საფრანგეთის კომპარტიის გენმდივანი მორის ტორეზი
დიდ დროს ატარებდა სსრკ-ში, განსაკუთრებით სიცოცხლის
ბოლო წლებში. სხვათაშორის, გარდაიცვალა (როგორც მაშინ ამბობდნენ
გულის შეტევით) სტამბოლში, საბჭოთა თბომავალ "ლიტვაზე."
რა კრუიზი იყო ასეთი არ ვიცი. მიემგზავრებოდა იალტაში.
ავი ენები ამბობდნენ, რომ "გაასუხარეს."
სტალინის მოყვარულებო, ნუ შეშფოთდებით! ტორეზი 1964 წელს
გარდაიცვალა. შესაძლოა, საბჭოთა პოლიტბიუროს წევრებს, მობეზრდათ
სტალინის "ნაანდერძალი" ფრანგი კომუნისტის ძიძობა და...
ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ლიდერის, პმ-ის და
პრეზიდენტის - კლემენტ გოტვალდის გარდაცვალებამაც. სტალინის გასვენებიდან
დაბრუნებული გოტვალდი, თავს ცუდად გრძნობდა და 2 დღეში გარდაიცვალა.
სსრკ-ში, მეტიც, თბილისში მოგზაურობისას, მეტად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა
ავტოკატასტროფაში ფრანგი პოლიტიკოსი ივ ფარჟი.
თბილისში ხუმრობდნენ კიდეც - არ მიაფარჟონო.
vita brevis...