ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ საკუთარი ლექსების კრებული გამოსცა
აბა შევაფასოთ =

შავი ადესა
შავი ადესა ღვინოა
გურული, არომატული,
მართლა თუ ვინმეს არ მოსწონს,
მაშინ თავი აქ დარტყმული. ( შეიყვარეთ გურია და შავი ადესა!)
"რუსის ქალი"
რუსის ქალი , მართლა ქალი,
დაგვავიწყდა, სადღა არი,
არჩევნებზე გაიქეცი
აირჩიე ხალხი მრგვალი,
და ხმამაღლა გაჰყვიროდი:
აღარ გვინდა, რუსო წაიი..
არ გინდოდა? ჰოდა კაი,
ეხლა მაშინ ნუ ყვირიხარ,
გაჩუმდი და წყნარათ წაი.
უფულოთ
როდესაც ზიხარ უფულოთ
და არ გაქვს შონის შანსები,
არც მეგობრები გაწუხებს
და აღარც ძველი ნაშები.
(არ დარჩეთ უფულოთ)
დაკარგული ფერი
მშიერ კაცზე ვარესი
ამ ქვეყნად არაფერია,
საცოდავ ხალხის ყურებით
მეც დამეკარგა ფერია.
( ფერი რომ არ დაგეკარგოთ,
დაეხმარეთ ვისაც უჭირს)
რ მოგიწონებს
ჩაშვებას და დაბეზღებას
არავინ არ მოგიწონებს,
სხვის კაბინეტს და მაგიდას
ნუ აუღებ შენ ზომებს
,,ჰეი, ნუ სტირი ლენინო“
ჰეი, ნუ სტირი ლენინო
ცრემლი ნუ გიდგას თვალშია,
ჯერ თბილისს მაინც დაჰყურებ
კვარცხლბეგზე შემომდგარია.
კომუნისტების ბელადო,
ლენინო ქარიყლაპიავ
ჩვენთან კი შენი ძეგლები
არცერთი აღარ არიან.
რაც გორბაჩოვი მოვიდა
და მისი დემოკრატია,
ლენინის სახელს ვერ ამბობს
კომუნისტური პარტია.
მტერ იყავ საქართველოსი
ბელადო, შენი დედისა,
ოცდაერთს რა დაგვავიწყებს
დამპყრობო ჩვენი ერისა.
მოსკოვში, მავზოლეუმში
აგდიხარ, როგორც მძორია,
პროლეტარების ბელადო,
წავიდა შენი დრონია.
კომკავშირს ბოლო მოეღო,
მას მოსდევს შენი პარტია
ერთ წელში განთავისუფლდა
ესტონეთ, ლიტვა, ლატვია.
ჩვენი დროც მალე დადგება
თავისუფლება ნანატრი,
შენ გქონდეს შენი პარტიაც,
კომუნიზმიც და ალამიც.
"მოსკოვში 1988 წელს სასტუმრო „რასიას“ ჰოლში ვიჯექი. დავინახე იქვე მდგომი ორი ულამაზესი გოგონა, ისინი გარეგნულად სურებს არ ჰგავდნენ. ერთი შავგრემანი იყო, მეორე შავი, მაგრამ ორივენი ძალიან ლამაზები. მათი გაცნობის შემდეგ რაც შემემთხვა, წაიკითხეთ“ - ასეთი შესავალი აქვს ლექსს
„მე მარტო და ორი ქალი“,
გვიან ღამით სასტუმროში გავიცანი ორი ქალი,
ერთი შავგრემანი იყო, მეორე კი ძაან შავი.
შავი, მაგრამ მკერდი ვარგი, მაღალი და ფეხიც სარგი.
შავგრემანიც კარგი იყო_ თვალციმციმა და ტანადი.
შებმა ცოტა გამიჭირა, ბოლოს მოხდა საქმე კარგი,
ჩემს მაგიდას შემოუსხდნენ შავიცა და შავგრემანიც.
გამისწორდა, რომ შევხედე, როგორ შევძელ ეს ამბავი,
მაგიდასთან სამნი ვზივართ: მე მარტო და ორი ქალი.
ვფიქრობ, ეხლა როგორ ვუთხრა ორივენი ჩემი არი?
მიჯობს მომენტს დაველოდო, ბოლოს ვუთხრა ნაფიქრალი.
სადღეგრძელოს ყველა ვამბობთ: შავიც, მეც და შავგრემანიც.
რესტორანში ქეიფს რა სჯობს, თუ გვერდით გყავს ორი ქალი.
სახელები არ მიკითხავს სად წამივლენ, აქ არ არის?
