მისაღებად, ვერ ვასწრებდი თავი შემეყვრებინა საკმარისად ძლიერ, რადგანაც ეს არ მჭირდებოდა... მე ვქმნიდი მსუბუქ ვნებას, დინჯ გადადინებას საწოლში და შემდგომ ისეთივე დინჯ გადადინებას დისტანციურ მეგობრობაში... ახლა, როცა მათ ქუჩაში ვხვდები, თავად მივდივარ, ვუღიმი, ვუყურებ თვალებში და გულწრფელად ვინტერესდები მათი საქმეებით... და ვხედავ როგორ სიამოვნებით ჩემი მონაწილეობა... აი, ასე მარტივად... არ არის საჭირო მიჰყვეთ რჩევებს, რომელთაც ზოგიერთი პიკაპერი იძლევა - თითქოს, იმისთვის, რომ თავი დააღწიო გოგოს, უნდა გახდე მოსაწყენი ხიხო... ეს ბოროტებაა და უინტერესო... შენ უნდა წახვიდე ისეთივე, როგორიც მოხვედი - ძალიან სასიამოვნო საინტერესო და ძლიერი ადამიანი... მაშინ ის ყოველთვის გაგიხსენებს შენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მამაკაცს მის ცხოვრებაში, არ ინანებს რომ შენ დაგიკავშირდა და ყოველთვის შეძლებ სურვილისამებრ, მარტივად და უბრალოდ განაახლო მასთან ურთიერთობა... ბოლოს და ბოლოს, შენ გეყოლება უამრავი სიმპათიური გოგონა, რომელთაგან თითოეულთან არ შეგრცხვება საზოგადოებაში გამოჩენა, თუ გაჩნდება ასეთი საჭიროება, და მერე, შესაძლებელია, ხასიათისამებრ, რომანტიული სცენით დაასრულო დღე... ზოგჯერ ისე ხდება, რომ საჭიროა მანდილოსანთან ერთად სადმე გამოჩენა, და ისინი, რომელიც გყავს, რიგი მიზეზების გამო არ გამოდგებიან... აი, აქ კი გამოგადგება შენი მონაცემთა ბაზა... აირჩიე, ნებისმიერ გემოვნებაზე, როგორც იტყვიან... ერთს შეუძლია საკაიფოდ ცეკვა, მეორეს ბლიარდის კარგად თამაში ან ლიტერატურულ თემებზე საუბრის აყოლა და ა.შ. ... ნებისმიერ სიტუაციაში შენ იპოვი მეწყვილეს, რომელიც დაგამშვენებს საჭირო ადგილას, შენი ღირსებებისა და წარმატების ხაზგასმით... ასე, რომ არ არის საჭირო გოგოების წყენა, მათთან უხეში მეთოდებით ურთიერთობის გაწყვეტით... ბევრად პრაქტიკულია მათი რეზერვში ჩაწერა, თუ არის შესაძლებლობა... გამოგადგება კიდეც, რა იცი...
იმის გაცნობიერებით, რომ ქალები უკვე მარტივად მნებდებიან, პლანკა ავწიე და დავიწყე მხოლოდ ნამდვილად ლამაზი ან ძალიან მომხიბვლელების გაცნობა... სექსისა და ურთიერთობისგან მიღებულმა სიამოვნებამ მკვეთრად მოიმატა, ცხოვრება კი ბევრად საინტერესო გახდა... გოგო, თუ მასთან აქეთ-იქეთ ურთიერთობა არ იყო მოსაწყენი, აღარ იწვევდა მისი მალე გაშვების სურვილს მხოლოდ იმიტომ, რომ "უფრო ლამაზს ვიპოვი"... ურთიერთობები გახდა ბევრად ხანგრძლივი, არ მთავრდებოდა ორ-სამ კვირაში, და მე სხვა ხარისხიან დონეზე გავედი... ქალებს, რომელთანაც ყველანაირ ამბავში კომფორტულად ვგრძნობდი თავს, დავუწყე სწორად და დაგეგმილად თავის შეყვარება... ანუ, მას შემდეგ, რაც ქალი მიწევებოდა ლოგინში, მისი სხვა ამბავში ტრიალის სურვილიც მიჩნდებოდა... რა თქმა უნდა, პერიოდულად მხვდებოდნენ ლამაზი თოჯინები, რომლებთანაც უინტერესოა და მათი, ძველი ჩვევისამებრ, სექსზე დაყოლიება უბრალოდ ჩათვლისთვის მიწევდა... მათი დაყოლიება სხვადასხვანაირად ხდება და ეს კარგია პრაქტიკის კუთხით და ქცევის შაბლონების დამუშავებისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში მოსაწყენი და უინტერესო ხდება... მოკლედ, პიკაპმა შეწყვიტა საწოლში ჩათვლისთანავე დამთავრება და დაიწყო ახალ, უფრო ფართო ხელობაში გადასვლა... და ეს თამაშები აღმოჩნდა ბანალურ მოხიბვლაზე ბევრად საინტერესო... თუმცა, ეს სფერო - უკვე სხა საუბრის თემაა, ასე, რომ ამაზე აქ არ გავჩერდები... უმრავლესობისთვის ეს უინტერესოა და ჩემთვისაც გააზრებისა და მეთოდების განვითარების სტადიაშია, ასე რომ ახლა არანაირი რჩევების მოცემას ამ თემაზე არ დავიწყებ...
ახლა - უფრო კონკრეტულად... რა უნდა გააკეთო, რომ გოგოები დნებოდნენ შენზე და საწოლში გიხტებოდნენ..? დავიწყოთ თავიდან - იქამდე, სანამ მათ დაუწყებ რამეს, ჯერ მკაფიოდ უნდა განიხილო საკუთარი თავი... შენ უნდა გახდე მომხიბვლელი და საინტერესო... ამაშია - შენი წარმატების 99%... როგორ..? უბრალოდ ააწყე საკუთარი თავი უამრავი წვრილმანისგან, რომელთაგან თითოეული უნდა მიუახლოვო მაქსიმალურად იდეალურს... მთავარი შემადგენლებია - გარეგნობა, ქცევა და შენი არსის გარეგანი გამოხატულება, განწყობა...
(სტატიის თარგმანის დასასრული)...
This post has been edited by
სნეგირი
on 21 Jan 2015, 02:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Harry Green99
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Harry Green99
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1863
წევრი No.: 178998
რეგისტრ.: 30-December 13
#43513554
· 21 Jan 2015, 01:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სნეგირი
saghol imat vints amis wamkitkhvelia
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandroEVO
ჯგუფი: Members
sandroEVO
ჯგუფი: Members
წერილები: 16380
წევრი No.: 154963
რეგისტრ.: 9-October 12
#43513571
· 21 Jan 2015, 02:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Harry Green99
QUOTE
saghol imat vints amis wamkitkhvelia
წაკითხული მაქვს
თავიდან როცა დაიდო
და საკმაოდ საინტერესოა
პ.ს ჩემი მენეჯმენტის სწავლას(რომელიც დღეს ჩავაბარე ფინალური გამოცდის გარეშე) ამის სწავლა ბევრად ჯობია დამიჯერეთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
სნეგირი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
სნეგირი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8375
წევრი No.: 132220
რეგისტრ.: 7-June 11
#43513718
· 21 Jan 2015, 02:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Harry Green99
QUOTE
saghol imat vints amis wamkitkhvelia
მედლებს ვურიგებთ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3143
წევრი No.: 152367
რეგისტრ.: 25-July 12
#43513768
· 21 Jan 2015, 02:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წავიკითხე თავიდან ბოლომდე,ხომ უნდა გამოვიცნო ვინ პიკაპია და ვინ მუხრუჭი ხიხო.ძაან თავდაჯერებულია ტიპი,ეტყობა არავის მიუტოვებია სასტიკად შეყვარებული,ან ძაან სერიოზულად მართავს თავს
--------------------
Death is not the greatest loss, it is what dies inside us, while we are still alive
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
M-I-K-I
ანტიპოლიტზომბერი
ჯგუფი: Members
M-I-K-I
ანტიპოლიტზომბერი
ჯგუფი: Members
წერილები: 7819
წევრი No.: 154286
რეგისტრ.: 21-September 12
#43513771
· 21 Jan 2015, 02:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მთლიანად წავიკითხე...