ქეიფს ბოლო აღარ უჩანს, სმას და ჭამას _ არეალი.
ოჰ, რა კარგად მოვილხინეთ, ვფიქრობ, რომ ვთქვა ნაფიქრალი
და ნომრისკენ წავიყვანო შავიცა და შავგრემანიც.
მოვიხედე და რას ვხედავ, მაგიდასთან არვინ არინ.
მიმტანი კი გვერდზე მიდგას ჩეკით ხელში, ვაი ბრალი.
ვფიქრობ: ნეტა სად წავიდა გაცნობილი ორი ქალი?
ერთი შავგრემანი იყო, მეორე კი ძაან შავი.
ვეძებ, მაგრამ სად არიან ნაქეიფარ-გამაძღარი.
სახელებიც არ მიკითხავს, ახლა რა ვქნა, იუ, ვაი.
მიმტანს ჩეკი გამოვართვი და მივეცი ჩემი ვალი.
დარბაზს თვალი გადავავლე: იქნებ ჩანდეს ორი ქალი,
ერთი შავგრემანი იყო მეორე კი ძაან შავი.
მაგრამ არსად აღარ ჩანდნენ, დარბაზს ერტყა შავი კვამლი,
ჯობდა დროზე მეთქვა მათვის გულში ჩემი ნაფიქრალი.
რესტორნიდან წამოვედი წამოვიღე ორი ვარდი,
მომატყუეს, მაგრამ რა ვქნა, მაგათ პატრონს, აი დარდი.
ზაზა ურუშაძე. 1988 წელი.
სტალინის სურათი
_ მოსკოვში ჩავედი ჩემ ძმასთან სტუმრად, ხუთი წელი არ მყავდა ნანახი, _ ყვება ომარი, -იგი დამხვდა აეროპორტში და სახლში წამიყვანა. რძალმა კარი გაგვიღო და ზალაში შევედით. ბიჯო, გევიხედე, კედელზე ერთი ადგილი არაა, სტალინის სურათი რომ არ ეკიდოს, ექვსამდე დავთვალე . აფერი არ მითქვამს, ვფიქრობ, ალბათ ყველა მისი რავა იქნება. ჩემი ძმაი მუშაობდა, ბოდიში მომიხადა,მე სამსახურში მაგვიანდება და შენ საღამომდე რამენაირად თავი შეიქციეო. წაი, კაცო, უთხარი, აგერ მე ჩემ ძმისშვილებთან გევერთობი -მეთქინ. მარა რას გიერთობი?- აგენმა ერთი სიტყვა ქართული არ იციენ, მე გაჭირვებულმა ერთი სიტყვა რუსული. ქი ვიყავი საღამომდე მუნჯივით. შვიდი საათი იქნებოდა, კარზე ზარი რომ მისცეს. გააღო ჩემმა ძმისშვილმა. ვინცხა ორმა რუსის კაცმა დიდი შეფუთული ყუთი შემოათრიეს ოთახში.უკან ჩემი ძმაი მოყობოდა და ფული გუდუუხადა. თურმე მუშები ყოფილა.რაა, გურამა ამ ყუთში, ძვილა, რომ შემეიტანეს?- ვკითხე მე. რა,ომარი და სტალინის სურათია, სპეციალურად ზაკაზი მივეცი და დავახატიე სამხატვროში.
_ რაი, ბიჯო, - უთხარი, -კიდო სტალინის სურათი მეიტანე? შენ , ძამა, პაწა გაგიფრენია მგონია, რათ გინდა ამდენი სტალინის სურათი, სა კიდეფ, კედელზე ადგილი რომ აღარ გაქ, ვერ ხედავ?კაღამ გადვირიე კაცი. მერე ვკითხე, -გურამი, ამ სტალინის სურათებით, რომ გაქ სახლი გამოფსებული, ერთი მითხარი, მამას სურათი თუ გაქ სადმე?ამხელას არ გეუბნები,სამი-ოთხზე, პრავაში, რომ აკრია, იმხელა.პასუხი არ მუუცია, არ ქონდა და რას მეტყოდა. ვაი, ვიფიქრე, ამ ჩემ ძმაზე გლახათ უმოქმედია მოსკოვის ჰაერს. მარა რომ არ წყენოდა, აფერი არ უთხარი. დაწოლამდე შევეხვეწე, თუ ძმა ხარ, ქუხნაში დამიგე ლოგინი, ზალაში ნუ დამაწვენ ამ სურათებთან, ღამე რომ გამეღვიძოს გული გამისკდება და საპატრონო გაგიხდები. კაიო, მითხრა და თხოვნა შემისრულა.