მაგრამ ჯობდა ურანის გამდიდრების ინსტრუქცია წამეკითხა
--------------------
ნულოვანი ტოლერანტობა , ყველა ციხეში
გლობალისტი კი არა ცრუპენტელა დემაგოგი ხართ თქვენ -©megre
ზოგს ისე აინტერესებს ვისი ვისაშია,თითქოს ყველასი მისაშია @ ვინმე ფორუმელი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
J-Time
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
J-Time
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10215
წევრი No.: 77209
რეგისტრ.: 5-December 08
#43513772
· 21 Jan 2015, 02:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ გოგოს დაპიკაპებაშიც დამეხმარეთ და მორჩა, ბოლოა
სნეგირი
QUOTE
ოკ, გამოუშვი...
სურათზე რომ არის.
ხელებს არ ჩამოწევს რომც ვუთხრა, დანარჩენი თქვენს წინაშეა მთელი მისი ბრწყინვალებით
This post has been edited by
J-Time
on 21 Jan 2015, 02:37
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
--------------------
Willing emancipateth:
that is the true doctrine of will and emancipation - so teacheth you Zarathustra.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
სნეგირი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
სნეგირი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8375
წევრი No.: 132220
რეგისტრ.: 7-June 11
#43513790
· 21 Jan 2015, 02:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
J-Time
QUOTE
ამ გოგოს დაპიკაპებაშიც დამეხმარეთ და მორჩა
ოკ, გამოუშვი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3143
წევრი No.: 152367
რეგისტრ.: 25-July 12
#43513797
· 21 Jan 2015, 02:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მაგრამ ჯობდა ურანის გამდიდრების ინსტრუქცია წამეკითხა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
don gajetino
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
don gajetino
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 45990
წევრი No.: 131886
რეგისტრ.: 29-May 11
#43513799
· 21 Jan 2015, 02:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კაი პიკაპის ტიპის ჯიპი , კუზაოზე გოგოთი :დ
მოკლე შინაარსი დაიდოს
--------------------
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3143
წევრი No.: 152367
რეგისტრ.: 25-July 12
#43513814
· 21 Jan 2015, 02:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
don gajetino
ისწავლე როგორ გახდე კაი ტიპი და იყავი თავდაჯერებულიო,ეგაა სულ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
M-I-K-I
ანტიპოლიტზომბერი
ჯგუფი: Members
M-I-K-I
ანტიპოლიტზომბერი
ჯგუფი: Members
წერილები: 7819
წევრი No.: 154286
რეგისტრ.: 21-September 12
#43513857
· 21 Jan 2015, 02:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Remember me
QUOTE
ისწავლე როგორ გახდე კაი ტიპი და იყავი თავდაჯერებულიო,ეგაა სულ
სწორედაც რომ,ამხელა ტექსტის მთელი აზრი შეიძლება ერთი წინადადებით ითქვას
-იყავი თბილი,თავდაჯერებული,გამბედავი.ნუ მიეჯაჭვები ერთს.გაუშვი ისე რომ არ ეწყინოს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
სნეგირი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
სნეგირი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8375
წევრი No.: 132220
რეგისტრ.: 7-June 11
#43513910
· 21 Jan 2015, 02:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
J-Time
საკონტაქტო გამოუშვი...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ქალი და მამაკაცი
|
იქით
»
Pages:
(105)
[1]
2
3
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0460 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.